გადაწყვეტილება

სამოქალაქო 29.08.2018
საქმის ნომერი
170210018002592244
კატეგორია
დავის ტიპი
მხარდამჭერის მიმღებად ცნობის თაობაზე
თარიღი
29.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #170210018002592244

საქმე # 2/194-2018

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

29 აგვისტო, 2018 წელი ქ. თეთრიწყარო

შესავალი ნაწილი

 

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო

მოსამართლე სოფიო გაგნიძე

სხდომის მდივანი ინგა გონჯილაშვილი

 

განმცხადებელი -რ----------------------

მხარდაჭერის მიმღები პირი-ა-–--------------------------

მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო- სოციალური მომსახურების სააგენტოს წალკის რაიონული განყოფილება - წარმომადგენელი მ----------–----

 

მოთხოვნის არსი: ა-–--------------------------ს მხარდაჭერის მიმღებ პირად ცნობა და მხარდამჭერად დანიშვნა

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. განმცხადებლის მოთხოვნა:

1.1. ა-–--------------------------ს მხარდაჭერის მიმღებ პირად ცნობა და რ----------------------- მხარდამჭერად დანიშვნა შემდეგ სფეროებში: სოციალური მომსახურების სააგენტოში პენსიის (დახმარების) დანიშვნა, ბანკებიდან პენსიის მიღება; მკურნალობაზე თანხმობის გამოხატვა, მისთვის ზიანის მიყენების თავიდან აცილება, ბანკებთან წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება;

1.2. რ---------------------- დაინიშნოს ა-–--------------------------ს მხარდამჭერად, მხარდაჭერის მიმღების ზემოთხსენებული უფლებების განსახორციელებლად.

 

ეკატერინე კახიანის განცხადების საფუძველი:

 

2016 წლის 21 ივლისს თბილისისს საქალაქო სასამართლოს სამოქალქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა რ----------------------მ და მოითხოვა შვილის ა-–--------------------------ს მხარდაჭერის მიმღებ პირად ცნობა და მხარდამჭერად დანიშვნა. რ----------------------- განმარტებით, ჰყავს შვილი ა-–-------------------------- დაბადებული 1--- წლის 12 ოქტომბერს, რომელზეც ზრუნავს თვითონ. ა-–-------------------------- აქვს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა დიაგნოზით პარანოიდული შიზოფრენია მკვეთრად გამოხატული დეფექტით. იმისათვის, რომ მისი შვილის ა-–--------------------------ს სახელით განახორციელოს გარკვეული მოქმედებები საჭიროა მისი შვილი აღიარებულ იქნას მხარდაჭერის მიმღებად, ხოლო რ---------------------- დაინიშნოს მხარდამჭერად, რადგან არ არსებობს არანაირი დამაბრკოლებელი გარემოება მისი მხარდამჭერად დანიშვნისადა ითხოვს რომ მისი შვილი ა-–-------------------------- ცნობილი იქნას მხარდაჭერის მიმღებად, ხოლო ის დაინიშნოს ა-–--------------------------ს მხარდამჭერად სოციალური მომსახურების სააგენტოში პენსიის (დახმარების) დანიშვნის ბანკებიდან პენსიის მიღების, მკურნალობაზე თანხმობის გამოხატვის, მისთვის ზიანის მიყენების თავიდან აცილების, ბანკებთან წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელების სფეროებში; სასამართლო სხდომაზე რ----------------------მ დააზუსტა მოთხოვნა და მოითხოვა საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის სფეროში მხარდამჭერად დანიშვნა

2. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო:

 

მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო სოციალური მომსახურების სააგენტოს წალკის რაიონული განყოფილების წარმომადგენელი მ----------–---- დაეთანხმა განმცხადებლების წარმომადგენლების მოთხოვნას და განმარტა, რომ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო თანახმაა რ---------------------- დაინიშნოს ა-–--------------------------ს მხარდამჭერად მხარის მიერ მითითებულ ყველა სფეროში, მაგრამ ა-–--------------------------- თვითონ აიღოს და განკარგოს მისი კუთვნილი პენსია.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. ა-–--------------------------, დაბადებული 12.10.1--- წელს, პ/ნ 0----------, არის რ----------------------- შვილი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-ა-–-------------------–---–-- დაბადების მოწმობა, ს.ფ. 3.

3.2. შპს ,,ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის” მიერ2016 წლის 27 მაისს გაცემული #0------------ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის თანახმად, 1--- წლის 12 ოქტომბერს დაბადებული, ა-–--------------------------ს პ/ნ 0----------, დიაგნოზია DS F 20.0 პარანაოიდული შიზოფრენია, მკვეთრად გამოხატული დეფექტით. 2007 წელს დაუდგინდა მნიშვნელოვნად გამოხატული შშ სტატუსი ჯერ დიაგნოზით F06.2, შემდეგ F21, ხოლო ბოლოს დიაგნოზით 2015 წელს მდგომრეობის გაუარესების გამო სსე კომისისიამ მიანიჭა მკვეთრად გამოხატული შშ სტატუსი უვადოდ. 2012 წელს 6-ჯერ ჩუატარდა მკურნალობა, მათ შორის ხანგრძლივად იმყოფებოდა ბ-------- კლინიკაში სამკურნალოდ. საჭიროებს შემდგომ დინამიურ მეთვალყურეობას და ამბულატორიულ მედიკამენტოზურ მკურნალობას.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ შპს ,,ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის” მიერ 2016 წლის 27 მაისს გაცემული #0------------ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა, ს.ფ.5.

 

3.3. 2016 წლის 16 მაისს შპს ,,მედსერვისი-რ"-ის მიერ გაცემული სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა #IV-100/ა თანახმად რ----------------------- პ/ნ 0---------- დასკვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ან სრული დიაგნოზია- პრაქტიკულად ჯანმრთელი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-რ----------------------- ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა, ს.ფ.6.

3.4. შპს ,,ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის” მიერ 2016 წლის 13 მაისს გაცემული #0------------ ცნობის თანახმად, 1--- წლის 28 სექტემბერს დაბადებული, რ---------------------- პ/ნ 0---------- ფსიქიატრიულ ამბულატორიულ განყოფილებაში აღრიცხვაზე არ იმყოფება.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ შპს ,,ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის” მიერ 2016 წლის 15 მაისს გაცემული #0------------ ცნობა, ს.ფ.5.

 

3.5. სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობა-მზრუნველობის და სოციალური პროგრამების დეპარატმენტის მიერ 2016 წლის 17 მაისს გაცემული #0------- წერილის თანახმად, სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაკე-საბურთალოს სოციალური მომსახურების ცენტრის 2013 წლის 04 ნოემბრის #0--------- გადაწყვეტილების საფუძველზე მოქალაქე ა-–-------------------------- (პ/ნ 0----------) დანიშნული ყავს მეურვე რ---------------------- (პ/ნ 0----------.სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ფუნქციებს ახორციელებს 2009 წლიდან. ამ პერიოდიდან დღემდე მათ ხელთ არსებული ინფორმაციით მოვალეობის არა ჯეროვნად შესრულების გამო, რ---------------------- (პ/ნ 0----------) არ აქვს ჩამორთმეული ან შეზღუდული მშობლის უფლება-მოვალეობები და არც მეურვე/მზრუნველის მოვალეობისაგან არის გათავისუფლებული.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაკე-საბურთალოს სოციალური სამსახურის მიერ 2016 წლის 17 მაისის #0------- წერილი, ს.ფ. 8;

 

3.6. შპს ,,ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის” მიერ 2016 წლის 13 მაისს გაცემული #0--------- ცნობის თანახმად რ----------------------, დაბ: 28.09.1--- წ., მცხოვრები: ქ. თ---–--------------------------------, შპს ,,ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში” არსებული მონაცემებით აღრიცხვაზე არ იმყოფება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შპს ,,ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის” 2016 წლის 13 მაისის #0--------- ცნობა, ს.ფ.9.

3.7. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაკე-საბურთალოს სოციალური მომსახურების ცენტრის 2013 წლის 04 ნოემბრის #0--------- გადაწყვეტილებით მოქალაქე რ---------------------- (პ/ნ 0----------) დაინიშნა ქმედუუნაროდ აღიარებული შვილის -ა-–--------------------------ს (პ/ნ 0----------) მეურვედ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაკე-საბურთალოს სოციალური მომსახურების ცენტრის 2013 წლის 04 ნოემბრის #0--------- გადაწყვეტილება, ს.ფ. 12-13.

3.8. ს---------------–----------" 2016 წლის 10 ივნისის #2------ წერილით რ----------------------ს ეცნობა, რომ 2016 წლის 18 მარტს ა-–--------------------------- (პ/ნ 0----------) მიმართა ს---------------–----------" სერვისცენტრს ექსპრეს კრედიტის ასაღებად. მან განაცხადში დააფიქსირა საინდეფიკაციო მონაცემები, შემოსავლის წყარო და ოდენობა, ოჯახის წევრების შესახებ ინფორმაცია. მითითებული ინფორმაციის უტყუარობა და სიზუსტე დაადასტურა ხელმოწერით. ექსპრესს სესხის პირობების თანახმად, მომხმარებელს არ მოეთხოვება შემოსავლის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა. განაცხადში მითითებული ინფორმაციის მიხედვით, მის სახელზე გაცემული იქნა 300-ლარიანი ექსპრეს სესხი. იგი გაეცნო და დაეთანხმა დისტანციური საბანკო მომსახურების საშუალებით გაცემული სამომხმარებლო კრედიტის მიღების პირობებს, რაც დაადასტურა კრედიტის აქტივიზაციისას სმს კოდით. 2016 წლის 4 აპრილს ბ-ნ ა-–-----------, ბანკის გადაწყვეტილებით, დაუმტკიცდა700-ლარიანი ექსპრესს სესხი, რომლის აქტივაციაც მან მოახდინა თვითმომსახურების ტერმინალით. გაცემული სესხით მოხდა არსებული 300-ლარიანი კრედიტის დაფარვა. 7 ივნისის მდგომარეობითვალდებულება შეადგენს 810,69 ლარს. მისი განცხადებისა და წადგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, ს---------------–-------------" აღარ მოხდება ა-–--------------------------ს სახელზე საკრედიტო პროდუქტების გაცემა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-ს---------------–----------" 2016 წლის 10 ივნისის #2------ წერილი, ს.ფ. 11;

 

3.9. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ 2016 წლის 20 სექტემბერს გაცემული #0-------- ექსპერტიზის დასკვნის თანახმად ა-–-------------------------- აქვს მყარად გამოხატული ფსიქიკური (გონებრივი/ინტელექტუალური) დარღვევები, რომელთა სხვადასხვა დაბრკოლებასთან ურთიერთობამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში მის სრულ და ეფექტიან მონაწილეობას სხვებთან თანაბარ პირობებში. ფსიქიკური, გონებრივი/ინტელექტუალური დარღვევის ხარისხი სოციალური მომსახურების სააგენტოში პენსიის (დახმარების) დანიშვნის ბანკებიდან პენსიის მიღების, მკურნალობაზე თანხმობის გამოხატვის, მისთვის ზიანის მიყენების თავიდან აცილების, ბანკებთან წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელების სფეროებში, მნიშვნელოვნადაა გამოხატული. ა-–--------------------------ს გარემოსთან ურთიერთქმედება შეზღუდულია მნიშვნელოვნად. ა-–--------------------------ს მდგომარეობის გაუმჯობესება მინიმალურია, ხოლო გაუარესება შესაძლებელია. ა-–-------------------------- ესაჭროება მხარდამჭერი ხარისხი სოციალური მომსახურების სააგენტოში პენსიის (დახმარების) დანიშვნის ბანკებიდან პენსიის მიღების, მკურნალობაზე თანხმობის გამოხატვის, მისთვის ზიანის მიყენების თავიდან აცილების, ბანკებთან წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელების სფეროებში. ა-–-------------------------- არ შეუძლია აღიქვას და სათანადოდ შეაფასოს მისი საკითხის გადაწყვეტისათვის ჩატარებული სასამართლო სხდომების დანიშნულება და მონაწილეობა მიიღოს მათში. ა-–--------------------------- შესაძლებელია განახორციალოს სხვადასხვა უფლებები და გამოხატოს შესაბამისი ნება მხარდამჭერის დახმარებით. მხარდაჭერის გადასინჯვის ვადა რეკომენდებულია განისაზღვროს ხუთი წელი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 20 სექტემბრის #0-------- ექსპერტიზის დასკვნა, ს.ფ. 21-31;

3.10. 2017 წლის 24 აგვისტოს შპს ,,ა---------–---------------–-----------------------------–-------–-----------------------------------–----–------" მიერ გაცემული #27 ცნობის თანახმად ა-–-------------------------- (პ/ნ დაბ. 12.10.1---წ, პ/ნ 0----------) 2017 წლის 24 აპრილიდან დღემდე გადის სტაციონარულ მკიურნალობას. პაციენტის სტაციონარიდან გაწერის საკიტხს, როგორც წესი ადგენს საექიმო კომისია, რომელზეც ტარდება პაციენტი თვეში ერთძელ და რომლის ბოლო გადაწყვეტილებით ა-----------–---–- საჭიროებს სტაციონალური მკურნალობის გაგრძელებას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2017 წლის 24 აგვისტოს შპს ,,ა---------–---------------–-----------------------------–-------–-----------------------------------–----–------" #27 ცნობა, ს.ფ. 41.

3.11. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 სექტემბრის განჩინებით რ----------------------- განცხადება განსახილველად გადაეგზავნა უფლებამოსილ თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოს.

 

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 აპრილის განჩინებით რ----------------------- განცხადება განსჯადობით გადაეგზავნა ბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 06 აგვისტოს განჩინებით რ----------------------- განცხადება განსახილველად გადაეგზავნა უფლებამოსილ თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 სექტემბრის განჩინება, ს.ფ.44-46;

-თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 აპრილის განჩინება, ს.ფ.77-79;

-თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 06 აგვისტოს განჩინება, ს.ფ. 86-88;

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

6. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე განმცხადებლის რ----------------------- განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-11 მუხლი, 12-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილები, სამოქალაქო კოდექსის 1275-ე მუხლის მე-3 ნაწილი, 12771-ე, 1278-ე, 1280-ე, 1283-ე მუხლები, 1289-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 1293-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილები, 13051-ე, 13052-ე, 13053-ე მუხლები, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 36313-ე, 36314-ე, 36315-ე, 36318-ე, 36319-ე მუხლები.

 

8. სამართლებრივი შეფასება

 

8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 36313-ე მუხლის პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ განცხადება განიხილება ამ თავით დადგენილი წესით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 36314 მუხლის შესაბამისად პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ განცხადება სასამართლოში შეიძლება შეიტანოს ამ პირმა, მისი ოჯახის წევრმა, მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანომ, ფსიქიატრიულმა ან სპეციალიზებულმა დაწესებულებამ. პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ განცხადება შეიტანება სასამართლოში ამ პირის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო თუ ეს პირი სამკურნალო დაწესებულებაშია მოთავსებული – სამკურნალო დაწესებულების ადგილმდებარეობის მიხედვით.

 

მოცემულ შემთხვევაში განმცხადებლი რ---------------------- არის ა-–--------------------------ს დედა.

 

8.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 36315 მუხლის შესაბამისად პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ განცხადებაში უნდა მიეთითოს: ა) სასამართლოს დასახელება, რომელშიც შეიტანება განცხადება; ბ) სფერო, რომელშიც პირს მხარდაჭერა სჭირდება, აგრეთვე პირის მხარდაჭერის საჭიროება მისთვის ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით; გ) ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც განმცხადებელი ამყარებს თავის მოთხოვნას; დ) მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს განმცხადებლის მიერ მითითებულ გარემოებებს და იმ ფაქტს, რომ პირს აქვს მყარი ფსიქიკური, გონებრივი/ინტელექტუალური დარღვევები, რომელთა სხვადასხვა დაბრკოლებასთან ურთიერთქმედებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში მის სრულ და ეფექტიან მონაწილეობას სხვებთან თანაბარ პირობებში; ე) განმცხადებლის მოთხოვნა; ვ) განმცხადებლის შუამდგომლობა – არსებობის შემთხვევაში. განმცხადებელმა სასამართლოს უნდა წარუდგინოს ფსიქიატრის, ფსიქოლოგისა და სოციალური ექსპერტის დასკვნები პირის ფსიქიკური მდგომარეობის და სოციალური ადაპტაციის შესახებ, არსებობის შემთხვევაში. პირს მხარდაჭერა შეიძლება დაენიშნოს შრომითი საქმიანობის, წვრილმანი გარიგების დადების, სამეწარმეო საქმიანობის, უძრავი ქონების მართვის/განკარგვის, საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის, მკურნალობაზე თანხმობის გამოხატვის, მისთვის ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით და სხვა უფლებებისა და მოვალეობების განსახორციელებლად, რომლებსაც სასამართლო ინდივიდუალური შეფასების საფუძველზე განსაზღვრავს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 36318 მუხლის შესაბამისად პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ საქმეს სასამართლო განიხილავს ამ პირის და მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლის სავალდებულო მონაწილეობით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 36319 მუხლის შესაბამისად პირს, რომლის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის საკითხიც განიხილება, უნდა ჰყავდეს ადვოკატი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-11 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ფიზიკური პირის უფლებაუნარიანობა _ უნარი, ჰქონდეს სამოქალაქო უფლებები და მოვალეობები, წარმოიშობა დაბადების მომენტიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ქმედუნარიანობა, ანუ ფიზიკური პირის უნარი, თავისი ნებითა და მოქმედებით სრული მოცულობით შეიძინოს და განახორციელოს სამოქალაქო უფლებები და მოვალეობები, წარმოიშობა სრულწლოვანების მიღწევისთანავე. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ქმედუნარიანად ითვლება ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირი (შემდგომ – მხარდაჭერის მიმღები), ანუ პირი, რომელსაც აქვს მყარი ფსიქიკური, გონებრივი/ინტელექტუალური დარღვევები, რომელთა სხვადასხვა დაბრკოლებასთან ურთიერთქმედებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში მის სრულ და ეფექტიან მონაწილეობას სხვებთან თანაბარ პირობებში, თუ ეს პირი აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2 ან მე-3 ნაწილის პირობებს, ამასთანავე, აღნიშნული დაბრკოლებები სათანადო რჩევისა და დახმარების გარეშე მნიშვნელოვნად ართულებს პირის მიერ საკუთარი ნების თავისუფლად გამოხატვას და ინფორმირებული და გააზრებული არჩევანის გაკეთებას სასამართლოს მიერ განსაზღვრულ სფეროში.

 

ტერმინი ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირი (მხარდამჭერის მიმღები) მოიაზრებს სამ ძირითად კომპონენტს, რომელთაგან ერთ-ერთის არსებობა გამორიცხავს პირის ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირად (მხარდამჭერის მიმღებად) აღიარებას. ტერმინი გულისხმობს: 1. ფიზიკურ პირს რომელსაც აქვს მყარი ფსიქიკური, გონებრივ/ინტელექტუალური დარღვევები. 2. ეს დარღვევები სხვადასხვა დაბრკოლებებთან ურთიერთობაში ხელს უშლის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ამ პირის სრულ და ეფექტიან მონაწილებას; 3. საზოგადოებრივ ცხოვრებაში პირის სრული და ეფექტიანი მონაწილეობა იზომება სხვებთან თანაბარ პირობებში მონაწილეობის შესაძლებლობით.

 

მოცემულ შემთხვევაში განმცხადებელი რ---------------------- არის ა-–--------------------------ს დედა. თავად ა-–---------------------------- დიაგნოზია DS F 20.0 პარანაოიდული შიზოფრენია, მკვეთრად გამოხატული დეფექტით. 2007 წელს დაუდგინდა მნიშვნელოვნად გამოხატული შშ სტატუსი დიაგნოზით F06.2. 2012 წელს 6-ჯერ ჩუატარდა მკურნალობა, მათ შორის ხანგრძლივად იმყოფებოდა ბ-------- კლინიკაში სამკურნალოდ. 2015 წელს, ჯანმრთელობის მდგომრეობის გაუარესების გამო სსე კომისისიამ მიანიჭა მკვეთრად გამოხატული შშ სტატუსი უვადოდ. საჭიროებს შემდგომ დინამიურ მეთვალყურეობას და ამბულატორიულ მედიკამენტოზურ მკურნალობას. იპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ 2016 წლის 20 სექტემბერს გაცემული #0-------- ექსპერტიზის დასკვნის თანახმად ა-–-------------------------- აქვს მყარად გამოხატული ფსიქიკური (გონებრივი/ინტელექტუალური) დარღვევები, რომელთა სხვადასხვა დაბრკოლებასთან ურთიერთობამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში მის სრულ და ეფექტიან მონაწილეობას სხვებთან თანაბარ პირობებში. ფსიქიკური, გონებრივი/ინტელექტუალური დარღვევის ხარისხი სოციალური მომსახურების სააგენტოში პენსიის (დახმარების) დანიშვნის ბანკებიდან პენსიის მიღების, მკურნალობაზე თანხმობის გამოხატვის, მისთვის ზიანის მიყენების თავიდან აცილების, ბანკებთან წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელების სფეროებში, მნიშვნელოვნადაა გამოხატული. ა-–--------------------------ს გარემოსთან ურთიერთქმედება შეზღუდულია მნიშვნელოვნად. ა-–--------------------------ს მდგომარეობის გაუმჯობესება მინიმალურია, ხოლო გაუარესება შესაძლებელია. ა-–-------------------------- ესაჭროება მხარდამჭერი ხარისხი სოციალური მომსახურების სააგენტოში პენსიის (დახმარების) დანიშვნის ბანკებიდან პენსიის მიღების, მკურნალობაზე თანხმობის გამოხატვის, მისთვის ზიანის მიყენების თავიდან აცილების, ბანკებთან წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელების სფეროებში. ა-–-------------------------- არ შეუძლია აღიქვას და სათანადოდ შეაფასოს მისი საკითხის გადაწყვეტისათვის ჩატარებული სასამართლო სხდომების დანიშნულება და მონაწილეობა მიიღოს მათში. ა-–--------------------------- შესაძლებელია განახორციალოს სხვადასხვა უფლებები და გამოხატოს შესაბამისი ნება მხარდამჭერის დახმარებით. მხარდაჭერის გადასინჯვის ვადა რეკომენდებულია განისაზღვროს ხუთი წელი.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ ა-–-------------------------- ცნობილი უნდა იქნეს მხარადაჭერის მიმღებ პირად.

 

8.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1275-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, მხარდამჭერის მიმღებს უწესდება მხარდაჭერა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 12771-ე მუხლის თანახმად მხარდაჭერის მიმღებს ენიშნება მხარდამჭერი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1278-ე მუხლის თანახმად 1. მეურვეობისა და მზრუნველობის ცენტრალური და ადგილობრივი ორგანოები არიან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ან/და მის სისტემაში შემავალი უფლებამოსილი დაწესებულება (ორგანიზაცია), აგრეთვე მათი ტერიტორიული ორგანოები. 2. მეურვეობისა და მზრუნველობის ცენტრალური და ადგილობრივი ორგანოების მუშაობის წესი განისაზღვრება ამ კოდექსითა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით. 3. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ვალდებულია დაიცვას და გააძლიეროს მხარდაჭერის მიმღებები და დაეხმაროს მხარდამჭერებს თავიანთი მოვალეობების შესრულებაში, რათა მათ ხელი შეუწყონ მხარდაჭერის მიმღებებს არჩევანის გაკეთებასა და გადაწყვეტილების მიღებაში.

 

ამავე კოდექსის 13051-ე მუხლის შესაბამისად, მეურვის/მზრუნველის საქმიანობაზე ზედამხედველობას ახორციელებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო სამეურვეო პირის/სამზრუნველო პირის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. მხარდამჭერის საქმიანობაზე ზედამხედველობას ახორციელებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო მხარდაჭერის მიმღების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ზედამხედველობის მიზანია მხარდამჭერის მიერ სასამართლოს გადაწყვეტილებითა და საქართველოს კანონმდებლობით მისთვის განსაზღვრული მოვალეობების შესრულების კონტროლი, მხარდაჭერის მიმღების უნარების განვითარების შეფასება და შესაბამისი რეაგირება. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ვალდებულია შეამოწმოს მხარდამჭერის მიერ განხორციელებული მოქმედებების სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილ ფარგლებთან შესაბამისობა გეგმური შემოწმებით, რომელიც ტარდება ამ კოდექსის 13052 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პერიოდულობით, მხარდამჭერის მიერ მისთვის დაკისრებული მოვალეობების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით მიღებული ნებისმიერი ინფორმაციის შემოწმებით და ფაქტობრივი ზედამხედველობით. მეურვის, მზრუნველისა და მხარდამჭერის საქმიანობაზე ზედამხედველობის განხორციელების წესი და პირობები განისაზღვრება ამ კოდექსითა და შესაბამისი კანონქვემდებარე აქტებით, ხოლო 13052-ე მუხლის თანახმად, მეურვის, მზრუნველისა და მხარდამჭერის მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულებაზე ზედამხედველობას მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ახორციელებს: ა) 6 თვეში ერთხელ; ბ) სასამართლოს მიერ განსაზღვრული პერიოდულობით; გ) თავისი ინიციატივით, შემხვედრი აუცილებლობიდან გამომდინარე, თუ არსებობს ინფორმაცია მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ჩარევის საჭიროების შესახებ.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1280-ე მუხლის თანახმად, სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ, ვალდებულია იმავე გადაწყვეტილებით დანიშნოს მხარდამჭერი (მხარდამჭერები), განსაზღვროს მხარდაჭერის ფარგლები და მხარდამჭერის (მხარდამჭერების) უფლება-მოვალეობები. ეს გადაწყვეტილება მისი კანონიერ ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 3 დღისა ეგზავნება მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მხარდაჭერის მიმღების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. მხარდამჭერად შეიძლება დაინიშნოს პირის ოჯახის წევრი, ნათესავი, ახლობელი ან სპეციალისტი, რომელიც აკმაყოფილებს ამ კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. მხარდამჭერის არჩევისას სასამართლო ითვალისწინებს მის პიროვნულ თვისებებს, მხარდამჭერის მიერ მისთვის დაკისრებული მოვალეობის შესრულების უნარს, მხარდამჭერისა და მხარდაჭერის მიმღების ურთიერთდამოკიდებულებას, მხარდაჭერის მიმღების ინტერესებს და ნებას, ხოლო მხარდაჭერის მიმღების არასრულწლოვანების შემთხვევაში – აგრეთვე მისი მშობლის მითითებას. პირი მხარდამჭერად შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მისი თანხმობით. თუ მხარდამჭერის ამ მუხლის მე-2 ნაწილში აღნიშნული პირებისაგან არჩევა ვერ მოხერხდა, სასამართლო მხარდამჭერად ნიშნავს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს უფლებამოსილ პირს, ხოლო თუ მხარდაჭერის მიმღები სპეციალიზებულ დაწესებულებაშია მოთავსებული – ამ დაწესებულების წარმომადგენელს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1283-ე მუხლის თანახმად მხარდამჭერად არ შეიძლება დაინიშნოს პირი: ა) რომელსაც 18 წლის ასაკისთვის არ მიუღწევია; ბ) რომელიც სასამართლომ მხარდაჭერის მიმღებად ცნო; გ) რომელსაც მშობლის უფლება ჩამოერთვა ან შეეზღუდა მშობლის უფლებებისა და მოვალეობების შესრულებისათვის თავის არიდების გამო; დ) რომელიც მეურვის, მზრუნველის ან მხარდამჭერის მოვალეობისაგან განთავისუფლებულია მისი არაჯეროვნად შესრულების გამო. კანონი (კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 1280-ე მუხლის მე-3 ნაწილი), სასამართლოს აღჭურვავს უფლებამოსილებით - მხარდამჭერის არჩევისას გაითვალისწინოს მხარდამჭერის პიროვნული თვისებები, მისთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულების უნარი, მხარდამჭერისა და მხარდამჭერის მიმღების ურთიერთდამოკიდებულება და სხვა. შესაბამისად, ურთიერთობის მომწესრიგებელი სამართლის ნორმების ანალიზი ცალსახად იძლევა შესაძლებლობას, რომ სასამართლოს მიერ ასეთი შინაარსის საკითხის გადაწყვეტისას, მოძიებულ იქნეს და სასამართლოს წარედგინოს ის მინიმალური მონაცემები, რომელსაც ზემოაღნიშნული - 1283-ე მუხლი არეგულირებს (მიუხედავად იმისა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამისი ნორმა, პირდაპირ არ ადგენს ასეთ ვალდებულებას).

 

დადგენილია, რომ განმცხადებელი რ---------------------- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაკე-საბურთალოს სოციალური მომსახურების ცენტრის 2013 წლის 04 ნოემბრის #0--------- გადაწყვეტილებით დაინიშნა ქმედუუნაროდ აღიარებული შვილის ა-–--------------------------ს მეურვედ.

ასევე დადგენილია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ფუნქციებს ახორციელებს 2009 წლიდან და ამ პერიოდიდან დღემდე მათ ხელთ არსებული ინფორმაციით მოვალეობის არა ჯეროვნად შესრულების გამო, რ---------------------- (პ/ნ 0----------) არ აქვს ჩამორთმეული ან შეზღუდული მშობლის უფლება-მოვალეობები და არც მეურვე/მზრუნველის მოვალეობისაგან არის გათავისუფლებული.

სასამართლოს მიერ გათვალისწინებულია განმცხადებლის პიროვნული თვისებები, მისთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულების უნარი, მისი მხარდამჭერის მიმღებ პირთან ურთიერთდამოკიდებულება და მიაჩნია, რომ განმცხადებელი აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1283-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს, არ არსებობს განმცხადებლის რ----------------------- მხარდამჭერად დანიშვნის დამაბრკოლებელი გარემოებები და ის უნდა დაინიშნოს ა-–--------------------------ს მხარდამჭერად.

 

საქართველოს სამოქალქო კოდექსის 1289-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარდამჭერი ვალდებულია თვალყური ადევნოს მხარდაჭერის მიმღების მუდმივ სამედიცინო მომსახურებას, დაადგინოს მისი სურვილები/არჩევანი და დაეხმაროს მას შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებაში, რაც გამოიხატება გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი ინფორმაციის მხარდაჭერის მიმღებისათვის გასაგები საკომუნიკაციო ფორმით მიწოდებაში. მხარდამჭერი აგრეთვე ვალდებულია მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში, რომელიც 6 თვეს არ უნდა აღემატებოდეს, აღნიშნულ ორგანოს მიაწოდოს სასამართლოს გადაწყვეტილებით მისთვის განსაზღვრული მოვალეობების შესრულების შესახებ ინფორმაცია. ამ ინფორმაციაში მხარდამჭერი მიუთითებს მის მიერ მხარდაჭერის გაწევასთან დაკავშირებულ თავისებურებებს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 13053-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ვალდებულია ამ კოდექსის 1289-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ინფორმაციის საფუძველზე, საჭიროების შემთხვევაში, თავისი ინიციატივით განახორციელოს მხარდამჭერის საქმიანობაზე ფაქტობრივი ზედამხედველობა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 36315-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად პირს მხარდაჭერა შეიძლება დაენიშნოს შრომითი საქმიანობის, წვრილმანი გარიგების დადების, სამეწარმეო საქმიანობის, უძრავი ქონების მართვის/განკარგვის, საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის, მკურნალობაზე თანხმობის გამოხატვის, მისთვის ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით და სხვა უფლებებისა და მოვალეობების განსახორციელებლად, რომლებსაც სასამართლო ინდივიდუალური შეფასების საფუძველზე განსაზღვრავს.

 

მოცემულ შემთხვევაში მხარეები განმცხადებელი რ---------------------- და მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენელი მ----------–---- თანხმდებიან, რომ ა-–-------------------------- ესაჭიროება მხარდამჭერი შემდეგ სფეროებში: საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა, სამედიცინო დაწესებულებებში მკურნალობაზე თანხმობის გამოხატვა, მისთვის ზიანის თავიდან აცილება, სოციალური მომსახურების სააგენტოში პენსიის დანიშვნა, აღდგენა, განახლება, ნებისმიერ საბანკო დაწესებულებაში საპენსიო ბარათის და დამატებითი ბარათის განახლების, აღდგენის, შეცვლის, აღების თაობაზე განცხადების წარდგენა, დამატებითი ბარათის მიღების უფლება, საპენსიო ბარათის, დამატებითი საპენსიო ბარათის პინ-კოდის შეცვლა, ნებისმიერი საბანკო ოპერაციის წარმოება, რაც დაკავშირებული იქნება სოციალური გასაცემლის მიღებასთან დაკავშირებით დოკუმენტაციის მოწესრიგებასთან, მიმართოს განცხადებით, განაცხადოს თანხმობა, მოითხოვის და მიიღოს ნებისმიერი დოკუმენტაცია, რაც დაკავშირებული იქნება მის საბანკო ვალდებულებებთან. რაც წარმოადგენს რ----------------------- მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძველს.

 

რაც შეეხება საპენსიო თანხის განკარგვას ა-–--------------------------- სურს, რომ მან თვითონ აიღოს და განკარგოს თავისი კუთვნილი პენსია, რასაც ეთანხმება მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენელი მ----------–---- და გამარტავს, რომ ა-–--------------------–--–-- შეუძლია თვითონ აიღოს და განკარგოს პენსია და აღნიშნულ სფეროში მას მხარდამჭერი არ ესაჭიროება, შესაბამისად არ არსებობს რ----------------------- მოთხოვნის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მხარდაჭერის ფარგლების განსაზღვრისას კი სასამართლო მხედველობაში იღებს, ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულ გარემოებას, რომ ა-–--------------------------- შესაძლებელია განახორციალოს სხვადასხვა უფლებები და გამოხატოს შესაბამისი ნება მხარდამჭერის დახმარებით, შესაბამისად რ----------------------ს უნდა მიენიჭოს უფლებამოსილება ა-–-------------------------თან ერთად განახორციელოს მხარდამჭერის უფლებები მხარდაჭერის მიმღების ინტერესების შესაბამისად.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-ე, 244-ე, 247-ე, 248-ე, 36321-ე, 36322-ე. 36323-ე, 36324-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. რ----------------------- განცხადება დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ა-–-------------------------- (პ/ნ 0---------- ) ცნობილი იქნას მხარდაჭერის მიმღებად შემდეგ სფეროებში: საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა, სამედიცინო დაწესებულებებში მკურნალობაზე თანხმობის გამოხატვა, მისთვის ზიანის თავიდან აცილება, სოციალური მომსახურების სააგენტოში პენსიის დანიშვნა, აღდგენა, განახლება, ნებისმიერ საბანკო დაწესებულებაში საპენსიო ბარათის და დამატებითი ბარათის განახლების, აღდგენის, შეცვლის, აღების თაობაზე განცხადების წარდგენა, დამატებითი ბარათის მიღების უფლება, საპენსიო ბარათის, დამატებითი საპენსიო ბარათის პინ-კოდის შეცვლა, ნებისმიერი საბანკო ოპერაციის წარმოება, რაც დაკავშირებული იქნება სოციალური გასაცემლის მიღებასთან დაკავშირებით დოკუმენტაციის მოწესრიგებასთან, მიმართოს განცხადებით, განაცხადოს თანხმობა, მოითხოვის და მიიღოს ნებისმიერი დოკუმენტაცია, რაც დაკავშირებული იქნება მის საბანკო ვალდებულებებთან.

3. რ---------------------- (პ/ნ #0----------) დაინიშნოს ა-–--------------------------ს (პ/ნ 0----------) მხარდამჭერად ზემოთ აღნიშნულ სფეროებში და მიენიჭოს უფლებამოსილება ა-–-------------------------თან ერთად განახორციელოს ზემოაღნიშნული უფლებები მხარდაჭერის მიმღების ინტერესების შესაბამისად.

4.მხარდაჭერის ვადა (მათი გადასინჯვის პერიოდულობა) განისაზღვროს 05 (ხუთი) წლით.

5.მხარდამჭერი ვალდებულია მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში, რომელიც 06 თვეს არ უნდა აღემატებოდეს, აღნიშნულ ორგანოს მიაწოდოს სასამართლოს გადაწყვეტილებით მისთვის განსაზღვრული მოვალეობების შესრულების შესახებ ინფორმაცია. ამ ინფორმაციაში მხარდამჭერი მიუთითებს მის მიერ მხარდაჭერის გაწევასთან დაკავშირებულ თავისებურებებს.

6.მხარდამჭერი ვალდებულია სასამართლოს დაუყოვნებლივ მიმართოს შუამდგომლობით მხარდაჭერის ფარგლების შეცვლის/მხარდაჭერის გაუქმების შესახებ, თუ აღარ არსებობს ან შეიცვალა ის საფუძველი, რომლის გამოც მხარდაჭერის მიმღებს მხარდაჭერა დაუწესდა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მხარდაჭერის მიმღებმა ან მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანომ უკვე მიმართა სასამართლოს.

7.თუ მხარდაჭერის მიმღებს სურს, მხარდამჭერი თავისი მოვალეობისაგან განთავისუფლდეს, იგი შესაბამისი მოთხოვნით მიმართავს სასამართლოს. ასეთ შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანამდე მხარდამჭერს უჩერებს უფლებამოსილებას და მისი მოვალეობების შესრულებას აკისრებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს სპეციალურად უფლებამოსილ პირს (რომელზედაც ვრცელდება მხარდამჭერისთვის კანონით დადგენილი უფლებები და მოვალეობები).

8.მხარდაჭერა შეწყდება, თუ: ა) მხარდაჭერის მიმღები გარდაიცვალა; ბ) მიზეზი, რომლის გამოც მხარდაჭერა დაწესდა, აღარ არსებობს. მხარდაჭერის მიმღების გარდაცვალების შემთხვევაში მხარდაჭერა შეწყდება მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს გადაწყვეტილებით, ხოლო იმ შემთხვევაში თუ აღარ არსებობს მიზეზი, რომლის გამოც მხარდაჭერა დაწესდა, შეწყდება სასამართლოს გადაწყვეტილებით.

9.მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ვალდებულია დაიცვას და გააძლიეროს მხარდაჭერის მიმღებები და დაეხმაროს მხარდამჭერებს თავიანთი მოვალეობების შესრულებაში, რათა მათ ხელი შეუწყონ მხარდაჭერის მიმღებებს არჩევანის გაკეთებასა და გადაწყვეტილების მიღებაში. მხარდამჭერის საქმიანობაზე ზედამხედველობას ახორციელებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო მხარდაჭერის მიმღების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ზედამხედველობის მიზანია მხარდამჭერის მიერ სასამართლოს გადაწყვეტილებითა და საქართველოს კანონმდებლობით მისთვის განსაზღვრული მოვალეობების შესრულების კონტროლი, მხარდაჭერის მიმღების უნარების განვითარების შეფასება და შესაბამისი რეაგირება.

10.მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ვალდებულია შეამოწმოს მხარდამჭერის მიერ განხორციელებული მოქმედებების სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილ ფარგლებთან შესაბამისობა გეგმური შემოწმებით, რომელიც ტარდება ა) 6 თვეში ერთხელ; ბ) სასამართლოს მიერ განსაზღვრული პერიოდულობით; გ) თავისი ინიციატივით, შემხვედრი აუცილებლობიდან გამომდინარე, თუ არსებობს ინფორმაცია მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ჩარევის საჭიროების შესახებ, მხარდამჭერის მიერ მისთვის დაკისრებული მოვალეობების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით მიღებული ნებისმიერი ინფორმაციის შემოწმებით და ფაქტობრივი ზედამხედველობით.

11.მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ვალდებულია, მას შემდეგ რაც მხარდამჭერი მიაწვდის სასამართლოს გადაწყვეტილებით მისთვის განსაზღვრული მოვალეობების შესრულების შესახებ ინფორმაცია, საჭიროების შემთხვევაში, თავისი ინიციატივით განახორციელოს მხარდამჭერის საქმიანობაზე ფაქტობრივი ზედამხედველობა.

12.მხარდამჭერის მიერ მისთვის დაკისრებული მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო მიმართავს სასამართლოს მხარდამჭერის თავისი მოვალეობებისაგან განთავისუფლების მოთხოვნით. ასეთ შემთხვევაში, სასამართლო, გადაწყვეტილების გამოტანამდე მხარდამჭერს უჩერებს უფლებამოსილებას და მისი მოვალეობების შესრულებას აკისრებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს სპეციალურად უფლებამოსილ პირს (რომელზედაც ვრცელდება მხარდამჭერისთვის კანონით დადგენილი უფლებები და მოვალეობები);

13.გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 3 დღისა გაეგზავნოს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მხარდაჭერის მიმღების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

14.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-15 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

15.გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე სოფიო გაგნიძე