2.1 „უზუფრუქტუარი“ ვალდებულია:
2.1.1 უზრუნველყოს „ქონების“ „ხელშეკრულების“ 1.4 მუხლით განსაზღვრული მიზნით გამოყენება.
2.1.2 ხელშეკრულების 2.1.1 მუხლით დადგენილი ვალდებულების შესრულების დადასტურების მიზნით, არაუგვიანეს __________________ დღისა , მესაკუთრეს წარუდგინოს ,,ხელშეკრულების’’ 3.4 მუხლით გათვალისწინებული აუდიტორული დასკვნა.
2.1.3 „ქონებით“ სარგებლობისას დაიცვას „ხელშეკრულებით“ გათვალისწინებული პირობები და მესაკუთრის მოთხოვნისთანავე, მაგრამ არაუგვიანეს ასეთი მოთხოვნის მიღებიდან 10 (ათი) კალენდარული დღისა, ,,მესაკუთრეს’’ წარუდგინოს ინფორმაცია „ხელშეკრულებით“ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მდგომარეობის შესახებ.
2.1.4 დაფაროს „ხელშეკრულების“ სსიპ -საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში (შემდგომში - „საჯარო რეესტრი“) რეგისტრაციის ხარჯი, აგრეთვე „ხელშეკრულების“ გაფორმებასთან დაკავშირებული სხვა ხარჯები ასეთის არსებობის შემთხვევაში.
2.1.5 საკუთარი სახსრებით უზრუნველყოს უზუფრუქტით გადაცემული ,,ქონების’’ მოვლა და დაცვა. საკუთარი ხარჯით ჩაატაროს კაპიტალური და მიმდინარე რემონტი. უზუფრუქტუარი პასუხს არ აგებს სარგებლობის უფლებით გადაცემული ქონების ბუნებრივი ცვეთისთვის.
2.1.6 გადაიხადოს „ქონებით“ სარგებლობის ფარგლებში მიმდინარე კომუნალური გადასახადები.
2.1.7 თავისი უფლებების განხორციელებისას არ დაარღვიოს „მესაკუთრის“ უფლებები.
2.2 „უზუფრუქტუარს“ უფლება აქვს:
2.2.1 მოითხოვოს ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტა, თუ გადაცემული „ქონება“ განადგურდა ან გამოუსადეგარი გახდა ან თუ „მესაკუთრე“ არღვევს ხელშეკრულების პირობებს.
2.2.2 „მესაკუთრის“ წინასწარი წერილობითი თანხმობის საფუძველზე, „ქონება“ ან მისი ნაწილი გასცეს იჯარის ან ქირავნობის უფლებით.
2.2.3 მოითხოვოს უზუფრუქტის უფლებით გადაცემული ,,ქონების’’ დაბრუნება ნებისმიერი უკანონო მფლობელისგან, აგრეთვე „ქონებით“ სარგებლობის ყოველგვარი დაბრკოლების აღმოფხვრა და „ქონებისადმი“ მიყენებული ზიანის ანაზღაურება, რაც უნდა მოხმარდეს დაზიანებული „ქონების“ აღდგენას.
2.3 „მესაკუთრეს“ უფლება აქვს:
2.3.1 ნებისმიერ დროს, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესების დაცვით, შეუფერხებლად დაათვალიეროს ,,ქონება’’.
2.3.2 „ხელშეკრულების“ ვადის გასვლის, ცალმხრივად მოშლის ან სხვა მიზეზით „ხელშეკრულების“ შეწყვეტის შემთხვევაში, „უზუფრუქტუარის“ თანხმობის გარეშე ცალმხრივად გააუქმოს „საჯარო რეესტრში“ წინამდებარე „ხელშეკრულების“ რეგისტრაცია.
2.4 „მესაკუთრე“ ვალდებულია:
2.4.1 „უზუფრუქტუარს“ უსასყიდლო სარგებლობის უფლებით გადასცეს „ხელშეკრულების“ 1.1. მუხლში მითითებული „ქონება“, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებით, ,,ხელშეკრულების’’ მოქმედების ვადით.
2.4.2 უზუფრუქტით გადაცემულ ,,ქონებასთან’’ დაკავშირებით არ დადოს ისეთი გარიგება, რომელიც გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის „უზუფრუქტუარის" მიერ ამ ხელშეკრულების პირობების შესრულება