1. მეუღლის სასარგებლოდ გადასახდელი სარჩოს ოდენობა განისაზღვრება ყოველთვიურად გადასახდელი ფულადი თანხის სახით მეუღლეთა მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით.
2. ერთ-ერთი მეუღლის მატერიალური ან ოჯახური მდგომარეობის შეცვლისას თითოეულ მეუღლეს აქვს უფლება სარჩელით მიმართოს სასამართლოს სარჩოს ოდენობის შეცვლის შესახე
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (26.06.1997).
წესრიგებლად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 1106-ე, 1122-ე, 1127-ე, 1197-ე, 1199-ე, 1202-ე, 1212-ე, 1213-ე, 1214-ე, 1234-ე, 1182-ე, 1185-ე მუხლები, ასევე, „ბავშვის უფლებათა შესახებ“ კონვენცია გამოიყენა. სასამართლომ შემდეგ მტკიცებულებებზე დაყრდნობით გამოიტანა სარჩელის საფუძვლიანობის შესახებ დასკვნა:…
საქმე №3კ/1285-02 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.10.2002
…ყოველთვიურად, 20 ლარის გადახდა. სააპელაციო პალატამ გაითვალისწინა, რომ მოპასუხის ყოველთვიურ შემოსავალს წარმოადგენდა 89 ლარი, ბავშვისთვის კი დაკისრებული აქვს ყოველთვიურად 30 ლარი. საოლქო სასამართლომ იხელმძღვანელა სკ-ს 1182-ე და 1185-ე მუხლებით და შეამცირა მეუღლის სასარგებლოდ დაკისრებული 50 ლარი 20 ლარამდე. ამასთან, მხარეებს განემარტათ, რომ სსკ-ს 391-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად საკასაციო…
…მუხლის თანახმად, შრომისუუნარო მეუღლე, რომელსაც დახმარება სჭირდება მეუღლისაგან, სარჩოს მიღების უფლებას ინარჩუნებს განქორწინების შემდეგაც, თუ იგი შრომისუუნარო გახდა განქორწინებამდე, ან ერთი წლის განმავლობაში განქორწინების დღიდან. ამავე კოდექსის 1185-ე მუხლის შესაბამისად, მეუღლის სასარგებლოდ გადასახდელი სარჩოს ოდენობა განისაზღვრება ყოველთვიურად გადასახდელი ფულადი თანხის სახით, მეუღლეთა…
საფუძვლად სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე, 1122-ე, 1127-ე, 1197-ე, 1199-ე, 1202-ე, 1212-ე, 1213-ე, 1214-ე, 1234-ე, 1182-ე, 1185-ე მუხლებზე; ბავშვთა უფლებების კონვენციაზე, და განმარტა, რომ ბავშვის აღზრდისათვის გარემოს შესაბამისობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დეტალურად და დამაჯერებლად უნდა…
…მიერ წარმოდგენილი იქნა მტკიცებულება, რომლითაც დაადასტურდა ის ფაქტობრივ გარემოება, რომ ნ----- გ------–--ე არის შრომისუუნარო პირი და საჭიროებს მატერიალურ დახმარებას, მას არ გააჩნია სახსრები, რომელიც აუცილებლია მისი არსებობისათვის. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1185-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მეუღლის სასარგებლოდ გადასახდელი სარჩოს ოდენობა განისაზღვრება ყოველთვიურადგადასახდელი ფულადი თანხის…