მუხლი 1201. არასრულწლოვანი შვილის საცხოვრებელი ადგილი მშობლების განქორწინებისას
1. თუ განქორწინების გამო ან სხვა მიზეზით მშობლები ცალ-ცალკე ცხოვრობენ, მათ შეთანხმებაზეა დამოკიდებული, თუ ვის ექნება უფლება, გადაწყვიტოს, ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი.
2. შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავას იმის თაობაზე, თუ ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი, წყვეტს სასამართლო ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით. ამ შემთხვევაში მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს.
საქართველოს 2007 წლის 18 დეკემბრის კანონი №5624 - სსმ I, №48, 27.12.2007წ., მუხ.4
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (26.06.1997).
წინა რედაქცია (24.07.1997 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 1201. არასრულწლოვანი შვილების საცხოვრებელი ადგილი მშობლების განქორწინებისას 1. თუ განქორწინების გამო ან სხვა მიზეზის გათ მო მშობლები ცალ-ცალკე ცხოვრობენ, მათ შეთანხმებაზეა დამოკიდებული, თუ ვის ექნება უფლება, გადაწყვიტოს, ვისთან უნდა ცხოვრობდნენს არასრულწლოვანი შვილები. 2. შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავას გიმის თაობაზე, თუ ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი, წყვეტს სასამართლო ბავშვილების ინტერესების გათვალისწინებით. ამ შემთხვევაში მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს. საქართველოს 2007 წლის 18 დეკემბრის კანონი №5624 - სსმ I, №48, 27.12.2007წ., მუხ.4
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(203)
საქმე №ას-940-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.12.2025
…შემაკავებელი ორდერი, კასატორზე განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის გამო. 15. სსკ-ის 1197-ე მუხლის თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. სსკ-ის 1201-ე მუხლის თანახმად, თუ განქორწინების გამო ან სხვა მიზეზით მშობლები ცალ-ცალკე ცხოვრობენ, მათ შეთანხმებაზეა დამოკიდებული, თუ ვის ექნება უფლება, გადაწყვიტოს,…
საქმე №ას-1325-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.03.2025
…განმარტებით, ფასი განსაზღვრულია მსგავსი ავტომობილის შეფასების მიხედვით და არა სადავო ავტომანქანის უშუალო დათვალიერება-შეფასების შედეგად. 7.3. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1198-ე, 1199-ე, 1201-ე, 1202-ე მუხლებით, მიუთითა „ბავშვის უფლებათა შესახებ“ კონვენციის მე-3 მუხლზე და არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით მხარეთა მოთხოვნის ფარგლებში…
საქმე №ას-159-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.01.2025
…კოლეგიის 2022 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება. 7.2 სააპელაციო პალატამ მიუთითა ’’ბავშვთა უფლებათა შესახებ კონვენციის“ მე-3,მე-5, მე-8, მე-9, მე-18-ე და 27-ე მუხლებზე; საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1198-ე, 1199-ე, 1201-ე, 1202-ე, 1225-ე, 1215-ე, 1234-ე, 1212-ე და 1198-ე მუხლებსა და „ბავშვის უფლებათა კოდექსის“
საქმე №ას-1306-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.11.2024
…საცხოვრებელი ადგილის ცვლილების საჭიროება სახეზე არ არის (იხ. 22.05.20224წ. სხდომის ოქმის აუდიოჩანაწერი, 11:06:43 -11:08:59 სთ). 12. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1198.1, 1198.5, 1199-ე, 1201.1, 1201.2, 1202-ე მუხლებით, ბავშვის უფლებათა კოდექსის 8.1, 8.2, 9.1, 12.1, 24.1,
საქმე №ას-95-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.11.2024
…ინკვიზიციური ელემენტებითაა გაჯერებული, შესაბამისად, სსსკ-ის 354-ე მუხლის საფუძველზე კანონმდებელი შესაძლებლად მიიჩნევს საქმის გარემოების დადგენას სასამართლოს ინიციატივითაც. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, როდესაც საკითხი სსკ-ის 1201-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ სასამართლოს პოზიტიურ ვალდებულებას შეეხება, სასამართლომ ყოველი ღონე უნდა იხმაროს, რათა ზედმიწევნით სწორად დაადგინოს…
საქმე №ას-532-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.06.2024
საქმე №ას-334-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.05.2024
საქმე №ას-295-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.04.2024
საქმე №ას-1382-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.04.2024
საქმე №ას-1302-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.01.2024
საქმე №ას-159-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.05.2023
საქმე №ას-1635-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.03.2023
საქმე №ას-1558-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.03.2023
საქმე №ას-1076-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.12.2022
საქმე №ას-1334-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.11.2022
საქმე №ას-173-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.07.2022
საქმე №ას-716-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.06.2022
საქმე №ას-1060-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.04.2022
საქმე №ბს-703(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 29.03.2022
საქმე №ას-733-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.03.2022
საქმე №ას-857-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.12.2020
საქმე №ას-877-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.07.2020
საქმე №ას-196-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.03.2020