1. მიწის ნაკვეთის ან/და იმ მიწის ნაკვეთის, რომელზედაც დამაგრებულია შენობა-ნაგებობა აღნაგობის უფლებით გადაცემა ითვალისწინებს შესაბამისი განაცხადის საფუძველზე ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის ქონების სარგებლობაში გადაცემას ისე, რომ მას ჰქონდეს მიწისზედა ან/და მიწისქვეშა შენობა-ნაგებობის აღმართვის უფლება.
2. ქონების სასყიდლიანი აღნაგობის უფლებით გადაცემა შეიძლება განსაზღვრული გონივრული ვადით, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 99 (ოთხმოცდაცხრამეტ) წელს.
3. თუ აღნაგობის უფლების მქონე პირი აღნაგობის ურთიერთობის დამთავრების შემდეგ უკან არ აბრუნებს ქონებას, მაშინ მესაკუთრეს უფლება აქვს მოითხოვოს დაყოვნების განმავლობაში დათქმული საზღაურის გადახდა, როგორც ზიანის ანაზღაურება, ასევე მოითხოვოს აღნიშნული ქონებისათვის მიყენებული და სხვა სახის ზიანის ანაზღაურებ