1. აუქციონატორი უფლებამოსილია შეწყვიტოს გამოცხადებული აუქციონი და ამოიღოს აუქციონიდან ლოტი, რის შესახებაც ინფორმაცია ქვეყნდება ელექტრონული აუქციონის გამოცხადებისათვის დადგენილი წესით. ასეთ შემთხვევაში აუქციონის მონაწილეს უბრუნდება გადახდილი ბე/საბანკო გარანტია.

2. აუქციონში მონაწილეობის მსურველის/გამარჯვებულის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის და ინფორმაციის სისწორესა და უტყუარობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება აუქციონში მონაწილეობის მსურველს/გამარჯვებულს.

3. პირობებიანი აუქციონის შემთხვევაში აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია საპრივატიზებო ქონების ნასყიდობის საბოლოო თანხა სრულად გადაიხადოს აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმით/ხელშეკრულებით დაწესებულ ვადაში, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ორ წელს.

თავი III

მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის დამატებითი პირობები და წესე