1. წინამდებარე ხელშეკრულების ფარგლებში „გამყიდველი“, „მყიდველს“, რომელიც არის დმანისის მუნიციპალიტეტის მიერ ___________________________ჩატარებულ აუქციონში გამარჯვებული პირი, ______________________ „აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის“ საფუძველზე გადასცემს დმანისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ _________________________________________________________________________________
(ქონების დასახელება , მონაცემები შესაბამისი რეესტრიდან /მარეგისტრირებელი ორგანოდან , მათ შორის ინფორმაცია ქონების დატვირთვის ან /და ვალდებულებების თაობაზე )
__________________________________________________________________________________ (საკადასტრო /საიდენტიფიკაციო კოდი , სარეგისტრაციო ნომერი , უძრავი ქონების ფართობი , ქონების სხვა აღწერილობა)
ქონებას (შემდგომში – „ხელშეკრულების საგანი “).
2. „გამყიდველი“ აცხადებს, რომ „ხელშეკრულების საგანი“ ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლოა და შეესაბამება აუქციონის განაცხადში აღნიშნულ პირობებს, რასაც „მყიდველი“ არ ხდის სადავოდ და წინამდებარე ხელშეკრულებას ხელმოწერით ადასტურებს .
3. „ხელშეკრულების საგანი“ ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეთანხმებული ხარისხისაა. თუ ხარისხი არ არის წინასწარ შეთანხმებული, მაშინ ნივთი უნაკლოდ ჩაითვლება, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი სარგებლობისთვის. ნაკლს უთანაბრდება, თუ გამყიდველი გადასცემს ნივთის მხოლოდ ერთ ნაწილს, სულ სხვა ნივთს, მცირე რაოდენობით, ან, თუ ნივთის ერთი ნაწილი ნაკლის მქონეა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ნაკლი არსებით გავლენას ვერ მოახდენს შესრულებაზე.
4. ამ მუხლის მიზნებისათვის უფლებრივად უნაკლო მდგომარეობის ქვეშ „მხარეები“ გულისხმობენ იმას, რომ მესამე პირს არ შეუძლია წაუყენოს მოთხოვნები „მყიდველს“ „ხელშეკრულების საგნის“ გამ