მშობლებს უფლება აქვთ, მოითხოვონ არასრულწლოვანი შვილის დაბრუნება იმ პირისაგან, რომელიც მას თავისთან ამყოფებს კანონიერი საფუძვლის გარეშე.
საქართველოს 2007 წლის 18 დეკემბრის კანონი №5624 - სსმ I, №48, 27.12.2007წ., მუხ.4
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი · რედაქცია 11.11.2025
სამოქალაქო კოდექსის 1204-ე მუხლი · სკ 1204
მშობლებს უფლება აქვთ, მოითხოვონ არასრულწლოვანი შვილის დაბრუნება იმ პირისაგან, რომელიც მას თავისთან ამყოფებს კანონიერი საფუძვლის გარეშე.
საქართველოს 2007 წლის 18 დეკემბრის კანონი №5624 - სსმ I, №48, 27.12.2007წ., მუხ.4
…მეურვე/მზრუნველი, საშუალება მისცენ პაპასა და ბებიას, ურთიერთობა იქონიონ შვილიშვილებთან სასამართლოს მიერ დადგენილი წესით, თუ სასამართლო დაადგენს, რომ ეს ხელს არ შეუშლის ბავშვების ნორმალურ აღზრდას და ცუდ გავლენას არ მოახდენს მათზე. სსკ-ის 1204-ე მუხლი ადგენს, რომ მშობლებს უფლება აქვთ, მოითხოვონ არასრულწლოვანი შვილის დაბრუნება იმ პირისაგან, რომელიც მას თავისთან ამყოფებს კანონიერი საფუძვლის გარეშე.
სასამართლომ, საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, გამოიკვლია და დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-5 პუნქტებში ასახული ფაქტობრივი გარემოებები და დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა სსკ-ის 1197-1198 -ე და 1204-ე მუხლები, ბავშვის უფლებების დაცვის კონვენციის მე-9 და მე-19 მუხლები, აგრეთვე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში - სსს) მე-8, 53-ე, 55-ე, 243- 244-ე, 249-ე,…
სასამართლომ მიუთითა ამავე კონვენციის მე-5, მე-8 და მე-9 მუხლებზე, სამოქალაქო კოდექსის 1204-ე, 1198-ე, 1197-ე, 1199-ე მუხლებზე და გაიზიარა ქვემდგომი სასამართლოს მსჯელობა იმის თაობაზე, რომ კანონი არ გამორიცხავდა იმის შესაძლებლობას, რომ ბავშვი დაშორდეს…
წ-ების მიმართ, სამოქალაქო კოდექსის 1204-ე და 1198-ე მუხლების თანახმად, მოპასუხეებისგან არასრულწლოვანი შვილების დაბრუნების მოთხოვნით შემდეგი გარემოებების გამო: გ.
წ-ების მიმართ და, სამოქალაქო კოდექსის 1204-ე და 1198-ე მუხლების თანახმად, მოითხოვა მოპასუხეებისგან არასრულწლოვანი შვილების დაბრუნება შემდეგი დასაბუთებით: გ.
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025. გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“, მუხლი 1204, №786, 26.06.1997, სარეგისტრაციო კოდი 040.000.000.05.001.000.223 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/31702/muxli-1204/