გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2-506-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
15 მაისი 2019 წელი ქ.რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე დიანა გოგატიშვილი
სხდომის მდივანი: თამარ კობაიძე
განმცხადებელი ნ-----–- ჯ----–---–ი
წარმომადგენელი ბელა ბერაძე
მხარდაჭერის მიმღები პირი დ----- ჯ----–---–ი
ადვოკატი მიხეილ კეკელია
მესამე პირი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გარდაბნის რაიონული განყოფილება
წარმომადგენელი ლაშა პარასტაშვილი
მოთხოვნის არსი დამატებით მხარდაჭერის სფეროს განსაზღვრა
აღწერილობითი ნაწილი:
1. განმცხადებლის მოთხოვნა
1.1. ნ-----–- ჯ----–---–ს, როგორც დ----- ჯ----–---–ის მხარდამჭერს მიეცეს უფლება 2018 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილებაში მითითებულ მხადასაჭერ სფეორებთან ერთად დამატებით განახორციელოს შემდეგი უფლებამოსილებები : კერძოდ, განკარგოს 2018 წლის 09 მარტის N180247207 სამკვიდროში შემავალი ყველა უძრავ-მოძრავი ქონება, რაშიც არ უნდა მოიაზრებოდეს და სადაც არ უნდა მდებარეობდეს, გარდა გასხვისების უფლებისა.
განმცხადებლის მოთხოვნა ემყარება შემდეგ გარემოებებს:
2018 წლის 20 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ნ-----–- ჯ----–---–ი დაინიშნა დ----- ჯ----–---–ის მხარდამჭერად და მას მიენიჭა გარკვეული უფლებამოსილებები, მათ შორის 2017 წლის 06 აპრილს გარდაცვლილი მამის ჯემალ ჯ----–---–ის სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობით გათვალისწინებული უფლებების რეალიზება. თუმცა განცხადებაში მოხდა უზუსტობის გაპარვა, რამაც მხარდამჭერი დააყენა სირთულეების წინაშე. კერძოდ 2018 წლის 09 მარტს გაცემული სამკვიდრო მოწმობის მიხედვით მხარდაჭერის მიმღები პირი დ----- ჯ----–---–ი არის მამის მემკვიდრე და სამკვიდრო მასა მოიცავს:
1) შპს „გივი“-ში 50% წილს, აქედან დ-----ის კუთვნილი წილი არის 12.5%;
2) საქართველოს ბანკში არსებულ ანაბარს;
3) უძრავ ქონებას, რომელიც მდებარეობს გარდაბნის რაიონის სოფელ სართიჭალაში-1/4 წილი, ეს არის მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული საცხოვრებელი სახლით, სადაც ცხოვრობენ მხარდამჭერიც და მხარდამჭერის მიმღებიც;
4)მიწის ნაკვეთი, ასევე გარდაბნის რაიონის სოფელ სართიჭალაში;
5)უძრავი ქონება მდებარე ქ. თბილისში, მისამართზე: დიდი დიღომი, მე-4 მკ/რნ N2 კორპუსის მიმდებარედ ნაკვეთი N07/021-430 კვ.მ. ფართობის;
6)ავტომანქანა მერსედეს ბენცი;
2018 წლის 20 ნოემბერის გადაწყვეტილებით მხარდამჭერს მიეცა უფლება მხოლოდ შპს „გივის“ წილთან, გარდაბნის რაიონის სოფელ სართიჭალაში მდებარე ერთ-ერთ ნაკვეთთან, სადაც საცხოვრებელი სახლია განთავსებული და საბანკო ანგარიშებთან მიმართებაში, ხოლო სამკვიდრო მასის ნახევარი დარჩა გადაწყვეტილების მიღმა. შესაბამისად, განმცხადებელს არ მიეცა საშუალება დ----- ჯ----–---–ის სახელზე გადაეფორმებინა მთლიანი ქონება ვინაიდან განცხადებით არ მოუთხოვია.
სასამართლო სხდომაზე განმცხადებელმა და მისმა წარმოადგენელმა ბელა ბერაძემ მხარი დაუჭირეს განცხადებას და მოითხოვეს დ----- ჯ----–---–ის დაენიშნოს მხარდამჭერი დამატებით სფეროებში, 2017 წლის 06 აპრილს გარდაცვლილი მამის ჯემალ ჯ----–---–ის სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობით მიღებული სამკვიდრო მოწმობით მიღებული სამკვიდრო ქონების მართვის და განკარგვის სფეროში, ქონების გასხვისების უფლებამოსილების გარეშე. განმცხადებელმა მოითხოვა მხარდამჭერის მიენიჭოს სამკვიდროში არსებული ქონებიდან მხოლოდ ავტომობილის განკარგვის უფლება.
მხარდაჭერის მიმღების ადვოკატის პოზიცია:
დ----- ჯ----–---–ის ადვოკატი მიხეილ კეკელია დაეთანხმა განცხადებას და განმარტა, რომ თანახმაა დ----- ჯ----–---–ის მხარდამჭერად დაინიშნოს ნ-----–- ჯ----–---–ი განცხადებაში მოთხოვნილ დამატებით სფეროებში. უძრავ ქონებებთან მიმართებაში დადოს ნებისმიერი ფორმით მისი განკარგვის გარიგება, გარდა საკუთრების უფლების გასხვისების, განკარგვისა, ხოლო რაც შეეხება ავტომობილს, ვინაიდან დ----- ჯანიაშვილს არ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ თავად მართოს ავტომანქანა და დროთა განმავლობაში აღნიშნული განიცდის ცვეთას, ეს პირდაპირ აისახება მის ღირებულებაზე და თანახმაა, მხარდამჭერი დაინიშნოს ავტომანქანის საკუთრების უფლების გასხვისების სფეროშიც.
მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს პოზიცია
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელი დაეთანხმა განცხადებას და განმარტა, რომ ეთანხმება დ----- ჯანიაშილს დაენიშნოს მხარდამჭერი დამატებით სფეროში და მის მხარდამჭერად დაინიშნოს ნ-----–- ჯ----–---–ი.
2. ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
2.1.1. დ----- ჯ----–---–ი დაიბადა 1974 წლის 07 სექტემბერს. იგი არის ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირი. დ----- ჯ----–---–ის დიაგნოზია გამოხატული გონებრივი ჩამორჩენილობა F 71.1, ქცევის აშლით. დ----- ჯ----–---–ს აქვს მყარი ფსიქიკური (გონებრივი/ინტელექტუალური) დარღვევები, რომელთა სხვადასხვა დაბრკოლებასთან ურთიერთქმედებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში, მის სრულ და ეფექტიან მონაწილეობას სხვებთან თანაბარ პირობებში. მისი ფსიქიკური (გონებრივი/ინტელექტუალური) დარღვევების ხარისხი, მნიშვნელოვნად არის გამოხატული. დ----- ჯ----–---–ის მოქმედებები საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობა და გარემოსთან ურთიერთქმედება შეზღუდულია მნიშვნელოვნად. დ----- ჯ----–---–ის სოციალური ადაპტაციის ხარისხი მნიშვნელოვნად არის დაქვეითებული. დ----- ჯ----–---–ის მდგომარეობის გაუმჯობესება-გაუარესების შესაძლებლობა მინიმალურია, პრაქტიკულად არა არის მოსალოდნელი. დ----- ჯ----–---–ს ესაჭიროება მხარდამჭერი, პენსიის დანიშვნის, აღება-განკარგვის, საბანკო დაწესებულებაში წარმომადგენლობის, მკურნალობაზე თანხმობის გამოხატვის, სამკვიდროს მიღების უფლებამოსილების განსახორციელებლად ნოტარიუსისთვის მიმართვის საკითხში და სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა ყველა სფეროში. დ----- ჯ----–---–ს არ შეუძლია გააცნობიეროს სასამართლო განხილვის დანიშნულება და მონაწილეობა მიიღოს სასამართლო განხილვაში. მხარდაჭერის გადასინჯვის ვადა რეკომენდირებულია განისაზღვროს ხუთი წლით.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- დაბადების მოწმობის ასლი (ს.ფ. 5. ტომი 1).
- - ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა ფორმა №IV-100ა საქმე N2/506-2018);
- ექსპერტიზის დასკვნა (ს.ფ.61-70. საქმე N2/506-2018)
2.1.3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 25 აპრილის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ნ-----–- ჯანიშვილის განცხადება დაკმაყოფილდა; დ----- ჯ----–---–ი (დაბ. 1974 წლის 7 სექტემბერს, პ/ნ 3----------) ცნობილ იქნა მხარდაჭერის მიმღებად შემდეგ სფეროებში:
· სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში დ----- ჯ----–---–ისათვის სახელმწიფო გასაცემლების (პენსია და სოციალური პაკეტით გათვალისწინებული თანხის) დანიშვნის, აღდგენის უფლებამოსილების განსახორციელებლად;
· საქართველოს საბანკო დაწესებულებაში სახელმწიფო გასაცემლების პენსიის. სოციალური პაკეტით გათვალისწინებული თანხის მიღების, განკარგვის უფლებამოსილების განსახორციელებლად, რაც მოიცავს ამ მიზნით საბანკო ბარათის დამზადების ბარათის მიღების, ბარათზე ჩარიცხული თანხის მისაღებად ბანკთან გარიგების დადების უფლებამოსილების განხორციელებას;
· საქართველოში ლიცენზირებულ საბანკო დაწესებულებებში ანგარიშის გახსნის და ანგარიშზე თანხის განთავსების უფლებამოსილების სფეროში;
· სამედიცინო სფეროში ფსიქოტროპული და სხვა მედიკამენტების შეძენის, მათ შორის რეცეპტით გასაცემი მედიკამენტების უსასყიდლოდ მიღების უფლებამოსილების განსახორციელებლად, მკურნალობაზე თანხმობის გამოხატვის სფეროში;
· მამის 2017 წლის 6 აპრილს გარდაცვლილი ჯემალ ჯ----–---–ისაგან 2018 წლის 9 მარტს გაცემულ სამკვიდროს მოწმობით მიღებული სამკვიდრო ქონების - სს საქართველოს ბანკში არსებულ ანაბარზე რიცხული თანხიდან დ----- ჯ----–---–ის სამკვიდრო წილის განკარგვის უფლებამოსილების განსახორციელებლად მემკვიდრეობით მიღებული უძრავი ქონების მდებარე გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელი სართიჭალაში მდებარე 2301 კვ.მ სასაოფლო-სამეურნეო დანიშნულის მიწის ნაკვეთის და მასზე მდებარე საცხოვრებელი სახლი (კოდი 81 12 10 ) რემონტის და მკურნალობის ხარჯების დასაფინანსებლად; შპს-ში „გივი“ ჯემალ ჯ----–---–ის კუთვნილი 12,5% წილიდან მემკვიდრეობით მიღებული წილის განკარგვის უფლებამოსილების სფეროში;
· ზემოთაღნიშნულ სფეროებში იურიდიული დახმარების მისაღებად ისარგებლოს იურისტის ან ადვოკატის დახმარებით დ----- ჯ----–---–ის ინტერესების დასაცავად, მათ შორის სასამართლოში წარმომადგენლობის უფლებამოსილებით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლით გათვალისწინებული შემდეგი სპეციალური უფლებამოსილებებით: აღძრას სარჩელი (განცხადება), გაიხმოს სარჩელი (განცხადება); გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება); მხარდაჭერის ვადა (მისი გადასინჯვის პერიოდულობა) განისაზღვრა 5 (ხუთი) წლით.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- გადაწყვეტილება (ს.ფ. 196-199. საქმე N2/506-2018).
2.1.5. 2018 წლის 09 მარტს გაცემულია სამკვიდრო მოწმობა, სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი N180247207 2017 წლის 6 აპრილს გარდაცვლილი ჯემალ ჯ----–---–ის სამკვიდროს ¼ წილზე შვილის დ----- ჯ----–---–ის მიმართ. სამკვიდრო მოწმობის მიხედვით, სამკვიდრო ქონებაა
· შპს გივიში ჯემალ ჯ----–---–ის კუთვნილი25% წილიდან მამკვიდრებლის საკუთრებაში დარჩენილი 12,5%;
· სს საქართველოს ბანკში გახსნილ ანაბარზე რიცხული თანხა;
· უძრავი ქონება მდებარე გარდაბანი, სართიჭალა, 1651 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზე არსებული ნაგებობების ¼ წილი;
· უძრავი ქონება მდებარე გარდაბანი, სართიჭალა , 2301 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზე არსებული ნაგებობების 3/4 წილი;
· უძრავი ქონება მდებარე თბილისი, დიდ დიღმის დასახლება, მე-4 მ/რ, კორპუსი 2-ის მიმდებარედ (ნაკვეთი 07/021) ჯემალ ჯ----–---–ის კუთვნილი 430 კვ.მ მიწის ნაკვეთი.
· მოძრავი ქონება - ავტომანქaნა მერსედეს ბენც A 160 საიდენტიფიკაციო ნომერი WDB1681332J998938.
სასამართლო ემყარებ შემდეგ მტკიცებულებას
- სამკვიდრო მოწმობის ასლი (ს.ფ. 8-10. ტომი 1)
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
განმცხადებლის მოთხოვნა დ----- ჯ----–---–ისთვის დამატებით მხარდაჭერის სფეროს განსაზღვრის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს,5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1293-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილები, 1280-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, 12-ე მუხლის მე-4 ნაწილი, 1283-ე მუხლი
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 36314-ე 36315-ე 36320-ე 36321-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 36314-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ განცხადება სასამართლოში შეიძლება შეიტანოს ამ პირმა, მისი ოჯახის წევრმა, მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანომ, ფსიქიატრიულმა ან სპეციალიზებულმა დაწესებულებამ.
დ----- ჯ----–---–ი რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილებით ცნობილია მხარდაჭერის მიმღებად სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში დ----- ჯ----–---–ისათვის სახელმწიფო გასაცემლების (პენსია და სოციალური პაკეტით გათვალისწინებული თანხის) დანიშვნის, აღდგენის უფლებამოსილების განსახორციელებლად; საბანკო დაწესებულებებში სახელმწიფო გასაცემლის მიღების სფეროში და სამკვიდრო ქონების ნაწილის - მამის 2017 წლის 6 აპრილს გარდაცვლილი ჯემალ ჯ----–---–ისაგან 2018 წლის 9 მარტს გაცემულ სამკვიდროს მოწმობით მიღებული სამკვიდრო ქონების - სს საქართველოს ბანკში არსებულ ანაბარზე რიცხული თანხიდან დ----- ჯ----–---–ის სამკვიდრო წილის განკარგვის უფლებამოსილების განსახორციელებლად მემკვიდრეობით მიღებული უძრავი ქონების მდებარე გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელი სართიჭალაში მდებარე 2301 კვ.მ სასაოფლო-სამეურნეო დანიშნულის მიწის ნაკვეთის და მასზე მდებარე საცხოვრებელი სახლი (კოდი 81 12 10 ) რემონტის და დ----- ჯ----–---–ის მკურნალობის ხარჯების დასაფინანსებლად; შპს-ში „გივი“ ჯემალ ჯ----–---–ის კუთვნილი 12,5% წილიდან მემკვიდრეობით მიღებული წილის განკარგვის უფლებამოსილების სფეროში.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 36315-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, პირს მხარდაჭერა შეიძლება დაენიშნოს შრომითი საქმიანობის, წვრილმანი გარიგების დადების, სამეწარმეო საქმიანობის, უძრავი ქონების მართვის/განკარგვის, საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის, მკურნალობაზე თანხმობის გამოხატვის, მისთვის ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით და სხვა უფლებებისა და მოვალეობების განსახორციელებლად, რომლებსაც სასამართლო ინდივიდუალური შეფასების საფუძველზე განსაზღვრავს.
სასამართლოს მიაჩნია, რომ დ----- ჯ----–---–ს ესაჭიროება მხარდაჭერა მემკვიდრეობით მიღებული ყველა უძრავი ქონების და მოძრავი ნივთის რეგისტრაციის, მართვის და განკარგვის სფეროებში.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს №5003186818 ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ დ----- ჯ----–---–ი არის ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირი. დ----- ჯ----–---–ს აქვს მყარი ფსიქიკური (გონებრივი/ინტელექტუალური) დარღვევები, რომელთა სხვადასხვა დაბრკოლებასთან ურთიერთქმედებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში, მის სრულ და ეფექტიან მონაწილეობას სხვებთან თანაბარ პირობებში. მისი ფსიქიკური (გონებრივი/ინტელექტუალური) დარღვევების ხარისხი, მნიშვნელოვნად არის გამოხატული. დ----- ჯ----–---–ის მოქმედებები საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობა და გარემოსთან ურთიერთქმედება შეზღუდულია მნიშვნელოვნად. დ----- ჯ----–---–ის სოციალური ადაპტაციის ხარისხი მნიშვნელოვნად არის დაქვეითებული. დ----- ჯ----–---–ის მდგომარეობის გაუმჯობესება-გაუარესების შესაძლებლობა მინიმალურია, პრაქტიკულად არა არის მოსალოდნელი.
ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ დ----- ჯ----–---–ს ესაჭიროება მხარდამჭერი სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა ყველა სფეროში. სასამართლო გადაწყვეტილებით განსაზღვრულია მხარდაჭერის გადასინჯვის ვადა ხუთი წლით.
ამდენად, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოც დ----- ჯ----–---–ს დამოუკიდებლად არ შეუძლია სამკვიდრო უფლება-მოვალეობების განხორციელება, მას არ შეუძლია განახორციელოს გაცნობიერებული გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო ქმედებები - არ შესწევს არჩევანის დასაბუთების უნარი, მიღებული ინფორმაციის დამახსოვრების უნარი, შინაარსის გააზრების უნარი. დამოუკიდებლად არ შეუძლია ინფორმაციის მიწოდების მიზეზების გააზრება.
დ----- ჯ----–---–ს არ ჰყავს მხარდამჭერი მემკვიდრეობით მიღებული ყველა ქონების მართვის უფლებამოსილების განსახორციელებლად, რადგან სასამართლო გადაწყვეტილებით მხარდამჭერი დაენიშნა სამკვიდრო ქონების ნაწილის მართვის უფლებამოსილების განხორციელების სფეროში. ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ დ----- ჯ----–---–ის მემკვიდრეობით მიღებული ყველა ქონების მართვის უფლებამოსილების განხორციელებისათვის სჭირდება მხარდამჭერი, რომელიც მას დაეხმარება მისთვის სასარგებლო გადაწყვეტილების მიღებასა და მიღებული გადაწყვეტილების რეალიზაციაში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1293-ე მუხლით გათვალისწინებულია სამეურვეო ან მხარდაჭერის მიმღები პირის მიერ გარიგების დადებისას მხარდამჭერის ან მეურვის მონაწილეობის საკითხები. ამ ნორმის მე-3 ნაწილის მიხედვით, მხარდამჭერი ვალდებულია მხარდაჭერის მიმღების მიერ გარიგების დადებისას დაეხმაროს მას გარიგების პირობებისა და სამართლებრივი შედეგების სრულყოფილად აღქმაში, თუ ეს სასამართლოს გადაწყვეტილებით არის განსაზღვრული. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, გამონაკლის შემთხვევაში, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მხარდამჭერის მიერ მხარდაჭერის მიმღების ნების გამოვლენა 1 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ობიექტურად შეუძლებელია და მის ნაცვლად გადაწყვეტილების მიღების აკრძალვა მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს მხარდაჭერის მიმღებს, სასამართლო მხარდამჭერს უფლებას აძლევს, მხარდაჭერის მიმღების სახელით, მისი ინტერესებიდან გამომდინარე, დადოს აუცილებელი გარიგებები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1280-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ, ვალდებულია იმავე გადაწყვეტილებით დანიშნოს მხარდამჭერი (მხარდამჭერები), განსაზღვროს მხარდაჭერის ფარგლები და მხარდამჭერის (მხარდამჭერების) უფლება-მოვალეობები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1293-ე მუხლის თანახმად, მხარდაჭერის მიმღებად ცნობილი პირი როგორც წესი თავად ახორციელებს ნების გამოვლენას გადაწყვეტილებით განსაზღვრულ სფეროში, ხოლო მხარდამჭერი მას ეხმარება გარიგების დადებისას, განუმარტავს მას გარიგების პირობებს და სამართლებრივ შედეგებს. ამ მუხლის მე-4 ნაწილის ადგენს ამ წესიდან გამონაკლისს, როცა მხარდამჭერი თავად დებს გარიგებებს მხარდაჭერის მიმღებად აღიარებული პირის სახელით. ამ ნორმის თანახმად, გამონაკლის შემთხვევაში, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მხარდამჭერის მიერ მხარდაჭერის მიმღების ნების გამოვლენა 1 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ობიექტურად შეუძლებელია და მის ნაცვლად გადაწყვეტილების მიღების აკრძალვა მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს მხარდაჭერის მიმღებს.
დ----- ჯ----–---–ის მხარდამჭერს სასამართლო გადაწყვეტილებით მიენიჭა უფლება პირადად დამოუკიდებლად განახორციელის უფლება-მოვალეობები მხარდაჭერის მიმღების პირის სახელით, რადგან დ----- ჯ----–---–ს თუნდაც რჩევის მიცემის შემდეგ არ შეუძლია დამოუკიდებლად გარიგების წერილობით გაფორმებისათვის აუცილებელი მოქმედებების განხორციელება. შესაბამისად გადაწყვეტილებით მოთხოვნილ დამატებით სფეროებშიც მხარდამჭერს უნდა მიენიჭოს დამოუკიდებლად საჭირო მოქმედებების შესრულების უფლება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 12-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ქმედუნარიანად ითვლება ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირი (შემდგომ – მხარდაჭერის მიმღები), ანუ პირი, რომელსაც აქვს მყარი ფსიქიკური, გონებრივი/ინტელექტუალური დარღვევები, რომელთა სხვადასხვა დაბრკოლებასთან ურთიერთქმედებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში მის სრულ და ეფექტიან მონაწილეობას სხვებთან თანაბარ პირობებში, თუ ეს პირი აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2 ან მე-3 ნაწილის პირობებს, ამასთანავე, აღნიშნული დაბრკოლებები სათანადო რჩევისა და დახმარების გარეშე მნიშვნელოვნად ართულებს პირის მიერ საკუთარი ნების თავისუფლად გამოხატვას და ინფორმირებული და გააზრებული არჩევანის გაკეთებას სასამართლოს მიერ განსაზღვრულ სფეროში.
ამ ნორმის მიხედვით, მხარდაჭერის მიმღებია 18 წლის ასაკის პირი ან ის პირი, რომელმაც 18 წლის ასაკამდე იქორწინა (12-ე მუხლის მე-2-3 ნაწილები). რომელსაც აქვს მყარი ფსიქიკური, გონებრივი/ინტელექტუალური დარღვევები, რომელთა სხვადასხვა დაბრკოლებასთან ურთიერთქმედებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში მის სრულ და ეფექტიან მონაწილეობას სხვებთან თანაბარ პირობებში. ამ ნორმით ბოლო წინადადების მიხედვით, ზემოთდასახელებულ კრიტერიუმებთან ერთად მხარდაჭერის დაწესების აუცილებლობა გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ ამ ნორმაში აღნიშნული გარემოებების გამო სათანადო რჩევისა და დახმარების გარეშე მნიშვნელოვნად გართულებულია პირის მიერ საკუთარი ნების თავისუფლად გამოხატვა და ინფორმირებული და გააზრებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა.
ამდენად, ამ ნორმის შინაარსის მიხედვით, მხარდაჭერის დაწესების მიზანია არა მარტო მხარდაჭერის მიმღების მიერ მიღებული გადაწყვეტილების განხორციელებაში მხარდაჭერა, არამედ პირისათვის დახმარების გაწევა ინფორმირებული და გააზრებული გადაწყვეტილების მიღებაში. სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარდაჭერის ინსტიტუტის ეს მიზანი გამომდინარეობს ასევე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1293-ე მუხლის მე-4 ნაწილიდან, რომლის მიხედვით, მხარდამჭერი ვალდებულია მხარდაჭერის მიმღების მიერ გარიგების დადებისას დაეხმაროს მას გარიგების პირობებისა და სამართლებრივი შედეგების სრულყოფილად აღქმაში, თუ ეს სასამართლოს გადაწყვეტილებით არის განსაზღვრული.
სასამართლოს მიაჩნია, რომ დ----- ჯ----–---–ს მემკვიდრეობით მიღებული ყველა უძრავ-მოძრავი ქონების მართვის სფეროში სჭირდება მხარდამჭერი, რის გამოც განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს და მხარდაჭერის სფეროდ განისაზღვროს ამ ქონების მართვის სფერო, გარდა სამკვიდრო ქონების საკუთრების უფლების გასხვისების და სანივთო უფლებებით დატვირთვისა.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარდაჭერის სფეროდ უნდა განისაზღვროს სამკვიდროში არსებული ავტომობილის განკარგვის, მათ შორის მისი გასხვისების სფერო. განმცხადებლის განმარტებით ჯემალ ჯ----–---–ის გარდაცვალების შემდეგ ავტომანქანას ფაქტიურად არავინ მართავს, დ----- ჯ----–---–ი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე აღნიშნული ავტომანქანის მართვას ვერასდროს ვერ შეძლებს. ავტომანქანა გამოშვებულია 2003 წელს და გამოშვების თარიღის გათვალისწინებით მისი ღირებულება დროთა განმავლობაში მცირდება, რის გამოც მისი გასხვისება აუცილებელია. სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ გარემოებების გამო მხარდამჭერს უფლება უნდა მიეცეს გაასხვისოს მემკვიდრეობით მიღებული ავტომობილი, ხოლო მისი რეალიზაციის შემდეგ მიღებული თანხიდან დ----- ჯ----–---–ის სამკვიდრო წილის შესაბამისი თანხა კვლავ დ----- ჯ----–---–ის ინტერესებისათვის უნდა დაიხარჯოს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1293-ე მუხლით განსაზღვრულია მეურვის და მხარდამჭერის უფლებამოსილების ფარგლები, რაც გულისხმობს, რომ ისინი სამეურვეო პირის ან მხარდაჭერის მიმღების სახელით, მათი ინტერესებიდან გამომდინარე დებენ აუცილებელ გარიგებებს. შესაბამისად, მხარდაჭერის მონაწილეობით უნდა დაიდოს მხარდასაჭერი პირის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე აუცილებელი გარიგება. ავტომობილი არის დ----- ჯ----–---–ის მიერ მიღებული სამკვიდრო ქონებრივი აქტივი, რომელიც გამოყენებული უნდა იქნას დ----- ჯ----–---–ის ინტერესებისათვის. რადგან ამ ქონების დანიშნულებისამებრ სარგებლობა დ----- ჯ----–---–ს არ შეუძლია, მისი განკარგვით მიღებული თანხა წარმოადგენს ამ ქონების სარგებელს, რის გამოც მხარდამჭერმა მისი ინტერესების შესაბამისად ეს თანხა უნდა განათავსოს დ----- ჯ----–---–ის ანგარიშზე (2018 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილებით განსაზღვრულია დ----- ჯ----–---–ისთვის საბანკო ანგარიშის გახსნის უფლებამოსილება), ხოლო თანხის განკარგვა მხოლოდ დ----- ჯ----–---–ის საჭიროებისათვის მოხდეს, განკარგოს მისი მკურნალობის ან სხვა საყოფაცხოვრებო აუცილებლობისათვის ან მისთვის ქონების შეძენისათვის.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მემკვიდრეობით მიღებული უძრავი ქონების განკარგვის უფლებამოსილებიდან ქონების დროებით სასყიდლიანი ფორმით განკარგვა (გაქირავება, იჯარით გაცემა) არ შეუქმნის საფრთხეს დ----- ჯ----–---–ის ქონებრივ ინტერესებს. ქონების მესამე პირზე გასხვისება, იპოთეკით დატვირთვა, სხვა სანივთო უფლებებით დატვირთვა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს როგორც ნივთის ფუნქციური დანიშნულებით გამოყენების შესაძლებლობაზე, ასევე მის ღირებულებაზე. მაგალითად, აღნაგობის უფლებით მიწის ნაკვეთის დატვირთვა იწვევს ნაკვეთზე მესამე პირის მიერ სამშენებლო საქმიანობის უფლების მიცემას ხანგრძლივი ვადით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის მიხედვით მიწის ნაკვეთი შეიძლება სხვა პირს გადაეცეს ვადიან სარგებლობაში ისე, რომ მას ჰქონდეს ამ ნაკვეთზე ან მის ქვეშ რაიმე ნაგებობის აღმართვის უფლება, ასევე ამ უფლების გასხვისების, მემკვიდრეობით გადაცემის, თხოვების, გაქირავების უფლება (აღნაგობის უფლება). შესაბამისად, მხარდამჭერისთვის ასეთი გარიგების დადბეის უფლებამსოიებსი მიცემა თავად კონკრეტული გარიგების პირობების შემოწმების შედეგად უნდა გადაწყდეს.
ასევე სანივთო უფლებებია სერვიტუტი და უზუფრუქტი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 242-ე მუხლის მიხედვით, უძრავი ნივთი შეიძლება სხვა პირს გადაეცეს სარგებლობაში ისე, რომ იგი უფლებამოსილია, როგორც მესაკუთრემ, გამოიყენოს ეს ნივთი და არ დაუშვას მესამე პირთა მიერ მისით სარგებლობა, მაგრამ მესაკუთრისაგან განსხვავებით, მას არა აქვს ამ ნივთის გასხვისების, იპოთეკით დატვირთვის ან მემკვიდრეობით გადაცემის უფლება (უზუფრუქტი). ამ ნივთის გაქირავების ან იჯარით გადაცემისათვის საჭიროა მესაკუთრის თანხმობა. უზუფრუქტის გაუქმების შემდეგ მესაკუთრე ხდება არსებული ქირავნობის ან იჯარის ურთიერთობების მონაწილე
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 247-ე მუხლის მიხედვით, მიწის ნაკვეთი ან სხვა უძრავი ქონება შეიძლება სხვა მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრის სასარგებლოდ ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული), რომ ამ მესაკუთრეს უფლება ჰქონდეს, ცალკეულ შემთხვევებში ისარგებლოს ამ ნაკვეთით, ან აიკრძალოს ამ ნაკვეთზე ზოგიერთი მოქმედების განხორციელება, ანდა გამოირიცხოს დატვირთული ნაკვეთის მესაკუთრის ზოგიერთი უფლების გამოყენება სხვა ნაკვეთის მიმართ (სერვიტუტი). სერვიტუტის დადგენის მიმართ გამოიყენება უძრავი ნივთის შეძენისათვის გათვალისწინებული წესები.
ამდენად, სერვიტური და უზუფრუქტი ასევე უძრავი ქონების ხანგრძლივი ვადით სარგებლობას გულისხმობს, რის გამოც მხოლოდ ასეთი გარიგების დადების აუცილებლობის წარმოშობისას და კონკრეტული ხელშეკრულების პირობების განსაზღვრის შემდეგ შეიძლება დადგინდეს მხარდამჭერის ეს უფლებამოსილება და მხარდამჭერის ინეტრესებიდან არ გამომდინარეობს საკუთრების უფლების განკარგვის ზოგადი უფლებამოსილების განსაზღვრა. სასამართლოს მიაჩნია, რომ ასევე დაუშვებელია მხარდაჭერის სფეროდ განისაზღვროს ქონების იპოთეკით დატვირთვის ზოგადი უფლებამოსილება, რადგან იპოთეკა ქონების ხარჯზე მოთხოვნის უპირატესი დაკმაყოფილების უფლებას ანიჭებს იპოთეკარს, რის გამოც მხარდამჭერისათვს ამ უფლების მინიჭება უზრუნველყოფილი მოთხოვნის პირობების შესწავლის გარეშე დაუშვებელია, რადგან საფრთხეს უქმნის ქონებაზე დ----- ჯ----–---–ის უფლებებს.
ნ-----–- ჯ----–---–ი სასამართლო გადაწყვეტილებით დანიშნულია დ----- ჯ----–---–ის მხარდამჭერად, იგი ამ მოვალეობას ჯეროვნად ასრულებს, რის გამოც იგი უნდა დაინიშნოს დ----- ჯ----–---–ის მხარდამჭერად 2017 წლის 6 აპრილს გარდაცვლილი ჯემალ ჯ----–---–ისაგან მემკვიდრეობით მიღებული ყველა მიღებული სამკვიდრო ქონების მართვის და განკარგვის სფეროში
7. საპროცესო ხარჯები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 36318-ე მუხლის მეოთხე ნაწილის შესაბამისად განმცხადებელი გათავისუფლებულია პირის მხარდამჭერის მიმღებად ცნობის შესახებ საქმის განხილვასთან დაკავშირებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-ე, 244-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 36313-36324-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. დაკმაყოფილდეს ნ-----–- ჯ----–---–ის განცხადება;
2. დ----- ჯ----–---–ი (დაბ. 1974 წლის 7 სექტემბერს, პ/ნ 3----------) ცნობილი იქნეს მხარდაჭერის მიმღებად შემდეგ დამატებით სფეროებში -
მამის 2017 წლის 6 აპრილს გარდაცვლილი ჯემალ ჯ----–---–ისაგან 2018 წლის 9 მარტს გაცემულ სამკვიდროს მოწმობით მიღებული სამკვიდრო ქონების მართვის და განკარგვის სფეროში შემდეგი უფლებამოსილებების განსახორციელებლად.
მემკვიდრეობით მიღებული უძრავი ქონების - გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალაში მდებარე 2301 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულის მიწის ნაკვეთი (კოდი 8-----------) და ქ. თბილისში, დიდი დიღომი, მე-4 მკ/რნ N2 კორპუსის მიმდებარედ არსებული ნაკვეთი 430 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (N07/021) (კოდი 0---------------)- აღრიცხოს საჯარო რეესტრში, დადოს ნებისმიერი ფორმით მათი განკარგვის გარიგება, გარდა საკუთრების უფლების გასხვისების განკარგვის და სანივთო უფლებით განკარგვისა.
საკუთრებად აღრიცხოს მემკვიდრეობით მიღებული სატრანსპორტო საშუალება რომლის რეკვიზიტებია: სანომრე ნიშნები - YNY364, მარკა-მოდელი - მერსედეს ბენც A 160, ფერი რუხი 6/8, გამოშვების წელი - 2003, საიდენტიფიკაციო ნომერი-WDB1681332J998938, სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობა-AL0146416, გაცემული 11/05/2013 წ, დადოს ნებისმიერი ფორმით მისი განკარგვის გარიგება, ხოლო გარიგებით მიღებული თანხიდან დ----- ჯ----–---–ის კუთვნილი სამკვიდრო წილის პროპორციული თანხა განათავსოს მის ანგარიშზე და თანხის განკარგვის შემთხვევაში იგი გამოყენებული იქნას დ----- ჯ----–---–ის მკურნალობის ან მისი სხვა საჭიროებებისათვის.
3. დ----- ჯ----–---–ის მხარდამჭერად დაინიშნოს ნ-----–- ჯ----–---–ი (პირადი №1----------). მხარდამჭერს მიენიჭოს უფლება გადაწყვეტილების მე-2 პუნქტით განსაზღვრულ საქმიანობის სფეროებში უფლებამოსილებები განახორციელოს პირადად, დამოუკიდებლად დ----- ჯ----–---–ის სახელით და მისი ინტერესების შესაბამისად.
4. მხარდაჭერის ვადა და გადასინჯვის პერიოდულობა განისაზღვროს 2018 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილებით დადგენილი ვადით_ 5 წლით, რაც აითვლება 2018 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან;
5. განემარტოს მხარდამჭერს, რომ იგი ვალდებულია მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში, რომელიც 6 თვეს არ უნდა აღემატებოდეს, აღნიშნულ ორგანოს მიაწოდოს სასამართლოს გადაწყვეტილებით მისთვის განსაზღვრული მოვალეობების შესრულების შესახებ ინფორმაცია. ამ ინფორმაციაში მხარდამჭერი მიუთითებს მის მიერ მხარდაჭერის გაწევასთან დაკავშირებულ თავისებურებებს.
6. მხარდამჭერი ვალდებულია სასამართლოს დაუყოვნებლივ მიმართოს შუამდგომლობით მხარდაჭერის ფარგლების შეცვლის/მხარდაჭერის გაუქმების შესახებ, თუ აღარ არსებობს ან შეიცვალა ის საფუძველი, რომლის გამოც მხარდაჭერის მიმღებს მხარდაჭერა დაუწესდა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მხარდაჭერის მიმღებმა ან მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანომ უკვე მიმართა სასამართლოს.
7. თუ მხარდაჭერის მიმღებს სურს, მხარდამჭერი თავისი მოვალეობისაგან განთავისუფლდეს, იგი შესაბამისი მოთხოვნით მიმართავს სასამართლოს. ასეთ შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანამდე მხარდამჭერს უჩერებს უფლებამოსილებას და მისი მოვალეობების შესრულებას აკისრებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს სპეციალურად უფლებამოსილ პირს (რომელზედაც ვრცელდება მხარდამჭერისთვის კანონით დადგენილი უფლებები და მოვალეობები).
8. მხარდაჭერა შეწყდება, თუ: ა) მხარდაჭერის მიმღები გარდაიცვალა; ბ) მიზეზი, რომლის გამოც მხარდაჭერა დაწესდა, აღარ არსებობს. მხარდაჭერის მიმღების გარდაცვალების შემთხვევაში მხარდაჭერა შეწყდება მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს გადაწყვეტილებით, ხოლო იმ შემთხვევაში თუ აღარ არსებობს მიზეზი, რომლის გამოც მხარდაჭერა დაწესდა, შეწყდება სასამართლოს გადაწყვეტილებით.
9. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ვალდებულია დაიცვას და გააძლიეროს მხარდაჭერის მიმღებები და დაეხმაროს მხარდამჭერებს თავიანთი მოვალეობების შესრულებაში, რათა მათ ხელი შეუწყონ მხარდაჭერის მიმღებებს არჩევანის გაკეთებასა და გადაწყვეტილების მიღებაში. მხარდამჭერის საქმიანობაზე ზედამხედველობას ახორციელებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო მხარდაჭერის მიმღების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ზედამხედველობის მიზანია მხარდამჭერის მიერ სასამართლოს გადაწყვეტილებითა და საქართველოს კანონმდებლობით მისთვის განსაზღვრული მოვალეობების შესრულების კონტროლი, მხარდაჭერის მიმღების უნარების განვითარების შეფასება და შესაბამისი რეაგირება.
10. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ვალდებულია შეამოწმოს მხარდამჭერის მიერ განხორციელებული მოქმედებების სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილ ფარგლებთან შესაბამისობა გეგმური შემოწმებით, რომელიც ტარდება ა) 6 თვეში ერთხელ; ბ) სასამართლოს მიერ განსაზღვრული პერიოდულობით; გ) თავისი ინიციატივით, შემხვედრი აუცილებლობიდან გამომდინარე, თუ არსებობს ინფორმაცია მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ჩარევის საჭიროების შესახებ, მხარდამჭერის მიერ მისთვის დაკისრებული მოვალეობების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით მიღებული ნებისმიერი ინფორმაციის შემოწმებით და ფაქტობრივი ზედამხედველობით.
11. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ვალდებულია, მას შემდეგ რაც მხარდამჭერი მიაწვდის სასამართლოს გადაწყვეტილებით მისთვის განსაზღვრული მოვალეობების შესრულების შესახებ ინფორმაციას, საჭიროების შემთხვევაში, თავისი ინიციატივით განახორციელოს მხარდამჭერის საქმიანობაზე ფაქტობრივი ზედამხედველობა.
12. მხარდამჭერის მიერ მისთვის დაკისრებული მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო მიმართავს სასამართლოს მხარდამჭერის თავისი მოვალეობებისაგან განთავისუფლების მოთხოვნით. ასეთ შემთხვევაში, სასამართლო, გადაწყვეტილების გამოტანამდე მხარდამჭერს უჩერებს უფლებამოსილებას და მისი მოვალეობების შესრულებას აკისრებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს სპეციალურად უფლებამოსილ პირს (რომელზედაც ვრცელდება მხარდამჭერისთვის კანონით დადგენილი უფლებები და მოვალეობები);
13. გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 3 დღისა გაეგზავნოს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მხარდაჭერის მიმღების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
14. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-14 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
15. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე დიანა გოგატიშვილი