გადაწყვეტილება
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე 100224020003453110
№ 2/40-2020
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
24.04.2020 წ. ქ. საჩხერე
შესავალი ნაწილი
საჩხერის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ივანე ყიფიანი
სხდომის მდივანი ნათია ბერიძე
განმცხადებელი ცისანა კურტანიძე
მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო: სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მეურვეობა-მზრუნველობის და მხარდაჭერის სერვისების დეპარტამენტის სააგენტოს იმერეთის რეგიონული ცენტრი
წარმომადგენელი: ეკატერინე ჭუმბაძე
მხარდაჭერის მიმღები: ზიუშა კურტანიძე
ადვოკატი - ელისო ბოგვერაძე
მოთხოვნის არსი _ პირის მხარდამჭერის მიმღებად ცნობა, მხარდაჭერის დაწესება
აღწერილობითი ნაწილი:
1. მოთხოვნა
საჩხერის რაიონულ სასამართლოს განცხადებით მომართა ცისანა კურტანიძემ (პ.№54001042978) ზიუშა კურტანიძის (პ.ნ.54001042977) მხარდაჭერის მიმღებად აღიარების შესახებ.
განცხადებაში ცისანა კურტანიძე მიუთითებს, რომ ყავს ოჯახის წევრი - ზიუშა კურტანიძე, რომელიც არის ავად, მისი დიაგნოზია - ”დაუზუსტებელი დემენცია”.
ზიუშა კურტანიძეს არ შეუძლია დამოუკიდებლად განახორციელოს თავისი უფლებები. განცხადებაში მითითებულია, რომ ზიუშა კურტანიძეს ესაჭიროება მხარდაჭერა: 1. სახელმწიფო გასაცემის სოციალური პაკეტის, დანიშვნის/განახლებისთვის სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შესაბამისი რაიონული განყოფილებისთვის მიმართვის და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი მოქმედების შესრულების საკითხში;
2. საბანკო დაწესებულებებიდან სახელმწიფო გასაცემის, სოციალური პაკეტის ან სხვა ნებისმიერი თანხის მიღების/განკარგვის, მათ შორის ყველა საბანკო ოპერაციის შესრულების, საბანკო დაწესებულებებში ანგარიშის გახსნის, ბარათის დამზადების და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი მოქმედების შესრულების საკითხში;
3. მკურნალობაზე თანხმობის გამოხატვის, სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსების, მედიკამენტების შეძენის და მიღების, სამედიცინო მომსახურების მიღების;
4. მხარდაჭერის მიმღების უფლებების დასაცავად ნებისმიერი ადმინისტრაციული ორგანოსადმი ან სხვა დაწესებულებისადმი განცხადებით მიმართვის და ნებისმიერი დოკუმენტის გამოთხოვისა და მიღების;
5. ნებისმიერ სახელმწიფო, ადგილობრივ ორგანოებსა და დაწესებულებებში, მათ შორის კერძო პირებთან ურთიერთობებში;
6. მხარდაჭერის მიმღები პირის უფლებების დასაცავად სასამართლოსადმი მიმართვის და სასამართლო სხდომებში მონაწილეობის უფლების, მათ შორის განცხადების/სარჩელის/საჩივრის აღძვრა, საქმის მასალების გაცნობა, მტკიცებულებების წარდგენა და მათ გამოკვლევაში მონაწილეობა, შეამდგომლობების და განცხადებების წარდგენა, სასარჩელო მოთხოვნის გაზდრა ან შემცირება, შესაგებლის წარდგენა, სასამართლოსათვის ზეპირი ან/და წერილობითი ახსნა–განმარტების მიცემა, არბიტრაჟისათვის/სასამართლო მედიაციისთვის საქმის გადაცემა, სარჩელის/განცხადების გამოხმობა, სარჩელის საგნის ან საფუძვლის შეცვლა, მორიგება, სასამართლო გადაწყვეტილების/განჩინების გასაჩივრება, სააღსრულებო ფურცლის მიღება და მისი გადასახდევინებლად წარდგენისა, მიკუთვნებული ქონების ან ფულის მიღება მხარდაჭერის მიმღების ინტერესების სასარგებლოდ.
7. სანოტარო ბიუროსთვის მემკვიდრეობის მისაღებად განცხადების წარდგენის და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი მოქმედების შესრულების საკითხში, მათ შორის სამკვიდრო მოწმობის მიღების;
8. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მხარდაჭერის მიმღების ქონების მესაკუთრედ რეგისტრაციის;
9. ადმინისტრაციული ორგანოს ყველა აქტის გასაჩივრების;
10 პერსონალური მონაცემების სარგებლობის უფლება.
11. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის /ID ბარათის დამზადების მიღების და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი მოქმედების შესრულების საკითხში.
განმცხადებელი ცისანა კურტანიძე ითხოვს დაინიშნოს მისი მეუღლის - ზიუშა კურტანიძის მხარდამჭერად მხარაჭერის მიმღების ზემოთ აღნიშნული უფლებების განსახორციელებლად, მასთან ერთად ან ცალკე მისი მონაწილეობის გარეშე.
განმცხადებელი ცისანა კურტანიძე ითხოვს დაინიშნოს მისი მეუღლის - ზიუშა კურტანიძის მხარდამჭერად მის საკუთრებაში არსებული ქონების (საკადასტრო კოდით 38.10.22.009.01/034) ჭიათურის მუნიციპალიტეტის სახელზე გადაფორმების და შესაბამისი საკომპენსაციო თანხის ჩარიცხვის თანხმობა/ხელმოწერის განხორციელების უფლებით.
საჩხერის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 05 თებერვლის განჩინებით, წარმოდგენილი განცხადებიდან გამომდინარე, ზიუშა კურტანიძის ფსიქოსოციალური საჭიროების დასადგენად, ინდივიდუალური შეფასებისათვის დაინიშნა ექსპერტიზა. ექსპერტიზის ჩატარება დაევალა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთის რეგიონალური ექსპერტიზის სამსახურს. ექსპერტიზის ბიუროს მიერ წარმოდგენილი იქნა შესაბამისი დასკვნა.
2. დაინტერესებული პირის პოზიცია
2.1. დაინტერესებული პირის _ სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მეურვეობა-მზრუნველობის და მხარდაჭერის სერვისების დეპარტამენტის სააგენტოს იმერეთის რეგიონული ცენტრის წარმომადგენელი ეთანხმება სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმოდგენილ დასკვნას, რომელიც შედგა სოციალური მუშაკის მონაწილეობით და განმარტავს, რომ ზიუშა კურტანიძეს ესაჭიროება მხარდამჭერი, ექსპერტიზის დასკვნით დადგენილ ყველა სფეროში. თუმცა აქვე მიუთითებენ, რომ მხარდაჭერა უნდა განხორციელდეს მხარდამჭერისათვის ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. დადგენილია, რომ განმცხადებელი ცისანა კურტანიძე არის ზიუშა კურტანიძის ოჯახის წევრი - მეუღლე რაც დადასტურებულია საქმეზე წარმოდგენილი დოკუმენტებით - მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების და ქორწინების მოწმობის ასლით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- პირადობის მოწმობის და ქორწინების მოწმობის ასლი (ს.ფ.10-12);
- ახსნა-განმარტება (იხ. ოქმი)
3.2.2. დადგენილია, რომ ზიუშა კურტანიძე დაბადებულია 1942 წლის 10 თებერვალს, იგი არის ავად. დიაგნოზი: ”დაუზუსტებელი დემენცია” და იგი საჭიროებს მხარდაჭერას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ს.ფ.15)
3.2.3. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის საფუძველზე დადგენილია, რომ ზიუშა კურტანიძეს აქვს მყარი ფსიქიკური დარღვევები და მისი მოქმედებები, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობა და გარემოსთან ურთიერთქმედება შეზღუდულია მკვეთრად. ასევე მისი მდგომარეობის გაუმჯობესება-გაუარესების შესაძლებლობა მინიმალურია და პრაქტიკულად არ არის მოსალოდნელი, შესაბამისად მხარდაჭერის მიმღები საჭიროებს სრულ მხარდაჭერას ყველა სფეროში. დადგენილია, რომ მხარდაჭერის მიმღებ პირს - ზიუშა კურტანიძეს არ შეუძლია გააცნობიეროს სასამართლო სხდომის დანიშნულება,სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ექსპერტიზის დასკვნა (ს.ფ. 36-48);
- ექსპერტების ჩვენებები (ოქმი)
3.2.4. ექსპერტიზის დასკვნიდან გამომდინარე სოციალური მუშაკის შეფასების მიხედვით ზიუშა კურტანიძე საჭიროებს მხარდაჭერას შემდეგ სფეროებში: გარიგების დადების, სოციალური მომსახურების სააგენტოდან პენსიის (დახმარების) დანისვნის, ბანკიდან პენსიის მიღების, ქონების მართვა -განკარგვის, ქონების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის, მკურნალობაზე თანხმობის გამოხატვის, მისთვის ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით, ნებისმიერ სახელმწიფო, ადგილობრივ ორგანიზაციებსა და დაწესებულებებში, კერძო პირებთან ურთიერთობებში. დაინტერესებული პირის _ სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მეურვეობა-მზრუნველობის და მხარდაჭერის სერვისების დეპარტამენტის სააგენტოს იმერეთის რეგიონული ცენტრის წარმომადგენელი მხარს უჭერს ამ დასკვნას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ექსპერტიზის დასკვნა (ს.ფ.36-48);
- იხ.ოქმი
3.2.5. დადგენილია, რომ განმცხადებელი არ არის ნასამართლობის მქონე, არ იმყოფება ფსიქიატრიულ და ნარკოლოგიურ აღრიცხვაზე და არ საჭიროებს მხარდაჭერას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ცნობები ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრიდან (ს.ფ.; 13-14; 34);
- ნასამართლობის შესახებ ცნობა (ს.ფ.16);
3.2.6. დადგენილია, რომ ზიუშა კურტანიძის საკუთრებაში ირიცხება უძრავი ქონება მდებარე ქალაქ ჭიათურაში, ფანცულაიას ქუჩა N13-ში (ს.კ.38.10.22.009.01/034; დაუზუსტებელი ფართობი: 1009.00 კვ.მ; მესაკუთრე: ზიუშა კურტანიძე, პ.ნ.54001042977).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ცისანა კურტანიძის განცხადება საქმის მასალებით (ს.ფ.1-19);
- იხ.ოქმი
3.2.7. დადგენილია, რომ განმცხადებლის მიერ განცხადებასთან ერთად წარმოდგენილია ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერის წერილი, რომლის მიხედვითაც დადგენილია, რომ ჭიათურა გ. ფანცულაიას ქუჩა N13-ში მდებარე ავარიული კორპუსიდან გამოსახლებულ უძრავი ქონების მესაკუთრეთათვის ფულადი კომპენსაციის გაცემის მიზნით საჭიროა ქონების მესაკუთრის - ზიუშა კურტანიძის თანხმობა/ხელმოწერა, ან მისი კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა/ხელმოწერა რათა მოხდეს შესაბამისი პროცედურების დაცვით ჭიათურის მუნიციპალიტეტის სახელზე კონკრეტული უძრავი ქონების გადაფორმება და შემდგომ საკომპენსაციო თანხის ჩარიცხვა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერის წერილი (ს.ფ.17);
- იხ.ოქმი
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ცისანა კურტანიძის განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს და ზიუშა კურტანიძე ცნობილ უნდა იქნეს მხარდაჭერის მიმღებად ყველა სფეროში და მის მხარდამჭერად დაინიშნოს ცისანა კურტანიძე, მხარდასაჭერი პირის სასარგებლოდ, მკურნალობაზე თანხმობის გამოხატვის, სოციალური პაკეტის, პენსიის ან სახელმწიფოს მიერ დადგენილი დახმარების მისაღებად (მათ შორის მუნიციპალური პროგრამებით სარგებლობა) კომპეტენტური ორგანოსათვის მიმართვის და დოკუმენტების შეგროვების, მხარდაჭერის მიმღებ პირთან ერთად ყველა საბანკო ოპერაციის, მათ შორის, საბანკო დაწესებულებებში ანგარიშის გახსნის, ბარათის დამზადების, საბანკო დაწესებულებებიდან პენსიის ან სხვა დახმარების დამოუკიდებლად ან მხარდაჭერის მიმღებ პირთან ერთად ან ცალკე მიღების (განკარგვის), მედიკამენტების შეძენის, მხარდაჭერის მიმღები პირის უფლებების დასაცავად სასამართლოსადმი, ადმინისტრაციული ორგანოსადმი ან სხვა დაწესებულებისადმი განცხადებით მიმართვის, უფლებებით სარგებლობის ფარგლებში. წარმომადგენლობითი უფლება-მოვალეობების განსახორციელებლად ნებისმიერ სახელმწიფო, ადგილობრივ ორგანიზაციებსა და დაწესებულებებში, კერძო პირებთან ურთიერთობის სფეროებში სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა დაცვის მიზნით.
ცისანა კურტანიძეს (პ.№54001042978) უნდა მიენიჭოს უფლება იყოს ზიუშა კურტანიძის წარმომადგენელი სასამართლოში მასთან ერთად ან ცალკე, მისი სახელით შეიტანოს სარჩელი (საჩივარი, განცხადება), მისი სახელით მიიღოს მონაწილეობა სასამართლო სხდომაზე, დააყენოს შუამდგომლობები, მისცეს სასამართლოს ზეპირი ან წერილობითი ახსნა-განმარტებები, უარყოს მეორე მხარის შუამდგომლობები, შეამციროს ან გაზარდოს სასარჩელო მოთხოვნის ფარგლები, შეცვალოს სარჩელის საგანი ან საფუძველი, შეიტანოს შესაგებელი, წარადგინოს მტკიცებულებები, მონაწილეობა მიიღოს მტკიცებულებების გამოკვლევაში, გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება), მიმართოს სასამართლოს სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით, მხარდაჭერის მიმღების კანონიერი ინტერესების სასარგებლოდ.
ცისანა კურტანიძეს უნდა მიენიჭოს უფლება ზიუშა კურტანიძის სახელით მასთან ერთად ან ცალკე მიმართოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამოქალაქო რეესტრის და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამსახურებს მხარდაჭერის მიმღები პირის უფლება-მოვალეობების დარეგულირების მიზნით, მათ შორის ცისანა კურტანიძემ ზიუშა კურტანიძესთან ერთად ან ცალკე ზიუშა კურტანიძის სახელით განახორციელოს ზიუშა კურტანიძის საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში, ამ უფლების განხორციელების უზრუნველსაყოფად იყოს წარმომადგენელი მასთან ერთად ან ცალკე სასამართლოში, ასევე სახელმწიფოს ნებისმიერ ადმინისტრაციულ ორგანოში. ცისანა კურტანიძე უფლებამოსილია ზიუშა კურტანიძის სახელით მასთან ერთად ან ცალკე ხელი მოაწეროს განცხადებას და განახორციელოს სხვა მოქმედებები, რაც საჭიროა ზიუშა კურტანიძის ქონების რეგისტრაციისთვის.
ცისანა კურტანიძეს უნდა მიენიჭოს უფლება ზიუშა კურტანიძის სახელით მასთან ერთად ან ცალკე მიმართოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ზიუშა კურტანიძის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასთან - ს/კ 38.10.22.009.01/034 (მისამართი: ქალაქი ჭიათურა, ქუჩა ფანცულაიას N13, სართული 3, ბინა 34) დაკავშირებული ნებისმიერი უფლების (მასთან ერთად ან ცალკე) რეალიზაციის, კერძოდ მოცემული უძრავი ქონების - ს/კ 38.10.22.009.01/034 ს.ს.ი.პ. თვითმმართველი ერთეული ჭიათურის მუნიციპალიტეტზე განკარგვის ან (გასხვისება და სხვა) სარგებლობის ფარგლებში. აღნიშნული უფლების რეალიზაციის მიზნით ცისანა კურტანიძეს უნდა მიენიჭოს უფლება ზიუშა კურტანიძის სახელით მასთან ერთად ან ცალკე, ხელი მოაწეროს დოკუმენტებს მათ შორის თანხმობას, ხელშეკრულებას და სხვა. ამასთანავე ცისანა კურტანიძეს უნდა მიენიჭოს უფლება ზიუშა კურტანიძის სახელით მასთან ერთად ან ცალკე განახორციელოს ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ადმინისტრაციულ ორგანოებთან მათ შორის ს.ს.ი.პ. თვითმმართველი ერთეული ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიასთან (შეხვედრა,შეთანხმება, ხელშეკრულება, და სხვა) ზიუშა კურტანიძის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების -ს/კ 38.10.22.009.01/034 გასხვისებასთან და შესაბამისი კომპენსაციის მიღებასთან დაკავშირებით. ცისანა კურტანიძეს უნდა მიეცეს უფლება ზიუშა კურტანიძის სახელით მასთან ერთად ან ცალკე მიიღოს კომპენსაცია, თანხა ნებისმიერი საბანკო დაწესებულებიდან. ასევე ცისანა კურტანიძეს მიეცეს უფლება ზიუშა კურტანიძის სახელით , მასთან ერთად ან ცალკე განახორციელოს ყველა საბანკო ოპერაცია, მათ შორის, საბანკო დაწესებულებებში ანგარიშის გახსნა, ბარათის დამზადება, საბანკო დაწესებულებებიდან აღნიშნული კომპენსაციის, თანხის მიღება. აღნიშნული უფლებების რეალიზაციის მიზნით ცისანა კურტანიძემ ზიუშა კურტანიძის სახელით მასთან ერთად ან ცალკე შეასრულოს ნებისმიერი მოქმედება მათ შორის ხელის მოწერა შესაბამის დოკუმენტებზე.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 49-ე, 55-ე, 208-ე, 243-244-ე; 247-248, 257-ე, 36321 364; 369- მუხლები. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1280-ე მუხლი
6. სამართლებრივი შეფასება
6.1.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 36314-ე მუხლის შესაბამისად პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ განცხადება სასამართლოში შეიძლება შეიტანოს ამ პირმა, მისი ოჯახის წევრმა, მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანომ, ფსიქიატრიულმა ან სპეციალიზებულმა დაწესებულებამ. პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ განცხადება შეიტანება სასამართლოში ამ პირის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო თუ ეს პირი სამკურნალო დაწესებულებაშია მოთავსებული – სამკურნალო დაწესებულების ადგილმდებარეობის მიხედვით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 36315-ე მუხლის შესაბამისად პირს მხარდაჭერა შეიძლება დაენიშნოს შრომითი საქმიანობის, წვრილმანი გარიგების დადების, სამეწარმეო საქმიანობის, უძრავი ქონების მართვის/განკარგვის, საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის, მკურნალობაზე თანხმობის გამოხატვის, მისთვის ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით და სხვა უფლებებისა და მოვალეობების განსახორციელებლად, რომლებსაც სასამართლო ინდივიდუალური შეფასების საფუძველზე განსაზღვრავს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 36318-ე მუხლის შესაბამისად პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ საქმეს სასამართლო განიხილავს ამ პირის და მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლის სავალდებულო მონაწილეობით.
სასამართლოს სხდომაზე დაინტერესებული პირის _ სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მეურვეობა-მზრუნველობის და მხარდაჭერის სერვისების დეპარტამენტის სააგენტოს იმერეთის რეგიონული ცენტრის წარმომადგენელი მხარს უჭერს ამ დასკვნას.
საქართველოს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 36319-ე მუხლის შესაბამისად პირს, რომლის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის საკითხიც განიხილება, უნდა ჰყავდეს ადვოკატი.
6.2. ”შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ” საქართველოს კანონი განსაზღვრავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ სახელმწიფო პოლიტიკის საფუძველს და მიზნად ისახავს სხვა პირთა თანაბრად უზრუნველყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების რეალიზაცია, შექმნას ხელსაყრელი პირობები მათი სრულფასოვანი ცხოვრებისა და საზოგადოების ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობისათვის.
აღნიშნული კანონის მე-6 მუხლის თანახმად: თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებულია ამ კანონისგან განსხვავებული წესები, მაშინ მოქმედებს საერთაშორისო ხელშეკრულების წესები.
6.3.”შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენცია”, (რომელიც საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული იქნა 2013 წლის 26 დეკემბერს), - შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს მიაკუთვნებს პირებს, ფიზიკური, ფსიქიკური, ინტელექტუალური ან სენსორული მყარი დარღვევებით, რომელთა ურთიერთქმედებამ სხვადასხვა დაბრკოლებებთან შესაძლოა ხელი შეუშალოს ამ პირის სრულ და ეფექტურ მონაწილეობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში, სხვებთან თანაბარ პირობებში. კონვენციის მიზანია ხელი შეუწყოს, დაიცვას და უზრუნველყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თანაბარი უფლებებისა და ძირითად თავისუფლებათა რეალიზება, მათი თანდაყოლილი პიროვნული ღირსების პატივისცემა.
”შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენცია” განამტკიცებს კანონის წინაშე თანასწორობას. კერძოდ კონვენციის მე-12 მუხლის თანახმად: მონაწილე სახელმწიფოები კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს უფლება აქვთ სამართლის სუბიექტად აღიარებაზე, სადაც არ უნდა იმყოფებოდნენ ისინი. მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებაუნარიანობას სხვებთან თანასწორად, ცხოვრების ყველა სფეროში. მონაწილე სახელმწიფოები იღებენ შესაბამის ზომებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის იმ დახმარების მისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, რომელიც მათ შეიძლება სჭირდებოდეთ სამართლებრივი უფლებაუნარიანობის რეალიზებისათვის. მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ სამართლებრივი უფლებაუნარიანობის რეალიზებასთან დაკავშირებული ყველა ზომა ითვალისწინებდეს შესაბამის და ეფექტურ გარანტიებს მათი ბოროტად გამოყენების აღკვეთის მიზნით, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის თანახმად. ასეთი გარანტიები უნდა უზრუნველყოფდნენ, რომ უფლებაუნარიანობის რეალიზებასთან დაკავშირებული ზომები ორიენტირებული იყოს პიროვნების უფლებებზე, სურვილსა და უპირატესობებზე, თავისუფალი იყოს ინტერესთა კონფლიქტისა და არასასურველი გავლენისაგან, შეესაბამებოდეს და ერგებოდეს ამ პიროვნების მდგომარეობას, გამოიყენებოდეს რაც შეიძლება მინიმალური დროით და რეგულარულად მოწმდებოდეს კომპეტენტური, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ორგანოს ან სასამართლოს მიერ. აღნიშნული გარანტიები უნდა იყოს მოცემული პირის უფლებებისა და ინტერესების ხელმყოფი ზომების პროპორციული. წინამდებარე მუხლის დებულებათა გათვალისწინებით, მონაწილე სახელმწიფოები იღებენ ყველა შესაბამის და ეფექტურ ზომას, რათა უზრუნველყონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლება საკუთრების ფლობასა და მემკვიდრეობით მიღებაზე, საკუთარი ფინანსური საქმეების მართვაზე, საბანკო სესხების, საიპოთეკო, სხვა ფინანსური კრედიტების თანაბარ მისაწვდომობაზე და უზრუნველყოფენ, რომ არ მოხდეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის საკუთრების თვითნებურად ჩამორთმევა.
6.4 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1277 პრიმა მუხლის შესაბამისად ”მხარდაჭერის მიმღებს ენიშნება მხარდამჭერი.” საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1280-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად ”მხარდამჭერად შეიძლება დაინიშნოს პირის ოჯახის წევრი, ნათესავი, ახლობელი ან სპეციალისტი, რომელიც აკმაყოფილებს ამ კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ”მხარდამჭერის არჩევისას სასამართლო ითვალისწინებს მის პიროვნულ თვისებებს, მხარდამჭერის მიერ მისთვის დაკისრებული მოვალეობის შესრულების უნარს, მხარდამჭერისა და მხარდაჭერის მიმღების ურთიერთდამოკიდებულებას, მხარდაჭერის მიმღების ინტერესებს და ნებას, ხოლო მხარდაჭერის მიმღების არასრულწლოვანების შემთხვევაში – აგრეთვე მისი მშობლის მითითებას.
პირი მხარდამჭერად შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მისი თანხმობით.”
დადგენილია, რომ განმცხადებელი არის მხარდაჭერის მიმღების ოჯახის წევრი, რაც დასტურდება საქმის მასალებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1283-ე მუხლის შესაბამისად მხარდამჭერად არ შეიძლება დაინიშნოს პირი: რომელსაც 18 წლის ასაკისთვის არ მიუღწევია; რომელიც სასამართლომ მხარდაჭერის მიმღებად ცნო; რომელსაც მშობლის უფლება ჩამოერთვა ან შეეზღუდა მშობლის უფლებებისა და მოვალეობების შესრულებისათვის თავის არიდების გამო; რომელიც მეურვის, მზრუნველის ან მხარდამჭერის მოვალეობისაგან განთავისუფლებულია მისი არაჯეროვნად შესრულების გამო.
დადგენილია, რომ მხარდაჭერის მიმღები არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი. ასევე მოცემულ ეტაპზე მხარდაჭერის მიმღები მხარდაჭერის გარეშე ვერ ახორციელებს საპენსიო და სხვა შეღავათების მიღებას. ასევე საბანკო დაწესებულებებთან ურთიერთობას.
დადგენილია, რომ განმცხადებელი არ არის ნასამართლევი, არ იმყოფება აღრიცხვაზე ნერვოლოგიურ კაბინეტში. არ საჭიროებს მხარდაჭერას.
განმცხადებლის სამართლებრივი მდგომარეობა მოცემულ ეტაპზე არ მოიცავს მხარდამჭერის დანიშვნის დამაბრკოლებელ გარემოებებს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1280-ე მუხლის შესაბამისად სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ, ვალდებულია იმავე გადაწყვეტილებით დანიშნოს მხარდამჭერი (მხარდამჭერები), განსაზღვროს მხარდაჭერის ფარგლები და მხარდამჭერის (მხარდამჭერების) უფლება-მოვალეობები. ეს გადაწყვეტილება მისი კანონიერ ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 3 დღისა ეგზავნება მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მხარდაჭერის მიმღების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1289-ე მუხლის შესაბამისად მხარდამჭერი ვალდებულია თვალყური ადევნოს მხარდაჭერის მიმღების მუდმივ სამედიცინო მომსახურებას, დაადგინოს მისი სურვილები/არჩევანი და დაეხმაროს მას შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებაში, რაც გამოიხატება გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი ინფორმაციის მხარდაჭერის მიმღებისათვის გასაგები საკომუნიკაციო ფორმით მიწოდებაში. მხარდამჭერი აგრეთვე ვალდებულია მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში, რომელიც 6 თვეს არ უნდა აღემატებოდეს, აღნიშნულ ორგანოს მიაწოდოს სასამართლოს გადაწყვეტილებით მისთვის განსაზღვრული მოვალეობების შესრულების შესახებ ინფორმაცია. ამ ინფორმაციაში მხარდამჭერი მიუთითებს მის მიერ მხარდაჭერის გაწევასთან დაკავშირებულ თავისებურებებს.
6.5.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1305-ე პრიმა მუხლის შესაბამისად მხარდამჭერის საქმიანობაზე ზედამხედველობას ახორციელებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო მხარდაჭერის მიმღების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ზედამხედველობის მიზანია მხარდამჭერის მიერ სასამართლოს გადაწყვეტილებითა და საქართველოს კანონმდებლობით მისთვის განსაზღვრული მოვალეობების შესრულების კონტროლი, მხარდაჭერის მიმღების უნარების განვითარების შეფასება და შესაბამისი რეაგირება.
7. საპროცესო ხარჯები
.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის შესაბამისად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 36318-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად ,განმცხადებელი განთავისუფლებულია პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ საქმის განხილვასთან დაკავშირებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
მხარეები თავისუფალნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 248-249-ე, 250-ე, 36321-ე, მუხლებით
გადაწყვიტა:
1. ცისანა კურტანიძის (პ.№54001042978) განცხადება დაკმაყოფილდეს;
2. ზიუშა კურტანიძე (პ.ნ.54001042977) ცნობილ იქნეს მხარდაჭერის მიმღებად და მის მხარდამჭერად დაინიშნოს ცისანა კურტანიძე (პ.№54001042978), მხარდასაჭერი პირის სასარგებლოდ, მკურნალობაზე თანხმობის გამოხატვის, სოციალური პაკეტის, პენსიის ან სახელმწიფოს მიერ დადგენილი დახმარების მისაღებად (მათ შორის მუნიციპალური პროგრამებით სარგებლობა) კომპეტენტური ორგანოსათვის მიმართვის და დოკუმენტების შეგროვების, მხარდაჭერის მიმღებ პირთან ერთად ან ცალკე ყველა საბანკო ოპერაციის, მათ შორის, საბანკო დაწესებულებებში ანგარიშის გახსნის, ბარათის დამზადების, საბანკო დაწესებულებებიდან პენსიის ან სხვა დახმარების მხარდაჭერის მიმღებ პირთან ერთად მიღების (განკარგვის), მედიკამენტების შეძენის, მხარდაჭერის მიმღები პირის უფლებების დასაცავად სასამართლოსადმი, ადმინისტრაციული ორგანოსადმი ან სხვა დაწესებულებისადმი განცხადებით მიმართვის, უფლებებით სარგებლობის ფარგლებში. წარმომადგენლობითი უფლება-მოვალეობების განსახორციელებლად ნებისმიერ სახელმწიფო, ადგილობრივ ორგანიზაციებსა და დაწესებულებებში, კერძო პირებთან ურთიერთობის სფეროებში სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა დაცვის მიზნით.
ცისანა კურტანიძეს (პ.№54001042978) მიენიჭოს უფლება იყოს ზიუშა კურტანიძის წარმომადგენელი სასამართლოში მასთან ერთად ან ცალკე, მისი სახელით შეიტანოს სარჩელი (საჩივარი, განცხადება), მისი სახელით მიიღოს მონაწილეობა სასამართლო სხდომაზე, დააყენოს შუამდგომლობები, მისცეს სასამართლოს ზეპირი ან წერილობითი ახსნა-განმარტებები, უარყოს მეორე მხარის შუამდგომლობები, შეამციროს ან გაზარდოს სასარჩელო მოთხოვნის ფარგლები, შეცვალოს სარჩელის საგანი ან საფუძველი, შეიტანოს შესაგებელი, წარადგინოს მტკიცებულებები, მონაწილეობა მიიღოს მტკიცებულებების გამოკვლევაში, გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება), მიმართოს სასამართლოს სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით, მხარდაჭერის მიმღების კანონიერი ინტერესების სასარგებლოდ.
ცისანა კურტანიძეს მიენიჭოს უფლება ზიუშა კურტანიძის სახელით მასთან ერთად ან ცალკე მიმართოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამოქალაქო რეესტრის და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამსახურებს მხარდაჭერის მიმღები პირის უფლება-მოვალეობების დარეგულირების მიზნით, მათ შორის ცისანა კურტანიძემ ზიუშა კურტანიძესთან ერთად ან ცალკე ზიუშა კურტანიძის სახელით განახორციელოს ზიუშა კურტანიძის საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში, ამ უფლების განხორციელების უზრუნველსაყოფად იყოს წარმომადგენელი მასთან ერთად ან ცალკე სასამართლოში, ასევე სახელმწიფოს ნებისმიერ ადმინისტრაციულ ორგანოში. ცისანა კურტანიძე უფლებამოსილია ზიუშა კურტანიძის სახელით მასთან ერთად ან ცალკე ხელი მოაწეროს განცხადებას და განახორციელოს სხვა მოქმედებები, რაც საჭიროა ზიუშა კურტანიძის ქონების რეგისტრაციისთვის.
ცისანა კურტანიძეს მიენიჭოს უფლება ზიუშა კურტანიძის სახელით მასთან ერთად ან ცალკე მიმართოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ზიუშა კურტანიძის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასთან - ს/კ 38.10.22.009.01/034 (მისამართი: ქალაქი ჭიათურა, ქუჩა ფანცულაიას N13, სართული 3, ბინა 34) დაკავშირებული ნებისმიერი უფლების (მასთან ერთად ან ცალკე) რეალიზაციის , კერძოდ მოცემული უძრავი ქონების - ს/კ 38.10.22.009.01/034 ს.ს.ი.პ. თვითმმართველი ერთეული ჭიათურის მუნიციპალიტეტზე განკარგვის ან (გასხვისება და სხვა) სარგებლობის ფარგლებში. აღნიშნული უფლების რეალიზაციის მიზნით ცისანა კურტანიძეს მიენიჭოს უფლება ზიუშა კურტანიძის სახელით მასთან ერთად ან ცალკე, ხელი მოაწეროს დოკუმენტებს მათ შორის თანხმობას, ხელშეკრულებას და სხვა. ამასთანავე ცისანა კურტანიძეს მიენიჭოს უფლება ზიუშა კურტანიძის სახელით მასთან ერთად ან ცალკე განახორციელოს ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ადმინისტრაციულ ორგანოებთან მათ შორის ს.ს.ი.პ. თვითმმართველი ერთეული ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიასთან (შეხვედრა,შეთანხმება, ხელშეკრულება, და სხვა) ზიუშა კურტანიძის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების -ს/კ 38.10.22.009.01/034 გასხვისებასთან და შესაბამისი კომპენსაციის მიღებასთან დაკავშირებით. ცისანა კურტანიძეს მიეცეს უფლება ზიუშა კურტანიძის სახელით მასთან ერთად ან ცალკე მიიღოს კომპენსაცია, თანხა ნებისმიერი საბანკო დაწესებულებიდან. ასევე ცისანა კურტანიძეს მიეცეს უფლება ზიუშა კურტანიძის სახელით , მასთან ერთად ან ცალკე განახორციელოს ყველა საბანკო ოპერაცია, მათ შორის, საბანკო დაწესებულებებში ანგარიშის გახსნა, ბარათის დამზადება, საბანკო დაწესებულებებიდან აღნიშნული კომპენსაციის, თანხის მიღება. აღნიშნული უფლებების რეალიზაციის მიზნით ცისანა კურტანიძემ ზიუშა კურტანიძის სახელით მასთან ერთად ან ცალკე შეასრულოს ნებისმიერი მოქმედება მათ შორის ხელის მოწერა შესაბამის დოკუმენტებზე.
3. ცისანა კურტანიძეს (პ.№54001042978) განესაზღვროს და განემარტოს მისი უფლება-მოვალეობები:
3.1. მხარდამჭერი ვალდებულია; თვალყური ადევნოს მხარდაჭერის მიმღების მუდმივ სამედიცინო მომსახურებას, დაადგინოს მისი სურვილები/არჩევანი და დაეხმაროს მას შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებაში, რაც გამოიხატება გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი ინფორმაციის მხარდაჭერის მიმღებისათვის გასაგები საკომუნიკაციო ფორმით მიწოდებაში. მხარდამჭერი აგრეთვე ვალდებულია მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ, დადგენილ ვადაში, რომელიც 6 თვეს არ უნდა აღემატებოდეს, აღნიშნულ ორგანოს მიაწოდოს სასამართლოს გადაწყვეტილებით მისთვის განსაზღვრული მოვალეობების შესრულების შესახებ ინფორმაცია. ამ ინფორმაციაში მხარდამჭერმა მიუთითოს მის მიერ მხარდაჭერის გაწევასთან დაკავშირებული თავისებურებები.
3.2. მხარდამჭერი ვალდებულია სასამართლოს დაუყოვნებლივ მიმართოს შუამდგომლობით მხარდაჭერის ფარგლების შეცვლის/მხარდაჭერის გაუქმების შესახებ, თუ აღარ არსებობს ან შეიცვალა ის საფუძველი, რომლის გამოც მხარდაჭერის მიმღებს მხარდაჭერა დაუწესდა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მხარდაჭერის მიმღებმა ან მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანომ უკვე მიმართა სასამართლოს.
3.3. მხარდამჭერს უფლება აქვს, მხარდაჭერის მიმღების სახელით, მისი ინტერესებიდან გამომდინარე, დადოს აუცილებელი გარიგებები.
4. მხარდაჭერის გადასინჯვის პერიოდულობა განისაზღვროს 5 წლით.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32) საჩხერის რაიონული სასამართლოს (მის: ქ. საჩხერე, დ.აღმაშენებლის ქ. N3) მეშვეობით მისი ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს საჩხერის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ივანე ყიფიანი