1. ქონების მიმღები ვალდებულია მისთვის გადაცემული ქონების გამოყენებისას დაიცვას აუქციონის ან/და პირდაპირი განკარგვის პირობები, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და უფლებამოსილი ორგანოს მოთხოვნისთანავე წარუდგინოს ინფორმაცია მათი შესრულების მიმდინარეობის შესახებ.
2. ქონების მიმღებს უფლება არა აქვს მიღებული ქონება ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში სარგებლობის უფლებით გადასცეს (მათ შორის, გააქირაოს, იჯარის, თხოვების ფორმით გადასცეს) ან სხვაგვარად დატვირთოს მუნიციპალიტეტთან შეუთანხმებლად. ამასთან, იგი პასუხისმგებელია მიღებული ქონების მოვლა-პატრონობასა და დაცვაზე.
3. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ქონების მიმღებ პირს ეძლევა წერილობითი გაფრთხილება, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა. პირგასამტეხლო განისაზღვრება ხელშეკრულებით, სახელშეკრულებო პირობებიდან გამომდინარე, კერძოდ:
ა) ქირის გადაუხდელობის შემთხვევაში – გადაუხდელი ქირის 0,1 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 5 (ხუთი) ლარისა, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
ბ) საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში – დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0,1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
4. სარგებლობის პირობების და ვალდებულებების შეუსრულებლობის განმეორებით გამოვლენის შემთხვევა და/ან დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა მუნიციპალიტეტის მიერ მიიჩნევა სარგებლობის ხელშეკრულების ცალმხრივი მოშლის საფუძვლად. ქონების მიმღებ პირს არ უბრუნდება გადახდილი თანხა და არ აუნაზღაურდება ქონებაზე მის მიერ გაწეული სხვა ხარჯები.
5. მუნიციპალიტეტის ქონების უსასყიდლო აღნაგობის, უსასყიდლო უზუფრუქტის და თხოვების ფორმებით სახელმწიფო და ავტონომიური რესპუბლიკების ორგანოების, სხვა მუნიციპალიტეტების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების (გარდა პოლიტიკური პარტიებისა), მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების და მუნიციპალიტეტის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული საწარმოებისათვის გადაცემის შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო იტოვებს უფლებას, რომ ხელშეკრულებაში გაითვალისწინოს ნებისმიერ დროს გადაცემული ქონების დაბრუნება და ამ მიზნით ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტა.
დანართი №2
ქონების პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი
ოქმი (ადმინისტრაციული დაპირება)
ოქმი №-------
––– –––– –––––––– ქ. დმანისი
რიცხვი თვე წელი
წინამდებარე ოქმი გაიცა
___________________________________________________________________________________________
აუქციონში გამარჯვებულის (მყიდველის) ფიზიკური პირის სახელი, გვარი/იურიდიული პირის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, სახელწოდება, პირადი ნომერი
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------საიდენტიფიკაციო კოდი, მისამართი და წარმომადგენლის/მინდობილი პირის სახელი, გვარი და უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
მასზედ, რომ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილებით დამტკიცებული წესის მოთხოვნების შესაბამისად,________________________________________________________________________________________
ქონების დასახელება, მისამართი, მონაცემები შესაბამისი რეესტრიდან
ქონების საწყისი საპრივატიზებო საფასური
_______ ______________________ ლარი,(ციფრებით) (სიტყვიერად)
შემდგომში დმანისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების, პრივატიზების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ვებგვერდზე – www.eauction.ge მოწყობილ აუქციონზე ჩატარებული აუქციონის შესახებ ინფორმაცია:
აუქციონის დაწყების თარიღი: __________________________
აუქციონის დამთავრების თარიღი: ______________________
აუქციონის № __________________________________________
აუქციონის ლოტის № _________________________________
ბიჯის ოდენობა ______________________________________
საგარანტიო თანხის ოდენობა____________________________
მის მიერ შემოთავაზებული ყველაზე მაღალი ფასის ______ (______________________) ლარის
(ციფრებით) (სიტყვიერად)
საფუძველზე, ის გამოვლინდა გამარჯვებულად და მას საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილების და წინამდებარე ოქმით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით, საკუთრებაში გადაეცემა
____________________________________________________________
(ქონების დასახელება, მონაცემები შესაბამისი რეესტრიდან/მარეგისტრირებელი ორგანოდან,მათ შორის ინფორმაცია ქონების დატვირთვის ან/და ვალდებულებების თაობაზე
____________________________________________________________________________________________
საკადასტრო/საიდენტიფიკაციო კოდი, სარეგისტრაციო ნომერი, უძრავი ქონების ფართობი, ქონების სხვა აღწერილობა)
შემდგომში – ქონება. აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის საფუძველზე, _____________ კალენდარული დღის ვადაში, დმანისის მუნიციპალიტეტის მერსა და დმანისის მუნიციპალიტეტის ქონების შემძენს შორის ფორმდება წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულება.
- მყიდველი ვალდებულია აუქციონზე შეძენილი ქონების ფასი
___________________ (__________________________) ლარი
(ციფრებით) (სიტყვიერად)
სრულად გადაიხადოს ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან ____________ კალენდარული დღის ვადაში, შემდეგ საბანკო ანგარიშის ნომერზე:
სახაზინო კოდი ___________________
- აუქციონში გამარჯვებულ პირს ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია ეთვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას;
- აუქციონის შედეგები უქმდება და აუქციონში გამარჯვებულის მიერ წარდგენილი /გადახდილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/ბე სრულად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში, თუ:
ა) აუქციონში გამარჯვებულმა ნასყიდობის ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი განაცხადა;
ბ) აუქციონში გამარჯვებულმა, აუქციონატორის მიერ განსაზღვრულ ვადაში, სრულად არ გადაიხადა დმანისის მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრული ღირებულება.
- ოქმის მოქმედების პერიოდში შესაბამისი ხელშეკრულებით გათვალისწინებული დმანისის მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების ღირებულების სრულად დაფარვამდე, დმანისის მუნიციპალიტეტის ქონების შემძენს ქონება გადაეცემა პირობადებულ საკუთრებაში, ამასთან, ქონების შემძენს, საკუთრების უფლების დადასტურებამდე, დმანისის მუნიციპალიტეტის მერთან შეთანხმების გარეშე არა აქვს უფლება, დმანისის მუნიციპალიტეტის მიერ გადაცემული ქონება საკუთრებაში ან სარგებლობის უფლებით გადასცეს სხვა პირს ან უფლებრივად დატვირთოს, ამასთან, იგი პასუხისმგებელია მიღებული ქონების მოვლა-პატრონობასა და დაცვაზე.
- დმანისის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას, ქონების შემძენზე საკუთრების უფლება გადადის შეძენილი ქონების ღირებულების სრულად გადახდის, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემისა და შეძენილი ქონების შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ;
- თუ მყიდველი უპირობო აუქციონში გამარჯვებისას დადგენილ ვადებში არ გადაიხდის ქონების სრულ ღირებულებას, მას არ გადაეცემა საკუთრების უფლება დმანისის მუნიციპალიტეტის ქონებაზე, ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია არ დაუბრუნდება და გაწეული ხარჯები არ აუნაზღაურდება.
- წინამდებარე ოქმთან დაკავშირებული სადავო საკითხები განიხილება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
- მესაკუთრე უფლებამოსილია, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, 5 წელიწადში ერთხელ, განახორციელოს სარგებლობის საფასურის გადახედვა. სარგებლობის შეცვლილი საფასურის შესახებ ინფორმაციას მესაკუთრე მოსარგებლეს ატყობინებს წერილობითი შეტყობინებით. წერილობითი შეტყობინებიდან ერთი თვის ვადაში მხარეთა შორის შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, მესაკუთრე უფლებამოსილია, ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება.
- აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი არის დმანისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს დაპირება, რომელიც შედგენილია ქართულ ენაზე 3 (სამი) თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ეგზემპლარად, ერთი რჩება გამყიდველს, ხოლო ორი გადაეცემა მყიდველს.
- ოქმს, რომელიც გამყიდველთან რჩება, თან ერთვის:
ა) შესაბამისი სარეგისტრაციო მოწმობა;
ბ) იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი იურიდიული პირია – მყიდველის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, წესდება და წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში – უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება;
გ) იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი მოქმედებს წარმომადგენლის მეშვეობით
– წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
მყიდველი ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება წინამდებარე ოქმის შინაარსს და სრული ნებაყოფლობის საფუძველზე ხელს აწერს მას.
აუქციონატორი: / -------------------------- / /----------------------/
სახელი, გვარი ხელმოწერა
აუქციონში გამარჯვებული პირი (მყიდველი) : / ---------------------/ / -------------------------/
სახელი, გვარი ხელმოწერა.
დანართი №3
ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი
ოქმი (ადმინისტრაციული დაპირება)
ოქმი №
-------- ------ -------------- ქ. დმანისი
რიცხვი თვე წელი
წინამდებარე ოქმი გაიცა
--------------------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------
აუქციონში გამარჯვებულის (მყიდველის) ფიზიკური პირის სახელი, გვარი/იურიდიული პირის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, სახელწოდება, პირადი ნომერი/საიდენტიფიკაციო კოდი, მისამართი და წარმომადგენლის/მინდობილი პირის სახელი, გვარი და უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
მასზედ, რომ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილებით დამტკიცებული წესის მოთხოვნების შესაბამისად,--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ქონების დასახელება, მისამართი, მონაცემები შესაბამისი რეესტრიდან
დმანისის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ვებგვერდზე – www.eauction.ge მოწყობილ აუქციონის
ჩატარებული ელექტრონული აუქციონის შესახებ ინფორმაცია:
აუქციონის დაწყების თარიღი: --------------------------------------
აუქციონის დამთავრების თარიღი: --------------------------------
აუქციონის № --------------------------------------------------------
აუქციონის ლოტის № -----------------------------------------------
ბიჯის ოდენობა ------------- (-------------------------------------) ლარი
(ციფრებით) (სიტყვიერად)
საგარანტიო თანხის ოდენობა ------------- (----------------------------------------------------) ლარი
(ციფრებით) (სიტყვიერად)
ქონების სარგებლობის საწყისი საფასური (ქირის ოდენობა) -------(----------------------------) ლარი,(ციფრებით) (სიტყვიერად)
საფუძველზე, ის გამოვლინდა გამარჯვებულად (შემდგომში – მოსარგებლე) და მას საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და ,,მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილებით დამტკიცებული წესის მოთხოვნების შესაბამისად, ოქმით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით სარგებლობაში გადაეცემა
------------------------------------------------------------------------------------------------
-----------------------------------------------------------------------------------------------
(ქონების დასახელება, მონაცემები საჯარო რეესტრიდან, მათ შორის, ინფორმაცია უძრავი ქონების დატვირთვის ან/და ვალდებულებების თაობაზე, საკადასტრო კოდი, უძრავი ქონების ფართობი, ქონების სხვა აღწერილობა)
სარგებლობის ფორმა -------------------------------------------------------------------;
სარგებლობაში გაცემის ვადა ----------------------------------------------------------;
აუქციონში გამარჯვებულ პირს შეტანილი ბე --------– ეთვლება სარგებლობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ბოლო წლის გადასახდელი ქირის ოდენობაში. აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია:
1. აუქციონში გამარჯვებული (მოსარგებლე) ვალდებულია ოქმის საფუძველზე, არაუმეტეს 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღის ვადაში აუქციონატორთან გააფორმოს სარგებლობის ხელშეკრულება, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია ქონების ქირის საფასური გადაიხადოს სარგებლობის ხელშეკრულების გაფორმებიდან ყოველკვარტალურად მომდევნო თვის ათ რიცხვამდე, შემდეგ საბანკო ანგარიშზე: სახაზინო კოდი -----------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------------------
3. აუქციონში გამარჯვებულ პირს შეტანილი ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია ეთვლება სარგებლობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ბოლო წლის გადასახდელი ქირის ოდენობაში.
4. აუქციონში გამარჯვებული (მოსარგებლე) ვალდებულია დაიცვას, დათქმულ ვადაში და ჯეროვნად შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი პირობები (პირობებიანი აუქციონის შემთხვევაში):
ა)-------------------------------------------------------------------------------;
ბ) ------------------------------------------------------------------------------;
გ) ------------------------------------------------------------------------------;
დ) ------------------------------------------------------------------------------;
ე) -------------------------------------------------------------------------------;
5. წინამდებარე ოქმთან დაკავშირებული სადავო საკითხები განიხილება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
6. ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი არის დმანისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს დაპირება, რომელიც შედგენილია ქართულ ენაზე 4 (ოთხი) თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ეგზემპლარად, ორი რჩება მესაკუთრეს, ხოლო ორი გადაეცემა მოსარგებლეს.
- ოქმს, რომელიც გამყიდველთან რჩება, თან ერთვის:
ა) ამონაწერი შესაბამისი რეესტრიდან;
ბ) იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი იურიდიული პირია – მყიდველის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, წესდება და წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში - უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება;
გ) იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი მოქმედებს წარმომადგენლის მეშვეობით – წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
-მყიდველი ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება წინამდებარე ოქმის შინაარსს და სრული ნებაყოფლობის საფუძველზე ხელს აწერს მას.
აუქციონატორი: / -------------------------- /--------------------------------------/
ხელმოწერა სახელი, გვარი
აუქციონში გამარჯვებული პირი (მოსარგებლე): /----------------------- / -----------------------------------/
ხელმოწერა სახელი, გვარი
დანართი №4
ნასყიდობის ხელშეკრულება (პირობების გარეშე)
№-------------
___ ____ ____ ქ. დმანისი
რიცხვი თვე წელი
ხელშეკრულების მხარეები:
წინამდებარე ნასყიდობის ხელშეკრულება (შემდგომში – ხელშეკრულება ) გაფორმდა , ერთი მხრივ, დმანისის მუნიციპალიტეტის მერისა _____________________ (შემდგომში – ,,გამყიდველი “), და მეორე მხრივ, დმანისის მუნიციპალიტეტის ქონების შემძენს _____________________ (პ/ნ ____________) (შემდგომში – ,,მყიდველი”) წარმოდგენილი ______________________ (პ/ნ ________________) სახით, მოქმედი ___________________________________________________________________________ უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის რეკვიზიტები საფუძველზე , „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი’’ საქართველოს ორგანული კანონის 120-ე მუხლის მეორე ნაწილის, 20__) წლის ____________ № ___ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, ვდებთ წინამდებარე ხელშეკრულებას შემდეგზ