გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/5045-16
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
21 აგვისტო, 2018 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ლელა ცანავა
სხდომის მდივანი სალომე ბარდანაშვილი
მოსარჩელე მ-------------–ი
წარმომადგენელი ც----------------, ლ-–-----–---
მოპასუხე ს-----------------–ი, ს--–-------------–ი, მ--------------, დ--------------–ი
წარმომადგენელი ლ---–--------------–-, თ------–-–--–---–-
დავის საგანი მემკვიდრეობის უფლების არსებობის დადგენა, მესაკუთრედ ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა (დაზუსტებული)
1.1. შ--–-----------–ისა და ს-----------------–ის ნათესაური კავშირის, მამა-შვილობის არ არსებობის აღიარება, მ-------------–ის მესაკუთრედ ცნობა შ--–-----------–ის დანაშთი ქონებიდან ს-----------------–ის კუთვნილი ¼ წილის მესაკუთრედ და სამოქალაქო რეესტრის ჩანაწერის ბათილად ცნობა, რომლის თანახმად ს-----------------–ი წარმოადგენს შ--–-----------–ის შვილს;
სარჩელის საფუძვლები
1.2. მ-------------–ი და შ--–-----------–ი 1961 წლის 1- ივლისიდან იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი, 1964 წლის 01 დეკემბერს დაბადებული დ--------------–ი და 1969 წლის 05 თებერვალს დაბადებული კ-------------–ი. მეუღლეები რეგისტრაციის პერიოდში ერთად ცხოვრობდნენ უწყვეტად და ეწეოდნენ საერთო, საოჯახო მეურნეობას. სხვა ქორწინების რეგისტრაციაში შ--–-----------–ი არ ყოფილა. 201- წლის 19 თებერვალს გარდაიცვალა შ--–-----------–ი, ხოლო 2015 წლის 1------------- კ-------------–ი. შ--–-----------–ის გარდაცვალების შემდგომ, მემკვიდრეების, მ-------------–ის, დ--------------–ისა და კ-------------–ის მიერ სანოტარო ბიუროსათვის მიმართვის შემდეგ, 2014 წლის 30 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ სამკვიდროს მისაღებად სანოტარო ორგანოს განცხადებით მიმართეს ს-------- და ს--–-------------–ებმა, როგორც პირველი რიგის მემკვიდრეებმა, შვილებმა - პირველი ქორწინებიდან.
მ-------------–მა წარადგინა სარჩელი ს--–-------------–ის შვილად აყვანის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით, რაც შეეხება ს-----------------–ს, მასთან მიმართებით აღნიშნავს, რომ იგი არ შეიძლება იყოს შ--–-----------–ის ბიოლოგიური შვილი. ს-----------------–ის დაბადების აქტის ჩანაწერს საფუძვლად დაედო შ--–-----------–სა და მ--------------–---–- შორის რეგისტრირებული ქორწინება, რომელიც გაფორმებულია რუსეთში, ქ---------–-----ში, 1992 წელს. აღნიშნული დროისათვის მ-------------–ი იმყოფებოდა ქორწინებაში მეუღლესთან, ამასთან, უფროსი შვილი იყო მძიმედ დაშავებული, უგონო მდგომარეობაში, რის გამოც მამკვიდრებელი ქვეყნიდან არ გასულა, არ გადაუკვეთია საზღვარი. ამ უკანასკნელისათვის უცნობი იყო, რომ ფორმალურად მიეთითა ს-----------------–ის მამად. მოპასუხის მიერ წარმოდგენილი ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა ადასტურებს მხოლოდ დ--------------–თან ს-----------------–ის ნათესაურ კავშირს და არა იმ ფაქტს, რომ შ--–-----------–ის შვილია.
დასახელებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების, ს-----------------–სა და შ--–-----------–ს შორის მამა-შვილობის არარსებობის აღიარების, სამოქალაქო რეესტრის ჩანაწერის ბათილად ცნობისა და მ-------------–ის მესაკუთრედ ცნობის საფუძველი, შ--–-----------–ის დანაშთი ქონებიდან ს-----------------–ის ¼ ნაწილზე.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხეებმა ს-----------------–მა, ს--–-------------–მა და მ--------------მ სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ შ--–-----------–ი დაბადებიდან ზრუნავდა შვილზე, მონაწილეობდა მის აღზრდაში როგორც ფიზიკურად, ისე ფინანსურად, რაც თავის მხრივ ცნობილი იყო მოსარჩელე მხარისათვის. შ--–-----------–ს, როგორც მამას, გაცემული აქვს თანხმობა ს-----------------–ის საზღვარგარეთ გამგზავრების შესახებ, ასევე, აქვს განხორციელებული საბანკო გადარიცხვები, რაც დასტურდება საბანკო ამონაწერებით. შესაბამისად, მამკვიდრებელმა სიცოცხლეშივე იცოდა სააქტო ჩანაწერის თაობაზე, ერთი წლის ვადაში იგი არ გაუხდია სადავოდ, ხოლო აქტის ჩანაწერზე პრეტენზიის გაცხადების მიმართ უფლებამონაცვლეობა დაუშვებელია. ამასთან, დ--------------–ის მიერ აღძრულ დავაში, გენეტიკური ექსპერტიზის შედეგად დადგენილია მამა-შვილს შორის ნათესაური კავშირი, რაც ცნობილი იყო მ-------------–ისათვის, ხოლო აღძრული დავა კი მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღებასა და მისით სარგებლობაში ხელშეშლას ემსახურება.
ს--–-------------–ი 1998 წლის 5-------- #2----- გადაწყვეტილებით იშვილა შ--–-----------–მა, უწევდა მას მამობას. გადაწყვეტილებით ბათილად ცნობის მოთხოვნა სასამართლოს მიერ არ დაკმაყოფილდა, რაც შესულია კანონიერ ძალაში, რის გამოც მოთხოვნა ამ მხრივაც დაუსაბუთებელია.
მოპასუხე დ--------------–ს სარჩელი და თანდართული დოკუმენტები ჩაბარდა 2018 წლის 03 იანვარს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების დაცვით, მაგრამ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, მას შესაგებელი არ წარმოუდგენია. სასამართლო სხდომაზე დ--------------–მა ცნო სარჩელი და განმარტა, რომ 1984 წლიდან 1994 წლამდე შ--–-----------–სა და ს-----------------–ს შორის არ არსებობდა ურთიერთობა, შემდგომშიც მათი მამა-შვილობის ფაქტი საქმის მასალებით არ დასტურდება.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. შ--–-----------–ი გარდაიცვალა 201- წლის 1------------–--
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- გარდაცვალების მოწმობა (ტომი 1, ს.ფ.54);
3.1.2. შ--–-----------–ის სახელზე საკუთრების უფლებით ირიცხებოდა შემდეგი ქონება: 1. ქალაქი თბილისი, ბ-----–--–--------, საკადასტრო კოდი: 01.1-.1-.002.0--.01.5--, თანასაკუთრება; 2. ქალაქი თბილისი, ჯ--------------------------------- მიმდებარედ, არასასოფლო სამეურნეო დაზუსტებული ფართობი:1-0 კვ.მ, ნაკვეთის წინა ნომერი :1, შენობა-ნაგებობის საერთო ფართი: 31--06, ½ ნაწილი; 3. ქალაქი თბილისი, ტ-–-----------------------, საკადასტრო კოდი: #01.1-.11.0--.002, საცხოვრებელი ფარ: 133 კვ.მ, თანასაკუთრება; 4. ქალაქი თბილისი, ვ---------–--------, #6, ფართობი: 903, შ--–-----------–ის 613 კვ.მ მიწის ნაკვეთიდან და შენობა-ნაგებობიდან 30/1-9 ნაწილი და 1-5 კვ.მ მიწის ნაკვეთი. 5. შპს ხ-------------ში, ს/კ 2--------, 48 %-იანი წილი. 6. შპს ,,კ----------–-“, ს/ნ 2--------, 55%-იანი წილი; 7. შპს მ--------------ში, ს/კ 2--------, 50 %-იანი წილი;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ინფორმაცია საჯარო რეესტრიდან (ტომი 1, ს.ფ. 18-20);
-ამონაწერები საჯარო რეესტრიდან (ტომი 1, ს.ფ.21-28);
-ამონაწერები მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ტომი 1, ს.ფ.29-34).
3.1.3. 201- წლის 19 თებერვალს გარდაცვლილი შ--–-----------–ის სამკვიდროზე, სამკვიდრო მოწმობის მისაღებად მიმართეს მ-------------–მა, დ--------------–მა, კ-------------–მა, ს-----------------–მა და ს--–-------------–მა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-ნოტარიუსის მიერ გაცემული ინფორმაცია (ტომი 1, ს.ფ.50).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. საჩხერის რაიონის ჭალის სას/საბჭოს მიერ 1961 წლის 0-----–--- რეგისტრირებულია ქორწინება (აქტი #1-) მოქალაქეებს, შ--–---------------------–-- და მ-----------–------------–---------–---–- შორის. ქორწინების აქტის ჩანაწერზე არ ფიქსირდება აღნიშვნა განქორწინების საფუძვლით ქორწინების შეწყვეტის შესახებ. განქორწინების აქტი არ იძებნება. თანაცხოვრების პერიოდში მათ შეეძინათ ორი შვილი, 1969 წლის 2--------- დაბადებული კ-------------–ი და 1964 წლის 2------------ დაბადებული დ--------------–ი.
კ-------------–ი გარდაიცვალა 2015 წლის 1-------------. მისი პირველი რიგის კანონისმიერ მემკვიდრეს წარმოადგენს დედა - მ-------------–ი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ქორწინების მოწმობა (ტომი 1, ს.ფ.52);
-ინფორმაცია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან (ტომი 1, ს.ფ.51);
-დაბადების მოწმობები (ტომი 1, ს.ფ. 55-56).
3.2.2. ს-----------------–ის, დაბადებული 1994 წლის 3---------------, დაბადების მოწმობის ნ----------, სააქტო ჩანაწერი #9--, მიხედვით, მის ბიოლოგიურ მშობლებს წარმოადგენენ მამა - შ--–-----------–ი, დედა - მ-------------–---–-.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-დაბადების მოწმობა (ტომი 1, ს.ფ.132);
3.2.3. 2011 წლის 2-----–--- ნოტარიუს მ------------–-–---–-- მიერ დადასტურებული სანოტარო აქტით, მშობლები, მ--------------–---–- და შ--–-----------–ი აცხადებენ თანხმობას რათა მათი შვილი, ს-----------------–ი გაემგზავროს სამოგზაუროდ საზღვარგარეთ, ნებისმიერ ქვეყანაში, დამოუკიდებლად და დაბრუნდეს უკან საქართველოში. მოგზაურობის ვადა და პირობები განსაზღვროს თავისი შეხედულებისამებრ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- თანხმობა (ტომი 1, ს.ფ.133).
3.2.4. მ--------------–---–-ს საბანკო ანგარიშზე 2011 წლის 01 იანვრიდან 2015 წლის 25 მარტამდე პერიოდულად ფიქსირდება შ--–-----------–ის მიერ განხორციელებული ფულადი ჩარიცხვები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-ამონაწერი პირადი ანგარიშიდან (ტომი 1, ს.ფ.135-139).
3.2.5. სსიპ სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის 29 ივნისის #5--------- დასკვნის მიხედვით, გენეტიკური კვლევის შედეგად დადგინდა, რომ 24.11.1964წ დაბადებული დ--------------–ი და 3-.1--1994 წ. დაბადებული ს-----------------–ი წარმოადგენენ მამის ხაზით ბიოლოგიურ ნათესავებს.
სსიპ ლ.სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ინფორმაციით, მამის ხაზით ნათესაური კავშირის დადგენა, არ გულისხმობს მამა-შვილობის დადგენას. მამაკაცის სასქესო Y ქრომოსომის STR ანალიზი გამოიყენება მამრობითი სქესის პირებს შორის მამის ხაზით ბიოლოგიური ნათესაური კავშირის დასადგენად. ვინაიდან, მამაკაცის სასქესო ქრომოსომა გადადის თაობებზე მამის ხაზით, მამასა და ვაჟიშვილს, ასევე მამის ხაზით ბიოლოგიურ ნათესავებს: ძმას, ბაბუას, ბიძას, ბიძაშვილს და ა.შ, აქვთ იდენტური Y-STR გენეტიკური პროფილი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სსიპ სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის 29 ივნისის #5--------- დასკვნა (ტომი 1, ს.ფ.124-130);
-ინფორმაცია (ტომი 2, ს.ფ.152).
3.2.6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით, მ-------------–ის განცხადება ქ.თბილისის ჩუღურეთის რაიონის სასამართლოს 1998 წლის 05-------- გადაწყვეტილების, რომლითაც განხორციელდა ს--–-------------–ის შვილად აყვანა, ბათილად ცნობის შესახებ, არ დაკმაყოფილდა. განჩინება შესულია კანონიერ ძალაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება (ტომი 2, ს.ფ.84-94).
3.2.7. საქმის მასალებით არ დასტურდება ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ
ს-----------------–ი არ წარმოადგენს 2014 წლის 19 თებერვალს გარდაცვლილი შ--–-----------–ის ბიოლოგიურ შვილს.
საქმის მასალებით, კერძოდ, წარმოდგენილი ს-----------------–ის დაბადების მოწმობის მიხედვით, ნ----------, სააქტო ჩანაწერი #9--, მის ბიოლოგიურ მშობლებს წარმოადგენენ მამა - შ--–-----------–ი, დედა - მ-------------–---–-. პირის დაბადება რეგისტრირებულია 1994 წლის 8 ნოემბერს.
საქმეში წარმოდგენილი 2011 წლის 2-----–--- ნოტარიუს მ------------–-–---–-- მიერ დადასტურებული სანოტარო აქტით, მშობლები, მ--------------–---–- და შ--–-----------–ი აცხადებენ თანხმობას რათა მათი შვილი, ს-----------------–ი გაემგზავროს სამოგზაუროდ საზღვარგარეთ, ნებისმიერ ქვეყანაში, დამოუკიდებლად და დაბრუნდეს უკან საქართველოში. მოგზაურობის ვადა და პირობები განსაზღვროს თავისი შეხედულებისამებრ. ამდენად, შ--–-----------–ისათვის 2011 წლის 25 ივლისის მდგომარეობით ცნობილი იყო გარემოება იმის თაობაზე, რომ იგი მითითებულია ს-----------------–ის მამად. მას სიცოცხლეში არ გაუსაჩივრებია, სადავო არ გაუხდია სააქტო ჩანაწერი. უფრო მეტიც, სანოტარო აქტით ირკვევა, რომ შ--–-----------–მა განახორციელა მშობლის უფლება, მისცა თანხმობა არასრულწლოვან შვილს საზღვარგარეთ გასამგზავრებლად. რაიმე სახის მტკიცებულება, რაც საეჭვოს გახდიდა სანოტარო აქტზე შ--–-----------–ის ხელმოწერის ნამდვილობის ფაქტს, მოწინააღმდეგე მხარეს არ წარმოუდგენია.
საქმის მასალებით დადგენილია ასევე, რომ მ--------------–---–-ს საბანკო ანგარიშზე 2011 წლის 01 იანვრიდან 2015 წლის 25 მარტამდე პერიოდულად ფიქსირდება შ--–-----------–ის მიერ განხორციელებული ფულადი ჩარიცხვები. ასევე, საქმეს თანდართული ფოტოსურათები ასახავს, პერიოდულ ურთიერთობას მამკვიდრებელსა და ს-----------------–ს შორის.
სსიპ სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის 29 ივნისის #5--------- დასკვნის მიხედვით, გენეტიკური კვლევის შედეგად დადგინდა, რომ 24.11.1964წ დაბადებული დ--------------–ი და 3-.1--1994 წ. დაბადებული ს-----------------–ი წარმოადგენენ მამის ხაზით ბიოლოგიურ ნათესავებს.
სსიპ ლ.სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ინფორმაციით, მართალია მამის ხაზით ნათესაური კავშირის დადგენა, არ გულისხმობს მამა-შვილობის დადგენას, მაგრამ უდავოა რომ სახეზეა ნათესაური კავშირი, ხოლო მამა-შვილობის უარსაყოფად, გარემოებების საწინააღმდეგო, გამაქარწყლებელი, სასარჩელო მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულება, მტკიცების ტვირთის ვალდებულების მქონე მოსარჩელის მხრიდან არ წარმოდგენილა. მითითება იმის თაობაზე, რომ შ--–-----------–ს მ-------------–---–---- ქორწინებისას, ასევე, ს-----------------–ის დაბადებისას საქართველოს საზღვარი არ გადაუკვეთია, სათანადო მტკიცებულებების არარსებობის პირობებში, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებას - პირთა შორის ნათესაური კავშირის არარსებობას, ვერ ადასტურებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს მტკიცების ტვირთის ზოგად სტანდარტს, კერძოდ, იგი ადგენს, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
სასამართლო მიიჩნევს, რომ წინამდებარე დავის განხილვისას, გასათვალისწინებელია როგორც საპროცესო-სამართლებრივი, ასევე მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით განსაზღვრული მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტები, კერძოდ, მტკიცების ტვირთი ამ შემთხვევაში, წარმოდგენილ სარჩელში მოსარჩელეთა მხარეზეა და ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია მათი პოზიციისა და ამ პოზიციის დასადასტურებლად წარდგენილი მტკიცებულებების სწორად შეფასება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მხარეთა ახსნა-განმარტების, წარმოდგენილი მასალების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად, მიიჩნევს, რომ მ-------------–ის ახსნა-განმარტება, სხვა მტკიცებულებების არ არსებობის პირობებში, არ წარმოადგენს სადავო გარემოების დამადასტურებელ სათანადო და უტყუარ მტკიცებულებას. მოპასუხის მიერ სასარჩელო მოთხოვნის საპირისპიროდ წარმოდგენილ იქნა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც კვალიფიციურად იქნა უარყოფილი მ-------------–ის სამართლებრივი პრეტენზია. მოსარჩელემ ვერ შეძლო კუთვნილი საპროცესო ტვირთის რეალიზაცია.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, ვინაიდან ვერ დადასტურდა სარჩელის ფაქტობრივი საფუძველი, მ-------------–ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1187-ე, 1189-ე მუხლები.
,, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-8 ნაწილი და მე-9 ნაწილი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. მოსარჩელემ 2014 წლის 19 თებერვალს გარდაცვლილ შ--–-----------–სა და 1994 წლის 8 ნოემბერს დაბადებულ ს-----------------–ს შორის ნათესაური კავშირის, კერძოდ, მამა-შვილობის არარსებობის დადგენის აღიარება მოითხოვა იმ ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებით, რომ მოპასუხე არ წარმოადგენს მამკვიდრებლის ბიოლოგიურ შვილს, შ--–-----------–მა არ იცოდა მისი არსებობის შესახებ, არ ჰქონია მასთან მამა-შვილური ურთიერთობა, არ გამოუვლენია ნება მის შვილად აღიარებაზე, არ უშვილებია იგი, დაბადების სააქტო ჩანაწერის განხორციელების საფუძვლად არსებული ქორწინება მ-------------–---–---- ბათილია.
სასამართლოს მოსაზრებით, მხარეთა შორის წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობიდან გამომდინარე, წარმოდგენილი დავის გადასაწყვეტად სამოქალაქო კანონმდებლობის შესაბამისად, მოხმობილ უნდა იქნეს საოჯახო სამართლის ნორმები, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1187-ე მუხლი, რომლის თანახმად, მშობლებისა და შვილების ურთიერთუფლება-მოვალეობებს საფუძვლად უდევს შვილების წარმოშობა, რაც დადასტურებულია კანონით დადგენილი წესით.
ამავე კოდექსის 1189-ე მუხლის თანახმად, შვილის წარმოშობა დაქორწინებული მშობლებისაგან დასტურდება მეუღლეთა ერთობლივი ან ერთ-ერთი მათგანის განცხადებით, ბავშვის დაბადებისა და მშობელთა ქორწინების დამადასტურებელი დოკუმენტით.
,, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-8 ნაწილის მიხედვით, რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მშობლების შემთხვევაში ბავშვის დაბადების რეგისტრაცია შეიძლება ასევე განხორციელდეს ერთ-ერთი მშობლის განცხადებით. ასეთ შემთხვევაში მშობლების შესახებ მონაცემები მიეთითება ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.
ამავე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, იმ მშობელს, რომლის გარეშეც მოხდა დაბადების რეგისტრაცია, უფლება აქვს, იმ დროიდან, როდესაც მისთვის ცნობილი გახდა ან ცნობილი უნდა ყოფილიყო რეგისტრაციის შესახებ, ერთი წლის განმავლობაში სადავო გახადოს დაბადების რეგისტრაციის აქტის ჩანაწერში მითითებული თავისი მონაცემები, ბავშვის სახელი ან გვარი.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ს-----------------–ის დაიბადა 1994 წლის 3--------------- ქ.თბილისში. 1994 წლის 8 ნოემბერს განხორციელდა მისი დაბადების რეგისტრაცია ქ.თბილისის მთაწმინდის რაიონში, სააქტო ჩანაწერი #9--. ს-----------------–ის ბიოლოგიურ მშობლებად მიეთითა მამა- შ--–-----------–ი, დედა - მ--------------–---–-.
დადგენილია ასევე, რომ შ--–-----------–ი გარდაიცვალა 2014 წლის 1------------–-- მისთვის ცნობილი იყო მამობის აქტის ჩანაწერის შესახებ. აღნიშნულს ამყარებს საქმეში წარმოდგენილი 2011 წლის 2-----–--- ნოტარიუს მ------------–-–---–-- მიერ დადასტურებული სანოტარო აქტი, რომლის მიხედვითაც, მშობლები, მ--------------–---–- და შ--–-----------–ი აცხადებენ თანხმობას რათა მათი შვილი, ს-----------------–ი გაემგზავროს სამოგზაუროდ საზღვარგარეთ, ნებისმიერ ქვეყანაში, დამოუკიდებლად და დაბრუნდეს უკან საქართველოში. მოგზაურობის ვადა და პირობები განსაზღვროს თავისი შეხედულებისამებრ. ამდენად, შ--–-----------–ისათვის 2011 წლის 25 ივლისის მდგომარეობით ცნობილი იყო გარემოება იმის თაობაზე, რომ იგი მითითებულია ს-----------------–ის მამად. მიუხედავად ფაქტის ცოდნისა, კანონით განსაზღვრული ერთი წლის განმავლობაში მშობლად მითითებულ პირს სააქტო ჩანაწერი სადავოდ არ გაუხდია. გარემოებას მოპასუხე ს-----------------–ის ახსნა-განმარტების სისწორის შესახებ ამყარებს შესაგებელს თანდართული ფოტო-სურათები, სადაც აღბეჭდილია შ--–-----------–თან მისი ურთიერთობის შესახებ, ასევე, მოპასუხის დედის ანგარიშზე განხორციელებული პერიოდული ფულადი გზავნილები და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა. გენეტიკური კვლევის შედეგად დადგინდა, რომ 24.11.1964წ დაბადებული დ--------------–ი და 3-.1--1994 წ. დაბადებული ს-----------------–ი წარმოადგენენ მამის ხაზით ბიოლოგიურ ნათესავებს. აღნიშნულ მტკიცებულებათა ერთობლიობა იქნა წარმოდგენილი მოპასუხის მიერ მოსარჩელე მ-------------–ის ახსნა-განმარტების საპირისპიროდ.
სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომლის შეუსრულებლობას უკავშირდება ამავე მხარისათვის არახელსაყრელი შედეგი.
ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით. ასევე კოდექსის 102-ე მუხლით, რომლის თანახმად, მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განხორციელდეს.
ამავდროულად, სამოქალაქო საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი, რომლის თანახმად, მტკიცების ტვირთი უნდა განაწილდეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ვალდებულება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.
ზოგიერთ შემთხვევაში, მტკიცების ტვირთის განაწილების წესი მოცემულია მატერიალური სამართლის ნორმებში, ეს ის ნორმებია რომლებიც შინაარსობრივად მხარეთა შორის მტკიცების ტვირთს ანაწილებენ. საოჯახო სამართალში, მამობის ჩანაწერის არსებობისას, პრეზუმფცია მოქმედებს მოპასუხის სასარგებლოდ, რაც ნიშნავს სწორედ იმას, რომ ვიდრე მოსარჩელე არ დაადასტურებს ზემოთ დასახელებული ფაქტობრივი გარემოებების არსებობას, მიიჩნევა, რომ მხარეებს შორის არსებობს ნათესაური კავშირი მამა-შვილობის სახით. იურიდიული თვალსაზრისით, ფაქტი მამობის ჩანაწერის შესახებ, საწინააღმდეგოს დადასტურებამდე წარმოშობს მამა-შვილობის, როგორც ნამდვილი ნების საფუძველზე განხორციელებული სამოქალაქო აქტის არსებობის პრეზუმფციას, რომლის გაქარწყლების მტკიცების ტვირთი ეკისრება საპირისპირო პოზიციის მქონე პირს. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ ჩანაწერის გასაჩივრებაზე უფლებამოსილ პირს კანონმდებელი თავად განსაზღვრავს, ეს არის ის მშობელი, რომლის გარეშეც მოხდა დაბადების რეგისტრაცია, და მას უფლება აქვს, იმ დროიდან, როდესაც მისთვის ცნობილი გახდა ან ცნობილი უნდა ყოფილიყო რეგისტრაციის შესახებ, ერთი წლის განმავლობაში სადავო გახადოს დაბადების რეგისტრაციის აქტის ჩანაწერში მითითებული თავისი მონაცემები, ბავშვის სახელი ან გვარი.
საქმის მასალებით არ დასტურდება ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ შ--–-----------–მა სადავოდ გახადა აღნიშნული ჩანაწერი, ს-----------------–თან მისი ნათესაური კავშირის ნამდვილობა. აღნიშნულის დამადასტურებელი უტყუარი, ერთმნიშვნელოვანი და მყარი მტკიცებულება მოსარჩელეს არ წარმოუდგენია. საქმის გარემოებების კვლევისას წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასების დადგენილი და დაბადების სააქტო ჩანაწერით გამყარებული ფაქტის საწინააღმდეგო, გამაქარწყლებელი, სასარჩელო მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულება, მტკიცების ტვირთის ვალდებულების მქონე მოსარჩელის მხრიდან არ წარმოდგენილა.
შესაბამისად, საქმეზე დადგენილი და ზემოთ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელემ ვერ შეძლო კუთვნილი მტკიცების ტვირთის რეალიზაცია სსსკ-ის 102.1.-ე მუხლის მოთხოვნის შესაბამისად (თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს), მან ვერ წარმოადგინა სარწმუნო და დამაჯერებელი მტკიცებულებები, რომელიც მიუთითებდა იმაზე, რომ ს-----------------–ი არ არის შ--–----------–-- ბიოლოგიური შვილი, ფაქტობრივ საფუძველზე და რომლითაც შეძლებდა შესაგებელში მითითებული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულების დაძლევას და მის საპირისპიროს დადასტურებას.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ვინაიდან მოსარჩელემ ვერ დაადასტურა მოთხოვნა, გარემოება იმის თაობაზე, რომ ს-----------------–ი არ არის შ--–-----------–ის ბიოლოგიური შვილი, შესაბამისად, არ არსებობს ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობა და თანამდევი მოთხოვნაც სამოქალაქო რეესტრის სააქტო ჩანაწერის ბათილად ცნობის თაობაზე სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია.
6.2. რაც შეეხება მ-------------–ის მოთხოვნას ცნობილო იქნას შ--–-----------–ის დანაშთი ქონებიდან ს-----------------–ის კუთვნილი ¼ წილის მესაკუთრედ, სასამართლო მიიჩნევს რომ არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველიც შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1319-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების შედეგად. ამავე კოდექსის 1320-ე მუხლის შესაბამისად, სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება მამკვიდრებლის გარდაცვალების დღე, ხოლო 1328-ე მუხლის პირველი ნაწილით, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის.
სამოქალაქო კოდექსის 1307-ე მუხლის თანახმად, მემკვიდრეები შეიძლება იყვნენ: კანონით მემკვიდრეობის დროს - პირები, რომლებიც ცოცხლები იყვნენ მამკვიდრებლის სიკვდილის მომენტისათვის, და აგრეთვე მამკვიდრებლის შვილები,რომლებიც მისი გარდაცვალების შემდეგ ცოცხალი დაიბადებიან; 1336-ე მუხლის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი წილის უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან პირველ რიგში – გარდაცვლილის შვილები, მეუღლე, მშობლები.
მოცემულ შემთხვევაში შ--–-----------–ის გარდაცვალებით, 2014 წლის 19 თებერვალს გაიხსნა სამკვიდრო. მის პირველი რიგის კანონისმიერ მემკვიდრეებს წარმოადგენდნენ - მეუღლე, მ-------------–ი, შვილები - დ--------------–ი, კ-------------–ი, ს-----------------–ი და ს--–-------------–ი. მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 6 თვის ვადაში სამკვიდრო მოწმობის მიღების მოთხოვნით მიმართული აქვს ხუთივე მემკვიდრეს. ამათგან, კ-------------–ი გარდაიცვალა 2015 წლის 1-------------. მის პირველი რიგის კანონისმიერ მემკვიდრეს წარმოადგენს დედა - მ-------------–ი. შესაბამისად, ვინაიდან მოსარჩელის მხრიდან ვერ დადასტურდა ს-----------------–სა და შ--–-----------–ს შორის ნათესაური კავშირის არარსებობა, მოპასუხე ს-----------------–ი, როგორც მამის მემკვიდრე, უფლებამოსილია მიიღოს კუთვნილი წილი დანაშთი ქონებიდან და მოთხოვნა ამ ნაწილშიც მოკლებულია ფაქტობრივ დასაბუთებას.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად და არ არსებობს მოპასუხეებისათვის მ-------------–ის სასარგებლოდ ბაჟის დაკისრების საფუძველი.
8.უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:
8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-1ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებთ გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.
მოცემულ შემთხვევაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 04 მარტის განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ნოტარიუს მ------------------ აეკრძალა 2014 წლის 19 თებერვალს გარდაცვლილი შ--–-----------–ის (პ/ნ 0----------) სამკვიდროზე სანოტარო მოქმედების განხორციელება, კერძოდ, სამკვიდრო მოწმობის გაცემა მოპასუხე ს-----------------–ის (აშშ მოქალაქის პასპორტი #5--------) სასარგებლოდ.
ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, არსებობს გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საპროცესო-სამართლებრივი საფუძვლები.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, მე-14, 39-ე, 55-ე, 1991, 243-244-ე, 248-249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. მოსარჩელე მ-------------–ს უარი ეთქვას მოთხოვნაზე აღიარებული იქნას, რომ ს-----------------–ი არ არის შ--–-----------–ის ბიოლოგიური შვილი, ცნობილი იქნეს მ-------------–ი შ--–-----------–ის დანაშთი ქონებიდან ს-----------------–ის კუთვნილი ¼ წილის მესაკუთრედ და ბათილად იქნეს ცნობილი სამოქალაქო რეესტრის ჩანაწერი, რომლის თანახმად ს-----------------–ი წარმოადგენს შ--–-----------–ის შვილს;
3. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;
4. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 4 მარტის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლის თანახმად ნოტარიუს მ------------------ აეკრძალა 201- წლის 19 თებერვალს გარდაცვლილი შ--–-----------–ის (პ/ნ 0----------) სამკვიდროზე სანოტარო მოქმედების განხორციელება, კერძოდ, სამკვიდრო მოწმობის გაცემა მოპასუხე ს-----------------–ის (აშშ მოქალაქის პასპორტი #5--------) სასარგებლოდ.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ლელა ცანავა