მუხლი 1291. სამეურვეო არასრულწლოვან პირებთან ერთად ცხოვრების მოვალეობა
1. მეურვე და მზრუნველი მოვალენი არიან იცხოვრონ სამეურვეო (სამზრუნველო) არასრულწლოვან პირთან ერთად. ცალკეულ შემთხვევაში მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ნებართვით შეიძლება მზრუნველისა და სამზრუნველო პირის ცალ-ცალკე ცხოვრება, თუ აღნიშნული ორგანო მივა იმ დასკვნამდე, რომ მათი ცალ-ცალკე ცხოვრება უარყოფით გავლენას არ მოახდენს სამზრუნველო პირის აღზრდაზე, მისი უფლებებისა და ინტერესების დაცვაზე.
2. მეურვე და მზრუნველი ვალდებულნი არიან საცხოვრებელი ადგილის გამოცვლის შესახებ აცნობონ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს.
3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მოვალეობა არ ეკისრება ქმედუნარიანი სრულწლოვნის მზრუნველს და სრულწლოვნის მხარდამჭერს, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3339 - ვებგვერდი, 31.03.2015
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 20.03.2015-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
წინა რედაქცია (24.07.1997 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 1291. სამეურვეო არასრულწლოვან პირებთან ერთად ცხოვრების მოვალეობა 1. მეურვე და მზრუნველი მოვალენი არიან იცხოვრონ სამეურვეო (სამზრუნველო) არასრულწლოვან პირთან ერთად. ცალკეულ შემთხვევაში მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ნებართვით შეიძლება მზრუნველისა და სამზრუნველო პირის ცალ-ცალკე ცხოვრება, თუ აღნიშნული ორგანო მივა იმ დასკვნამდე, რომ მათი ცალ-ცალკე ცხოვრება უარყოფით გავლენას არ მოახდენს სამზრუნველო პირის აღზრდაზე, მისი უფლებებისა და ინტერესების დაცვაზე. 2. მეურვე და მზრუნველი ვალდებულნი არიან საცხოვრებელი ადგილის გამოცვლის შესახებ აცნობონ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს. 3. ამ მუხლის პირველი ნაწილშით გათვალისწინებული მოვალეობა არ ეკისრება ქმედუუნაროიანი სრულწლოვანი პირის მეუზრუნველსა და ქმედსრულწლოვნის მხარიდანი სმჭერს, თუ სასამართლწლოვს განდაწყვეტი პლებით სხვა რამ არ არის მგანსაზღვრუნველსი.
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(4)
საქმე №ას-654-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.06.2020
…რომ მძღოლმა დაარღვია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართლადარღვევათა კოდექსის 1271 მუხლის მე-6 ნაწილი, რაც გულისხმობს:,,საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საავტომობილო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანის ან ტვირთის გადაზიდვის (გარდა ამ კოდექსის 1291 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა) წესების დარღვევა, ან არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) სატრანსპორტო საშუალებით გზაზე მოძრაობა შესაბამის…
…საკასაციო წესით გაასაჩივრეს ჟ. მ-მა და თ. ს-მა, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. კასატორთა განმარტებით, სამოქალაქო კოდექსის 1291-ე მუხლი სამეურვეო პირთან ერთად ცხოვრების ვალდებულებას ადგენს მხოლოდ იმ შემთხვევისათვის, როდესაც საუბარია არასრულწლოვან სამეურვეო პირზე.…
…უნდა დაკმაყოფილდეს. 5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ საქმის სამართლებრივი შეფასებისას სასამართლომ გამოიყენა შემდეგი ნორმები: - საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1205-ე, 1199-ე, 1197-ე, 1198-ე, 1275-ე, 1277-ე, 1291-ე, 1204-ე მუხლები - გაეროს ბავშვის უფლებების შესახებ კონვენცია 6. სამართლებრივი შეფასება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1205-ე მუხლის თანახმად, 1. მშობლის…
…სარჩელი მშობლის წარმომადგენლობითი უფლების აღდგენის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. 5. კანონები, რომლითაც სასა----თლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1198-ე, 1199-ე, 1205-ე, 1209-ე, 1276-ე, 1281-ე, 1291-ე, 1294-ე მუხლები. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბავშვთა უფლებათა კონვენციის (21.04.1994წ.) მე-3, მე-14- მე-18 მუხლები 6. სა----თლებრივი შეფასება 6.1.…