თუ მხარეთა შეთანხმებით აღნაგობის უფლების გასასხვისებლად ან გასაქირავებლად საჭიროა მიწის ნაკვეთის მესაკუთრის თანხმობა, მესაკუთრეს შეუძლია უარი თქვას ამ თანხმობის გაცემაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საამისოდ არსებობს მნიშვნელოვანი საფუძველ
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი · რედაქცია 11.11.2025
მუხლი 235. აღნაგობის უფლების გასხვისება
სამოქალაქო კოდექსის 235-ე მუხლი · სკ 235
რედაქციის ისტორია
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
- საქმე №ას-104-2024
…რაც გამოიხატება როგორც უშუალოდ ამ უფლების გადაცემაში სხვა პირზე, ასევე ამ უფლების საფუძველზე აშენებული ნაგებობის უფლებრივ დატვირთვაში. მეაღნაგეს შეუძლია აშენებული ნაგებობის გაქირავება, იჯარით გაცემა და იპოთეკით დატვირთვაც კი. სამოქალაქო კოდექსის 235-ე მუხლით, თუ მხარეთა შეთანხმებით აღნაგობის უფლების გასასხვისებლად ან გასაქირავებლად საჭიროა მიწის ნაკვეთის მესაკუთრის თანხმობა, მესაკუთრეს შეუძლია უარი თქვას ამ თანხმობის გაცემაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საამისოდ არსებობს მნიშვნელოვანი საფუძველი.
- საქმე №ას-1425-2020
სასამართლოს უნდა გამოეყენებინა მითითებული კოდექსის 235-ე მუხლი, სადაც საკუთრების უფლების წარმოშობის სამართლებრივი საფუძვლებია წარმოდგენილი და გათვალისწინებულია, რომ ოჯახს მხოლოდ ერთი საკუთრება შეიძლება ჰქონდეს.
- საქმე №ას-928-2020
…ნაკვეთის მესაკუთრის თანხმობის აუცილებლობა, ამიტომ უძრავი ქონების განკარგვა მეაღნაგის მხრიდან მესაკუთრის თანხმობაზე იყო დამოკიდებული. 21.განსახილველი საკითხის შეფასებისას, ამავდროულად, საყურადღებოა, სსკ-ის 233.1, 234.2, 234.3 და 235-ე მუხლების შემდეგი დათქმები: მიწის ნაკვეთი შეიძლება სხვა პირს გადაეცეს ვადიან სარგებლობაში ისე, რომ მას ჰქონდეს ამ ნაკვეთზე ან მის ქვეშ რაიმე ნაგებობის აღმართვის უფლება, ასევე, ამ უფლების გასხვისების, მემკვიდრეობით გადაცემის, თხოვების, გაქირავების უფლება (აღნაგობის უფლება);
- საქმე №ას-556-2019
გარდა ამისა, უდავოა, რომ ამ ხელშეკრულების საფუძველზე მესამე მოპასუხისათვის გადაცემული ერთ-ერთი მიწის ნაკვეთი წარმოადგენს საზიარო საგანს და მისი განკარგვისათვის, სამოქალაქო კოდექსის 234-ე მუხლის პირველი ნაწილის, 235-ე მუხლის, 173-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 953-ე, 956-ე- 957-ე და 959-ე მუხლების თანახმად, გარდა ქ.ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიისა, საჭირო იყო სხვა თანამესაკუთრეთა თანხმობა, ამგვარი თანხმობა გაცემული არ არის.
- საქმე №ას-532-873-05
გამომდინარე აღნიშნულიდან საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებით თაობაზე უნდა ეცნობებინა საქმის განხილვაში მონაწილე წარმომადგენლისათვის სსკ-ის 70-78-ე მუხლების შესაბამისად, რაც არ ეწინააღმდეგება ამავე კოდექსის 235-ე მუხლის დანაწესს. საქმის მასალების მიხედვით დ.გ.-ის წარმომადგენელმა პ.ლ.-მ გასაჩივრებული განჩინების ასლი 2005წ.
- საქმე №3გ/ად-188-კ-03
- საქმე №3კ/1188-02
- საქმე №3კ/639-02
- საქმე №3კ/939-01
- საქმე №330210118002601430
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 17. ქონების აღნაგობის უფლებით გაცემა
- მუხლი 17. ქონების აღნაგობის უფლებით გაცემა
- მუხლი 17. გორის თვითმმართველი ერთეულის ქონების აღნაგობის უფლებით გადაცემა
- მუხლი 17. ლენტეხის თვითმმართველი ერთეულის ქონების აღნაგობის უფლებით გადაცემა
- მუხლი 17. ქონების აღნაგობის უფლებით გადაცემა
- მუხლი 18. კასპის თვითმმართველი ერთეულის ქონების აღნაგობის უფლებით გადაცემა
მეზობელი მუხლები
- მუხლი 206. მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალების შეწყვეტა ვალის გადაკისრებისას
- მუხლი 207. მოთხოვნის დათმობა კანონის ძალით
- მუხლი 208. მრავალბინიან სახლში ინდივიდუალური საკუთრების საგნის (ბინის ან/და არასაცხოვრებელი ფართობის) შეძენის საფუძვლები
- მუხლი 209. გაქირავებული ბინის შეძენა
- მუხლი 233. ცნება
- მუხლი 234. აღნაგობის უფლების წარმოშობა, შეძენა და შეწყვეტა. საკუთრება აღნაგობაზე
- მუხლი 236. საზღაური აღნაგობის უფლებისათვის
- მუხლი 237. აღნაგობის უფლების რეგისტრაცია
- მუხლი 238. აღნაგობის უფლების შეწყვეტა
- მუხლი 239. სასყიდლიანი აღნაგობის უფლების შეწყვეტა
- მუხლი 240. ანაზღაურების მოთხოვნის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025. გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“, მუხლი 235, №786, 26.06.1997, სარეგისტრაციო კოდი 040.000.000.05.001.000.223 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/31702/muxli-235/