გადაწყვეტილება

სამოქალაქო 12.01.2018
საქმის ნომერი
050224017002004125
კატეგორია
დავის ტიპი
მხარდამჭერის მიმღებად ცნობის თაობაზე
თარიღი
12.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 050224017002004125 (N2/503-17)

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

12 იანვარი, 2018 წელი ქ.ოზურგეთი

ოზურგეთის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ციცინო როხვაძე

სხდომის მდივანი მაკა დავითაძე

განმცხადებელი - ნო---------–-ძე

მხარდაჭერის მიმღები - კლ-------------ე

ადვოკატი - ინგა ყიფიანი

დაინტერესებული პირი/ორგანიზაცია - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურიის სოციალური მომსახურების ცენტრი

წარმომადგენელი - ლიანა მგელაძე

მოთხოვნის არსი - მხარდაჭერის მიმღებ პირად ცნობა და მხარდამჭერის დანიშვნა

აღწერილობითი ნაწილი

1. განმცხადებლის მოთხოვნა

 

კლ-------------ე ცნობილ იქნას მხარდაჭერის მიმღებად შემდეგ სფეროებში: სოციალური მომსახურების სააგენტოში სახელმწიფო პენსიის დანიშვნის, ასევე ბანკებიდან პენსიის მიღებისა და განკარგვის, მკურნალობაზე თანხმობის გამოხატვის, მისთვის ზიანის მიყენების თავიდან აცილების, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის დაწესებულებებთან, კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან და ფიზიკურ პირებთან ურთიერთობაში და ელექტრონული პირადობის მოწმობის დამზადების სფეროში.

 

განცხადების საფუძვლები

 

2. განცხადება ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

კლ-------------ე წარმოადგენს ნო---------–-ძის დედამთილს, რომელსაც დადგენილი აქვს დიაგნოზი დემენცია, გულის ქრონიკული იშემიური დაავადება, არტერიული ჰიპერტენზია II, მას თავისი ფსიქიკური მდგომარეობით არ შეუძლია შეიგნოს თავისი მოქმედების მნიშვნელობა და განაგოს იგი, არ შეუძლია ადეკვატური გადაწყვეტილებების მიღება და ესაჭიროება მუდმივი მოვლა, დახმარება და მხარდაჭერა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნო---------–-ძემ მოითხოვა კლ-------------ის მხარდამჭერად დანიშვნა.

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. კლ-------------ე წარმოადგენს ნო---------–-ძის დედამთილს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- იხ. ნო---------–-ძის დაბადების მოწმობა (ს.ფ 6);

- იხ. ირაკლი კოპაძის დაბადების მოწმობა (ს.ფ 7);

- იხ. ნო---------–-ძის ქორწინების მოწმობა (ს.ფ 8);

 

3.1.2. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს აჭარის რეგიონალური ექსპერტიზის დეპარტამენტის 2017 წლი 1------------------------- დასკვის საფუძველზე დადგენილია, რომ კლ-------------ეს აქვს მყარი ფსიქიკური (გონებრივი/ინტელექტუალური) დარღვევები, რომელთა სხვადასხვა დაბრკოლებასთან ურთიერთქმედებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში მის სრულ და ეფექტიან მონაწილეობას სხვებთან თანაბარ პირობებში. კლ-------------ის მოქმედებები და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობა შეზღუდულია მკვეთრად. სოციალური ადაპტაციის ხარიხსი მკვეთრად არის დაქვეითებული. კლ-------------ის მდგომარეობის გაუმჯობესების შესაძლებლობა მინიმალურია. შესაბამისად მხარდაჭერის მიმღებად საცნობი პირი საჭიროებს მხარდაჭერას არა მხოლოდ მოთხოვნილ, არამედ, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა ყველა სფეროში. მხარდაჭერის გადასინჯვის ვადა რეკომენდებულია განსაზღვრული ხუთი წლით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს აჭარის რეგიონალური ექსპერტიზის დეპარტამენტის 2017 წლი 1------------------------- დასკვნა (ს.ფ 50-57)

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.1.3. 2018 წლის 12 იანვარს გამართულ სასამართლოს სხდომაზე, კლ-------------ესთან შედგა კომუნიკაცია ვიდეოკონფერენციის მეშვეობით და დადგინდა რომ მხარდასაჭერ პირს არ შეეძლო დახმარების გარეშე გადაწყვეტილების მიღება და საჭიროებს მხარდამჭერს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- იხ. 2018 წლის 12 იანვრის სასამართლო სხდომის ოქმი;

- მხარეთა ახსნა განამრტება;

 

3.1.4. 2018 წლის 12 იანვრის გამართულ სასამართლო სხომებზე დაკითხულ იქნენ მულტიდისციპლინური ჯგუფის წევრები, დასკვნის შედგენაში მონაწილე ექსპერტებმა ერთხმად დაადასტურეს, რომ კლ-------------ეს არ შეუძლია თავისი უფლებებისა და მოვალეობების დამოუკიდებლად განხორციელება, რის გამოც საჭიროებს მუდმივ მხარდაჭრას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- იხ. 2018 წლის 12 იანვრის სასამართლო სხდომის ოქმი

- მხარეთა ახსნა განმარტება;

 

3.1.5. საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მასალების, პროცესის მონაწილე პირთა, სოციალური მუშაკების შეფასების გათვალისწინებით, რაიმე დამაბრკოლებელი გარემოება, რაც ნო---------–-ძის მხარდამჭერად დანიშვნას გამორიცხავს, სახეზე არ არის. მისი პიროვნული თვისებების, მხარდამჭერის მიერ მისთვის დაკისრებული მოვალეობის შესრულების უნარის, მხარდამჭერისა და მხარდაჭერის მიმღების ურთიერთ დამოკიდებულების, მხარდაჭერის მიმღების ინტერესების და ნების გათვალისწინებით, მიზანშეწონილია იგი დაინიშნოს დედამთილის კლ-------------ის მხარდამჭერად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- იხ. ცნობა კლ-------------ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ს.ფ 9);

- იხ. ცნობა ნო---------–-ძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ს.ფ 11);

- იხ. ცნობა შპს ,,ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკოლოგიის გურიის რეგიონული სამედიციონო ცენტირდან'' ნო---------–-ძის მიმართ (ს.ფ 12);

- იხ. ცნობა მხარდაჭერის დამაბრკოლებელი გარემოებების არარსებობის შესახებ (ს.ფ 13);

- იხ. ცნობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახსურების სააგენტოდან (ს.ფ 10);

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

3. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ნო---------–-ძის განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს; კლ-------------ე ცნობილ უნდა იქნას მხარდაჭერის მიმღებად შემდეგ სფეროებში: სოციალური მომსახურების სააგენტოში სახელმწიფო პენსიის დანიშვნის, ასევე ბანკებიდან პენსიის მიღებისა და განკარგვის, მკურნალობაზე თანხმობის გამოხატვის, მისთვის ზიანის მიყენების თავიდან აცილების, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის დაწესებულებებთან, კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან და ფიზიკურ პირებთან ურთიერთობაში და ელექტრონული პირადობის მოწმობის დამზადების სფეროში.

 

ნო---------–-ძე უნდა დაინიშნოს კლ-------------ის მხარდამჭერად ზემოთ აღნიშნულ სფეროებში და მიენიჭოს უფლებამოსილება თვითონ განახორციელოს ზემოაღნიშნული უფლებები მხარდაჭერის მიმღების სახელითა და მისი ინტერესების შესაბამისად.

 

4. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე; 249, 257-ე, 36321, 364; 369- მუხლები. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენციის მე-4, მე-5, მე-12, მე-13, მე-18, 25-ე მუხლებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-12, 1289-ე, 1293-ე მუხლები.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებანი საქმეზე: Shtukaturov vs Russian federation, Stanev vs Bulgaria, Kruskovic vs Croatia;

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 8 ოქტომბრის №2/4/532,533 გადაწყვეტილება;

 

5. სამართლებრივი შეფასება

 

5.1. სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული საკითხი განხილულ უნდა იქნეს როგორც საერთაშორისო, ასევე ეროვნული სამართლის წყაროებთან შესაბამისობის კუთხით და შეფასდეს ყოვლისმომცველად.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 8 ოქტომბრის №2/4/532,533 გადაწყვეტილებით, არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის გამო პირების ქმედუნარიანობის შეზღუდვის საკანონმდებლო რეგულაციები.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-12 მუხლის შესაბამისად ქმედუნარიანობა, ანუ ფიზიკური პირის უნარი, თავისი ნებითა და მოქმედებით სრული მოცულობით შეიძინოს და განახორციელოს სამოქალაქო უფლებები და მოვალეობები, წარმოიშობა სრულწლოვანების მიღწევისთანავე, სრულწლოვანია პირი, რომელმაც 18 წლის ასაკს მიაღწია. ქმედუნარიანად ითვლება პირი, რომელმაც 18 წლის ასაკის მიღწევამდე იქორწინა. ქმედუნარიანად ითვლება ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირი (შემდგომ – მხარდაჭერის მიმღები), ანუ პირი, რომელსაც აქვს მყარი ფსიქიკური, გონებრივი/ინტელექტუალური დარღვევები, რომელთა სხვადასხვა დაბრკოლებასთან ურთიერთქმედებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში მის სრულ და ეფექტიან მონაწილეობას სხვებთან თანაბარ პირობებში, თუ ეს პირი აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2 ან მე-3 ნაწილის პირობებს, ამასთანავე, აღნიშნული დაბრკოლებები სათანადო რჩევისა და დახმარების გარეშე მნიშვნელოვნად ართულებს პირის მიერ საკუთარი ნების თავისუფლად გამოხატვას და ინფორმირებული და გააზრებული არჩევანის გაკეთებას სასამართლოს მიერ განსაზღვრულ სფეროში. მხარდაჭერის მიმღებად სასამართლომ შეიძლება ცნოს აგრეთვე არასრულწლოვანი იმ ფარგლებში, რომლებშიც, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, მას თავისი უფლება-მოვალეობების განხორციელებისას კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა არ სჭირდება.

 

მხარდამჭერის მიმღები პირი მიიჩნევა ქმედუნარიან პირად, რომელსაც ფსიქო-სოციალური საჭიროებების ინდივიდუალური შესწავლის საფუძველზე შეიძლება, სასამართლომ დაუნიშნოს მხარდამჭერი, ანუ პირი, რომელიც მას დაეხმარება უფლებების რეალიზებასა და ინტერესების დაცვაში.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 36314 მუხლის შესაბამისად პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ განცხადება სასამართლოში შეიძლება შეიტანოს ამ პირმა, მისი ოჯახის წევრმა, მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანომ, ფსიქიატრიულმა ან სპეციალიზებულმა დაწესებულებამ. პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ განცხადება შეიტანება სასამართლოში ამ პირის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო თუ ეს პირი სამკურნალო დაწესებულებაშია მოთავსებული – სამკურნალო დაწესებულების ადგილმდებარეობის მიხედვით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 36315 მუხლის შესაბამისად, პირს მხარდაჭერა შეიძლება დაენიშნოს შრომითი საქმიანობის, წვრილმანი გარიგების დადების, სამეწარმეო საქმიანობის, უძრავი ქონების მართვის/განკარგვის, საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის, მკურნალობაზე თანხმობის გამოხატვის, მისთვის ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით და სხვა უფლებებისა და მოვალეობების განსახორციელებლად, რომლებსაც სასამართლო ინდივიდუალური შეფასების საფუძველზე განსაზღვრავს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 36318 მუხლის თანახმად, პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ საქმეს სასამართლო განიხილავს ამ პირის და მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლის სავალდებულო მონაწილეობით. თვით მხარდასაჭერი პირის სავალდებულო მონაწილეობის კანონისმიერი მოთხოვნა, აბსოლუტურ შესაბამისობაშია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლთან და ამ მუხლის ირგვლივ შემუშავებულ პრეცედენტულ სამართალთან; ზემოაღნიშნულ საქმეში - Shtukaturov vs Russian federation, ევროპულმა სასამართლო არ შეიწყნარა ეროვნული მოსამართლის გადაწყვეტილება, რომლითაც განმცხადებელს ისე დაენიშნა მეურვე, რომ მოსამართლეს არც კი უნახავს ეს უკანასკნელი. დაახლეობით მსგავსი მიდგომების ზემოაღნიშნულ სხვა საქმეებშიც.

 

სსიპ სოციალური მომსახურეობის სააგენტოს წარმომადგენელმა 2018 წლის 12 იანვარს გამართულ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ეთანხმება სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს აჭარის რეგიონალური ექსპერტიზის დეპარტამენტის 2017 წლი 1------------------------- დასკვნას და თანახმაა, რომ ნო---------–-ძე დაინიშნოს კლ-------------ის მხარდამჭერად განმცხადებლის მიერ დაზუსტებულ სფეროებში.

 

საქართველოს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 36319 მუხლის შესაბამისად პირებს, რომლის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის საკითხიც განიხილება, უნდა ჰყავდეს ადვოკატი.

 

დადგენილია, რომ ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 11 ივლისის განჩინებით მხარდაჭერის მიმღებს სახაზინო წესით დაენიშნა ადვოკატი.

 

მხარდაჭერის მიმღების ადვოკატმა 2018 წლის 12 იანვარს გამართულ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ეთანხმება სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს აჭარის რეგიონალური ექსპერტიზის დეპარტამენტის 2017 წლი 1------------------------- დასკვნას და თანახმაა კლ-------------ის მხარდამჭერი გახდეს ნო---------–-ძე სასამართლო სხდომების მიმდინარეობისას დაზუსტებულ სფეროებში.

 

დადგენილია, რომ განმცხადებელი არის მხარდასაჭერი პირის ოჯახის წევრი - შვილის მეუღლე, აღნიშნული დასტურდება საქმის მასალებით. იგი არ არის ნასამართლევი, არ იმყოფება ნარკოლოგიურ აღრიცხვაზე და არ საჭიროებს მხარდაჭერას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 12771 მუხლის შესაბამისად, მხარდაჭერის მიმღებს ენიშნება მხარდამჭერი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1280-ე მუხლის შესაბამისად სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ, ვალდებულია იმავე გადაწყვეტილებით დანიშნოს მხარდამჭერი (მხარდამჭერები), განსაზღვროს მხარდაჭერის ფარგლები და მხარდამჭერის (მხარდამჭერების) უფლება-მოვალეობები. ეს გადაწყვეტილება მისი კანონიერ ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 3 დღისა ეგზავნება მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მხარდაჭერის მიმღების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

მხარდამჭერად შეიძლება დაინიშნოს პირის ოჯახის წევრი, ნათესავი, ახლობელი ან სპეციალისტი, რომელიც აკმაყოფილებს ამ კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს.

 

მხარდამჭერის არჩევისას სასამართლო ითვალისწინებს მის პიროვნულ თვისებებს, მხარდამჭერის მიერ მისთვის დაკისრებული მოვალეობის შესრულების უნარს, მხარდამჭერისა და მხარდაჭერის მიმღების ურთიერთდამოკიდებულებას, მხარდაჭერის მიმღების ინტერესებს და ნებას, ხოლო მხარდაჭერის მიმღების არასრულწლოვანების შემთხვევაში – აგრეთვე მისი მშობლის მითითებას.

 

პირი მხარდამჭერად შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მისი თანხმობით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1283-ე მუხლის შესაბამისად, მხარდამჭერად არ შეიძლება დაინიშნოს პირი: რომელსაც 18 წლის ასაკისთვის არ მიუღწევია; რომელიც სასამართლომ მხარდაჭერის მიმღებად ცნო; რომელსაც მშობლის უფლება ჩამოერთვა ან შეეზღუდა მშობლის უფლებებისა და მოვალეობების შესრულებისათვის თავის არიდების გამო; რომელიც მეურვის, მზრუნველის ან მხარდამჭერის მოვალეობისაგან განთავისუფლებულია მისი არაჯეროვნად შესრულების გამო.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1289-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თანახმად, მხარდამჭერი ვალდებულია თვალყური ადევნოს მხარდაჭერის მიმღების მუდმივ სამედიცინო მომსახურებას, დაადგინოს მისი სურვილები/არჩევანი და დაეხმაროს მას შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებაში, რაც გამოიხატება გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი ინფორმაციის მხარდაჭერის მიმღებისათვის გასაგები საკომუნიკაციო ფორმით მიწოდებაში. მხარდამჭერი აგრეთვე ვალდებულია, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში, რომელიც 6 თვეს არ უნდა აღემატებოდეს, აღნიშნულ ორგანოს მიაწოდოს სასამართლოს გადაწყვეტილებით მისთვის განსაზღვრული მოვალეობების შესრულების შესახებ ინფორმაცია. ამ ინფორმაციაში მხარდამჭერი მიუთითებს მის მიერ მხარდაჭერის გაწევასთან დაკავშირებულ თავისებურებებს.

 

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს აჭარის რეგიონალური ექსპერტიზის დეპარტამენტის 2017 წლი 1------------------------- დასკვის საფუძველზე დადგენილია, რომ კლ-------------ეს აქვს მყარი ფსიქიკური (გონებრივი/ინტელექტუალური) დარღვევები, რომელთა სხვადასხვა დაბრკოლებასთან ურთიერთქმედებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში მის სრულ და ეფექტიან მონაწილეობას სხვებთან თანაბარ პირობებში. კლ-------------ის მოქმედებები და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობა შეზღუდულია მკვეთრად. სოციალური ადაპტაციის ხარიხსი მკვეთრად არის დაქვეითებული. კლ-------------ის მდგომარეობის გაუმჯობესების შესაძლებლობა მინიმალურია. შესაბამისად მხარდაჭერის მიმღებად საცნობი პირი საჭიროებს მხარდაჭერას არა მხოლოდ მოთხოვნილ, არამედ, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა ყველა სფეროში. მხარდაჭერის გადასინჯვის ვადა რეკომენდებულია განსაზღვრული ხუთი წლით.

 

მხარდაჭერის მიმღებ პირთან დამყარებული კომუნიკაციიდან გამომდინარე, განმცხადებლის განმარტებიდან, ექსპერტიზის დასკვნიდან და ექსპერტების მიერ მიცემული ჩვენებებიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ ნო---------–-ძის განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს და კლ-------------ე ცნობილ უნდა იქნას მხარდაჭერის მიმღებად შემდეგ სფეროებში: სოციალური მომსახურების სააგენტოში სახელმწიფო პენსიის დანიშვნის, ასევე ბანკებიდან პენსიის მიღებისა და განკარგვის, მკურნალობაზე თანხმობის გამოხატვის, მისთვის ზიანის მიყენების თავიდან აცილების, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის დაწესებულებებთან, კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან და ფიზიკურ პირებთან ურთიერთობაში და ელექტრონული პირადობის მოწმობის დამზადების სფეროში.

 

ამავე დროს, ზემოაღნიშნული 1293-ე მუხლის რეგულაციათა გამოყენებით, ნო---------–-ძე (პ/ნ 3----------) უნდა დაინიშნოს კლ-------------ის (პ/ნ 3----------- მხარდამჭერად ზემოთ აღნიშნულ სფეროებში და მიენიჭოს უფლებამოსილება თვითონ განახორციელოს ზემოაღნიშნული უფლებები მხარდაჭერის მიმღების ინტერესების შესაბამისად.

 

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს აჭარის რეგიონალური ექსპერტიზის დეპარტამენტის 1------------------------- დასკვის თანახმად, კლ-------------ეს ესაჭიროება მხარდამჭრი განცხადებაში მითითებულ ყველა სფეროში, მხარდამჭერის გადასინჯვის ვადა რეკომენდირებულია 5 (ხუთი) წლით.

 

სასამართლოს ფაქტების ანალიზის საფუძველზე მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ კლ-------------ეს უნდა დაენიშნოს მხარდამჭერი, მხარდაჭერის ვადა (მისი გადასინჯვის პერიოდულობა) განისაზღვროს 5 (ხუთი) წლით.

 

მხარდაჭერის ინსტიტუტის არსი მდგომარეობს იმაში, რომ ქმედუუნარობისგან განსხვავებით, სათანადო ფაქტობრივი გარემოებების არსებობის პირობებში, არ ხდება მხარდამჭერი პირის ასე ვთქვათ - "სამართლებრივი სიკვდილი". ის მიუხედავად იმისა, რომ ექვემდებარება მხარდაჭერას და შესაბამისად ხდება მხარდაჭერის მიმღები, რჩება ქმედუნარიანი და სათანადო დახმარების მიღების პირობებში თვითონ განაგებს თავის ქმედებებს.

 

შესაბამისად, როდესაც მხარდაჭერის მიმღები პირის ფსიქოსოციალური შესაძლებლობები (რაც შეფასებულია ექსპერტების მიერ და რაშიც სასამართლო რწმუნდება ამ პირთან პირდაპირი კომუნიკაციის მცდელობის შედეგად), გამორიცხავენ ამ პირის უნარს გონივრული და გააზრებული გადაწყვეტილებების მიღებაზე (სიმართლე რომ ითქვას, სამართალწარმოებას პრაქტიკაში სწორედ ასეთი შემთხვევები ქმნიან - უმრავლესობას, ხოლო ზემოთაღნიშნული ასე ვთქვათ "საკმარისად უნარიანი" პირები კი უმცირესობას), ასეთ დროს სასამარათლო იძულებულია, ამ პირის ბედი ანდოს მისი ოჯახის წევრს - მხარდამჭერს.

 

თვით განმცხადებლის სამართლებრივი მდგომარეობა მოცემულ ეტაპზე არ მოიცავს მხარდამჭერის დანიშვნის დამაბრკოლებელ გარემოებებს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 13051-ე მუხლის შესაბამისად მხარდამჭერის საქმიანობაზე ზედამხედველობას ახორციელებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო მხარდაჭერის მიმღების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ზედამხედველობის მიზანია მხარდამჭერის მიერ სასამართლოს გადაწყვეტილებითა და საქართველოს კანონმდებლობით მისთვის განსაზღვრული მოვალეობების შესრულების კონტროლი, მხარდაჭერის მიმღების უნარების განვითარების შეფასება და შესაბამისი რეაგირება.

 

მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ვალდებულია დაიცვას და გააძლიეროს მხარდაჭერის მიმღებები და დაეხმაროს მხარდამჭერებს თავიანთი მოვალეობების შესრულებაში, რათა მათ ხელი შეუწყონ მხარდაჭერის მიმღებებს არჩევანის გაკეთებასა და გადაწყვეტილების მიღებაში.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე; 249-ე, 257-ე, 36313-36321-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ნო---------–-ძის (პ/ნ 3----------) განცხადება დაკმაყოფილდეს; კლ-------------ე (პ/ნ 3----------- ცნობილ იქნას მხარდაჭერის მიმღებად შემდეგ სფეროებში: სოციალური მომსახურების სააგენტოში სახელმწიფო პენსიის დანიშვნის, ასევე ბანკებიდან პენსიის მიღებისა და განკარგვის, მკურნალობაზე თანხმობის გამოხატვის, მისთვის ზიანის მიყენების თავიდან აცილების, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის დაწესებულებებთან, კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან და ფიზიკურ პირებთან ურთიერთობაში და ელექტრონული პირადობის მოწმობის დამზადების სფეროში.

2. ნო---------–-ძე (პ/ნ 3----------) დაინიშნოს დედამთილის კლ-------------ის (პ/ნ 3----------- მხარდამჭერად ზემოთ აღნიშნულ სფეროებში და მიენიჭოს უფლებამოსილება თვითონ განახორციელოს ზემოაღნიშნული უფლებები მხარდაჭერის მიმღების ინტერესების შესაბამისად.

3. მხარდამჭერი ვალდებულია მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მის მიერ დადგენილ ვადაში, რომელიც 6 (ექვს) თვეს არ უნდა აღემატებოდეს, მიაწოდოს სასამართლოს გადაწყვეტილებით მისთვის განსაზღვრული მოვალეობების შესრულების შესახებ ინფორმაცია. ამ ინფორმაციაში მხარდამჭერი მიუთითებს მის მიერ მხარდაჭერის გაწევასთან დაკავშირებულ თავისებურებებს.

4. მხარდამჭერი ვალდებულია სასამართლოს დაუყოვნებლივ მიმართოს შუამდგომლობით მხარდაჭერის ფარგლების შეცვლის/მხარდაჭერის გაუქმების შესახებ, თუ აღარ არსებობს ან შეიცვალა ის საფუძველი, რომლის გამოც მხარდაჭერის მიმღებს მხარდაჭერა დაუწესდა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მხარდაჭერის მიმღებმა ან მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანომ უკვე მიმართა სასამართლოს.

5. მხარდამჭერს უფლება აქვს, მხარდაჭერის მიმღების სახელით, მისი ინტერესებიდან გამომდინარე, განახორციელოს აღნიშნული უფლება-მოვალეობები.

6. კლ-------------ეს (პ/ნ 3----------- მხარდაჭერის ვადა და მისი გადასინჯვის პერიოდულობა განისაზღვროს 05 წლით.

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი ნიუ-პორტის ქ.№32) გადაწყვეტილების მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან 14 დღის ვადაში ოზურგეთის რაიონული სასამართლოს (მისამართი: ოზურგეთი, სიორიძის ქ. №14) მეშვეობით.

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;

 

მოსამართლე: ციცინო როხვაძე