მუხლი 234. აღნაგობის უფლების წარმოშობა, შეძენა და შეწყვეტა. საკუთრება აღნაგობაზე
1. აღნაგობის უფლების წარმოშობისა და შეძენის მიმართ შესაბამისად გამოიყენება უძრავი ნივთის შეძენის წესები.
2. აღნაგობის უფლების საფუძველზე აშენებული ნაგებობა ითვლება აღნაგობის უფლების არსებით შემადგენელ ნაწილად და რეგისტრირდება აღნაგობის უფლების მქონე პირის საკუთრებად.
3. აღნაგობის უფლების შეწყვეტისას აღნაგობის უფლების საფუძველზე აშენებული ნაგებობა ხდება მიწის ნაკვეთის არსებითი შემადგენელი ნაწილი.
საქართველოს 2010 წლის 27 აპრილის კანონი №2978 - სსმ I, №24, 10.05.2010წ., მუხ.1
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (26.06.1997).
წინა რედაქცია (24.07.1997 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 234. აღნაგობის უფლების წარმოშობის საფუ, შეძენა და შეწყვლეტა. საკუთრებია აღნაგობაზე 1. აღნაგობის უფლების წარმოშობისა და შეძენის მიმართ შესაბამისად გამოიყენება უძრავი ნივთების შეძენის წესები. 2. აღნაგობის უფლების საფუძველზე აშენებული ნაგებობა ითვლება აღნაგობის უფლების არსებით შემადგენელ ნაწილად და რეგისტრირდება აღნაგობის უფლების მქონე პირის საკუთრებად. 3. აღნაგობის უფლების შეწყვეტისას აღნაგობის უფლების საფუძველზე აშენებული ნაგებობა ხდება მიწის ნაკვეთის არსებითი შემადგენელი ნაწილი. საქართველოს 2010 წლის 27 აპრილის კანონი №2978 - სსმ I, №24, 10.05.2010წ., მუხ.1
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(44)
საქმე №ას-1332-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.03.2025
…უფლების რეგისტრაციის თარიღად განისაზღვრა 20.07.2022 წელი, შესაბამისად, მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის წარმოშობის, ხელშეკრულების გაფორმების ვადად განხილული უნდა იყოს სწორედ 20.07.2022 წელი. სამოქალაქო კოდექსის 233-ე, 234-ე, 183-ე მუხლებიდან გამომდინარე, საკუთრების უფლების მსგავსად, აღნაგობის შემთხვევაშიც აღნაგობის ხელშეკრულება ძალაში შედის და მოქმედებს საჯარო რეესტრში რეგისტრაციის…
საქმე №ას-104-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.05.2024
…ამ ნაკვეთზე ან მის ქვეშ რაიმე ნაგებობის აღმართვის უფლებით. ასევე, ამ უფლების გასხვისების, მემკვიდრეობით გადაცემის, თხოვების, გაქირავების უფლებას. აღნაგობის ხელშეკრულების მხარეები არიან მიწის ნაკვეთის მესაკუთრე და მეაღნაგე. 13. ამავე კოდექსის 234-ე მუხლის მიხედვით, აღნაგობის უფლების წარმოშობისა და შეძენის მიმართ შესაბამისად გამოიყენება უძრავი ნივთის შეძენის წესები. აღნაგობის უფლების საფუძველზე…
საქმე №ას-287-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.04.2023
…უფლების მქონესაც, ამავე კანონის 4.1. მუხლი ადგენდა, რომ ამ კანონის საფუძველზე საკუთრების, იჯარის, აღნაგობის, ქირავნობისა და უზუფრუქტის უფლებების სამართლებრივი საკითხები განისაზღვრებოდა სსკ-ით. ყოველივე ეს ნიშნავდა სსკ-ის 234-ე და 237-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვას, კერძოდ, უძრავი ნივთის შეძენის წესების (ხელშეკრულებების დადების მომენტში მოქმედი რედაქციით სსკ-ის 183-ე მუხლის პირველი ნაწილი…
საქმე №ბს-507(2კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.10.2022
…პირველ ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკანონმდებლო დონეზე განსხვავებული რეგულაციებიდან გამომდინარე, იჯარისა და აღნაგობის ხელშეკრულებების ერთსა და იმავე ხელშეკრულების ქვეშ მოქცევა გამოირიცხება. კასატორი აგრეთვე ყურადღებას ამახვილებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 234-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 183-ე მუხლის პირველ ნაწილზე და აღნიშნავს, რომ აღნაგობის უფლების წარმოშობისათვის აუცილებელია მისი…
საქმე №ას-928-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.03.2022
…რომ მისი კონტრაგენტი მეაღნაგე იყო და არა - მესაკუთრე, ანუ მას, სხვისი საკუთრებით შეზღუდული სარგებლობის უფლება გააჩნდა. აღნაგობის უფლება თავისივე არსში უფლების დროებით სარგებლობას მოიცავს, რაც კანონითაცაა რეგლამენტირებული. სსკ-ის 234.2 და 234.3 მუხლების თანახმად, აღნაგობის უფლების საფუძველზე აშენებული ნაგებობა აღნაგობის უფლების არსებით შემადგენელ ნაწილად ითვლება და არა მეაღნაგის საკუთრებად.…
საქმე №ბს-583(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.02.2022
საქმე №ბს-1221(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.02.2022
საქმე №ას-1121-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.12.2021
მუხლი 17. ქონების აღნაგობის უფლებით გადაცემა— მესტიის მუნიციპალიტეტის (თვითმმართველი ერთეულის) ქონების ფლობის, განკარგვის და ქონებით სარგებლობის წესის, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, საკუთრების უფლების მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ.
მუხლი 10. ქონების აღნაგობის უფლებით გადაცემა— დმანისის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის დამატებითი წესების, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, ნასყიდობის ხელშეკრულებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ