მეურვედ, მზრუნველად ან მხარდამჭერად არ შეიძლება დაინიშნოს პირი:

ა) რომელსაც 18 წლის ასაკისთვის არ მიუღწევია;

ბ) რომელიც სასამართლომ მხარდაჭერის მიმღებად ცნო;

გ) რომელსაც მშობლის უფლება ჩამოერთვა ან შეეზღუდა მშობლის უფლებებისა და მოვალეობების შესრულებისათვის თავის არიდების გამო;

დ) რომელიც მეურვის, მზრუნველის ან მხარდამჭერის მოვალეობისაგან განთავისუფლებულია მისი არაჯეროვნად შესრულების გამო.

საქართველოს 2007 წლის 18 დეკემბრის კანონი №5624 - სსმ I, №48, 27.12.2007წ., მუხ.414

საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3339 - ვებგვერდი, 31.03.2015