4.1 ,,ხელშეკრულებით,, ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, ,,უზუფრუქტუარი’’ იღებს გაფრთხილებას წერილობითი სახით, სადაც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა, გადასახდელი პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულების შესახებ და საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები, რომელზეც პირგასამტეხლოს თანხა უნდა იქნას გადახდილი.
4.2 ,,ხელშეკრულების’’ 2.1.1 მუხლით გათვალსწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში ,,უზუფრუქტუარს’’ ეკისრება პირგასამტეხლო 200 (ორასი) ლარის ოდენობით, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
4.3 ,,ხელშეკრულების’’ 2.1.2 მუხლით გათვალსწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში ,,უზუფრუქტუარს’’ ეკისრება პირგასამტეხლო 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
4.4 ,,ხელშეკრულების’’ 2.1.3 მუხლით გათვალსწინებული ვალდებულების თითოეულ ჯერზე შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, ,,უზუფრუქტუარს’’ ეკისრება ერთჯერადი პირგასამტეხლო 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
4.5 დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდა არ ათავისუფლებს ,,უზუფრუქტუარს’’ ,,ხელშეკრულებით’’ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისგან.
4.6 ,,მესაკუთრის’’ მიერ განსაზღვრულ დამატებით ვადაში ,,უზუფრუქტუარის’’ მხრიდან ,,ხელშეკრულების’’ პირობათა შეუსრულებლობა ან/და დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა მიიჩნევა ,,მესაკუთრის’’ მიერ ,,ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის საფუძვლად. ამ შემთხვევაში ,,უზუფრუქტუარს’’ არ აუნაზღაურდება მის მიერ გაწეული დანახარჯები.
4.7 თუ ,,უზუფრუქტუარი’’ ,,ხელშეკრულების’’ მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ, ასევე ,,ხელშეკრულების’’ ვადამდე მოშლის შემთხვევაში არ დააბრუნებს ,,ქონებას’’, ,,მესაკუთრეს’’ შეუძლია მოითხოვოს ,,ქონების’’ დაბრუნების დაყოვნებით გამოწვეული ან/და ,,ქონებისთვის’’ მიყენებული ზიანის ანაზღაურებ