გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე 100224017001849054
№ 2/57-2017
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
11 თებერვალი, 2020 წ. ქ. საჩხერე
შესავალი ნაწილი
საჩხერის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ივანე ყიფიანი
სხდომის მდივანი ნათია ბერიძე
განმცხადებელი _ მ----- წ--------–ი
დაინტერესებული პირი _ სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მეურვეობა-მზრუნველობის და მხარდაჭერის სერვისების დეპარტამენტის სააგენტოს იმერეთის რეგიონული ცენტრი
წარმომადგენელი: ე---------- ჭ------ე
მხარდაჭერის მიმღები - რ----- გ-------–--ე
მხარდაჭერის მიმღების ადვოკატი - ე-–---- ბ---------ე
მოთხოვნის არსი _ მხარდაჭერის მიმღებად აღიარებული პირისათვის მხარდამჭერის დანიშვნა
აღწერილობითი ნაწილი:
1. მოთხოვნა
1.1. საჩხერის რაიონულ სასამართლოს განცხადებით მომართა რ----- გ-------–--ემ (პ/ნ.5----------) თავისი შვილის - რ----- გ-------–--ის (პ/ნ.5----------) მხარდაჭერის მიმღებად აღიარების შესახებ.
განცხადებაში რ----- გ-------–--ე მიუთითებდა, რომ ოჯახთან ერთად ცხოვრობდა ქალაქ ჭ--------აში მ-------–--ის ქ.7-ში, ოჯახში ყავს შვილი - რ----- გ-------–--ე, რომელიც არის დაავადებული. მისი დიაგნოზია - ”პარანოიდული შიზოფრენია”. რ----- გ-------–--ეს აქვს შიშები, არ იღებს წამლებს, ზოგჯერ არის აგრესიული, არ სურს არავისთან კონტაქტი, არ შეუძლია გარიგების დადება. რ----- გ-------–--ე საჭიროებს მხარდაჭერას მას არ შეუძლია განახორციელოს თავისი უფლებები. არ შეუძლია საპენსიო სამსახურში გამოცხადება განცხადების შედგენა. თავის ჯანმრთელობაზე ზრუნვა.
განმცხადებელი წარმოდგენილი განცხადებით ასევე შუამდგომლობდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 36317 მუხლის თანახმად, საქმის დამთავრებამდე, დროებითი მხარდაჭერის დაწესების თაობაზე.
განცხადება წარმოებაში მიღებული იქნა და 2017 წლის 22 მარტის საჩხერის რაიონული სასამართლოს განჩინებით მოცემული საქმის წარმოების დამთავრებამდე რ----- გ-------–--ეს დაუწესდა დროებითი მხარდაჭერა.
აღნიშნული საქმის წარმოება შეჩერებული იქნა საჩხერის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 23 მარტის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე - 281-ე მუხლების შესაბამისად, საქმეზე ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირის ინდივიდუალური შეფასებისათვის ექსპერტიზის დანიშვნის გამო, ექსპერტიზის ჩატარება დაევალა სსიპ. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს.
აღნიშნული დაწესებულების მიერ ჩატარდა ექსპერტიზა და წარმოდგენილი იქნა შესაბამისი დასკვნა.
საჩხერის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით მხარდაჭერის მიმღებად აღიარებულ იქნა რ----- გ-------–--ე (პ.№5----------) და მის მხარდამჭერად დაინიშნა განმცხადებელი - რ----- გ-------–--ე (მამა).
1.2. მოცემულ საქმეზე მიმდინარე წლის 31 იანვარს შემოვიდა მ----- წ--------–ის განცხადება, სადაც მიუთითა, რომ რ----- გ-------–--ის მხარდამჭერად დანიშნული პირი - რ----- გ-------–--ე (მამა) გარდაიცვალა 2020 წლის 10 იანვარს, ხოლო თვით წარმოადგენს მხარდაჭერის მიმღებად აღიარებული რ----- გ-------–--ის დედას და მის გარდა რ----- გ-------–--ეს პატრონის სხვა არავინ არ ყავს.
წარმოდგენილი განცხადებით მ----- წ--------–ი ითხოვს დაინიშნოს რ----- გ-------–--ის მხარდამჭერად საჩხერის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით დადგენილი უფლება-მოვალეობების ფარგლებში.
2. დაინტერესებული პირის პოზიცია
2.1. დაინტერესებული პირის _ სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მეურვეობა-მზრუნველობის და მხარდაჭერის სერვისების დეპარტამენტის სააგენტოს იმერეთის რეგიონული ცენტრის წარმომადგენელი დაეთანხმა მ----- წ--------–ის განცხადებას რ----- გ-------–--ისათვის მხარდამჭერის დანიშვნის თაობაზე.
2.2. საქმის განხილვაში მონაწილეობდა რ----- გ-------–--ის ადვოკატი ე-–---- ბ---------ე, რომელიც ასევე აუცილებლად მიიჩნევს რ----- გ-------–--ისათვის მხარამჭერის დანიშვნას.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. დადგენილია, რომ საჩხერის რაიონულ სასამართლოს განცხადებით მომართა რ----- გ-------–--ემ (პ/ნ.5----------) თავისი შვილის - რ----- გ-------–--ის (პ/ნ.5----------) მხარდაჭერის მიმღებად აღიარების შესახებ.
განცხადებაში რ----- გ-------–--ე მიუთითებდა, რომ ოჯახთან ერთად ცხოვრობდა ქალაქ ჭ--------აში მ-------–--ის ქ.7-ში, ოჯახში ყავს შვილი - რ----- გ-------–--ე, რომელიც არის დაავადებული. მისი დიაგნოზია - ”პარანოიდული შიზოფრენია”. რ----- გ-------–--ეს აქვს შიშები, არ იღებს წამლებს, ზოგჯერ არის აგრესიული, არ სურს არავისთან კონტაქტი, არ შეუძლია გარიგების დადება. რ----- გ-------–--ე საჭიროებს მხარდაჭერას მას არ შეუძლია განახორციელოს თავისი უფლებები. არ შეუძლია საპენსიო სამსახურში გამოცხადება განცხადების შედგენა. თავის ჯანმრთელობაზე ზრუნვა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- განცხადება საქმის მასალებით (ს.ფ.1-18);
- საჩხერის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება (ს.ფ.94-96)
3.2.2 დადგენილია, რომ რ----- გ-------–--ე დაბადებულია 1989 წლის 11 მარტს და იგი არის ავად.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 13 აპრილის დასკვნის საფუძველზე დადგენილია, რომ რ----- გ-------–--ეს აქვს მყარი ფსიქიკური დარღვევები და მისი მოქმედებები, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობა და გარემოსთან ურთიერთქმედება შეზღუდულია მკვეთრად. შესაძლებელია რ----- გ-------–--ის მდგომარეობის როგორც გაუმჯობესება ისე გაუარესება, შესაბამისად მხარდაჭერის მიმღები საჭიროებს სრულ მხარდაჭერას ყველა სფეროში. დადგენილია, რომ მხარდაჭერის მიმღებ პირს -რ----- გ-------–--ეს არ შეუძლია გააცნობიეროს სასამართლო სხდომის დანიშნულება,სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ექსპერტიზის დასკვნა (ს.ფ.42-51);
- ექსპერტების ჩვენებები
3.2.3 დადგენილია, რომ საჩხერის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით მხარდაჭერის მიმღებად აღიარებულ იქნა რ----- გ-------–--ე (პ.№5----------) და მის მხარდამჭერად დაინიშნა განმცხადებელი - რ----- გ-------–--ე (მამა).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საჩხერის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება (ს.ფ.94-96)
3.2.4. დადგენილია, რომ მოცემულ საქმეზე რ----- გ-------–--ის მხარდამჭერად დანიშნული პირი - რ----- გ-------–--ე (პ.ნ.5----------) (მამა) გარდაიცვალა 2020 წლის 10 იანვარს.
ასევე დადგენილია განმცხადებელი მ----- წ--------–ი წარმოადგენს მხარდაჭერის მიმღებად აღიარებული რ----- გ-------–--ის დედას და მის გარდა რ----- გ-------–--ეს პატრონის სხვა არავინ არ ყავს.
დადგენილია რომ მ----- წ--------–ი არ არის ნასამართლევი, არ იმყოფება ფსიქიატრიულ აღრიცხვაზე და არ საჭიროებს მხარდაჭერას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მ----- წ--------–ის განცხადება საქმის მასალებით (ს.ფ.1-8);
- იხ.ოქმი
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ მ----- წ--------–ის განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს; 2017 წლის 27 ივნისის საჩხერის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით მხარდაჭერის მიმღებად აღიარებული რ----- გ-------–--ის (პ.№5----------) მხარდამჭერად, იმავე გადაწყვეტილების ფარგლებში უნდა დაინიშნოს მ----- წ--------–ი (რ----- გ-------–--ის დედა; პ.ნ. 5----------; დაბადებული - 30.01.1951 წელს).
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 49-ე, 55-ე, 208-ე, 243-244-ე; 247-248, 257-ე, 36321 364; 369- მუხლები. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1280-ე მუხლი
6. სამართლებრივი შეფასება
6.1.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 36314-ე მუხლის შესაბამისად პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ განცხადება სასამართლოში შეიძლება შეიტანოს ამ პირმა, მისი ოჯახის წევრმა, მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანომ, ფსიქიატრიულმა ან სპეციალიზებულმა დაწესებულებამ. პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ განცხადება შეიტანება სასამართლოში ამ პირის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო თუ ეს პირი სამკურნალო დაწესებულებაშია მოთავსებული – სამკურნალო დაწესებულების ადგილმდებარეობის მიხედვით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 36315-ე მუხლის შესაბამისად პირს მხარდაჭერა შეიძლება დაენიშნოს შრომითი საქმიანობის, წვრილმანი გარიგების დადების, სამეწარმეო საქმიანობის, უძრავი ქონების მართვის/განკარგვის, საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის, მკურნალობაზე თანხმობის გამოხატვის, მისთვის ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით და სხვა უფლებებისა და მოვალეობების განსახორციელებლად, რომლებსაც სასამართლო ინდივიდუალური შეფასების საფუძველზე განსაზღვრავს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 36318-ე მუხლის შესაბამისად პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ საქმეს სასამართლო განიხილავს ამ პირის და მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლის სავალდებულო მონაწილეობით.
დაინტერესებული პირის _ სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მეურვეობა-მზრუნველობის და მხარდაჭერის სერვისების დეპარტამენტის სააგენტოს იმერეთის რეგიონული ცენტრის წარმომადგენელი დაეთანხმა მ----- წ--------–ის განცხადებას რ----- გ-------–--ისათვის მხარდამჭერის დანიშვნის თაობაზე.
საქართველოს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 36319-ე მუხლის შესაბამისად პირს, რომლის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის საკითხიც განიხილება, უნდა ჰყავდეს ადვოკატი.
6.2. ”შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ” საქართველოს კანონი განსაზღვრავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ სახელმწიფო პოლიტიკის საფუძველს და მიზნად ისახავს სხვა პირთა თანაბრად უზრუნველყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების რეალიზაცია, შექმნას ხელსაყრელი პირობები მათი სრულფასოვანი ცხოვრებისა და საზოგადოების ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობისათვის.
აღნიშნული კანონის მე-6 მუხლის თანახმად: თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებულია ამ კანონისგან განსხვავებული წესები, მაშინ მოქმედებს საერთაშორისო ხელშეკრულების წესები.
6.3.”შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენცია”, (რომელიც საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული იქნა 2013 წლის 26 დეკემბერს), - შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს მიაკუთვნებს პირებს, ფიზიკური, ფსიქიკური, ინტელექტუალური ან სენსორული მყარი დარღვევებით, რომელთა ურთიერთქმედებამ სხვადასხვა დაბრკოლებებთან შესაძლოა ხელი შეუშალოს ამ პირის სრულ და ეფექტურ მონაწილეობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში, სხვებთან თანაბარ პირობებში. კონვენციის მიზანია ხელი შეუწყოს, დაიცვას და უზრუნველყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თანაბარი უფლებებისა და ძირითად თავისუფლებათა რეალიზება, მათი თანდაყოლილი პიროვნული ღირსების პატივისცემა.
”შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენცია” განამტკიცებს კანონის წინაშე თანასწორობას. კერძოდ კონვენციის მე-12 მუხლის თანახმად: მონაწილე სახელმწიფოები კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს უფლება აქვთ სამართლის სუბიექტად აღიარებაზე, სადაც არ უნდა იმყოფებოდნენ ისინი. მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებაუნარიანობას სხვებთან თანასწორად, ცხოვრების ყველა სფეროში. მონაწილე სახელმწიფოები იღებენ შესაბამის ზომებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის იმ დახმარების მისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, რომელიც მათ შეიძლება სჭირდებოდეთ სამართლებრივი უფლებაუნარიანობის რეალიზებისათვის. მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ სამართლებრივი უფლებაუნარიანობის რეალიზებასთან დაკავშირებული ყველა ზომა ითვალისწინებდეს შესაბამის და ეფექტურ გარანტიებს მათი ბოროტად გამოყენების აღკვეთის მიზნით, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის თანახმად. ასეთი გარანტიები უნდა უზრუნველყოფდნენ, რომ უფლებაუნარიანობის რეალიზებასთან დაკავშირებული ზომები ორიენტირებული იყოს პიროვნების უფლებებზე, სურვილსა და უპირატესობებზე, თავისუფალი იყოს ინტერესთა კონფლიქტისა და არასასურველი გავლენისაგან, შეესაბამებოდეს და ერგებოდეს ამ პიროვნების მდგომარეობას, გამოიყენებოდეს რაც შეიძლება მინიმალური დროით და რეგულარულად მოწმდებოდეს კომპეტენტური, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ორგანოს ან სასამართლოს მიერ. აღნიშნული გარანტიები უნდა იყოს მოცემული პირის უფლებებისა და ინტერესების ხელმყოფი ზომების პროპორციული. წინამდებარე მუხლის დებულებათა გათვალისწინებით, მონაწილე სახელმწიფოები იღებენ ყველა შესაბამის და ეფექტურ ზომას, რათა უზრუნველყონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლება საკუთრების ფლობასა და მემკვიდრეობით მიღებაზე, საკუთარი ფინანსური საქმეების მართვაზე, საბანკო სესხების, საიპოთეკო, სხვა ფინანსური კრედიტების თანაბარ მისაწვდომობაზე და უზრუნველყოფენ, რომ არ მოხდეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის საკუთრების თვითნებურად ჩამორთმევა.
6.4 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1277 პრიმა მუხლის შესაბამისად ”მხარდაჭერის მიმღებს ენიშნება მხარდამჭერი.” საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1280-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად ”მხარდამჭერად შეიძლება დაინიშნოს პირის ოჯახის წევრი, ნათესავი, ახლობელი ან სპეციალისტი, რომელიც აკმაყოფილებს ამ კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ”მხარდამჭერის არჩევისას სასამართლო ითვალისწინებს მის პიროვნულ თვისებებს, მხარდამჭერის მიერ მისთვის დაკისრებული მოვალეობის შესრულების უნარს, მხარდამჭერისა და მხარდაჭერის მიმღების ურთიერთდამოკიდებულებას, მხარდაჭერის მიმღების ინტერესებს და ნებას, ხოლო მხარდაჭერის მიმღების არასრულწლოვანების შემთხვევაში – აგრეთვე მისი მშობლის მითითებას.
პირი მხარდამჭერად შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მისი თანხმობით.”
დადგენილია, რომ მოცემულ საქმეზე რ----- გ-------–--ის მხარდამჭერად დანიშნული პირი - რ----- გ-------–--ე (პ.ნ.5----------) (მამა) გარდაიცვალა 2020 წლის 10 იანვარს.
ასევე დადგენილია განმცხადებელი მ----- წ--------–ი წარმოადგენს მხარდაჭერის მიმღებად აღიარებული რ----- გ-------–--ის დედას და მის გარდა რ----- გ-------–--ეს პატრონის სხვა არავინ არ ყავს, რაც დასტურდება საქმის მასალებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1283-ე მუხლის შესაბამისად მხარდამჭერად არ შეიძლება დაინიშნოს პირი: რომელსაც 18 წლის ასაკისთვის არ მიუღწევია; რომელიც სასამართლომ მხარდაჭერის მიმღებად ცნო; რომელსაც მშობლის უფლება ჩამოერთვა ან შეეზღუდა მშობლის უფლებებისა და მოვალეობების შესრულებისათვის თავის არიდების გამო; რომელიც მეურვის, მზრუნველის ან მხარდამჭერის მოვალეობისაგან განთავისუფლებულია მისი არაჯეროვნად შესრულების გამო.
განმცხადებლის სამართლებრივი მდგომარეობა მოცემულ ეტაპზე არ მოიცავს მხარდამჭერის დანიშვნის დამაბრკოლებელ გარემოებებს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1280-ე მუხლის შესაბამისად სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ, ვალდებულია იმავე გადაწყვეტილებით დანიშნოს მხარდამჭერი (მხარდამჭერები), განსაზღვროს მხარდაჭერის ფარგლები და მხარდამჭერის (მხარდამჭერების) უფლება-მოვალეობები. ეს გადაწყვეტილება მისი კანონიერ ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 3 დღისა ეგზავნება მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მხარდაჭერის მიმღების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1289-ე მუხლის შესაბამისად მხარდამჭერი ვალდებულია თვალყური ადევნოს მხარდაჭერის მიმღების მუდმივ სამედიცინო მომსახურებას, დაადგინოს მისი სურვილები/არჩევანი და დაეხმაროს მას შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებაში, რაც გამოიხატება გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი ინფორმაციის მხარდაჭერის მიმღებისათვის გასაგები საკომუნიკაციო ფორმით მიწოდებაში. მხარდამჭერი აგრეთვე ვალდებულია მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში, რომელიც 6 თვეს არ უნდა აღემატებოდეს, აღნიშნულ ორგანოს მიაწოდოს სასამართლოს გადაწყვეტილებით მისთვის განსაზღვრული მოვალეობების შესრულების შესახებ ინფორმაცია. ამ ინფორმაციაში მხარდამჭერი მიუთითებს მის მიერ მხარდაჭერის გაწევასთან დაკავშირებულ თავისებურებებს.
6.5.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1305-ე პრიმა მუხლის შესაბამისად მხარდამჭერის საქმიანობაზე ზედამხედველობას ახორციელებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო მხარდაჭერის მიმღების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ზედამხედველობის მიზანია მხარდამჭერის მიერ სასამართლოს გადაწყვეტილებითა და საქართველოს კანონმდებლობით მისთვის განსაზღვრული მოვალეობების შესრულების კონტროლი, მხარდაჭერის მიმღების უნარების განვითარების შეფასება და შესაბამისი რეაგირება.
7. საპროცესო ხარჯები
მხარეები თავისუფალნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-6, მე7, მე-8, 243-244-ე, 248-249-ე, 250-ე, 36321-ე, 36323 მუხლებით
გადაწყვიტა:
1. მ----- წ--------–ის (პ.ნ. 5----------) განცხადება დაკმაყოფილდეს;
2. 2017 წლის 27 ივნისის საჩხერის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით მხარდაჭერის მიმღებად აღიარებული რ----- გ-------–--ის (პ.№5----------) მხარდამჭერად, იმავე გადაწყვეტილების ფარგლებში დაინიშნოს მ----- წ--------–ი (პ.ნ. 5----------) მხარდასაჭერი პირის სასარგებლოდ, მკურნალობაზე თანხმობის გამოხატვის, სოციალური პაკეტის, პენსიის ან სახელმწიფოს მიერ დადგენილი დახმარების მისაღებად კომპეტენტური ორგანოსათვის მიმართვის და დოკუმენტების შეგროვების, ყველა საბანკო ოპერაციის, მათ შორის საბანკო დაწესებულებებში ანგარიშის გახსნის, საბანკო დაწესებულებებიდან პენსიის ან სხვა დახმარების მიღების, მედიკამენტების შეძენის, მხარდაჭერის მიმღები პირის უფლებების დასაცავად სასამართლოსადმი, ადმინისტრაციული ორგანოსადმი ან სხვა დაწესებულებისადმი განცხადებით მიმართვის, უფლებებით სარგებლობის ფარგლებში. წარმომადგენლობითი უფლება-მოვალეობების განსახორციელებლად ნებისმიერ სახელმწიფო, ადგილობრივ ორგანიზაციებსა და დაწესებულებებში, კერძო პირებთან ურთიერთობის სფეროებში სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა დაცვის მიზნით. მ----- წ--------–ს (პ.ნ. 5----------) მიენიჭოს უფლება რ----- გ-------–--ის (პ.№5----------) სახელით მასთან ერთად ან ცალკე მიმართოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამოქალაქო რეესტრის და საჯარო რეესტრის სამსახურებს მხარდაჭერის მიმღები პირის უფლება-მოვალეობების დარეგულირების მიზნით.
3. მ----- წ--------–ს განესაზღვროს და განემარტოს მისი უფლება-მოვალეობები:
3.1. მხარდამჭერი ვალდებულია; თვალყური ადევნოს მხარდაჭერის მიმღების მუდმივ სამედიცინო მომსახურებას, დაადგინოს მისი სურვილები/არჩევანი და დაეხმაროს მას შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებაში, რაც გამოიხატება გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი ინფორმაციის მხარდაჭერის მიმღებისათვის გასაგები საკომუნიკაციო ფორმით მიწოდებაში. მხარდამჭერი აგრეთვე ვალდებულია მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ, დადგენილ ვადაში, რომელიც 6 თვეს არ უნდა აღემატებოდეს, აღნიშნულ ორგანოს მიაწოდოს სასამართლოს გადაწყვეტილებით მისთვის განსაზღვრული მოვალეობების შესრულების შესახებ ინფორმაცია. ამ ინფორმაციაში მხარდამჭერმა მიუთითოს მის მიერ მხარდაჭერის გაწევასთან დაკავშირებული თავისებურებები.
3.2. მხარდამჭერი ვალდებულია სასამართლოს დაუყოვნებლივ მიმართოს შუამდგომლობით მხარდაჭერის ფარგლების შეცვლის/მხარდაჭერის გაუქმების შესახებ, თუ აღარ არსებობს ან შეიცვალა ის საფუძველი, რომლის გამოც მხარდაჭერის მიმღებს მხარდაჭერა დაუწესდა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მხარდაჭერის მიმღებმა ან მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანომ უკვე მიმართა სასამართლოს.
3.3. მხარდამჭერს უფლება აქვს, მხარდაჭერის მიმღების სახელით, მისი ინტერესებიდან გამომდინარე, დადოს აუცილებელი გარიგებები.
4. მხარდაჭერის გადასინჯვის პერიოდულობა განისაზღვროს 5 წლით.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32) საჩხერის რაიონული სასამართლოს (მის: ქ. საჩხერე, დ.აღმაშენებლის ქ. N3) მეშვეობით მისი ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს საჩხერის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ივანე ყიფიანი