1. ქონების ქირავნობის ფორმით გადაცემა ითვალისწინებს მისი ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის გადაცემას განსაზღვრული ვადით სასყიდლიან სარგებლობაში.
2. მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს შეუძლია ხელშეკრულების ვადამდე მოშლა შემდეგ შემთხვევებში:
ა) თუ დამქირავებელი, მისი გაფრთხილების მიუხედავად, გაქირავებულ ქონებას მნიშვნელოვნად აზიანებს ან ასეთი დაზიანების რეალურ საშიშროებას უქმნის;
ბ) თუ დამქირავებელი არ იხდის ქირას, გადახდის ვადის დადგომიდან 3 თვის განმავლობაში;
გ) მხარეთა შეთანხმებით;
დ) საქართველოს კანონით „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“ გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
3. თუ დამქირავებელი ქირავნობის ურთიერთობის დამთავრების შემდეგ უკან არ აბრუნებს გაქირავებულ ნივთს, მაშინ გამქირავებელს უფლება აქვს მოითხოვოს დაყოვნების განმავლობაში დათქმული ქირის გადახდა, როგორც ზიანის ანაზღაურებ