6.1 ნებისმიერი შეტყობინება და მიმოწერა მხარეებს შორის უნდა განხორციელდეს წერილობით, ქართულ ენაზე და გადაცემულ უნდა იქნას პირადად ან კურიერის მეშვეობით, ქვემოთ მითითებულ მისამართებზე ან სხვა მისამართზე წინასწარი შეტყობინებით.

6.2 ხელშეკრულების მიზნებისთვის მხარეთა რეკვიზიტებია:

6.2.1 გამყიდველის შემთხვევაში:

_______________________________________________________________________

_______________________________________________________________________

_______________________________________________________________________

6.2.2 მყიდველის შემთხვევაში:

_______________________________________________________________________

_______________________________________________________________________

_______________________________________________________________________

6.3 მყიდველი ვალდებულია შეატყობინოს გამყიდველს მის საიდენტიფიკაციო მონაცემებში ნებისმიერი ცვლილების, მათ შორის, მისამართის ცვლილების შესახებ, ამგვარი ცვლილების განხორციელებიდან არაუგვიანეს 10 (ათი) კალენდარული დღისა. წინააღმდეგ შემთხვევაში, გამყიდველის მიერ მყიდველის ძველ მისამართზე გაგზავნილი ნებისმიერი კორესპონდენცია, მათ შორის წერილობითი გაფრთხილება, ჩაითვლება ჩაბარებულად.

6.4 ხელშეკრულების 6.3 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა თუ ზედიზედ ორჯერ ვერ მოხდება გამყიდველის მიერ ხელშეკრულებაში მითითებულ მყიდველის მისამართზე გაგზავნილი შეტყობინების ჩაბარება, კორესპონდენცია ჩაითვლება მყიდველისთვის ჩაბარებულად მისი გამყიდველისთვის ხელმეორედ დაბრუნების დღიდა