განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 010210016001533501
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე № 2\ბ - 1076
21 მარტი 2017 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე: თამარ სვანიძე
მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე
ირმა პერანიძე
სხდომის მდივანი: მირანდა ირემაძე
აპელანტი: ზ----- ხ---–--ე
წარმომადგენელი: ქ------- ქ---------ე
მოწინააღმდეგე მხარე: მ----- ბ---–----ე
წარმომადგენელი: რ----- ჯ---------ე
თანამოპასუხეები: გ---–- და გ---- ხ---–--ეები
კანონიერი წარმომადგენელი: სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბ------ის სოციალური მომსახურების ცენტრის ი-----სტი ლ-–- მ-----–--ე
მესამე პირი: სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბ------ისა და წ--–--- სოციალური მომსახურების ცენტრი
წარმომადგენელი: ლ-–- მ-----–--ე
დავის საგანი: არასრულწლოვანი ბავშვების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება: ბ------ის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილება.
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყევტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
აღწერილობითი ნაწილი:
მოსარჩელის განმარტება:
1. მ----- ბ---–----ემ სარჩელით მიმართა ბ------ის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხედ ზ----- ხ---–--ე მიუთითა. მოსარჩელემ ითხოვა მ----- ბ---–----ესა და ზ----- ხ---–--ეს შორის, 2----–-–----------------–- რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტა. მცირეწლოვანი შვილების, 2----–-–-------------- დაბადებული გ---–- ხ---–--ისა და 2----–-–---------–--- დაბადებული გ---- ხ---–--ის საცხოვრებელ ადგილად, დედის, მოსარჩელე მ----- ბ---–----ის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა. ზ----- ხ---–--ისათვის მცირეწლოვანი შვილების გ---–- ხ---–--ისა და გ---- ხ---–--ის სასარგებლოდ ალიმენტის დაკისრება ყოველთვიურად 200 ლარის ოდენობით.
2. მოსარჩელემ განმარტა, რომ ის და ზ----- ხ---–--ე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 2004 წლის 15 თებერვლიდან, ყავთ საერთო არასრულწლოვანი შვილები გ---–- ხ---–--ე (დაბ. 2----–-–--------------) და გ---- ხ---–--ე (დაბ. 2----–-–---------–---); მეუღლეები ერთად ცხოვრობდნენ 13 წელი. ამ პერიოდის მანძილზე მოპასუხე ზ----- ხ---–--ე მეუღლესთან ურთიერთობისას იჩენდა აგრესიას და ძალადობდა მასზე. დაძაბული ურთიერთობის გამო მეუღლეთა ერთად ცხოვრება შეუძლებელი იყო, რის გამოც მოსარჩელე საცხოვრებლად გადავიდა მამის საცხოვრებელ სახლში, ქ. ბ------ში, მოსარჩელემ თან წაიყვანა შვილები გ---- და გ---–- ხ---–--ეები თუმცა მამამ თვითნებურად ორივე შვილი წაიყვანა თავის საცხოვრებელ მისამართზე და დედას არ აძლევს საშუალებას ურთიერთობა ქონდეს თავის შვილებთან; მოსარჩელის განმარტებით ბავშვები არიან მზრუნველობის გარეშე, რადგან მოპასუხე ერთად ცხოვრების პერიოდშიც არ აქცევდა ყურადღებას ბავშვებს, არ იყო ჩართული მათ აღზრდა განვითარებაში. სახლში მათთან ერთად ცხოვრობენ ბებია და ბაბუა, რომელებიც არიან ავად და არ აქვთ შესაძლებლობა სათანადო ყურადღება მიაქციონ ბავშვებს. ზ----- ხ---–--ის მიმართ პოლიციამ ძალადობის გამო გასცა შემაკავებელი ორდერი. მოპასუხე მოსარჩელესთან თანაცხოვრები მთელი პერიოდის მანძილზე შვილების თვალწინ იჩენდა ძალადობასა და აგრესიას მოსარჩელეზე.
3. მოსარჩელემ ასევე მიუთითა (სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას), რომ მუშაობს ქ. ბ------ში, რ--–------ სახელობის მ------------ სკოლა ლიცეუმში, სურს ბავშვები სასწავლებლად გადაიყვანოს ამავე სკოლაში. მან იცის რა სჭირდება და რა აინტერესებთ მის შვილებს და როგორ უნდა მისცეს მათ აღზრდა - განათლება, რითი დააინტერესოს, როგორ გაანაწილოს მათი დრო და ა.შ.
მოპასუხის პოზიცია:
4. მოპასუხე ზ----- ხ---–--ემ სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა ითხოვა; მოპასუხე არ დაეთანხმა მოსარჩელის განმარტებას იმის თაობაზე, რომ მეუღლეებს შორის არსებობდა უთანხმოება და დაძაბული ურთიერთობა, მოსარჩელის მითითება ძალადობაზე არასწორია და არ შეესაბამება სინამდვილეს; ბავშვები იზრდებოდნენ და იზრდებიან მშვიდად და მათთვის საუკეთესო ინტერესების შესაფერის გარემოში. მართალია მოსარჩელე საცხოვრებლად გადავიდა ქ. ბ------ში, თუმცა მას ბავშვები თავისთან არ წაუყვანია, ბავშვები ყოველთვის ცხოვრობდნენ მამის საცხოვრებელ მისამართზე დადიოდნენ წ--–--–- სკოლაში. მოპასუხე მიუთითებს, რომ არასოდეს შეუშლია ხელი მოსარჩელისათვის ჰქონოდა ურთიერთობა საკუთარ შვილებთან. ბავშვები ზაფხულის არდადეგებზე გარკვეული პერიდი იმყოფებოდნენ დედასთან ბ------ში. მოპასუხე მიუთიებს, რომ მას არასოდეს შეუშლია ხელი ბავშვებისთვის ურთიერთობა ქონოდათ ბებიასთან და ბაბუასთან, თუმცა ბ------ში, მოსარჩელის საცხოვრებელ მისამართზე არ არის შექმნილი ბავშვების ცხოვრებისთვის შესაფერისი პირობები. ქ. ბ------ში მოსარჩელე ცხოვრობს, როგორც ძმასთან ისე მამასთან და მამის მეუღლესთან ერთად, მოსარჩელის ძმა არის ნასამართლები ქურდობისთვის. საცხოვრებელი სახლი არის ორ ოთახიანი. აღნიშნულ გარემოში ბავშვების ცხოვრება არ გამომდინარეობს მათი ჭეშმარიტი ინტერესიდან.
5. მოპასუხე ზ----- ხ---–--ე განმარტავს, რომ ის ყოველთვის თავისი შვილების საუკეთესო ინტერესების შესაბამისად ზრუნავდა მათთვის ოჯახური გარემოს შექმნაზე, სადაც ისინი შეძლებდნენ ფიზიკურ, გონებრივ და სულიერ განვითარებას და საზოგადოების ღირსეულ წევრებად ჩამოყალიბებას. შესაბამისად მოსარჩელის მითითება იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხე არ ზრუნავდა თავის შვილებზე - არ შეესაბამება სინამდვილეს. მოპასუხე აღნიშნავს, რომ ბავშვების აღზრდაში მას დახმარებას უწეენ თავისი მშობლები. ბავშვები დაბადებიდან იზრდებოდნენ და იზრდებიან ბებიისა და ბაბუის გვერდით, ბებია და ბაბუა ზრუნავენ საკუთარ შვილიშვილებზე და მოსარჩელის განცხადება იმის თაობაზე, თითქოს მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ბავშვებისთვის საფრთხის შემცველია - არ შეესაბამება სიმართლეს. ბებიისა და ბაბუის წვლილი შვილიშვილების აღზრდის პროცესში განუზომელია, რასაც მოსარჩელე არ აფასებს. სწორედ ბებიისა და ბაბუის დამსახურებაა, რომ მოსარჩელეს მუშაობის საშუალება მიეცა მაშინ, როდესაც ორი მცირეწლოვანი შვილი ყავდა;
6. მოპასუხე მიუთითებს, რომ ის ცხოვრობს ორ სართულიან სახლში, სადაც ბავშვებს აქვთ თავიანთი ოთახები, აქვს სამეცადინო კუთხე, რომელიც უზრუნველყოფილია კომპიუტერითა და სხვა საჭირო ტექნიკით. მამის საცხოვრებელ მისამართზე ბავშვების ცხოვრებისთვის არის საუკეთესო პირობები, რის გამოც მათ საცხოვერებელ ადგილად არ უნდა განისაზღვროს დედის საცხოვრებელი ადგილი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
7. ბ------ის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 1 აგვისტოს გადაწყვეტილებით: მ----- ბ---–----ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა. შეწყდა მ----- ბ---–----ესა და ზ----- ხ---–--ეს შორის 2----–-–----------------–- რეგისტრირებული ქორწინება განქორწინებით. მცირეწლოვანი შვილების, 2----–-–-------------- დაბადებული გ---–- ხ---–--ისა და 2----–-–---------–--- დაბადებული გ---- ხ---–--ის საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრა დედის, მოსარჩელე მ----- ბ---–----ის საცხოვრებელი ადგილი.
8. მ----- ბ---–----ის სარჩელი ალიმენტის დაკისრების ნაწილში დარჩა განუხილველი. მოპასუხე ზ----- ხ---–--ეს მოსარჩელე მ----- ბ---–----ის სასარგებლოდ დაეკისრა მის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხიდან 150 ლარის ანაზღაურება.
მესამე პირის სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს პოზიცია:
9. მესამე პირის წარმომადგენელმა მცირეწლოვანი ბავშვების, 2----–-–-------------- დაბადებული გ---–- ხ---–--ისა და 2----–-–---------–--- დაბადებული გ---- ხ---–--ის საცხოვრებელ ადგილად, დედის, მოსარჩელე მ----- ბ---–----ის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა ითხოვა
პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
10. დადგენილი იქნა, რომ მხარეებმა ერთამანეთთან იქორწინეს 2004 წლის 15 თებერვალს, მათი ქორწინება რეგისტრირებულია 2----–-–----------------–- სააქტო ჩანაწერით #------------
11. მხარეებს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი - 2----–-–-------------- დაბადებული გ---–- ხ---–--ე და 2----–-–---------–--- დაბადებული გ---- ხ---–--ე.
12. ერთად ცხოვრების განმავლობაში მათ სისტემატურად ჰქონდათ უთანხმოებები, რის გამოც ისინი 2016 წლის ივლისის თვიდან ერთმანეთს ფაქტიურად დაშორდნენ. მოსარჩელე მ----- ბ---–----ე მანამდე ცხოვრობდა მეუღლის მისამართზე, წ--–------------- სოფელ გ-------ში. ფაქტიურად გაეყარნენ რა ერთმანეთს, მ----- ბ---–----ე გადავიდა საცხოვრებლად თავის მამასთან ქ. ბ------ში, კ-------- ქუჩა #--.შვილებთან ერთად, მაგრამ შემდეგში მოპასუხე ზ----- ხ---–--ემ მოტყუებით წაიყვანა ბავშვები, რის შემდგომაც ბავშვები იმყოფებიან მასთან, წ--–------------- სოფელ გ-------ში.
13. არასრულწლოვანი ბავშვები პირველი კლასიდან სწავლობენ წ--–---------–----–-------- სოფელ გ-------ის საჯარო სკოლაში.
14. სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხე ზ----- ხ---–--ის ოჯახი შედგება შემდეგი წევრებისგან: ბავშვების ბაბუა ი----- ხ---–--ე, 57 წლის, უმუშევარი, ძირითად დროს ატარებს სახლში; ბავშვების ბებია ქ----- ხ---–--ე, 59 წლის, 1 ჯგუფის მკვეთრად გამოხატული შშმ პირი, რომელიც გადიოდა მკურნალობას ბ-------- ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ფსიქიკური აშლილობით, ამჟამად მკურნალობს სახლში; თავად ბავშვების მამა მოპასუხე ზ----- ხ---–--ე, რომელიც მუშაობს კომპანია ,,ე---–-" ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, დილის 8 საათიდან საღამოს 18 საათამდე, აქვს ყოველთვიურად 1000 ლარის ანაზღაურება. ბავშვებზე ძირითადი პასუხისმგებლობა აკისრია ბაბუას ი----- ხ---–--ეს, რადგან ბავშვების მამა მოპასუხე ზ----- ხ---–--ე ძირითადად იმყოფება სამსახურში და შესაძლებლობის ფარგლებში, ბებია-ბაბუას მხრიდან უზრუნველყოფილია ბავშვების მოვლა.
15. სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელე მ----- ბ---–----ის მამა არის ვ-–------–----ე, საცხოვრებელი სახლი არის მისი საკუთრება. სახლი კეთილმოწყობილია და აღჭურვილია ავეჯით, საყოფაცხოვრები ნივთებით, დამაკმაყოფილებელია არსებული სანიტარულ-ჰიგიენური პირობები. ოჯახში ყველა წევრი დასაქმებულია. არსებობს ყველა პირობა არასრულწლოვანი ბავშვების მოვლის, აღზრდის, სწავლისა და მათი განვითარებისათვის.
16. მოსარჩელე მ----- ბ---–----ე პროფესიით პედაგოგია, საქმიანობას ეწევა ბ------ში, სკოლა-ლიცეუმში, არის სერტიფიცირებული პედაგოგი, მინიჭებული აქვს უფროსი მასწავლებლის სტატუსი, გავლილი აქვს სხვადასხვა სწავლებები და ტრენინგები, ამავდროულად არის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ,,რ----------------" გამგეობის თავმჯდომარე.
17. სასამართლოს მიერ დადგენილი იქნა, რომ 2----–-–-------------- დაბადებული გ---–- ხ---–--ე მოპასუხე ზ----- ხ---–--ემ დედასთან - მოსარჩელე მ----- ბ---–----ესთან შეხვედრას მოარიდა, ხოლო 2----–-–---------–--- დაბადებული გ---- ხ---–--ემ (13 წლის), სასამართლო სხდომაზე ორივე მშობელთან ყოფნა ირჩია, მოითხოვა მშობლების შერიგება, წინააღმდეგ შემთხვევაში მამასთან ყოფნას ამჯობინებს.
18. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საცხოვრებელი ადგილი, სადაც ცხოვრობს მოსარჩელე, იძლევა ბავშვების აღზრდისათვის აუცილებელ საყოფაცხოვრებო გარემოს.
19. მათი ასაკის და დედასთან დამოკიდებულების გათვალისწინებით მართებულია ბავშვების საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს დედის საცხოვრებელი ადგილი.
20. სასამარლომ მიუთითა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბ------ის სამსახურისა და წ--–--- რაიონული განყოფილების დასკვნაზე, რომლის თანახმადაც, ბავშვების დედასთან ყოფნა უფრო გამართლებულია.
21. გარდა ზემოაღნიშნულისა, სასამართლომ გაითვალისწინა გამოკვლევის შედეგებიც, რომლის თანახმადაც არასრულწლოვან გ---–- ხ---–--ეს ახასიათებს უფრო მეტად დედისადმი მიჯაჭვულობა, რაც შეეხება გ---- ხ---–--ის საკითხს, სასამართლომ აღნიშნა, რომ ის მამასთან ყოფნის გამო, მოქცეულია მისი ზეგავლენის ქვეშ, მამას ის დედისგან არ წაუყვანია თავისი სურვილით. სასამართლომ გაითვალისწინა ისიც, რომ ორივე ბავშვის ერთად ყოფნა და მათი ერთად გაზრდა მნიშვნელოვანია, რათა არ მოხდეს მათი გაუცხოება.
22. სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლად სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე, 1122-ე, 1127-ე, 1197-ე, 1199-ე, 1202-ე, 1212-ე, 1213-ე, 1214-ე, 1234-ე, 1182-ე, 1185-ე მუხლებზე; ბავშვთა უფლებების კონვენციაზე, და განმარტა, რომ ბავშვის აღზრდისათვის გარემოს შესაბამისობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დეტალურად და დამაჯერებლად უნდა შემოწმდეს და ამ ჭრილში გადამწყვეტი მნიშვნელობა მხოლოდ მატერიალურ მხარეს არ ენიჭება. კანონმდებლობა არ გამორიცხავს იმის შესაძლებლობას, რომ ბავშვი დაშორდეს მშობელს და ზოგ შემთხვევაში სხვა ოჯახის წევრთან ან უფლებამოსილ პირთან განისაზღვროს მისი საცხოვრებელი ადგილი, თუმცა ასეთი დაშორება მხოლოდ ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე აუცილებლობით უნდა იყოს გამოწვეული. ბავშვის მშობელთან დაშორებას საფუძვლად დაედოს უპირველეს ყოვლისა, მშობლის უარყოფითი პიროვნული მახასიათებლები და ბავშვზე ნეგატი----- ზეგავლენის დასაბუთებული საშიშროება, რასაც კონკრეტულ შემთხვევაში არ აქვს ადგილი.
23. აღნიშნულ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე მითითებით, სარჩელის განმხილველმა სასამართლომ, მ----- ბ---–----ის სარჩელი დააკმაყოფილა სრულად და არასრულწლოვანი შვილების საცხოვრებელ ადგილად განსაზღვრა დედის საცხოვრებელი ადგილი. ამასთან შეწყდა მ----- ბ---–----ესა და ზ----- ხ---–--ეს შორის 2----–-–----------------–- რეგისტრირებული ქორწინება განქორწინებით.
სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
24. დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ზ----- ხ---–--ემ, გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მ----- ბ---–----ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა ითხოვა.
25. აპელანტის განმარტებით: გასაჩივრებული გადაწყვეტილება შაბლონური, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია, არ გამომდინარეობს საქმის ფაქტობრივი მოცემულობიდან, კერძოდ სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები და განვითარებული მსჯელობა წინააღმდეგობაში მოდის საქმეში არსებულ გარემოებებთან, მტკიცებულებებთან და კანონმდებლობასთან.
26. კერძოდ სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ არასრულწლოვანი ბავშვები ცხოვრობენ წ--–--–-, სოფელ გ-------ში, ხოლო მოსარჩელე ცხოვრობს სოფელი გ-------იდან 691 კილომეტრის დაშორებით ქალაქ ბ------ში. შესაბამისად, მიღებული გადაწყვეტილებით სასამართლომ არასრულწლოვნები მოწყვიტა, დააშორა ადგილს, სადაც ისინი ცხოვრობენ დაბადებიდან, დადიოდნენ ბაღში, დადიან სკოლაში, ჰყავთ ახლობლები, ნათესავები, ოჯახის წევრები, რომლებიც უვლიან და ზრუნავენ მათზე. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მხარეთა ახსნა-განმარტებებით უდავოდ დასტურდებოდა, რომ არასრულწლოვნებს მამასთან - ზ----- ხ---–--ესთან შექმნილი აქვთ თბილი ოჯახური გარემო, მათი გონებრივი განვითარება სასკოლო საფეხურის შესაბამისია. უზრუნველყოფილნი არიან საცხოვრებლად საჭირო გარემოთი, აქვთ თავიანთი ოთახი და მომარაგებულნი არიან სასკოლო ინვენტარით, ტანსაცმლით და ვიტამინიზირებული საკვებით. აღნიშნულის მიუხედევად, სასამართლომ დაუსაბუთებლად, ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე მიიჩნია, რომ არასრულწლოვნებს უკეთესი პირობები ექნებათ დედასთან - მ----- ბ---–----ესთან.
27. მიუხედავად იმისა, რომ არასრულწლოვანმა გ---- ხ---–--ემ სასამართლო სხდომაზე გამოკითხვისას ერთმნიშვნელოვნად დააფიქსირა მისი და მისი უმცროსი დის - გ---–- ხ---–--ის გადაწყვეტილება - საცხოვრებლად დარჩენილიყვნენ მამასთან - წ--–--–-, სოფელ გ-------ში, სასამართლომ სადავოდ ქცეული გადაწყვეტილებით უგულებელყო არასრულწოვნებისთვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლება - მათი საუკეთესო ინტერესების შესაბამისად აერჩიათ მუდმივი საცხოვრებელი ადგილი.
28. განსახილველი დავის ფარგლებში გასათვალისწინებელია, რომ აპელანტი შვილების დაბადებიდან დღემდე ზრუნავს მათი საუკეთესო ინტერესებისა და თბილი ოჯახური გარემოს შექმნაზე, სადაც ისინი შეძლებენ განვითარებას და აღიზრდებიან საზოგადოების ღირსეულ წევრებად. ზ----- ხ---–--ე დასაქმებულია შპს „ე---–-" და მის ყოველთვიურ შემოსავალს შეადგენს 1000 (ათასი) ლარი. აპელანტის მიერ ბავშვები უზრუნველყოფილნი არიან საცხოვლებთ. აპელანტს გააჩნია ორ სართულიანი სახლი, ექვსი ოთახით, სადაც ცხოვრობენ ზ----- ხ---–--ე, მამა და გ---- და გ---–- ხ---–--ეები. სახლში ბავშვებს აქვთ საკუთარი ოთახი, სამეცადინო კუთხე, რომელიც უზრუნველყოფილია კომპიუტერითა და სხვა საჭირო ტექნიკით. ოჯახი ეწევა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას, რაც ოჯახისთვის დამატებითი შემოსავლის წყაროს წარმოადგენს. სოციალური მომსახურების დასკვნებით ასევე დადასტურებული იქნა, რომ ბავშვებს მამასთან, ბებია-ბაბუასთან, ასევე დედის დედასთან (ბებიასთან) აქვთ თბილი დამოკიდებულება და გამოხატავენ მათ მიმართ გარკვეული სახის ნდობას და მიჯაჭვულობას. ბავშვები მუდმივად უფროსების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან და ინტეგრირებულნი არიან მამის ოჯახში. შესაბამისად, ზ----- ხ---–--ე მ----- ბ---–----ისგან განსხვავებით სრულად უზრუნველყოფს ბავშვებისთვის იმ გარემოს შექმნას, რაც აუცილებელია ორი არასრულწლოვანის ნორმალური აღზრდისა და განვითარებისთვის, აღნიშნული გარემოებები სასამართლომ მსჯელობის გარეშე დატოვა.
29. სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას უგულებელყო საქმეში არსებული მტკიცებულებები და არასწორად დაადგინა, რომ არასრულწლოვანი ბავშვები მამამ თითქოს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ წაიყვანა დედისგან ბ------იდან წ--–--–-, მაშინ როდესაც არასრულწლოვანმა გ---- ხ---–--ემ სასამართლო სხდომაზე გამოკითხვისას განმარტა, რომ მას და მის უმცროს დას არასდროს უცხოვრიათ დედასთან და დაბადებიდან ცხოვრობენ წ--–--–-, სოფელ გ-------ში. რაც შეეხება ბ------იდან წ--–--–- დაბრუნებას, არასრულწლოვნები თავისი ნებით დაბრუნდნენ მშობლიურ სოფელში - თავიანთ ოჯახში.
30. სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას არ გაითვალისწინა, რომ არასრულწლოვნებისთვის საცხოვრებელი ადგილის, გარემოსა და სკოლის შეცვლა გამოიწვევს მათ ასოციალიზაციას საზოგადოებაში, პრობლემები შეექმნებათ თანატოლებში თავის დამკვიდრების პროცესში, რაც დააზიანებს ბავშვების ფსიქოემოციურ მდგომარეობას. ამასთან, გასათვალისწინებელია ბავშვების სურვილი ურთიერთობა ჰქონდეთ თავიანთ ოჯახთან, მამასთან, ბაბუასთან, ბებიებთან, რომლებიც დაბადებიდან ზრუნავდნენ მათზე. რაც შეეხება მ----- ბ---–----ის დედას - ბავშვების ბებია ცხოვრობს წ--–--–-, სოფელ გ-------ში ზ----- ხ---–--ის მეზობლად და იგი დღემდე აქტიურად მონაწილეობს ბავშვების აღზრდაში, უვლის მათ, რაც სასამართლო პროცესზე ასევე დაადასტურა მ----- ბ---–----ემ. სწორედ, აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე ბავშვებისთვის მათი სურვილის საწინააღმდეგოდ გარემოს შეცვლა არ არის მიზანშეწონილი, რადგან ამით ხელი შეეშლება მათ განვითარებას, სოციუმის სრულყოფილ წევრებად ჩამოყალიბებას.
31. სასამართლო პროცესზე გ---- ხ---–--ემ დაადასტურა და დეტალურად აღწერა მისი და მისი უმცროსი დის, მამამასთან და მის ოჯახისწევრებთან არსებული თბილი, ოჯახური ურთიერთობა, რაც ასევე დადასტურებული იქნა ფსიქოლოგისა და სოციალური მომსახურეობის სააგენტოს დასკვნებით.
32. სასამართლოს გადაწყვეტილება ეფუძნება მხოლოდ და მხოლოდ ვარაუდს, რომ არასრულწლოვნები მოქცეულნი არიან მამის - ზ----- ხ---–--ის ზეგავლენის ქვეშ, რაზეც მოწინააღმდეგე მხარეს არც კი მიუთითებია საქმის განხილვის ეტაპზე.
33. სასამართლომ სადავო ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია, რომ მხარეთა განქორწინების შემდეგ არასრულწლოვნები საცხოვრებლად გადავიდნენ დედასთან ქალაქ ბ------ში, ხოლო ზ----- ხ---–--ემ ბავშვები მოტყუებით წაიყვანა ბ------იდან წ--–--–-. აღნიშნულთან მიმართებით გასათვალისწინებელია, რომ ბავშვები დაბადებიდან დღემდე თავისივე სურვილით ცხოვრობდნენ და ცხოვრობენ მამასთან წ--–--–-, სოფელ გ-------ში. მიუხედავად მხარეთა შორის არსებული დაძაბული ურთიერთობისა ზ----- ხ---–--ე გამუდმებით ცდილობს ბავშვებს ურთიერთობა ჰქონდეთ დედასთან და სწორედ ამიტომ პერიოდულად უზრუნველყოფს ბავშვების დედასთან - ბ------ში ჩაყვანას და შემდგომ ასევე ბავშვების სურვილისამებრ წ---–-–- დაბრუნებას. ამასთან, მ----- ბ---–----ეს ზ----- ხ---–--ის მიერ არასდროს შეუზღუდავს შვილების ნახვის უფლება. 2016 წლის ზაფხულში ზ----- ხ---–--ემ შვილები ბ------ში თავად გააგზავნა დედის მოსანახულებლად. სწორედ ამ პერიოდში ზ----- ხ---–--ემ აღმოაჩინა, რომ მ----- ბ---–----ის მამა, რომელიც ვაჭრობს ხილით, ეწეოდა მისი მცირეწლოვანი შვილის - გ---–- ხ---–--ის იძულებით შრომით ექსპლუატაციას და გაუსაძლის პირობებში გამყიდველად ამუშავებდა ღია ცის ქვეშ. მ----- ბ---–----ე კი ამ დროს თბილისში იმყოფებოდა და არ აქცევდა ყურადღებას საკუთარ შვილებს. სწორედ ამიტომ, არასრულწლოვანი ბავშვები თავიანთი დაჟინებული სურვილისა და მათი უპირატესი ინტერესების უზრუნველყოფის მიზნით ზ----- ხ---–--ემ დააბრუნა წ--–--–-, მათ საცხოვრებელ ადგილას.
34. სასამართლომ არ გამოიკვლია დედის ურთიერთობის სიხშირე, მისი ინტერესი შვილებისადმი. არარსულწლოვანმა გ---- ხ---–--ემ სასამართლო პროცესზე თავადვე დაადასტურა, რომ მას და მის დას დედასთან აქვთ გაუცხოვებული ურთიერთობა, ვინაიდან დედამ დატოვა ისინი, ხშირად არ ეკონტაქტება და არ ნახულობს მათ. შესაბამისად, ამ ნაწილშიც სასამართლომ საქმეზე არასწორად დაადგინა უდავო და სადავო ფაქტობრივი გარემოებები.
35. სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება დააფუძნა ისეთ გარემოებებზე, რაც შემხებლობაში არ არის მოცემულ დავის საგანთან, კერძოდ გადაწყვეტილების მიღებისას იხელმძღვანელა, არასწორი ინტერპრეტაცია მისცა ბავშვების ბებიის, აპელანტის დედის - ქ----- ხ---–--ის ჯანმრთელობის მდგომარეობას და ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე დაადგინა, რომ თითქოს ქ----- ხ---–--ე დღემდე მკურნალობს სახლში. აღნიშნულთან მიმართებით უპირველესყოვლისა გასათვალისწინებელია, რომ ქ----- ხ---–--ე ცხოვრობს არა ზ----- ხ---–--ესა და არასრუწლოვნ გ---- და გ---–- ხ---–--ეებთან ერთად, არამედ მის მეორე შვილთან - ზ----- ხ---–--ის ძმასთან თბილისში, რაც ამ მოცემულობის ფარგლებშიც გამორიცხავს ქ----- ხ---–--ისა და არასრულწლოვნების თანაცხოვრებას, რაც აპელანტის არაერთი მითითების მიუხედავად სასამართლომ დაუსაბუთებლად არ გაითვალისწინა. საქმეში წარმოდგენილი ბ-------- ფსიქიატრიული საავადმყოფოს ცნობით დგინდებოდა, რომ ქ----- ხ---–--ე 2014 წელს მხოლოდ რამდენიმე დღით იყო მოთავსებული სტაციონარში და სტაციონარიდან გაწერის საფუძველი გახლდათ სწორედ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის არსებითად გაუმჯობესება. აღნიშნული ცნობა არ შეიცავდა მითითებას ქ----- ხ---–--ის არსებული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. მხარეთა თანაცხოვრების პერიოდში მაშინ, როდესაც მოწინააღმდეგე მხარე ასევე დასაქმებული გახლდათ, ბავშვები მთელი დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ ბაბუსა და ბებიის ზედამხედველობის ქვეშ, მ----- ბ---–----ე ვერ ხედავდა აღნიშნულში რაიმე სახის საფრთხეს, ხოლო ამ ეტაპზე იმ მოცემულობის ფარგლებშიც კი თუ დადასტურებულად ჩავთვლით რომ ქ----- ხ---–--ის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის დამაკმაყოფილებელი და იგი ცხოვრობს ზ----- ხ---–--ის ძმასთან თბილისში, დაუდგენელია რითი იხემლძღვანელა სასამართლომ სადავოდ ქცეული გადაწყვეტილების მიღებისას და დაადგინა, რომ ბავშვებზე მზრუნველობას ახორციელებს ქ----- ხ---–--ე, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც თითქოს მძიმეა. აქვე გასათვალისწინებელია, რომ საქმის განხილვის ეტაპზე აპელანტმა არაერთხელ მიუთითა სასამართლოს, რომ ვინაიდან ქ----- ხ---–--ე მოცემულ საქმეში არ გახლდათ მხარე, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ პერსონალური, პირადი ინფორმაციის, დოკუმენტაციის მოძიებითა და მესამე პირებისთვის გასაჯაროებით უხეშად ირღვეოდა მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული პირადი ცხოვრების დაცვისა და პერსონალური ინფორმაციის გასაჯაროებისგან დაცვის უფლება.
36. ერთი მხრივ სასამართლომ დაადგინა, რომ მოწინააღმდეგე მხარეს არ გააჩნია პირადი უძრავი ქონება, თუმცა მეორე მხრივ განმარტა, რომ ბავშვებს მ----- ბ---–----ის მამის კუთვნილ სახლში ექნებათ ნორმალური აღზრდისთვის, სწავლისა და განვითარებისთვის საჭირო გარემო. მ----- ბ---–----ის ამჟამინდელი საცხოვრებელი ადგილი - ვ-–------–----ის კუთვნილი უძრავი ქონების ფართი, ჯამში შეადგენს - 63.48 კვ.მ-ს, რაც საკმარისი არ არის ექვსი ადამიანის, მათ შორის ორი არასრულწლოვანი ბავშვის ნორმალური აღზრდისა და მათი განვითარებისათვის. სველი წერტილები მდებარეობს ეზოში, მათ საცხოვრებელ ადგილას, არ არის შექმნილი ბავშვების ნორმალური აღზრდისათვის საჭირო პირობები. ამასთან, მოწინააღმდეგე მხარე თავადვე განმარტავდა, რომ ბ------ში მის ამჟამიდნელ ოჯახში ყველა დასაქმებულია, შესაბამისად დაუდგენელია როგორ აპირებს ამ მოცემულობის ფარგლებში მისი და მისი ოჯახის წევრების დატვირთული გრაფიკიდან გამომდინარე იზრუნოს ბავშვებზე და აღზარდოს ისინი უკეთ ვიდრე ამას ზ----- ხ---–--ის ოჯახის წევრები და მოწინააღმდეგე მხარის დედა (ბავშვების ბებია) შექმნილი თბილი და მზრუნველი საოჯახო გარემოს შემქნით ახორციელებენ.
37. სასამართლოს მიერ არასწორად იქნა დადგენილი უდავო და სადავო ფაქტობრივი გარემოებები. სასამართლომ აღნიშნულთან დაკავშირებით არ გაითვალისწინა, რომ მოწინააღმდეგე მხარეს არ გააჩნია უძრავი ქონება. ამასთან, სასამართლომ ბავშვების უპირატეს ინტერესებზე მსჯელობისას არ გაითვალისწინა სოციალური მომსახურეობის სააგენტოს დასკვნა, რომლითაც ერთმნიშვნელოვნად დგინდებოდა არასრულწლოვნების ნეგატი-----, გაუცხოებული დამოკიდებულება დედისადმი, კერძოდ მათ არც კი ისურვებს დედის ნახვა. ხოლო არასრულწლოვანმა გ---- ხ---–--ემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ გარდა იმ არსებითი პრობლემისა, რომ მათი მშობლი----- სოფელი ბ------ამდე დაშორებულია 691 კილომეტრით, არ სურს დედასთან ცხოვრება, რადგან მის ნათესავებს, ოჯახის წევრებს არ უყვართ ის და მისი უმცროსი და, უხეშად ექცევიან მათ, დედას კი, სურვილის შემთხვევაში შეუძლია ჩავიდეს და მოინახულოს ისინი წ--–--–-.
38. გადაწყვეტილებით ერთმნიშვნელოვნადაა დადასტურებული, რომ არასრულწლოვანი ბავშვები მამასთან ცხოვრებას არჩევდნენ, თუმცა სასამართლომ მიიღო ბავშვების ინტერესების საწინააღმდეგო გადაწყვეტილება, რითიც საფრთხე შეუქმნა მათ აღზრდას, განვითარებას, არასრულწლოვნებს ჩამოართვა უფლება - მათივე ინტერესების, სურვილის შესაბამისად თავისუფლად აერჩიათ საცხოვრებელი ადგილი. სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა, რომ გარემომ ხელი უნდა შეუწყოს ბავშვებს ფსიქო-ემოციურად და ინტელექტუალურად უკეთ განვითარების, ფუნქციონირების და სოციალიზაციის პროცესს.
39. სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ ბავშვების აღზრდისათვის შესაბამისი საცხოვრებელი პირობების შექმნას ბავშვების საუკეთესო ინტერესების დაცვის მიზნით შეძლებს მხოლოდ დედა - მ----- ბ---–----ე.
40. აპელანტი მიუთითებს, რომ სასამართლო გადაწყვეტილების მიღებისას დაეყრდნო მხოლოდ და მხოლოდ მოსარჩელის ახსნა-განმარტებას, რის გამოც მიიღო უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება. სასამართლომ ერთ-ერთი მშობლის - მ----- ბ---–----ის უფლებების დაცვის ხარჯზე ზ----- ხ---–--ეს უხეშად დაურღვია მისთვის, როგორც მშობლისთვის, მინიჭებული უფლებები.
41. ნებისმიერი გადაადგილება ზრდასრული ადამიანისთვისაც გარკვეულ შფოთვასთანაა დაკავშირებული, მაგრამ, როცა საკითხი ეხება არასრულწლოვან ბავშვებს, რომლებიც აბსოლუტურად უცნობ ტერიტორიულ ადგილას უნდა გადაადგილდნენ ხანგრძლივი დროით, დედასთან, გამოიწვევს უარყოფით განწყობასა და შფოთვას, გააძლიერებს მათ უკვე გამოხატულ პროტესტს, რაც მიგვიყვანს არასასურველ შედეგამდე. მამასა და შვილებს შორის მიჯაჭვულობა ძლიერია, ბავშვებისთვის ის უკვე ავტორიტეტია, ბავშვებისთვის ნებისმიერი ქმედებისას მნიშვნელოვანია მამის შეფასება, თავს კომფორტულად გრძნობენ მასთან, მამასთან ცხოვრება არის მათთვის სასურველი და ადაპრიტებული გარემო. შესაბამისად მიზანშეწონილია ბავშვების საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს მამის საცხოვრებელი.
42. აღნიშნულ გარემოებებზე მითითებით აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მ----- ბ---–----ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა ითხოვა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
43. სააპელაციო სასამართლომ მოუსმინა მხარეებსა და მათ წარმომადგენლებს, შეამოწმა და მისცა შეფასება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, არასრულწლოვანი ბავშვების გ---- და გ---–- ხ---–--ეების პოზიციას, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
44. პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ რიგ ფაქტობრივ გარემოებებს და დამატებით განმარტავს შემდეგს:
45. უდავოდაა დადგენილი, რომ მხარეებმა იქორწინეს 2004 წლის 15 თებერვალს, მათ თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი - 2----–-–-------------- დაბადებული გ---–- ხ---–--ე და 2----–-–---------–--- დაბადებული გ---- ხ---–--ე.
46. დადგენილია, რომ მხარეებს ერთად ცხოვრების განმავლობაში ჰქონდათ უთანხმოება, რის გამოც ისინი 2016 წლის ივლისის თვიდან ერთმანეთს ფაქტიურად დაშორდნენ. მ----- ბ---–----ე საცხოვრებლად გადავიდა თავის მამასთან ქ. ბ------ში, კ-------- ქუჩა №--.
47. საქმეში, ტ. 1 ს.ფ.20-24 განთასებულია ბ------ის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილება შემაკავებელი ორდერის დამტკიცების შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილებით დადგენილი იქნა, რომ 2016 წლის 15 ივლისს, ზ----- ხ---–--ე საღამოს საათებში მივიდა მსხვერპლის მ----- ბ---–----ის საცხოვრებელ სახლში არაფხიზელ მდგომარეობაში, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა მსხვერპლს და მსხვერპლის დედას - ნ------------, რის საფუძველზეც მ----- ბ---–----ემ დახმარებისთვის მიმართა პოლიციის განყოფიელბას; ამავე გადაწყვეტილებით დამტკიცდა 2016 წლის 15 ივლისის აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს კ-------- პოლიციის განყოფილების უბნის ინსპექტორ გამომძიებლის მიერ გაცემული №------ შემაკავებელი ორდერი, მოქალაქე ზ----- ხ---–--ის მიმართ; მოძალადე ზ----- ხ---–--ეს აეკრძალა იქ მიახლოება, სადაც მსხვერპლი მ----- ბ---–----ე ცხოვრობს (ბ------ი, კ-------- ქუჩა №--). მოძალადეს ასევე აეკრძალა მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება. აეკრძალა ნებისმიერი ფორმით კონტაქტი (ტელეფონით, სოც. ქსელის - ინტერნეტის მეშვეობით), აეკრძალა მოძალადეს იარაღით, მათ შორის სამსახურებრივი - საშტატო იარაღით სარგებლობა;
48. აღნიშნული გადაწყვეტილებით უტყუარად დასტურდება მოსარჩელე მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოება, ზ----- ხ---–--ის მხრიდან მ----- ბ---–----ის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტი.
49. დადგენილია, რომ არასრულწლოვანი შვილები პირველი კლასიდან სწავლობენ წ--–---------–----–-------- სოფელ გ-------ის საჯარო სკოლაში.
50. საქმეში, ს.ფ. 83-ზე განთავსებულია ბ------ის სოციალური მომსახურების ცენტრის სოციალური მუშაკის 2016 წლის 28 ოქტომბრის დასკვნა - რეკომენდაცია; აღნიშნული დასკვნა მომზადდა იმ საკითხის გასარკვევად თუ რამდენად შეესაბამება მ----- ბ---–----ის საცხოვრებელი სახლის (ქ. ბ------ი, კ-------- ქ. №--) საყოფაცხოვრებო პირობები ბავშვების ინტერესებს; დასკვნის თანახმად: ”აღნიშნულ მისამართზე მ----- ბ-–----- ცხოვრობს მშობლებთან ერთად; ოჯახში ვიზიტის დროს გამოიკვეთა შემდეგი გარემოებები: 2004 წლიდან მ----- რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება ზ----- ხ---–--ესთან. ცხოვრობენ წ--–--- რაიონში. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი გ---–- და გ---- ხ---–--ეები. გაუთავებელი კონფლიქტისა და უთანხმოების საფუძველზე მეოთხე თვეა მ----- წამოვიდა ბავშვებთან ერთად მეუღლის ოჯახიდან და ცხოვრება გააგრძელა ბ------ში მშობლების სახლში. სახლი არის მ-----ს მამის ვ-–------–----ის საკუთრება. სახლი არის კეთილმოწყობილი, აღჭურვილია ავეჯით და აუცილებელი საყოფაცხოვრებო ნივთებით. სან. ჰიგიენური პირობები დამაკმაყოფილებელია. საცხოვრებელი ფართი არის 64 კვ.მ. მისაღები, ორი საძინებელი, სამზარეულო, აბაზანა ტუალეტით. ოჯახში ყველა წევრი დასაქმებულია. მ----- ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას ბათუმის შ------ სახელობის სკოლა - ლიცეუმში, მისი გადმოცემით თვეში ასაღები ხელფასი შეადგენს 760 ლარს. არის სერტიფიცირებული პედაგოგი. შეფასების დროს ვერ მოხდა დაკვირვება დედასა და შვილების ურთიერთობის, რადგან 19 სექტემბრისათვის თვითნებურად, დაუკითხავად მამამ ზ----- ხ---–--ემ ბავშვები სკოლიდან წაიყვანა წ--–--- რაიონში. დედას აქვს პასუხისმგებლობის გრძნობა. მას გააჩნია ის აუცილებელი თანადგომის ქსელიმშობლის სახით, რომლებიც თანადგომას გაუწევენ მას ბავშვებზე ზრუნვის დროს. დედის გადმოცემით, მისი ოჯახის შემოსავალი იძლევა იმის საშუალებას შვილები ყავდეს დაკმაყოფილებული და უზრუნველყოფილი საკვებით, ჩასაცმელით და სხვა აუცილებელი პირადი ნივთებით. ამისათვის ოჯახს გააჩნია საკმარისი დრო და ენერგია. არასრულწლოვანი ბავშვების გ---–- ხ---–--ისა და გ---- ხ---–--ის ჭეშმარიტი ინტერესებიდან გამომდინარე, მშობლებს შორის არსებული წინააღმდეგობები და უთანხმოება არ უნდა ზღუდავდეს ბიოლოგიურ მშობლებთან ურთიერთობას, რაც შემდგომში შესაძლოა უარყოფითად აისახოს მათ ფიზიკური, კოგნიტი----- თუ ფსიქოლოგი----- განვითარების პროცესზე და შექმნას საფრთხე მათი საზოგადოების სრულყოფილ პიროვნებად ჩამოყალიბებისათის”.
51. საქმეში, ს.ფ.124-125-ზე ასევე განთავსებულია სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წ--–--- რაიონული განყოფილების სოციალური მუშაკის 2016 წლის 08 ნოემბრის დასკვნა არასრულწლოვანი ბავშვების მამის - ზ----- ხ---–--ის ოჯახურ პირობებსა და საცხოვრებელ გარემოს. დასკვნის თანახმად: ”ზ----- ხ---–--ე ცხოვრობს წ--–------------- სოფელ გ-------ში, მშობლებთა და შვილებთან გ---- და გ---–- ხ---–--ეებთან ერთად. ბავშვების ბაბუა ი----- ხ---–--ე 57 წლის. უმუშევარი, რომელიც ძირითად დროს ატარებს სახლში. ბებია - ქ----- ხ---–--ე 59 წლის. პირველი ჯგუფის მკვეთრად გამოხატული შშმ პირი. სოციალური პაკეტის მიმღები 180 ლარის ოდენობით. 2014 წელს სამთვიან სტაციონალურ მკურნალობას გადიოდა ბ-------- ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ფსიქიკური აშკლილობით. ამ ეტაპზე სახლში აგრძელებს მკურნალობას. ბავშვების მამა ზ----- ხ---–--ე ამჟამად მუშაობს კომპანია ”ე---–-”, მისი ხელფასი შეადგენს თვში 1000 ლარს. მუშაობს ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით დილის 8 საათიდან საღამოს 6 საათამდე. ხ-–--------- საცხოვრებელი სახლის ზოგადი მდგომარეობა სრულიად დამაკმაყოფილებელია, ცხოვრობენ ორსართულიან კეთილმოწყობილ საკუთარ სახლში, სადაც დგას ყველა საჭირო ტექნიკა და საყოფაცხოვრებო ნივთები. სახლის გათბობა ხდება შეშის ღუმელით, მოწესრიგებულია სველი წერტილები. ხ---–--ეებს არ ყავთ საქონელი, გააჩნიათ მიწის ნაკვეთი, რომელზეც ეწევიან სასოფლო - სამეურნეო საქმიანობას. ხელფასით და სოფლის მეურნეობიდან მოწეული პროდუქციით ზ----- ხ---–--ის ოჯახი მატერიალურად სრულიად უზრუნველყოფილია. გ---- და გ---–- ხ---–--ეები დაბადებიდან ცხოვრობენ წ--–------------- სოფელ გ-------ში, დადიან გ-------ის საჯარო სკოლაში. გაკვეთილებზე დასწრების სიხშირე სასწავლო გარიგის შესაბამისია. ისინი დაკმაყოფილებული არიან სასკოლო ინვენტარით, სეზონის შესაბამისი ტანსაცმელით, ვიტამინიზირებული საკვებით და ა.შ.
ბავშვებზე ძირითადად პასუხისმგებლობა აკისრია ბაბუას ი----- ხ---–--ეს, რადგან მამა ზ----- ხ---–--ე დღის განმავლობაში იმყოფება სამუშაოზე. შესაძლებლობის ფარგლებში ბებია - ბაბუას მხრიდან უზრუნველუყოფილია ბავშვებზე მეთვალყურეობა დღის განმავლობაში.
. . .
სოციალური მომსახურების წარმომადგენლის განმარტებით, შვილებისა და დედის შეხვედრის დროს არ შედგა დედა - შვილს შორის კონტაქტი. ბავშვებლა არ ისურვეს დედის სიახლოვეს დაჯდომა, დალაპარაკება, უარი განაცხადეს დედასთან ერთად წასვლაზე, პირისპირ შეხვედრის დროს კი დედას გამოუცხადეს, რომ თუ უნდოდა მათთან (შვილებთან) ცხოვრება და საერთოდ თუ უყვარდა შვილები დაბრუნებოდა მამას. დაენებებინა თავი სამსახურისთვის და დაბრუნებულიყო წ--–--–-. 12 წლის გ---- დედას გარანტად უდგებოდა, რომ მამასთან ბედნიერი იქნებოდა და არასოდეს არ წაეჩხუბებოდა ოღონდ დარუნებოდა ოჯახს. 7 წლის გ---–-ს კი იმის შიში ჰქონდა, რომ თუ დედა არ დაბრუნდებოდა მამასთან საცხოვრებლად, მაშინ გათხოვდებოდა, რის გამოც ითხოვდა შერიგებოდა მამას. მიუხედავად დედის მტკიცებისა, რომ ეს სიცრუე იყო, ბავშვები დაჟინებით იმეორებდნენრომ ეს სწორედ ასე მოხდებოდა თუ წ--–--–- მათთან ერთად არ წავიდოდა საცხოვრებლად (გ---–- მთელი პროცესის განმავლობაში შეუჩერებლად ტიროდა, გ---- კი დედას თვალს ვერ უსწორებდა).”
52. საქმეში ასევე განთავსებულია სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სამხარეო ცენტრის ფსიქოლოგი----- გამოკვლევის შედეგები; გამოკვლევის მიზანი იყო შემდეგი საკითხების გარკვევა: არსებობს თუ არა არასრულწლოვანი შვილების გ---- და გ---–- ხ---–--ეების მიმართ ზეგავლენა ოჯახის წევრების მხრიდან და დადასტურების შემთვევაში კონკრეტულად ვისი მხრიდან, ასევე შეფასების თემა იყო ბავშვების და მშობლების ურთიერთდამოკიდებულება. საინტერესო და მნიშვნელოვანია გამოკვლევის პროცესი, რომელიც გადმოგვცემს შემდეგს: ”შეფასების პროცესში ბავშვები დაგეგმილ შეხვედრაზე მოიყვანა მამამ, თავიდან შეხვედრა განხორციელდა მამასთან ერთად. გაცნობისა და რამოდენიმეწუთიანი ურთიერთობის შემდეგ შეხვედრა გაგრძელდა მამის გარეშე. ინტერვიუსა და პროექციულ სავარჯიშოებში ბავშვები მშობლების მიმართ ავლენდნენ მშობლიურ დამოკიდებულებას; დასმულ კითხვაზე პასუხობდნენ, რომ მშობლების განქორწინების შემთხვევაში აქვთ სურვილი იცხოვრონ მშობლებთან ერთად: კერძოდ, იცხოვრონ დედასთან, შაბათ - კვირასა და არდადეგებზე მივიდნენ მამასთან; თუ იცხოვრებენ მამასთან, შაბათ - კვირასა და არდადეგებზე მივიდნენ დედასთან; ინტერვიუს განმავლობაში, აღნიშნული პასუხის გაცემისას ბავშვები მსჯელობდნენ შემდეგზე: უფროსი შვილი აღნიშნავდა, რომ დიდი მანძილია მშობლების საცხოვრებლებს შორის და დიდი სურვილის მიუხედავად შაბათ - კვირას ძნელი იქნება ერთი მშობლისგან მეორესთან მისვლა; გ---–- პასუხობდა, რომ მაინც იქნებოდა შესაძლებელი შაბათ - კვირას მეორე მშობელთან წასვლა. შეხვედრის განმავლობაში ბავშვებმა გამოთქვეს საპირისპირო მოსაზრებაც, კერძოდ აღნიშნეს, რომ მშობლების განქორწინების შემთხვევაში ისინი იცხოვრებდნენ მამასთან, დამაზუსტებელ კითხვებზე პასუხობდნენ დუმილით, საუბრისას დედის მიმართ გამოხატავდნენ მონატრებას, პოზიტიურ ემოციებს. აღნიშნულ შეხვედრას ბავშვებთან შემოუერთდა დედა; შეხვედრისას ბავშვების მიმართ გამოხატა სიხარული, აღტაცება, ჩაეხუტა შვილებს; დედის მხრიდან გამოხატულ დამოკიდებულებას ბავშვების ქცევითი და ემოცი----- რეაგირებები არ მოჰყოლია, აღნიშნულის საპასუხოდ გ---–- და გ---- თავიდან იყვნენ დაძაბული, რამოდენიმეწუთიანი ურთიერთობის შემდეგ, აქტიურად გამოხატავდნენ პოზიტიურ ემოციებს დედის მიმართ უზიარებდნენ აზრებსა და შთაბეჭდილებებს მავალ საკითხზე. . . შეხვედრაზე ბავშვები დედასთან ერთად დაკავდნენ შეთავაზებული აქტივობებით, გ---–- დედასთან ერთად აკეთებდა აპლიკაციას, დაამზადა სათამაშო სამკაულები დედისათვის. შვილები შეხვედრის განმავლობაში დედის მიმართ გამოხატავდნენ პოზიტიურ ემოციებს, გ---–- ეხუტებოდა, კოცნიდა, კალთაში იჯდა დედასთან; გ---- იყო შედარებით თავშეკავებული. ბავშვები დასმულ კითხვაზე პასუხობდნენ, რომ არ სურდათ შეხვედრის დასრულება; შედეგად შეხვედრა გაგრძელდა დაგეგმილზე მეტ ხანს; მომდევნო ერთობლივ შეხვედრაზე ბავშვები გაახარა დედასთან შეხვედრამ, ვიზიტი გაგრძელდა ხანგრძლივი დროის განმავლობაში, გ---- და გ---–- ინტერესით, ხალისით ერთვებოდნენ დედასთან ერთად აქტივობებში, პასუხობდნენ დედის მიერ დასმულ კითხვებს, უზიარებდნენ შთაბეჭდილებებს, არ სურდათ შეხვედრის დასრულება. . . საბოლოოდ გამოკვლევის ავტორი დასკვნის სახით გადმოგვცემს, რომ ბავშვების განვითარება შეესაბამება ასაკს, ბავშვებისათვის მშობლების განქორწინება და მოცემულ მომენტში დედასთან ურთიერთობაში შექმნილი დეფიციტი მატრამვირებელია და უარყოფით გავლენას ახდენს ბავშვის ემოციურ მდგომარეობაზე. შვილები, მშობლების მიმართ ავლენენ მშობლიურ დამოკიდებულებას. მამასთან დაკავშირებით თავისუფლად გამოხატავენ დამოკიდებულებას; დედისმიმართ დამოკიდებულების გამოხატვისას - გადმოცემული აზრი, ემოცია და ქცევა ეპიზოდურად არის შეუსაბამო; ერთის მხრივ გამოხატავენ დედის მიმართ ძლიერ პოზიტიურ დამოკიდებულებას, მონატრებას, არ სურთ შეხვედრის დასრულება; მეორეს მხრივ , თავიდან დედის თბილ დამოკიდებულებას პასუხობენ დაძაბულობით, თავშეკავებით, დედასთან მიმართებაში (ურთიერთობასთან და თანაცხოვრებასთან დაკავშირებით) ცვლიან აზრებს. . . მოცემულ მომენტში მამა კატეგორიულია და თვლის, რომ ბავშვების აზრი ცალსახაა, მათი სურვილია მშობლების განქორწინების შემთხვევაში იცხოვრონ მამასთან. მშობლის კატეგორიული დამოკიდებულება გავლენას ახდენს ბავშვზე; აღნიშნულ გარემოში რთულდება ბავშვის მხრიდან მეორე მშობლის მიმართ პირადი დამოკიდებულების გამომჟღვავნება”.
53. დადგენილია, რომ მოპასუხე ზ----- ხ---–--ის ოჯახი შედგება შემდეგი წევრებისგან: ბაბუა, ბებია, თავად ბავშვების მამა მოპასუხე ზ----- ხ---–--ე, რომელიც მუშაობს კომპანია ,,ე---–-" ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, დილის 8 საათიდან საღამოს 18 საათამდე, აქვს ყოველთვიურად 1000 ლარის ანაზღაურება.
54. დადგენილია, რომ ბავშვებზე ძირითადად მზრუნველობას ახორციელებს ბაბუა და შშმ პირი - ბებია, რომელის ჯანმრთელობის, ფსიქიკური მდგომარეობა არამყარია, ბავშვების მამა ზ----- ხ---–--ე 18.00 საათამდე იმყოფება სამსახურში. ბავშვებზე მზრუნველობას ასევე ახორციელებს მეზობლად მცხოვრები ბებია, დედის დედა.
55. სააპელაციო პალატამ განსახილველი დავის გადაწყვეტისთვის გამოიკვლია ბავშვების ბებიის ჯანმრთელობის მდგომარეობა, არა იმიტომ, რომ ამით ვინმეს (ბებიის) პერსონალური მონაცემებით დაინტერესდა, არამედ იმიტომ, რომ სასამართლოსათვის უწინარესად საინტერესოა და დასადგენი გარემოება, თუ რა გარემოში უნდა იცხვრონ ბავშვებმა. ამდენად ბებიის ჯანმრთელობის მდგომარეობას პალატა შეფასებას აძლევს ბავშვების ინტერესების გათვალისწინებით.
56 ამ მხრივ კი დადგენილია, რომ ბებია შშმ პირია, იგი 2014 წელს სამი თვის განმავლობაში მკურნალობდა ბ-------- ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ფსიქიკური აშკლილობით, ხოლო შემდგომ სახლში აგრძელებს მკურნალობას.
57. საქმეში განთავსებული დასკვნების შეფასებით, სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ გ---–- იტანჯება დედასთან ურთიერთობაში შექმნილი დეფიციტით (ამ გარემოებას ასახავს საქმეში განთავსებული ფსიქოლოგი----- გამოკვლევა).
58. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, არასრულწლოვანი ბავშვების მამის, (რომელმაც იძალადა მათ დედაზე და სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე შემაკავებელი ორდერიც იქნა გაცემული) ზ----- ხ---–--ის კატეგორიული მიდგომა საკითხისადმი (რომ ბავშვებმა უნდა იცხოვრონ მამასთან) გავლენას ახდენს ბავშვებზე, რაც ხელს უშლის დედასთან მშობლი----- ურთიერთობის შენარჩუნებას, ხოლო ხელს უწყობს მშობელთან გაუცხოებასა და მიჯაჭვულობის რღვევას. რაც თავისთავად უარყოფით გავლენას ახდენს ბავშვების ჯანმრთელობასა და ფსიქო - ემოციურ განვითარებაზე.
59. ბავშვების ასაკის, გ---–- ხ---–--ის განცდების (ის იტანჯება დედასთან განშორებით), მშობლების ოჯახური პირობების, დედმამიშვილების ინტერესების გათვალისწინებით, (რაც უწინარესად მათ ერთად ცხოვრებას გულისხმობს) სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ გ---–- ხ---–--ისა და გ---- ხ---–--ის საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს დედის საცხოვრებელი ადგილი;
სამართლებრივი დასაბუთება
60. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ბავშვს აქვს უფლება, ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში.
61. შვილების აღზრდაში მშობლებს თანაბარი უფლებები გააჩნიათ და თანაბარი მოვალეობებიც ეკისრებათ. არც ერთ მათგანს არ ენიჭება უპირატესობა.
62. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად,მშობლებს უფლება აქვთ განსაზღვრონ, თუ ვისთან ან სად უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი.
63. სამოქალაქო კოდექსის 1199-ე მუხლის შესაბამისად, მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს.
64. სამოქალაქო კოდექსის 1201-ე მუხლის თანახმად, თუ განქორწინების გამო ან სხვა მიზეზით მშობლები ცალ-ცალკე ცხოვრობენ, მათ შეთანხმებაზეა დამოკიდებული, თუ ვის ექნება უფლება, გადაწყვიტოს, ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავას იმის თაობაზე, თუ ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი, წყვეტს სასამართლო ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით. ამ შემთხვევაში მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს.
65. ამავე კოდექსის 1202-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, ცხოვრობენ თუ არა ერთად ან ცალ-ცალკე.
66. ,,ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.
67. დაცილება, რომელიმე მშობელთან შეიძლება აუცილებელი გახდეს ამა თუ იმ კონკრეტულ შემთხვევაში, მაგალითად, როცა მშობლები ცხოვრობენ ცალ-ცალკე და აუცილებელია ბავშვის საცხოვრებელი ადგილის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება.
68. მშობლების უფლება - განსაზღვრონ შვილების საცხოვრებელი ადგილი - დადგენილია ასევე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლის მეორე ნაწილით, რომელიც მიუთითებს, რომ არასრულწლოვნის საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევა მშობლის უფლების მქონე მშობლების საცხოვრებელი ადგილი, ხოლო სამეურვეო პირისა - მეურვის საცხოვრებელი ადგილი.
69. „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ“ კონვენციის მე-8 მუხლით დაცულ სიკეთეში ჩარევის „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების“ სწორი შეფასებისათვის სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რამდენიმე გადაწყვეტილებაზე: ერთ-ერთ საქმეზე ევროპულმა სასამართლომ (Johansen v. Norway ) აღნიშნა, რომ ბავშვთან გაერთიანების შესახებ საკითხის გადაწყვეტისას, მშობლის ინტერესსა და ბავშვის ინტერესს შორის უნდა იქნეს დაცული ბალანსი. აღნიშნული ბალანსის ძიებისას სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას ანიჭებს ბავშვის ინტერესებს, რომლებსაც შეიძლება, ჰქონდეს პრიორიტეტული მნიშვნელობა მშობლის ინტერესებთან მიმართებით. გაერთიანების საკითხის გადაწყვეტისას ანგარიშგასაწევ ფაქტორებს წარმოადგენს ოჯახური ცხოვრება, მშობლებთან თანაბარი ურთიერთობის შესაძლებლობა და სხვა ისეთი ფაქტორები, რომლებიც არასრულწლოვნის სრულფასოვან აღზრდა - განვითარებას შეუწყობს ხელს. ასეთ სიტუაციაში შეძლებისდაგვარად უნდა იქნას გათვალისწინებული სუბიექტური ფაქტორებიც _ ბავშვის მიერ არსებული სიტუაციის აღქმა, რაც შესაბამისი დაკვირვება-გამოკვლევის გზითაა შესაძლებელი. კოვნენციის მე-8 მუხლის ძირითადი მიზანია, ინდივიდების დაცვა სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენლების თვითნებური ქმედებებისგან. ოჯახური ცხოვრების „პატივისცემის“ უფლება, რაც აგრეთვე, მოიცავს სახელმწიფოს დამატებით პოზიტიურ ვალდებულებებს, თუმცა, სახელმწიფოს პოზიტიურ და ნეგატიურ ვალდებულებებს შორის არსებული ზღვარი ზუსტ განსაზღვრებას არ ექვემდებარება. მათ მიმართ გამოყენებადი პრინციპები იდენტურია: ორივე კონტექსტში ყურადღება უნდა გამახვილდეს სამართლიან ბალანსზე, რაც დაცული უნდა იქნას შეპირისპირებულ ინტერესებს შორის. გარდა ამისა, ორივე კონტექსტში სახელმწიფო სარგებლობს შეფასების ფართო ზღვარით (Tuquabo - Tekle and Others v. the Netherlands, 2005 წლის პირველი დეკემბერი) .
70. საქმეზე _ „MUSTAFA AND ARMAĞAN AKIN v. TURKEY“ ევროპული სასამართლო მხედველობაში იღებს მე-8 მუხლთან მიმართებით დადგენილ პრეცედენტული პრაქტიკას, რომელიც ხაზს უსვამს ხელისუფლების ვალდებულებაზე, იხელმძღვანელონ ბავშვის საუკეთესო ინტერესებით (Maslov v. Austria [GC], 2008 წლის 23 ივნისი) . გარდა ამისა, გადაწყვეტილების მიღების პროცესის ხარისხის შეფასება ევროსასამართლოსაგან მოითხოვს, დაადგინოს, ჰქონდა თუ არა შიდა სასამართლოების გადაწყვეტილებას საკმარისი მტკიცებულებითი საფუძველი (რაც მოიცავს, მოწმეთა ჩვენებებს, კომპეტენტური ხელისუფლების ორგანოთა დასკვნებს, ფსიქოლოგისა და სხვა ექსპერტის შეფასებებს და სამედიცინო ცნობებს);
71. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე ოპუზი თურქეთის წინააღმდეგ მიუთითა - ”ოჯახური ძალადობის საკითხი, რომელსაც შეიძლება სხვადასვა ფორმა ჰქონდეს, დაწყებული ფიზიკურიდან, დამთავრებული ფსიქოლოგი----- თუ სიტყვიერი ძალადობით. . . არის ზოგადი პრობლემა, რომელიც ეხება ყველა წევრ სახელმწიფოს და რომელიც ხშირად არ საჯაროვდება, რადგან ილექება პირად ურთიერთობებში ან დახურულ წრეებში. ოჯახური ძალადობის მსხვერპლი შეიძლება იყოს, როგორც ქალი, ისე კაცი, ისევე როგორც ბავშვები, იქნება ეს პირდაპირ თუ არაპირდაპირ”.
72. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატა ადასტურებს არ უარყოფს მამის წვლილს გ---- და გ---–- ხ---–--ეების გაზრდაში, თუმცა აღნიშნავს, რომ შესამჩნევია მამის გავლება ბავშვებზე, განსაკუთრებით გ----ზე, რაც ხელს უშლის დედასთან მშობლი----- ურთიერთობის შენარჩუნებას და ხელს უწყობს მშობელთან გაუცხოებასა და მიჯაჭვულობის რღვევას. რაც ერთმნიშვნელოვნად უარყოფით გავლენას მოახდენს ბავშვის ჯანმრთელობასა და ფსიქო - ემოციურ განვითარებაზე.
70. სააპელაციო პალატა თვლის, რომ კანონშესაბამისია ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 01 აგვისტოს გადაწყვეტილება და არ არსებობს მისი გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დაადგინა:
1. ზ----- ხ---–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. დარჩეს უცვლელი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 1 აგვისტოს გადაწყვეტილება;
3. აპელანტის ზ----- ხ---–--ის მიერ გადახდილია ბაჟი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
6. პირები, რომლებიც არ განეკუთვნებიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ვალდებულნი არიან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუგვიანეს 30 დღისა გამოცხადდნენ სასამართლოში გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მიზნით.
7. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების დადგენილებითი ნაწილის მე-5 და მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;
თავმჯდომარე: თამარ სვანიძე
მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე
ირმა პერანიძე