1. სასყიდლიანი აღნაგობის უფლების ვადის გასვლის შემთხვევაში, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, მიწის ნაკვეთის მესაკუთრემ აღნაგობის უფლების მქონეს უნდა მისცეს ანაზღაურება ამ ნაკვეთზე აღმართული ნაგებობის ღირებულების ორი მესამედის ოდენობით.
2. მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს შეუძლია აღნაგობის უფლების მქონეს ანაზღაურების გადახდის სანაცვლოდ გაუგრძელოს აღნაგობის უფლება ამ ნაკვეთზე აღმართული ნაგებობის არსებობის სავარაუდო ვადით, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. თუ აღნაგობის უფლების მქონე უარს იტყვის აღნაგობის უფლების ვადის გაგრძელებაზე, იგი კარგავს ანაზღაურების მოთხოვნის უფლებასაც.
3. აღნაგობის უფლების შეწყვეტისას აღნაგობის უფლების მქონეს არა აქვს უფლება წაიღოს ნაგებობა ან მისი შემადგენელი ნაწილები.
საქართველოს 2015 წლის 16 ოქტომბრის კანონი №4336 - ვებგვერდი, 20.10.2015
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 16.10.2015-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
წინა რედაქცია (24.07.1997 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 239. სასყიდლიანი აღნაგობის უფლების შეწყვეტა 1. თუ აღნაგობის უფლებასასყიდლიანი იყო, აღნაგობის უფლების ვადის გასვლის შემთხვევაში, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, მიწის ნაკვეთის მესაკუთრემ აღნაგობის უფლების მქონეს უნდა მისცეს სათანადო ანაზღაურება ამ ნაკვეთზე აღმართული ნაგებობის ათვის. სათანადო ანაზღაურებად არ ჩაითვლება თანხა, რომელიც არ შეადგენს ნაგებობის ღირებულების ორი მესამედს მაის ოდენცობით. 2. მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს შეუძლია აღნაგობის უფლების მქონეს ანაზღაურების გადახდის სანაცვლოდ აღნაგობის უფლების მქონეს გაუგრძელოს აღნაგობის უფლება ამ ნაკვეთზე აღმართული ნაგებობის არსებობის სავარაუდო ვადით, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. თუ აღნაგობის უფლების მქონე უარს იტყვის ამ ღნაგობის უფლების ვადის გაგრძელებაზე, მაშინ იგი კარგავს ანაზღაურების მოთხოვნის უფლებასაც. 3. აღნაგობის უფლების შეწყვეტისას აღნაგობის უფლების მქონეს არა აქვს უფლება წაიღოს ნაგებობა ან მისი შემადგენელი ნაწილები.
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(68)
საქმე №ას-1118-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.09.2024
…სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის 237-ე მუხლის თანახმად, ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებით გამყიდველი კისრულობს გადასცეს ქონება მყიდველს საკუთრებად, ხოლო მყიდველი კისრულობს მიიღოს ქონება და გადაიხადოს მასში გარკვეული თანხა. ამავე კოდექსის 239-ე მუხლის თანახმად, სოფელში მდებარე საცხოვრებელი სახლის (სახლის ნაწილის) ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება უნდა იქნეს დადებული წერილობით და რეგისტრირებული…
საქმე №ას-1047-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.12.2023
…მისი საქმის განხილვას, ვინაიდან მიიღებს უარყოფით საპროცესო შედეგს, რასაც ითვალისწინებს საპროცესო კანონმდებლობა კანონით დადგენილი ვალდებულებებისა თუ სასამართლოს მითითებების შეუსრულებლობისათვის (სსსკ-ის 59-ე, 63-ე, 236-ე, 237-ე, 239-ე მუხლები). კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიები უსაფუძვლოა და დაუსაბუთებელი, რის გამოც მისი მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს. 20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე,…
საქმე №ბს-337(2კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.07.2023
…2013 წლის 31 იანვრის განჩინებით, 2012 წლის 28 დეკემბრის „ამინისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, გ.ვ-ე გათავისუფლდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 26 თებერვლის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილით დანიშნული სასჯელისაგან, ხოლო სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით…
საქმე №ას-666-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.01.2023
…და საბინაო კოდექსის 62-ე მუხლის თანახმად, წინამორბედ პირველ მესაკუთრეს (როგორც მოსარჩელის ოჯახის წევრს) პირველი უძრავი ქონებიდან მისი კუთვნილი წილის გასხვისების უფლება ჰქონდა, თუმცა მან ფართი იმ დროისათვის მოქმედი სსრ 1964 წლის სამოქალაქო კოდექსის 239-ე მუხლის დებულებათა დარღვევით გაასხვისა, რის გამოც მასა და პირველ მოპასუხეს შორის წარმოშობილი ნასყიდობის სამართალურთიერთობა ფორმადაუცველ…
საქმე №ას-179-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.05.2022
…16. სააპელაციო სასამართლომ აპელანტის არც ის მოსაზრება გაიზიარა, რომ სადავო ქონებაზე მას საკუთრების უფლება წარმოიეშვა 1987 წელს ყოფილ მესაკუთრესთან გაფორმებული ზეპირი ხელშეკრულების საფუძველზე. საქართველოს სსრ 1964 წლის სამოქალაქო კოდექსის 239-ე მუხლის თანახმად, სოფელში მდებარე საცხოვრებელი სახლის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება დადებული უნდა იყოს წერილობითი ფორმით და დარეგისტრირებული…
მუხლი 17. ქონების აღნაგობის უფლებით გადაცემა— მესტიის მუნიციპალიტეტის (თვითმმართველი ერთეულის) ქონების ფლობის, განკარგვის და ქონებით სარგებლობის წესის, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, საკუთრების უფლების მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ.