გადაწყვეტილება

სამოქალაქო 26.07.2019
საქმის ნომერი
040210018002406785
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
26.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N040210018002406785

N2/41-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

26 .07.2019 წელი ქ. ცაგერი

ცაგერის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე- ნანა ჯანხოთელი

სხდომის მდივანი - ხატია მეშველიანი

მოსარჩელეები- ლ-–- ლ-----------

ა-- ლ-----------,თ----- ლ-----------,ვ--–---- ლ-----------,გ------- ლ-----------,ი----- ლ-----------

წარმომადგენელი -ხ---- თ-----

მოპასუხე-ი------- შ---------

წარმომადგენლები - მ--- ფ------–---, ე----- ო------

მესამე პირი-ს--–---–----- მ-------------- ს---------- ც------- რ--------–- გ---------–---

წარმომადგენლები - ლ------- ქ--------------, მ--- გ--–----

დავის საგანი- მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეზღუდვა

II. აღწერილობითი ნაწილი

1.სასარჩელო მოთხოვნა

1.1.ი------- შ--------------- შვილების-2--- წლის 2- ი------- დაბადებული-ა-- ლ-----------ს, 2--- წლის--------------–- დაბადებული -თ----- ლ-----------ს, 2--- წლის 1------------- დაბადებული - ვ--–---- ლ-----------ს, 2--- წლის----------------- დაბადებული ი----- ლ-----------სა და 2--- წლის 2- ა--------- დაბადებული გ------- ლ-----------ს მიმართ, მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეზღუდვა.

მოსარჩელის განმარტებით, იგი სამი წელია აღარ ცხოვრობს მეუღლესთან-ი------- შ---------სთან ერთად, დედამ მიატოვა მცირეწლოვანი შვილები და ოჯახიდან წავიდა, მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ი------- შ--------- რამდენჯერმე გათხოვდა, შვილების მდგომარეობით არ დაინტერესებულა, არც მოუკითხავს. ი------- შ---------მ, არასრულწლოვან შვილებს გაუსხვისა სახელმწიფოს მიერ ნაჩუქარი საცხოვრებელი ბინა, მდებარე ქ.--------–------------------------------ მოპასუხემ აღნიშნული უძრავი ქონება დატვირთა იპოთეკით და გადასცა სხვა პირს.

2. მოპასუხის პოზიცია

 

ი------- შ---------მ წერილობით შესაგებელში და სასამართლო სხდომაზე არ ცნო სარჩელი და მიუთითა შემდეგ გარემოებებზე: მართალია, არ ცხოვრობს შვილებთან, მაგრამ მისი ნებით არ დაუტოვებია ოჯახი, წლების მანძილზე მის მიმართ განხორციელებულმა ფიზიკურმა და ფსიქოლოგიურმა ზეწოლამ იძულებული გახადა გაქცეულიყო მეუღლის ოჯახიდან. მისი წასვლის მთავარ მიზეზად ასახელებს მეუღლის მშობლებს-დედამთილ-მამამთილს.

 

ს--–---–----- მ-------------- სააგენტო ეთანხმება სარჩელს და მხარს უჭერს ი------- შ--------------- მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეზღუდვას.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდაო გარემოებები

 

3.1.1.მოსარჩელე ლ-–- ლ----------- და მოპასუხე ი------- შ--------- 2004 წლიდან ფაქტობრივ, ხოლო 2--- წლის 2- მარტიდან იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში. არასრულწლოვნები-თ-----, ა--, ვ--–----, ი----- და გ------- ლ------------- არიან ლ-–- ლ-----------სა და ი------- შ---------- შვილები.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას

- სარჩელი

- მხარეთა ახსნა-განმარტებები

ქ--------- ს----–---- სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2--- წლის 2- ივლისის-------- გადაწყვეტილებით, არასრულწლოვნების-თ-----, ვ--–----, ი----- და გ------- ლ-------------ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი თ----- ლ-----------, ვ--–---- ლ----------- , ი----- ლ-----------, გ------- ლ-----------ა და ი------- შ---------ს შორის 20-6 წლის 25 აპრილის უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება, უძრავ ქონებაზე მდებარე ქ------------------------------------------------------------------------- და აღნიშნულ ქონებზე აღდგა თ----- ლ-----------ს, ვ--–---- ლ-----------ს, ი----- ლ-----------სა და გ------- ლ-----------ს საკუთრების უფლება.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას

- სარჩელი

- ქ--------- ს----–---- სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2--- წლის 2- ი--–---- გადაწყვეტილება N2/1---

ც------- რ--------–- სასამართლოს 2--- წლის 3-------- გადაწყვეტილებით, ლ-–- ლ-----------ა და ი------- შ---------ს შორის შეწყდა 2--- წლის 2- მარტს რეგისტრირებული ქორწინება და მოპასუხის-ი------- შ---------- თანხმობით, არასრულწლოვანი შვილების-თ----- ლ-----------ს, ვ--–---- ლ-----------ს, ი----- ლ-----------ს,ა-- ლ-----------ს და გ------- ლ-----------ს საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრა ც------- მუნიციპალიტეტის სოფელი ლ--------, ანუ მამის -ლ-–- ლ-----------ს საცხოვრებელი ადგილი.

 

3.2. დადგენილი სადავო გარემოებები

 

3.2.2. ი------- შ--------- შვილების აღზრდაში არ მონაწილეობს, არ ეხმარება მათ მატერიალურად. განქორწინების შემდეგ არც უნახავს ისინი.

 

ს--–---–----- მ-------------- ს---------- ც------- რ--------–- განყოფილების ს--–---–----- მუშაკის- მ--- გ--–----ს 2--- წლის 2- მაისის დასკვნის თანახმად, ოჯახი, სადაც ლ-–- ლ----------- მშობლებთან, ძმასთან და თავის არასრულწლოვან ხუთ შვილთან ერთად ცხოვრობს, მდებარეობს ც------- რაიონის სოფელ ლ--------ში. ოჯახის სრულწლოვანი წევრები- ბაბუა , ბებია და ბიძა მუდმივად ახორციელებენ ზრუნვასა და მეთვალყურეობას არასრულწლოვან ბავშვებზე, ხუთივე ბავშვი განათლებას იღებს სოფელ ლ--------ს საჯარო სკოლაში. ბავშვები კარგი მოვლილები არიან, გამოიყურებოდნენ სუფთად, მათი ჰიგიენური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ოჯახს აქვს სტაბილური ყოველთვიური შემოსავალი სოციალური დახმარებისა და ბებია-ბაბუის პენსიის სახით, სულ თვეში 1022 ლარის ოდენობით, ასევე ოჯახს აქვს ძლიერი შიდა მეურნეობა, ჰყავთ შინაური ფრინველი და ცხოველები, ამუშავებენ მიწას, აქვთ რძის პროდუქტი, ნამატ პროდუქტებს ყიდიან კიდევაც და შემოსავალს ბავშვების აღზრდას ახმარენ. დასკვნის თანახმად, ბავშვებს აქვთ სიცოცხლისა და განვითარებისათვის აუცილებელი პირობები. რაც შეეხება ბავშვების ფსოქოემოციურ მდგომარეობას, აღნიშნული დასკვნის თანახმად, უფროსი გოგონები განიცდიან, რომ ისინი დედამ მიატოვა,თუმცა მასთან ურთიერთობის სურვილი არ აქვთ. ხუთი წელია რაც ბავშვები დედის გარეშე ცხოვრობენ.

 

ს--–---–----- მ-------------- ს---------- რ----ლ--------- და ქ---------------------------–-----------------–----------–--------–----- მიერ 20-9 წლის 1-------- წარმოდგენილი იქნა დასკვნები N------------------------- ბავშვების-თ-----, ა--, ვ--–----, ი----- და გ------- ლ-------------ს შესახებ. ფსიქოლოგის ჩართვის მიზეზი იყო ბავშვების ფსიქოემოციური მდგომარეობის შეფასება. გამოკვლევა ჩატარდა 20-9 წლის 19 აპრილს. ბავშვების მიმართ ჩატარებული გამოკვლევის თანახმად, ოჯახში შექმნილია კარგი გარემო, ბავშვებს აქვს ყველა საჭირო ნივთი სწავლისთვის, ისინი კარგი მოსწავლეები არიან, ოჯახის ყველა წევრი ზრუნავს მათზე, ბავშვებს განსაკუთრებით თბილი ურთიერთობა აქვთ მამასთან-ლ-–- ლ--------------. ფსიქოლოგის მუშაობის დროს გამოიკვეთა ბავშვების უარყოფითი დამოკიდებულება დედის- ი------- შ---------- მიმართ, მათ არ უნდათ , რომ დედა სახლში დაბრუნდეს. დედა არც ცდილობს დაეკონტაქტოს თავის შვილებს. როგორც ფსიქოლოგმა სასამართლო პროცესზე აღნიშნა, მან შეატყობინა ი------- შ---------ს ბავშვებთან ვიზიტის თაობაზე, შესთავაზა, რომ ტელეფონით გასაუბრებოდა შვილებს, თუმცა ი------- შ--------- მას აღარ შეხმიანებია.

ს--–---–----- მ-------------- ს---------- რ----ლ--------- და ქ---------------------------–-----------------–----------–--------–----- მიერ წარმოდგენილი დასკვნების თანახმად, ბავშვების ფსიქოემოციური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მათი ფიზიკური და გონებრივი შესაძლებლობები შეესაბამება ასაკს, ოჯახში, სადაც ისინი ცხოვრობენ, პირობები დამაკმაყოფილებელია, შექმნილია დადებითი გარემო მათი განვითარებისა და სრულფასოვნებისთვის. არ იკვეთება პრობლემები, როგორც ემოციურ, ისე ქცევის დონებზე.(იხილეთ დასკვნები, ს.ფ. )

 

III სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

მოსარჩელის-ლ-–- ლ-----------ს მოთხოვნა მოპასუხის-ი------- შ--------------- მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეზღუდვის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ

 

საქმის სამართლებრივი შეფასებისას სასამართლომ გამოიყენა შემდეგი ნორმები:

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1205-ე, 1199-ე, 1197-ე, 1198-ე, 1275-ე, 1277-ე, 1291-ე, 1204-ე მუხლები

- გაეროს ბავშვის უფლებების შესახებ კონვენცია

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1205-ე მუხლის თანახმად, 1. მშობლის უფლებები და მოვალეობები შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი. 2. სასამართლოს შეუძლია შეზღუდოს მშობლის ერთი ან რამდენიმე უფლება და მოვალეობა მშობლის სხვა უფლებებისა და მოვალეობებისაგან დამოუკიდებლად. 3. მეურვეობა ან მზრუნველობა დგინდება იმ ბავშვის მიმართ, რომლის ორივე მშობელს შეეზღუდა მშობლის უფლება ან მოვალეობა ამ კოდექსის შესაბამისად. 4. რამდენადაც ეს შესაძლებელია, მშობელს უნარჩუნდება ბავშვის რჩენის ვალდებულება, როცა მშობლის უფლება შეზღუდულია, ამ კოდექსით გათვალისწინებული საალიმენტო მოვალეობების შესაბამისად.

 

ამ ნორმით გათვალისწინებულია მშობლის უფლებებისა და მოვალეობების შეზღუდვა, რაც მხოლოდ სასამართლო გადაწყვეტილებითაა შესაძლებელი. კანონით გათვალისწინებულია მშობლის ერთი ან რამდენიმე უფლებისა და მოვალეობის შეზღუდვა, თუმცა ეს ნორმა არ განსაზღვრავს მშობლის უფლების შეზღუდვის საფუძვლებს. შესაბამისად, ეს საკითხი უნდა გადაწყდეს მშობლებსა და არასრულწლოვან შვილებს შორის ურთიერთობის იმ ზოგადი პრინციპის საფუძველზე, რაც დადგენილია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1199-ე მუხლით, რომლის თანახმად მშობლის უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგენს ბავშვის ინტერესებს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის მიხედვით, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის თანახმად, 1. მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. 11. დაუშვებელია არასრულწლოვანი ბავშვის აღზრდისას მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ აღზრდის ისეთი მეთოდების გამოყენება, რომლებიც არასრულწლოვნის ფიზიკურ ან/და ფსიქიკურ ტანჯვას იწვევს. 2. მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება. 3. მშობლებს უფლება აქვთ, განსაზღვრონ, თუ ვისთან და სად უნდა იცხოვროს შვილმა. 4. მშობლებს ევალებათ, დაიცვან თავიანთი არასრულწლოვანი შვილების უფლებები და ინტერესები, რაც მოიცავს შვილების ქონების მართვასა და გამოყენებას. 5. მშობლებს ენიჭებათ უფლება და ეკისრებათ ვალდებულება, ჰქონდეთ ურთიერთობა თავიანთ შვილებთან, განსაზღვრონ თავიანთ შვილებთან მესამე პირთა ურთიერთობის უფლება. 6. მშობლები არასრულწლოვანი შვილების კანონიერი წარმომადგენლები არიან და განსაკუთრებულ რწმუნებულებათა გარეშე გამოდიან მათი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად მესამე პირებთან ურთიერთობაში, მათ შორის, სასამართლოში.

 

სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მშობლები არიან შვილების კანონიერი წარმომადგენლები და განსაკუთრებულ რწმუნებულებათა გარეშე გამოდიან მათი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად მესამე პირებთან ურთიერთობაში, მათ შორის, სასამართლოში. სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლით განსაზღვრული არ არის მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ფარგლები, თუმცა წარმომადგენლობითი უფლებამოსილება მოიცავს ბავშვის სახელით ან მასთან დაკავშირებული სხვადასხვა იურიდიული მნიშვნელობის მქონე მოქმედებების შესრულებას. მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება მოიცავს როგორც ქონებრივი ისე არაქონებრივი უფლებამოსილებების ერთობლიობას. მშობლის წარმომადგენლობითი უფლებაა განკარგოს არასრულწლოვანი შვილის ქონება, შეიძინოს შვილის სასარგებლოდ ქონება, მიიღოს გადაწყვეტილება შვილის საცხოვრებელი ადგილის შესახებ, განათლების მიღების საკითხზე და მისი აღზრდის სხვა საკითხებზე.

 

სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლი დასათაურებულია, როგორც: „მშობელთა მოვალეობანი შვილების მიმართ“, ამ ნორმით პუნქტობრივად ცალ-ცალკეა მითითებული მშობლის უფლება-მოვალეობები შვილების მიმართ (პირველი-მე-5პუნქტები) და მშობლის, როგორც შვილის წარმომადგენლის უფლებამოსილება (მე-6 პუნქტი).

 

ამდენად, სამოქალაქო კანონმდებლობა მიჯნავს ერთმანეთისაგან მშობლის უფლება-მოვალეობებს, რომელიც გულისხმობს ურთიერთობებს მშობელსა და შვილს შორის და მშობლის, როგორც კანონიერი წარმომადგენლის უფლებამოსილებას, რომლის ფუნქციაა, უზრუნველყოს არასრულწლოვანი პირის ინტერესები მესამე პირებთან ურთიერთობაში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ამის მიუხედავად მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეფასება სხვა მოვალეობათა ჯეროვნად შესრულების საკითხისგან განცალკევებულად ვერ მოხდება, თუმცა წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეზღუდვა ავტომატურად არ გულისხმობს მშობლის უფლების ბოროტად გამოყენებას, წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეზღუდვა შეიძლება გამოწვეული იყოს არა მარტო მშობლის მოვალეობათა არაჯეროვანი შესრულებით, არამედ ისეთი ობიექტური გარემოებებით, რომლის გამოც მშობელი მოკლებულია შესაძლებლობა შეასრულოს შვილის წარმომადგენლობით უფლებამოსილება, იყო მისი წარმომადგენელი მესამე პირებთან ურთიერთობაში.

 

შესაბამისად, მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვის საკითხის განხილვისას უნდა დადგინდეს მშობელი ჯეროვნად ასრულებს თუ არა მისი როგორც მშობლის არა მარტო წარმომადგენლობით უფლებამოსილებას, არამედ მასზე ზრუნვის ვალდებულებას.

 

მშობლებისა და შვილის ურთიერთობის საკითხი მოწესრიგებულია გაეროს მიერ მიღებული `ბავშვის უფლებათა კონვენციით”, რომლის პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითრებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ. კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი – სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები – უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და `,,ბავშვთა უფლებების შესახებ” კონვენციის მიხედვით საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას.

 

”ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მე-18 მუხლის საფუძველზე, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.

 

კონვენციის აღნიშნული ნორმით ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობელს საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობა ეკისრება. მშობლების ძირითადი ვალდებულებაა ბავშვის აღზრდა და რჩენა და მათ ეკისრებათ ბავშვის აღზრდის საკითხებში ძირითადი პასუხისმგებლობა, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და ”ბავშვთა უფლებების შესახებ” კონვენციის მიხედვით, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესია მისი აღზრდა ოჯახურ გარემოში, მშობლების და ოჯახის სხვა წევრების ერთობლივი მზრუნველობით. თუმცა მშობლების დაშორების შემთხვევაში ბავშვის აღზრდის ასეთი გარემოს უზრუნველყოფა შესაძლებელი არ არის.

 

ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია, რომ ბავშვები ცხოვრობენ მამასთან, ბებიასთან და ბაბუასთან ერთად. ბავშვებთან არ ცხოვრობს დედა, რომელსაც ხუთი წელია შვილები არ უნახავს.

 

ბავშვების მამა -ლ-–- ლ-----------, სათანადოდ ასრულებს მშობლის მოვალეობას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ს--–---–----- მ-------------- ს---------- ც------- რ--------–- განყოფილების წარმომადგენლები ეთანხმებიან, რომ დედას-ი------- შ---------ს შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება, რასაც საფუძვლად დაედო 2--- წლის 2- მ--------- დასკვნა ლ-–- ლ-----------ს ოჯახის შესახებ, სადაც იზრდებიან ბავშვები.

 

ი------- შ--------- შვილების აღზრდაში ინტენსიურად და აქტიურად არ მონაწილეობს, ხოლო ლ-–- ლ-----------ს მხრიდან ბავშვებზე მზრუნველობასა და ურთიერთობაში ხელშეშლა არ დასტურდება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და კონვენციის მიხედვით, საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას.

 

სამოქალაქო კოდექსი არასრულწლოვნის სამართლებრივ სტატუსს იურიდიული შინაარსის მიხედვით ორ კატეგორიად განიხილავს. კერძოდ, 0-7 წლამდე (მცირეწლოვანი), რომელსაც ტოტალური ქმედუუნაროს სტატუსი გააჩნია და 7-18 წლამდე - (არასრულწლოვანი), რომელიც სარგებლობს ქმედუნარიანობის შეზღუდული ფარგლებით.

 

არასრულწლოვანს, თავისი ასაკიდან გამომდინარე, არ შესწევს უნარი, კანონიერი წარმომადგენლისაგან დამოუკიდებლად მიიღოს მონაწილეობა სამოქალაქო-სამართლებრივ ურთიერთობებში ან ნებისმიერ სხვა სფეროში და თვითონ გამოავლინოს ნება გარიგების დადების შესახებ, საცხოვრებელი ადგილის დამოუკიდებლად არჩევის, საგანმანათლებლო დაწესებულების შერჩევის და მისი აღზრდის სხვა საკითხებზე.

 

მესამე პირებთან ურთიერთობაში, ბავშვებს წარმოადგენენ მშობლები, რომლებიც შვილების სახელით გამოხატავენ ნებას ამა თუ იმ იურიდიული მოქმედებაზე, წყვეტენ ბავშვის აღზრდის დროს წამოჭრილ საკითხებს.

ც------- რ--------–- სასამართლოს 2--- წლის 3-------- გადაწყვეტილებით, ლ-–- ლ-----------ა და ი------- შ---------ს შორის შეწყდა 2--- წლის 2- მარტს რეგისტრირებული ქორწინება და მოპასუხის-ი------- შ---------- თანხმობით, არასრულწლოვანი შვილების-თ----- ლ-----------ს, ვ--–---- ლ-----------ს,ი----- ლ-----------ს, გ------- ლ-----------ს საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრა ც------- მუნიციპალიტეტის სოფელი ლ--------, ანუ მამის -ლ-–- ლ-----------ს საცხოვრებელი ადგილი.

 

წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელების დროს მშობელი შებოჭილია ვალდებულებით, დაიცვას თავისი არასრულწლოვანი შვილის უფლებები და ინტერესები, რაც მოიცავს არა მარტო შვილების ქონების მართვასა და გამოყენებას, არამედ მისი აღზრდის ყველა ასპექტს. ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთისგან სამართლებრივი შინაარსით განსხვავდება მშობლის უფლება შვილის მიმართ და მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება მესამე პირების მიმართ, წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელებისას მშობელი იმავდროულად ატარებს საკუთრივ მშობლის უფლება-მოვალეობებს შვილის მიმართ.

 

მშობლის უფლება უნდა განხორციელდეს «ბავშვის საუკეთესო ინტერესის“ პრინციპის განუხრელი დაცვით. მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება არის მშობლის ვალდებულება, რადგან მხოლოდ მშობელი იღებს გადაწვეტილებას არასრულწლოვანი შვილის საცხოვრებელი ადგილის, განათლების და მისი აღზრდის დროს წამოჭრილ სხვა საკითხებზე, გამოთქვამს თანხმობას ბავშვის აღზრდის დროს წამოჭრილი ქმედებების შესრულებაზე, შვილის სახელით დებს გარიგების დადებას ან გამოთქვამს თანხმობას გარიგების დადებაზე.

 

ამ შემთხვევაში ბავშვები დედის ნების შესაბამისად, ცხოვრობენ მამასთან, შესაბამისად, ფაქტობრივად ბავშვების მზრუნველი არის მოსარჩელე-ლ-–- ლ-----------, ხოლო ი------- შ--------- ბავშვების აღზრდაში არ მონაწილეობს. შესაბამისად, მის მიერ შვილების წარმომადგენლობითი უფლებამოსილების სრული მოცულობით განხორციელება შეუძლებელია.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მშობლის უფლება-მოვალეობათა შესრულება, მათ შორის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება არ არის ერთჯერადი მოქმედება. მშობლის უფლება-მოვალეობათა განხორციელება არის შვილის აღზრდის საკითხებზე მორალური პასუხისმგებლობა, შვილის აღზრდაზე ძირითადი პასუხისმგებლობა ეკისრება მის მშობლებს, რაც უნდა განხორციელდეს ბავშვთან სისტემატიური ურთიერთობით, შვილების აღზრდის საკითხისადმი სისტემური და თანმიმდევრული მიდგომით და დამოკიდებულებით. მშობლების განქორწინების დროს შვილი ერთი მშობლისგან ცალკე ცხოვრობს, თუმცა ამის მიუხედავად, მშობელს ეკისრება შვილის აღზრდაში მთავარი პასუხისმგებლობა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ შვილებზე ზრუნვა, მათი აღზრდაში მონაწილეობა და აღზრდის პროცესში წამოჭრილი საკითხების გადაწყვეტა არის მშობლის მთავარი მოვალეობა, რაც შეძლებისდაგვარად მათთან უშუალო ურთიერთობით უნდა მოხდეს. ი------- შ---------ს შვილებთან აქტიური და უშუალო პირადი ურთიერთობა არა აქვს, ბავშვების ფაქტობრივი აღმზრდელები არიან მამა-ლ-–- ლ----------- და მისი მშობლები.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული გარემოებების გამო, მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვის შესახებ საფუძვლიანია, რადგან ის ვერ ახორციელებს შვილების აღზრდის ვალდებულებას.

 

სასამართლო აქვე განმარტავს, რომ მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვა არ გულისხმობს მშობლისათვის შვილებთან ურთიერთობის უფლების ჩამორთმევას ან შვილებთან ურთიერთობის უფლების შეზღუდვას. მოპასუხე მხარეს უნარჩუნდება ბავშვებთან როგორც პირადი, ისე კომუნიკაციის თანამედროვე საშუალებებით ურთიერთობის უფლება.

 

7. პროცესის ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. მოსარჩელე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ბაჟის გადახდა უნდა დაეკისროს მოპასუხეს, რადგან ის არ არის გათავისუფლებული სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამ შემთხვევაში დავა არაქონებრივი ხასიათისაა, რის გამოც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ”თ” ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს 100 ლარს.

 

8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების საკითხი.

 

აღნიშნულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-ე, 244-ე, 310-ე, 312-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1.ლ-–- ლ-----------ს სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.

 

2.ი------- შ---------ს (პ/ნ 4----------) შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება არასრულწლოვანი შვილების ა-- ლ-----------ს (დაბადებული 2-.0-.2---წ.) თ----- ლ-----------ს, დაბ.0-.0-.2---წ.) ი----- ლ-----------ს (დაბ.0-.1-.2--- წ),ვ--–---- ლ-----------ს (დაბ.1-.1-.2--- წ) და გ------- ლ-----------ს (2-.0-.2--- წ) მიმართ.

 

3.მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ გაუქმდეს მოცემულ საქმეზე ც------- რ--------–- სასამართლოს 2--- წლის 2--------–-- განჩინებით გაცემული დროებითი განკარგულება.

 

4.ი------- შ---------ს დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 100(ასი) ლარის ოდენობით.

 

5.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს განმცხადებლისათვის მისი ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ქ--------- სააპელაციო სასამართლოში (მდებარე, ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ.№32) ც------- რ--------–- სასამართლოს მეშვეობით (მდებარე ქ.ცაგერი, ლ.ასათიანის ქ.14).

 

6.გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ც------- რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ნანა ჯანხოთელი