1.1. წინამდებარე ხელშეკრულების პირობების თანახმად, გამყიდველი ასხვისებს, ხოლო მყიდველი იძენს ყვარლის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთს (შემდგომში – ქონება) _________________________________________________________________ _____________________________________________________________________________________ (ქონების აღწერილობა, მათ შორის: მისამართი, ფართობი, დანიშნულება, საკადასტრო კოდი).

1.2. მყიდველი გადაიხდის საპრივატიზებო საფასურს ____________________ (სიტყვიერად) ___________________________________ ოდენობით, წინამდებარე ხელშეკრულების პირობების თანახმად, გამყიდველის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშ(ებ)ზე თანხის ჩარიცხვის გზით:

ბანკი: ________________________________

საბანკო კოდი: _________________________________

საპრივატიზებო საფასურისთვის ანგარიშის ნომერი: _____________________________________

1.3. საბოლოო ანგარიშსწორებისას მყიდველს გადახდილი ბე ეთვლება საპრივატიზებო შემოსულობის ნაწილად.

1.4. მყიდველი ვალდებულია ქონების საპრივატიზებო საფასური გადაიხადოს _____________ _____________________________________________ (აუქციონის ჩატარებიდან/ხელშეკრულების გაფორმებიდან)   ________________  კალენდარული დღის ვადაში.

1.5. თუ ვადის ბოლო დღე არ ემთხვევა სამუშაო დღეს, გადახდის დადგენილ ვადად ჩაითვლება მომდევნო სამუშაო დღე.

1.6. საპრივატიზებო საფასური გადახდილად ჩაითვლება მისი გამყიდველის ანგარიშზე ასახვის მომენტიდან.

2. მხარეთა უფლებები და მოვალეობები

2.1. მყიდველი ვალდებულია:

2.1.1. გადაიხადოს საპრივატიზებო საფასური 1.4 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში.

2.1.2. დაფაროს ქონების რეგისტრაციასთან დაკავშირებული ხარჯები.

2.1.3. ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში დაიცვას ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და მათ შესრულებაზე გამყიდველს წარუდგინოს ინფორმაცია ან/და ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი გამყიდველის მიერ დადგენილ ვადაში.

2.1.4. საპრივატიზებო საფასურის გადახდისას საგადახდო დოკუმენტის დანიშნულების ველში მიუთითოს აუქციონის ჩატარების თარიღი, აუქციონის ნომერი და ლოტის ნომერი ან ნასყიდობის ხელშეკრულების ნომერი და თარიღი.

2.1.5 გამყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში საპრივატიზებო საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი წარმოადგინოს 5 კალენდარული დღის ვადაში.

2.1.6 მყიდველი ვალდებულია,  შეძენილი ქონების შემდგომი გამოყენებისას დაიცვას აუქციონის ოქმითა და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები და მოთხოვნისთანავე, მათ შესრულებაზე წარუდგინოს ინფორმაცია გამყიდველს.

2.1.7 მყიდველზე საკუთრების უფლების დადასტურების შემდეგ, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების დადასტურებამდე მყიდველი უფლებამოსილია გამყიდველის წინასწარი წერილობით თანხმობის არსებობის შემთხვევაში, საპრივატიზებო ვალდებულებების შესრულების მიზნით, იპოთეკით დატვირთოს ქონება. ამასთან, იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო, იპოთეკით დატვირთული ქონების იპოთეკარის საკუთრებაში გადასვლისას ან ,,სააღსრულებლო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონით ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით რექლიზაციისას (მიუხედავად ასეთი რეალიზაციის ფორმისა) ახალ და ყოველი შემდგომ მესაკუთრეზე სრულად გადადის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მყიდველის ვალდებულებები. ვალდებულებების სრულად შესრულებამდე, მყიდველს არა აქვს უფლება გამყიდველის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე გაასხვისოს შეძენილი უძრავი ქონება. პრივატიზებული ქონების გასხვისების შემთხვევაში, აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია ქონება ახალ მესაკუთრეზე გაასხვისოს იგივე პირობებით, რაც გათვალისწინებულია  ოქმითა და წინამდებარე ხელშეკრულებით.

2.1.8 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების დასადასტურებლად, ხელშეკრულიბით გათვალისწინებულ ვადებში, გამყიდველს წარმოუდგინოს შესაბამისი აუდიტორული დასკვნები, რომლებიც შედგენილი უნდა იქნეს იმ აუდიტორის/აუდიტორული კომპანიის მიერ, რომელიც „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს 2016 წლის 8 ივნისის №5386 კანონის შესაბამისად რეგისტრირებულია აუდიტორების/აუდიტორული (აუდიტური) ფირმების სახელმწიფო რეესტრში და უფლებამოსილია განახორციელოს აუდიტორული საქმიანობა (მომსახურება).

2.1.9 ________________________________________________________________________________ _____________________________________________________________________________________

(ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შესაძლებელია კონკრეტული პირობის დამატება)

2.1.10 _______________________________________________________________________________ _____________________________________________________________________________________

(ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შესაძლებელია კონკრეტული პირობის დამატება)

2.2 გამყიდველი ვალდებულია:

2.2.1 წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში გასცეს ამ ვალდებულების სრულად ან მისი ნაწილის შესრულების წერილობითი დადასტურება, რაც შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში ვალდებულების გაუქმების ან მასში ცვლილების რეგისტრაციის საფუძველი