მუხლი 1289. მეურვის, მზრუნველისა და მხარდამჭერის მოვალეობები
სამოქალაქო კოდექსის 1289-ე მუხლი · სკ 1289
1. მეურვე/მზრუნველი ვალდებულია იზრუნოს სამეურვეო პირის/სამზრუნველო პირის რჩენაზე, შეუქმნას მას აუცილებელი ყოფითი პირობები, უზრუნველყოს ის მოვლითა და მკურნალობით, დაიცვას მისი უფლებები და ინტერესები.
2. მხარდამჭერი ვალდებულია თვალყური ადევნოს მხარდაჭერის მიმღების მუდმივ სამედიცინო მომსახურებას, დაადგინოს მისი სურვილები/არჩევანი და დაეხმაროს მას შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებაში, რაც გამოიხატება გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი ინფორმაციის მხარდაჭერის მიმღებისათვის გასაგები საკომუნიკაციო ფორმით მიწოდებაში. მხარდამჭერი აგრეთვე ვალდებულია მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში, რომელიც 6 თვეს არ უნდა აღემატებოდეს, აღნიშნულ ორგანოს მიაწოდოს სასამართლოს გადაწყვეტილებით მისთვის განსაზღვრული მოვალეობების შესრულების შესახებ ინფორმაცია. ამ ინფორმაციაში მხარდამჭერი მიუთითებს მის მიერ მხარდაჭერის გაწევასთან დაკავშირებულ თავისებურებებს.
საქართველოს 2007 წლის 18 დეკემბრის კანონი №5624 - სსმ I, №48, 27.12.2007წ., მუხ.414
საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3339 - ვებგვერდი, 31.03.2015წ.
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 20.03.2015-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(41)
ქვემოთ — მოკლე შერჩევა: 40 გადაწყვეტილება 41-დან.
სრულ ინდექსში — ყველა ინსტანცია, ფრაგმენტები და ფილტრები.
საქმე №ას-1325-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.12.2025
მხარდაჭერა გულისხმობს მხარდამჭერის მიერ მხარდაჭერის მიმღების სათანადო რჩევის მიცემასა და დახმარებას, მიიღოს ინფორმირებული და გააზრებული გადაწყვეტილება სასამართლოს მიერ განსაზღვრულ სფეროში (სსკ-ის მე-12, 1289-ე მუხლები). ამ თვალსაზრისით, მხარდაჭერა მნიშვნელოვნად განსხვავდება მზრუნველობისა და მეურვეობისაგან, რა დროსაც მეურვე/მზრუნველი წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით…
საქმე №ას-691-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.10.2025
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მხარდაჭერა გულისხმობს მხარდამჭერის მიერ მხარდაჭერის მიმღების სათანადო რჩევის მიცემასა და დახმარებას, მიიღოს ინფორმირებული და გააზრებული გადაწყვეტილება სასამართლოს მიერ განსაზღვრულ სფეროში (სსკ-ის მე-12, 1289-ე მუხლები). ამ თვალსაზრისით, მხარდაჭერა მნიშვნელოვნად განსხვავდება მზრუნველობისა და მეურვეობისაგან, რა დროსაც მეურვე/მზრუნველი წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით…
საქმე №2კ-412აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 25.09.2025
ხსენებული ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ მეურვეობას, მზრუნველობასა და მხარდაჭერას ერთმანეთისაგან ამ ღონისძიებათა გამოყენების ადრესატები განასხვავებენ– რაც შეეხება მეურვის, მზრუნველისა და მხარდამჭერის მოვალეობათა შინაარსს, მართალია, ამ უკანასკნელს ადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1289-ე მუხლი, თუმცა, მხარდამჭერის მოვალეობათა ფარგლების დადგენისას ასევე გასათვალისწინებელია იმ სფეროთა შინაარსი, სადაც მხარდაჭერის მიმღებს დაენიშნა მხარდაჭერა.
საქმე №ას-1595-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.03.2024
…ზედამხედველობასა და რეგულირებას. სასამართლო, ბუნებრივია, არ წარმოადგენს ამ პროცესის უშუალო მეთვალყურეს, თუმცა, მოვლენათა განვითარების შესწავლა-ზედამხედველობას კანონმდებელი ავალდებულებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს. სსკ-ის 1289-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული მხარდამჭერის ძირითადი ვალდებულება (მხარდამჭერი ვალდებულია თვალყური ადევნოს მხარდაჭერის მიმღების მუდმივ სამედიცინო…
საქმე №ბს-534(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 06.02.2024
საქალაქო სასამართლომ მიუთითა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1275-ე, 1288-ე და 1289-ე მუხლებზე და განმარტა, რომ მეურვეობა და მზრუნველობა არის პირისთვის დაკისრებული ვალდებულება, იზრუნოს სამეურვეო/სამზრუნველო პირის კეთილდღეობაზე და არა, მიიღოს რაიმე სარგებელი მზრუნველობიდან.
საქმე №ას-1025-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.11.2022
საქმე №ას-1117-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.11.2022
საქმე №ას-136-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.04.2022
საქმე №ას-533-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.12.2020
საქმე №ას-211-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.07.2020
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“, მუხლი 1289, №786, 26.06.1997, სარეგისტრაციო კოდი 040.000.000.05.001.000.223 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/31702/muxli-1289/