უძრავი ნივთი შეიძლება სხვა პირს გადაეცეს სარგებლობაში ისე, რომ იგი უფლებამოსილია, როგორც მესაკუთრემ, გამოიყენოს ეს ნივთი და არ დაუშვას მესამე პირთა მიერ მისით სარგებლობა, მაგრამ მესაკუთრისაგან განსხვავებით, მას არა აქვს ამ ნივთის გასხვისების, იპოთეკით დატვირთვის ან მემკვიდრეობით გადაცემის უფლება (უზუფრუქტი). ამ ნივთის გაქირავების ან იჯარით გადაცემისათვის საჭიროა მესაკუთრის თანხმობა. უზუფრუქტის გაუქმების შემდეგ მესაკუთრე ხდება არსებული ქირავნობის ან იჯარის ურთიერთობების მონაწილე.
საქართველოს 2005 წლის 30 ივნისის კანონი №1826 - სსმ I, №41, 19.07.2005წ., მუხ.2
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (26.06.1997).
წინა რედაქცია (24.07.1997 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 242. ცნება უძრავი ნივთი შეიძლება სხვა პირს გადაეცეს სარგებლობაში ისე, რომ იგი უფლებამოსილია, როგორც მესაკუთრემ, გამოიყენოს ეს ნივთი და არ დაუშვას მესამე პირთა მიერ მისით სარგებლობა, მაგრამ, მესაკუთრისაგან განსხვავებით, მას არა აქვს ამ ნივთის გასხვისების, იპოთეკით დაგტვირათვების ან მემკვიდრეობით გადაცემის უფლება (უზუფრუქტი). ამ ნივთის გაქირავების ან იჯარით გადაცემისათვის საჭიროა მესაკუთრის თანხმობა. უზუფრუქტის გაუქმების შემდეგ მესაკუთრე ხდება არსებული ქირავნობის ან იჯარის ურთიერთობების მონაწილე. საქართველოს 2005 წლის 30 ივნისის კანონი №1826 - სსმ I, №41, 19.07.2005წ., მუხ.2
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(62)
საქმე №ას-1227-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.12.2022
…ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები №1-დან №10-ის ჩათვლით, ს/კ.....), რომლითაც მოპასუხე სარგებლობდა, შესაბამისად, ვინაიდან მოსარჩელე 2016 წლის 24 აგვისტოდან 2017 წლის 24 აგვისტომდე უძრავი ქონების უზუფრუქტუარი იყო ( სსკ-ის 242-ე მუხლი ადგენს: უძრავი ნივთი შეიძლება სხვა პირს გადაეცეს სარგებლობაში ისე, რომ იგი უფლებამოსილია, როგორც მესაკუთრემ, გამოიყენოს ეს ნივთი და არ დაუშვას მესამე…
საქმე №ას-385-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.12.2022
…ნივთის გამოთხოვა. ხელშეკრულებაზე უარის თქმის სამართლებრივ საფუძვლად მოსარჩელე შეცვლილ გარემოებაზე ( სსკ-ის 398.3 მუხლი) მიუთითებს. 20. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ უზუფრუქტუარის უფლებებს უზუფრუქტის საგნის მიმართ სსკ-ის 242-ე მუხლი (უძრავი ნივთი შეიძლება სხვა პირს გადაეცეს სარგებლობაში ისე, რომ იგი უფლებამოსილია, როგორც მესაკუთრემ, გამოიყენოს ეს ნივთი და არ დაუშვას მესამე პირთა…
საქმე №ას-471-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.07.2022
…დარიცხული საფასურის 1 126 004,90 ლარის ოდენობით, ასევე მის შემდგომ პერიოდში, ქონების სარგებლობისათვის ყოველთვიური საზღაურის (თვეში) 16 581 ლარის ოდენობით დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს; 4.35 სსკ-ის 242-ე მუხლის შესაბამისად უძრავი ნივთი შეიძლება სხვა პირს გადაეცეს სარგებლობაში ისე, რომ იგი უფლებამოსილია, როგორც მესაკუთრემ, გამოიყენოს ეს ნივთი და არ დაუშვას…
საქმე №ას-870-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.07.2022
…მუხლის „ა“ ქვეპუნქტი). 4.5. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 11 დეკემბრის #2300 განკარგულებით, მოსარჩელეს არაუმეტეს 25 წლით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, გადაეცა სადავო ქონება (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 242 მუხლი). 4.6. სადავო უძრავი ქონება დევნილთა კომპაქტურად ჩასახლების ობიექტი არ არის. 4.7. სადავო უძრავ ნივთს მოპასუხეები ფლობენ და, არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, არ…
საქმე №ას-406-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.10.2021
…(სადავო პერიოდი) უძრავი ქონების რეგისტრირებული უზუფრუქტუარი იყო, რაც მას ამ პერიოდში საიჯარო ქირის მოთხოვნის უფლებას წარმოუშობდა. 25. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ უზუფრუქტუარის უფლებებს უზუფრუქტის საგნის მიმართ სსკ-ის 242-ე მუხლი ადგენს: უძრავი ნივთი შეიძლება სხვა პირს გადაეცეს სარგებლობაში ისე, რომ იგი უფლებამოსილია, როგორც მესაკუთრემ, გამოიყენოს ეს ნივთი და არ დაუშვას მესამე…
საქმე №ას-274-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.07.2021
საქმე №ას-408-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.06.2021
საქმე №ას-44-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.05.2021
საქმე №ბს-1312(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.05.2021
საქმე №ას-953-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.04.2021
მუხლი 30. დისციპლინური გადაცდომის ცნება— საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დეპარტამენტში წვევამდელთა ჩარიცხვისა და სამხედრო სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ