გადაწყვეტილება

სამოქალაქო 16.11.2018
საქმის ნომერი
190224018002659257
კატეგორია
დავის ტიპი
მხარდამჭერის მიმღებად ცნობის თაობაზე
თარიღი
16.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2-2666-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

16 ნოემბერი 2018 წელი ქ.რუსთავი

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე დიანა გოგატიშვილი

სხდომის მდივანი: თამარ კობაიძე

განმცხადებელი - სსიპ ადამიანთა ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი

განმცხადებლის წარმომადგენელი - ნინო დოლენჯაშვილი

მხარდაჭერის მიმღები პირი ნ---- ა---------ა

ადვოკატი მიხეილ კეკელია

მესამე პირი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გარდაბნის რაიონული განყოფილება

წარმომადგენელი ლაშა პარასტაშვილი

მხარდამჭერი შ------- ბ--------–---–ი

მოთხოვნის არსი დამატებით მხარდაჭერის სფეროს განსაზღვრა

აღწერილობითი ნაწილი:

1. განმცხადებლის მოთხოვნა

 

1.1. ნ---- ა---------ა ცნობილ იქნას მხარდაჭერის მიმღებად სს „ლიბერთი ბანკში“ საანაბრე სადეპოზიტო ანგარიშზე არსებული საპენსიო თანხის მიღება-განკარგვის სფეროში ყოველთვიურად არაუმეტეს 500 ლარის ფარგლებში და ამ უფლებამოსილების განსახორციელებლად გარიგებების დადების სფეროში და მის მხარდამჭერად დაინიშნოს მარტყოფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პანსიონატის დიასახლისი შ------- ბ--------–---–ი.

 

განმცხადებლის განმარტებით, ნ---- ა---------ა ცნობილია მხარდაჭერის მიმღებად სამედიცინო დაწესებულებებსა და აფთიაქებში წარმომადგენლობის (მათ შორის სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფსიქოტროპული მედიკამენტების შეძენა/მიღების მიზნით), საქართველოს იურიდიული სამინისტროს სისტემაში, ასევე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში წარმომადგენლობის სფეროსი (პირადი საიდენტიფიკაციო და სამედიცინო დოკუმენტაციის მოწესრიგების მიზნით). მას ამჟამად ესაჭიროება მაცივარი, ტელევიზორი, რომლის შეძენა მისი სოციალური პაკეტის თანხით არ არის შესაძლებელი. ამიტომ დღის წესრიგში დადგა მისი მხარდაჭერის ფარგლების შეცვლის საკითხი.

 

სასამართლო სხდომაზე განმცხადებლის წარმომადგენელმა ნინო დოლენჯაშვილმა მხარი დაუჭირა განცხადებას და მოითხოვა ნ---- ა---------ას მხარდაჭერის სფეროდ განისაზღვროს საანაბრე ანგარიშზე რიცხული თანხის მიღება და განკარგვა ყოველთვიურად არაუმეტეს 500 ლარის ფარგლებში და ამ მიზნით გარიგებების დადების სფერო. ამ სფეროებში მხარდამჭერად დაინიშნოს შ------- ბ--------–---–ი.

 

მხარდაჭერის მიმღების პოზიცია:

 

ნ---- ა---------ა დაეთანხმა განცხადებას და განმარტა, რომ თანახმაა მის მხარდამჭერად დაინიშნოს შ------- ბ--------–---–ი. მისი განმარტებით, ყოველთვიურად თვითონ იღებს პენსიის თანხას მარტყოფში იუსტიციის სამინისტროს მიერ გახსნილ საზოგადოებრივი ცენტრში არსებულ ბანკის ფილიალში. მას აქვს საბანკო ბარათი, რომლის კოდი არ იცის და ფულის ასაღებად მას მიჰყვება მხარდამჭერი ან სხვა პირი და მისი დამხმარებით იღებს თანხას. მიღებულ თანხით პირადად ყიდულობს მაღაზიაში სიგარეტს, ლუდს, ძეხვს და სხვა წვრილმან პროდუქტებს. საკვები პროდუქტებით და ტანსაცმლით პანსიონატში ამარაგებენ. პანსიონატში აქვს ცალკე ოთახი, პანსიონატში ისწავლა ქარგვა, პანსიონატის თანამშრომელებს მოაქვთ საქარგავი მასალა და ქარგავს სუფრებს და სხვადასხვა ნივთებს. ოთახში არა აქვს მაცივარი, ტელევიზორი,აქვს სურვილი შეღებოს ოთახის კედლები, რაშიც დაპირდნენ დახმარებას პანსიონატში. როგორც იცის, საპენსიო ბარათზე დაგროვილია თანხა, რომლითაც ამჟამად სურს იყიდოს ტელევიზორი, მაცივარი, ოთახის შესაღებად საჭირო მასალები.

 

მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს პოზიცია

 

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელი დაეთანხმა განცხადებას და განმარტა, რომ საპენსიო ანგარიშზე დაგროვილია მიუღებელი თანხა 10 000 ლარამდე, რომლის ერთდროულად განკარგვის საჭიროება არ არსებობს. სააგენტო თანახმაა, ყოველთვიურად არაუმეტეს 500 ლარის ფარგლებში თანხის განკარგვის მიზნით დადგინდეს ნ---- ა---------ასათვის მხარდაჭერა და მის მხარდამჭერად დაინიშნოს შ------- ბ--------–---–ი.

 

მხარდამჭერის პოზიცია

 

მხარდამჭერი შ------- ბ--------–---–ი დაეთანხმა განცხადებას და განმარტა, რომ თანახმაა დაინიშნოს ნ---- ა---------ას მხარდამჭერად დამატებით მოთხოვნილ სფეროში.

 

2. ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.1.1. ნ---- ა---------ა დაიბადა 1--- წლის 10 თ--------–ს.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

- დაბადების მოწმობის ასლი (ს.ფ. 40. ტომი 1).

 

2.1.2. ნ---- ა---------ას დიაგნოზია გამოხატული გონებრივი ჩამორჩენილობა F 71.1, ქცევის მნიშვნელოვანი აშლილობით.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

- ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა ფორმა №IV-100ა (ს.ფ. 41-42. ტომი 1);

- ექსპერტიზის დასკვნა (ს.ფ. 54-64. საქმე N2/267-2016)

 

2.1.3. ნ---- ა---------ა არის სსიპ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის ფილიალის ”მარტყოფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პანსიონატის’’ ბენეფიციარი.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქუთაისის სოციალური მომსახურების ცენტრის 2012 წლის 10 მარტის საოქმო გადაწყვეტილების ასლი (ს.ფ. 31-33. საქმე N2/267-2016).

 

2.1.4. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 28 ნოემბერის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით სსიპ ადამიანთა ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის განცხადება დაკმაყოფილდა; ნ---- ა---------ა (პ/ნ 2----------) ცნობილ იქნა მხარდაჭერის მიმღებად შემდეგ სფეროებში: სამედიცინო დაწესებულებებსა და აფთიაქებში წარმომადგენლობა (მათ შორის სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფსიქოტროპული მედიკამენტების შეძენა/მიღების მიზნით), საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში, ასევე საქართველოს შრომის, ჯამრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში წარმომადგენლობა (პირადი (საიდენტიფიკაციო და სამედიცინო) დოკუმენტაციის მოწესრიგების მიზნით); ნ---- ა---------ას მხარდამჭერად დაინიშნენე შ------- ბ--------–---–ი (პ/№1----------) ხოლო მისი არ ყოფნის შემთხვევაში ქეთევან ყარსელიშვილი (პ/№12001071834); 3. მხარდაჭერის ვადა (მისი გადასინჯვის პერიოდულობა) განისაზღვრა 5 (ხუთი) წლით.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

- გადაწყვეტილება (ს.ფ. 119-127. საქმე N2/267-2016).

 

2.1.5. ნ---- ა---------ას აქვს მყარი ფსიქიკური (გონებრივი/ინტელექტუალური) დარღვევები, რომელთა სხვადასხვა დაბრკოლებასთან ურთიერთქმედებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში, მის სრულ და ეფექტიან მონაწილეობას სხვებთან თანაბარ პირობებში. ნ---- ა---------ას ფსიქიკური (გონებრივი/ინტელექტუალური) დარღვევების ხარისხი, პენსიის დანიშვნის, აღება-განკარგვის, შრომითი საქმიანობის, წვრილმანი გარიგების დადების, სამეწარმეო საქმიანობის, უძრავი ქონების მართვა/განკარგვის, საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის, მკურნალობაზე თანხმობის გამოხატვის, ზიანის მიყენების თავიდან აცილების, წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორცელების სფეროებში, უკიდურესადაა გამოხატული. ნ---- ა---------ას მოქმედებები საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობა და გარემოსთან ურთიერთქმედება შეზღუდულია უკიდურესად. ნ---- ა---------ას სოციალური ადაპტაციის ხარისხი უკიდურესად არის დაქვეითებული. ნ---- ა---------ას ესაჭოროება მხარდამჭერი, პენსიის დანიშვნის, აღება-განკარგვის, შრომითი საქმიანობის, წვრილმანიი გარიგებების დადების, სამეწარმეო საქმიანობის, უძრავი ქონების მართვა/განკარგვის, საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის, მკურნალობაზე თანხმობის გამოხატვის, ზიანის მიყენების თავიდან აცილების, წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელების და სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა ყველა სფეროში. ნ---- ა---------ას არ შეუძლია გააცნობიეროს სასამართლო განხილვის დანიშნულება და მონაწილეობა მიიღოს სასამართლო განხილვაში. ნ---- ა---------ას მდგომარეობის გაუმჯობესება-გაუარესების შესაძლებლობა მინიმალურია, პრაქტიკულად არა არის მოსალოდნელი. მხარდაჭერის გადასინჯვის ვადა რეკომენდირებულია განისაზღვროს ხუთი წლით.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

- ექსპერტიზის დასკვნა (ს.ფ. 54-64. საქმე N2/267-2016)

 

2.1.6. სს „ლიბერთი ბანკში“ გახსნილ ნ---- ა---------ას ანგარიშზე დაგროვილია მიუღებელი პენსიის თანხა 10 285 ლარი.

 

სასამართლო ემყარებ შემდეგ მტკიცებულებას

- ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან (ს.ფ. 133-138. ტომი 1)

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

განმცხადებლის მოთხოვნა ნ---- ა---------ასათვის დამატებით მხარდაჭერის სფეროდ მიუღებელი პენსიის თანხის განკარგვის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 36314-ე 36315-ე 36320-ე 36321-ე მუხლებით.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1293-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილები, 1280-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, 12-ე მუხლის მე-4 ნაწილი, 1283-ე მუხლი

 

6. სამართლებრივი შეფასება.

 

6.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 36314-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ განცხადება სასამართლოში შეიძლება შეიტანოს ამ პირმა, მისი ოჯახის წევრმა, მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანომ, ფსიქიატრიულმა ან სპეციალიზებულმა დაწესებულებამ.

 

ნ---- ა---------ა არის სსიპ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის ფილიალის ,,მარტყოფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პანსიონატის” ბენეფიციარი და რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით იგი ცნობილია მხარდაჭერის მიმღებად სამედიცინო დაწესებულებებსა და აფთიაქებში წარმომადგენლობა (მათ შორის სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფსიქოტროპული მედიკამენტების შეძენა/მიღების მიზნით), საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში, ასევე საქართველოს შრომის, ჯამრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში წარმომადგენლობა (პირადი (საიდენტიფიკაციო და სამედიცინო) დოკუმენტაციის მოწესრიგების მიზნით).

 

ამდენად, ნ---- ა---------ას მხარდამჭერი დანიშნული ჰყავს მხოლოდ სამედიცინო დაწესებულებებსა და აფთიაქებში წარმომადგენლობის (მათ შორის სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფსიქოტროპული მედიკამენტების შეძენა/მიღების მიზნით) სფეროში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში, ასევე საქართველოს შრომის, ჯამრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში პირადი საიდენტიფიკაციო და სამედიცინო დოკუმენტაციის მოწესრიგების საკითხებში.

 

შესაბამისად, ნ---- ა---------ას არ ჰყავს მხარდამჭერი მისთვის ყოველთვიურად ჩარიცხული სახელმწიფო სოციალური დახმარების - პენსიის მიღების და განკარგვის სფეროში და იგი ამ უფლებამოსილებას ახორციელებს პირადად.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 36315-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, პირს მხარდაჭერა შეიძლება დაენიშნოს შრომითი საქმიანობის, წვრილმანი გარიგების დადების, სამეწარმეო საქმიანობის, უძრავი ქონების მართვის/განკარგვის, საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის, მკურნალობაზე თანხმობის გამოხატვის, მისთვის ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით და სხვა უფლებებისა და მოვალეობების განსახორციელებლად, რომლებსაც სასამართლო ინდივიდუალური შეფასების საფუძველზე განსაზღვრავს.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ პენსიის მიუღებლობის გამო ანაბარზე დაგროვილი თანხის განკარგვის უფლებამოსილების გასახორციელებლად ნ---- ა---------ას ესაჭიროება მხარდაჭერა, რაც დასტურდება ექსპერტიზის დასკვნით და ნ---- ა---------ას სხდომაზე გაკეთებული განმარტებებით.

 

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს №002413516 ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ნ---- ა---------ა აქვს მყარი ფსიქიკური (გონებრივი/ინტელექტუალური) დარღვევები, რომელთა სხვადასხვა დაბრკოლებასთან ურთიერთქმედებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში, მის სრულ და ეფექტიან მონაწილეობას სხვებთან თანაბარ პირობებში. ექსპერტიზის დასკვნით განსაზღვრულია, რომ ნ---- ა---------ას ესაჭიროება მხარდაჭერა საზოგადოებრივი ცხოვრების თითქმის ყველა სფეროში. დასკვნის თანახმად, ნ---- ა---------ას ესაჭიროება მხარდამჭერი პენსიის დანიშვნის, აღება-განკარგვის, შრომითი საქმიანობის, წვრილმანი გარიგებების დადების, სამეწარმეო საქმიანობის, უძრავი ქონების მართვა/განკარგვის, საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის, მკურნალობაზე თანხმობის გამოხატვის, ზიანის მიყენების თავიდან აცილების, წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელების და სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა ყველა სფეროში. დასკვნის მიხედვით, ნ---- ა---------ას მდგომარეობის გაუმჯობესება-გაუარესების შესაძლებლობა მინიმალურია, პრაქტიკულად არა არის მოსალოდნელი. მხარდაჭერის გადასინჯვის ვადა რეკომენდირებულია განისაზღვროს ხუთი წლით.

 

ექსპერტიზის დასკვნით, სასამართლო სხდომაზე ნ---- ა---------ას განმარტებებით, მხარდამჭერის შ------- ბ--------–---–ის განმარტებების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ---- ა---------ას დამოუკიდებლად საპენსიო დეპოზიტზე არსებული თანხის განკარგვა არ შეუძლია და მას ამ თანხის განკარგვის უფლებამოსილების განხორციელებისათვის სჭირდება მხარდამჭერი, რომელიც მას დაეხმარება მისი გადაწყვეტილების ჩამოყალიბების პროცესში და მიღებული გადაწყვეტილების რეალიზაციაში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1293-ე მუხლით გათვალისწინებულია სამეურვეო ან მხარდაჭერის მიმღები პირის მიერ გარიგების დადებისას მხარდამჭერის ან მეურვის მონაწილეობის საკითხები. ამ ნორმის მე-3 ნაწილის მიხედვით, მხარდამჭერი ვალდებულია მხარდაჭერის მიმღების მიერ გარიგების დადებისას დაეხმაროს მას გარიგების პირობებისა და სამართლებრივი შედეგების სრულყოფილად აღქმაში, თუ ეს სასამართლოს გადაწყვეტილებით არის განსაზღვრული. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, გამონაკლის შემთხვევაში, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მხარდამჭერის მიერ მხარდაჭერის მიმღების ნების გამოვლენა 1 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ობიექტურად შეუძლებელია და მის ნაცვლად გადაწყვეტილების მიღების აკრძალვა მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს მხარდაჭერის მიმღებს, სასამართლო მხარდამჭერს უფლებას აძლევს, მხარდაჭერის მიმღების სახელით, მისი ინტერესებიდან გამომდინარე, დადოს აუცილებელი გარიგებები.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1280-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ, ვალდებულია იმავე გადაწყვეტილებით დანიშნოს მხარდამჭერი (მხარდამჭერები), განსაზღვროს მხარდაჭერის ფარგლები და მხარდამჭერის (მხარდამჭერების) უფლება-მოვალეობები.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1293-ე მუხლის თანახმად, მხარდაჭერის მიმღებად ცნობილი პირი როგორც წესი თავად ახორციელებს ნების გამოვლენას გადაწყვეტილებით გასნაზღვრულ სფეროში, ხოლო მხარდამჭერი მას ეხმარება გარიგების დადებისას, განუმარტავს მას გარიგების პირობებს და სამართლებრივ შედეგებს. ამ მუხლის მე-4 ნაწილის ადგენს ამ წესიდან გამონაკლისს, როცა მხარდამჭერი თავად დებს გარიგებებს მხადაჭერის მიმღებად აღიარებული პირის სახელით. ამ ნორმის თანახმად, გამონაკლის შემთხვევაში, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მხარდამჭერის მიერ მხარდაჭერის მიმღების ნების გამოვლენა 1 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ობიექტურად შეუძლებელია და მის ნაცვლად გადაწყვეტილების მიღების აკრძალვა მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს მხარდაჭერის მიმღებს.

სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმის გარემოებებიდან გამომდინარე ნ---- ა---------ასათვის 1293-ე მუხლით მე-4 ნაწილით გათვალისწინებული წესით მხარდაჭერის აუცილებლობა არ არსებობს. როგორც აღინიშნა მას მხარდაჭერა არ აქვს განსაზღვრული ყოველთვიურად სახელმწიფოს მიერ დანიშნული პენსიის მიღების საკითხში და იგი ამ უფლებას პირადად ახორციელებს. ნ---- ა---------ას საპენსიო სადეპოზიტო ანგარიშზე დაგროვილია სერიოზული ოდენობის თანხა, რომელიც აღმატება 10 000 ლარს. სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ---- ა---------ას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არა შესწევს უნარი სრულფასოვნად განახორციელოს ამ ოდენობით თანხის განკარგვის უფლება.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 12-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ქმედუნარიანად ითვლება ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირი (შემდგომ – მხარდაჭერის მიმღები), ანუ პირი, რომელსაც აქვს მყარი ფსიქიკური, გონებრივი/ინტელექტუალური დარღვევები, რომელთა სხვადასხვა დაბრკოლებასთან ურთიერთქმედებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში მის სრულ და ეფექტიან მონაწილეობას სხვებთან თანაბარ პირობებში, თუ ეს პირი აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2 ან მე-3 ნაწილის პირობებს, ამასთანავე, აღნიშნული დაბრკოლებები სათანადო რჩევისა და დახმარების გარეშე მნიშვნელოვნად ართულებს პირის მიერ საკუთარი ნების თავისუფლად გამოხატვას და ინფორმირებული და გააზრებული არჩევანის გაკეთებას სასამართლოს მიერ განსაზღვრულ სფეროში.

ამ ნორმის მიხედვით, მხარდაჭერის მიმღებია 18 წლის ასაკის პირი ან ის პირი, რომელმაც 18 წლის ასაკამდე იქორწინა (12-ე მუხლის მე-2-3 ნაწილები). რომელსაც აქვს მყარი ფსიქიკური, გონებრივი/ინტელექტუალური დარღვევები, რომელთა სხვადასხვა დაბრკოლებასთან ურთიერთქმედებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში მის სრულ და ეფექტიან მონაწილეობას სხვებთან თანაბარ პირობებში. ამ ნორმით ბოლო წინადადების მიხედვით, ზემოთდასახელებულ კრიტერიუმებთან ერთად მხარდაჭერის დაწესების აუცილებლობა გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ ამ ნორმაში აღნიშნული გარემოებების გამო სათანადო რჩევისა და დახმარების გარეშე მნიშვნელოვნად გართულებულია პირის მიერ საკუთარი ნების თავისუფლად გამოხატვა და ინფორმირებული და გააზრებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა.

ამდენად, ამ ნორმის შინაარსის მიხედვით, მხარდაჭერის დაწესების მიზანია არა მარტო მხარდაჭერის მიმღების მიერ მიღებული გადაწყვეტილების განხორციელებაში მხარდაჭერა, არამედ პირისათვის დახმარების გაწევა ინფორმირებული და გააზრებული გადაწყვეტილების მიღებაში. სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარდაჭერის ინსტიტუტის ეს მიზანი გამომდინარეობს ასევე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1293-ე მუხლის მე-4 ნაწილიდან, რომლის მიხედვით, მხარდამჭერი ვალდებულია მხარდაჭერის მიმღების მიერ გარიგების დადებისას დაეხმაროს მას გარიგების პირობებისა და სამართლებრივი შედეგების სრულყოფილად აღქმაში, თუ ეს სასამართლოს გადაწყვეტილებით არის განსაზღვრული.

ოკუპაციური თერაპევტის ქეთევან ჭონიაშვილის მიერ ექსპერტიზის დასკვნაში აღნიშნულია, რომ ნ---- ა---------ას შეუძლია აირჩიოს ტანსაცმელი სეზონის შესაბამისად, შეუძლია ჩაიცვას და გაიხადოს ნებისმიერი ტანსაცმელი დახმარების გარეშე, ჩაცმისას არჩევს წაღმა და უკუღმა მხარეს. შეუძლია დამოუკიდებლად მოაწესრიგოს ოთახი, პირადი ნივთები, პანსიონატში ჩართულია ყოველდღიურ აქტივობებში, ეხმარება სამზარეულოში, დადის მაღაზიაში. კოგნიტური უნარებიდან აღნიშნულია, რომ ასახელებს საკუთარ სახელს და გვარს, იცის საკუთარი დაბადების თარიღი. ვერ ასახელებს მიმდინარე თარიღს, იცის ამჟამად სად ცხოვრობს, დახმარებით ჩამოთვლის კვირის დღეებს, თვეებს, წელიწადის დროებს. ესმის დროსთან დაკავშირებული ისეთი კონცეფციები, როგორიცაა გუშინ, დღეს, ხვალ. იცის რა დღეა დღეს. ასახლებს რა დღე იყო გუშინ და რა დღე იქნება ხვალ. მეტყველებს მარტივი წინადადებებით, ასახელებს ზოგიერთ ფერს. არ იცის დროის და ზომის მნიშვნელობა, ვერ განსაზღვრავს საგნის თვისებას და რაოდენობას, არ იცის წერა და კითხვა. ცნობს ფულის კუპიურებს, ვერ ასრულებს მარტივ მათემატიკურ მოქმედებებს, არ შეუძლია დათვალოს მაღაზიაში დაბრუნებული ხურდის სისწორე. არ იცის რომელი რომელზე უფრო მეტია - ასი ლარი თუ ოცი ლარი. ახდენს მარტივ კონკრეტიზაციას. სოციალურ-კომუნიკაციური უნარების კვლევაში აღნიშნულია, რომ პირი ერთვის მიზანმიმართულ კონტაქტში. იწყებს სასურველი საქმიანობის დაწყების ინიციატივას, სვამს დამატებით დამაზასტებელ კითხვებს, იწყებს და ინარჩუნებს ურთიერთობას, კეთილგანწყობილია გარშემომყოფების მიმართ. ჰყავს მეგობრები, ადვილად მოსდის კონფლიქტი ბენეფიციარებთან. ყვირის, უხეშობს. არა აქვს სხვისი ან თვითდამაზიანებელი ქცევები. აქვს კარგი ურთიერთობა პანსიონატის თანამშრომლებთან, უყვარს მუსიკა და ცეკვა. დადის შრომის გაკვეთილზე და ერთვება მიმდინარე აქტივობებში, დადის ეკლესიაში.

 

ექსპერიტიზის დასკვნით და სასამართლო სხდომაზე ნ---- ა---------ას განმარტებებით დასტურდება, რომ მას არ შეუძლია მხარდაჭერის გარეშე საკუთარი ნების თავისუფლად გამოხატვა და ინფორმირებული და გააზრებული არჩევანის გაკეთება სადეპოზოტო ანგარიშზე დაგროვილი მიუღებელი პენსიის მიღების და განკარგვის საკითხში, რადგან მას არ შეუძლია სრულყოფილად გააცნობიეროს ის თუ რამდენად სერიოზული თანხაა მის ანგარიშზე არსებული ფული, როგორ არის შესაძლებელია მისი საჭიროებების და სურვილების შესაბამისად ამ თანხის გამოყენება, მისი სურვილების განსახორციელებლად, მისი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად რა თანხის დახარჯვაა აუცილებელი ან საკმარისი. ნ---- ა---------ამ არ იცის წერა-კითხვა, მათემატიკური ანგარიში, არ იცის დათვლა, რის გამოც მას სჭირდება მხარდამჭერი საბანკო ანგარიშზე არსებული თანხის განკარგვის უფლების განსახორციელებლად.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ---- ა---------ას მიუღებელი პენსიის თანხის მიღების და განკარგვის უფლების განსახორციელებლად სჭირდება მხარდამჭერი, რომელიც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1293-ე მუხლის თანახმად, მას დაეხმარება თანხის მიღების და მისი განკარგვისას გარიგების დადებაში, განუმარტავს მას გარიგების პირობებს და სამართლებრივ შედეგებს, დაეხმარება მას მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებაში. ნ---- ა---------ას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შესწევს უნარი სათანადო დახმარების და რჩევის შედეგად თავად მხარდამჭერთან ერთად შეასრულოს თანხის განკარგვასთან დაკავშირებული უფლებამოსილებები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 36321-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილება მისთვის მხარდამჭერის (მხარდამჭერების) დანიშვნის საფუძველია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო გადაწყვეტილებაში უნდა მიეთითოს: ა) უფლება, რომლით სარგებლობისთვისაც უწესდება პირს მხარდაჭერა, აგრეთვე მხარდაჭერის ფარგლები. ბ) მხარდამჭერის (მხარდამჭერების) უფლებები და მოვალეობები. გ) მხარდამჭერის (მხარდამჭერების) მიერ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოსათვის ანგარიშის წარდგენის პერიოდულობა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს. დ) მხარდაჭერის ვადა და მისი გადასინჯვის პერიოდულობა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 5 წელს.

 

ამავე კოდექსის 1280-ე მუხლის თანახმად სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ, ვალდებულია იმავე გადაწყვეტილებით დანიშნოს მხარდამჭერი (მხარდამჭერები), განსაზღვროს მხარდაჭერის ფარგლები და მხარდამჭერის (მხარდამჭერების) უფლება-მოვალეობები. მხარდამჭერად შეიძლება დაინიშნოს პირის ოჯახის წევრი, ნათესავი, ახლობელი ან სპეციალისტი, რომელიც აკმაყოფილებს ამ კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. მხარდამჭერის არჩევისას სასამართლო ითვალისწინებს მის პიროვნულ თვისებებს, მხარდამჭერის მიერ მისთვის დაკისრებული მოვალეობის შესრულების უნარს, მხარდამჭერისა და მხარდაჭერის მიმღების ურთიერთდამოკიდებულებას, მხარდაჭერის მიმღების ინტერესებს და ნებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1283-ე მუხლის თანახმად მეურვედ, მზრუნველად ან მხარდამჭერად არ შეიძლება დაინიშნოს პირი: ა) რომელსაც 18 წლის ასაკისთვის არ მიუღწევია. ბ) რომელიც სასამართლომ მხარდაჭერის მიმღებად ცნო. გ) რომელსაც მშობლის უფლება ჩამოერთვა ან შეეზღუდა მშობლის უფლებებისა და მოვალეობების შესრულებისათვის თავის არიდების გამო. დ) რომელიც მეურვის, მზრუნველის ან მხარდამჭერის მოვალეობისაგან განთავისუფლებულია მისი არაჯეროვნად შესრულების გამო.

 

შ------- ბ--------–---–ი სასამართლო გადაწყვეტილებით დანიშნულია ნ---- ა---------ას მხარდამჭერად, იგი ამ მოვალეობას ჯეროვნად ასრულებს, ნ---- ა---------ა გამოხატავს დადებით ემოციას და კეთილგანწყობას მის მიმართ, რის გამოც იგი უნდა დაინიშნოს ასევე მხარდამჭერად საპენსიო თანხის მიღების და განკარგვის სფეროშიც.

 

7. საპროცესო ხარჯები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 36318-ე მუხლის მეოთხე ნაწილის შესაბამისად განმცხადებელი გათავისუფლებულია პირის მხარდამჭერის მიმღებად ცნობის შესახებ საქმის განხილვასთან დაკავშირებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-ე, 244-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 36313-36324-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სსიპ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის განცხადება დაკმაყოფილდეს;

 

2. ნ---- ა---------ა (პ/ნ 2----------) ცნობილ იქნას მხარდაჭერის სს „ლიბერთი ბანკში“ საანაბრე სადეპოზიტო ანგარიშზე არსებული საპენსიო თანხის მიღება-განკარგვის სფეროში ყოველთვიურად არაუმეტეს 500 ლარის ფარგლებში და ამ უფლებამოსილების განსახორციელებლად გარიგებების დადების სფეროში;

 

3. ნ---- ა---------ას (პ/ნ 2----------) მხარდამჭერად დაინიშნოს მარტყოფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პანსიონატის დიასახლისი შ------- ბ--------–---–ი (პ/№1----------);

 

4. მხარდამჭერი ვალდებულია მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში, რომელიც 6 თვეს არ უნდა აღემატებოდეს, აღნიშნულ ორგანოს მიაწოდოს სასამართლოს გადაწყვეტილებით მისთვის განსაზღვრული მოვალეობების შესრულების შესახებ ინფორმაცია. ამ ინფორმაციაში მხარდამჭერი მიუთითებს მის მიერ მხარდაჭერის გაწევასთან დაკავშირებულ თავისებურებებს.

 

5. მხარდამჭერი ვალდებულია სასამართლოს დაუყოვნებლივ მიმართოს შუამდგომლობით მხარდაჭერის ფარგლების შეცვლის/მხარდაჭერის გაუქმების შესახებ, თუ აღარ არსებობს ან შეიცვალა ის საფუძველი, რომლის გამოც მხარდაჭერის მიმღებს მხარდაჭერა დაუწესდა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მხარდაჭერის მიმღებმა ან მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანომ უკვე მიმართა სასამართლოს.

 

6. თუ მხარდაჭერის მიმღებს სურს, მხარდამჭერი თავისი მოვალეობისაგან განთავისუფლდეს, იგი შესაბამისი მოთხოვნით მიმართავს სასამართლოს. ასეთ შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანამდე მხარდამჭერს უჩერებს უფლებამოსილებას და მისი მოვალეობების შესრულებას აკისრებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს სპეციალურად უფლებამოსილ პირს (რომელზედაც ვრცელდება მხარდამჭერისთვის კანონით დადგენილი უფლებები და მოვალეობები).

 

7. მხარდაჭერა შეწყდება, თუ: ა) მხარდაჭერის მიმღები გარდაიცვალა; ბ) მიზეზი, რომლის გამოც მხარდაჭერა დაწესდა, აღარ არსებობს. მხარდაჭერის მიმღების გარდაცვალების შემთხვევაში მხარდაჭერა შეწყდება მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს გადაწყვეტილებით, ხოლო იმ შემთხვევაში თუ აღარ არსებობს მიზეზი, რომლის გამოც მხარდაჭერა დაწესდა, შეწყდება სასამართლოს გადაწყვეტილებით.

 

8. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ვალდებულია დაიცვას და გააძლიეროს მხარდაჭერის მიმღებები და დაეხმაროს მხარდამჭერებს თავიანთი მოვალეობების შესრულებაში, რათა მათ ხელი შეუწყონ მხარდაჭერის მიმღებებს არჩევანის გაკეთებასა და გადაწყვეტილების მიღებაში. მხარდამჭერის საქმიანობაზე ზედამხედველობას ახორციელებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო მხარდაჭერის მიმღების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ზედამხედველობის მიზანია მხარდამჭერის მიერ სასამართლოს გადაწყვეტილებითა და საქართველოს კანონმდებლობით მისთვის განსაზღვრული მოვალეობების შესრულების კონტროლი, მხარდაჭერის მიმღების უნარების განვითარების შეფასება და შესაბამისი რეაგირება.

 

9. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ვალდებულია შეამოწმოს მხარდამჭერის მიერ განხორციელებული მოქმედებების სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილ ფარგლებთან შესაბამისობა გეგმური შემოწმებით, რომელიც ტარდება ა) 6 თვეში ერთხელ; ბ) სასამართლოს მიერ განსაზღვრული პერიოდულობით; გ) თავისი ინიციატივით, შემხვედრი აუცილებლობიდან გამომდინარე, თუ არსებობს ინფორმაცია მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ჩარევის საჭიროების შესახებ, მხარდამჭერის მიერ მისთვის დაკისრებული მოვალეობების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით მიღებული ნებისმიერი ინფორმაციის შემოწმებით და ფაქტობრივი ზედამხედველობით.

 

10. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ვალდებულია, მას შემდეგ რაც მხარდამჭერი მიაწვდის სასამართლოს გადაწყვეტილებით მისთვის განსაზღვრული მოვალეობების შესრულების შესახებ ინფორმაციას, საჭიროების შემთხვევაში, თავისი ინიციატივით განახორციელოს მხარდამჭერის საქმიანობაზე ფაქტობრივი ზედამხედველობა.

 

11. მხარდამჭერის მიერ მისთვის დაკისრებული მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო მიმართავს სასამართლოს მხარდამჭერის თავისი მოვალეობებისაგან განთავისუფლების მოთხოვნით. ასეთ შემთხვევაში, სასამართლო, გადაწყვეტილების გამოტანამდე მხარდამჭერს უჩერებს უფლებამოსილებას და მისი მოვალეობების შესრულებას აკისრებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს სპეციალურად უფლებამოსილ პირს (რომელზედაც ვრცელდება მხარდამჭერისთვის კანონით დადგენილი უფლებები და მოვალეობები);

 

12. გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 3 დღისა გაეგზავნოს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მხარდაჭერის მიმღების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

13. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-14 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

14. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე დიანა გოგატიშვილი