3.1 იმ შემთხვევაში, თუ მესამე პირმა „უზუფრუქტუარს’’ წაუყენა პრეტენზია ,,ქონების’’ გამო იმ უფლების საფუძველზე, რომელიც წარმოიშვა ,,ქონების’’ მიმართ ,,ხელშეკრულების’’ დადებამდე, ,,უზუფრუქტუარი’’ ვალდებულია ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს ,,მესაკუთრეს’’. ამასთან, მას უფლება აქვს მესამე პირს წაუყენოს ყველა ის შესაგებელი, რაც ,,მესაკუთრეს’’ აქვს მის მიმართ.
3.2 ,,უზუფრუქტუარი’’ კარგავს ნივთობრივი ნაკლის გამო ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ან/და ნივთობრივი ნაკლის გამოსწორების მოთხოვნის უფლებას იმ შემთხვევაში თუკი ,,ხელშეკრულების’’ გაფორმებიდან არაუგვიანეს 15 (თხუთმეტი) დღეში, ,,მესაკუთრეს’’ არ აცნობებს ამის შესახებ.
3.3 მხარეები თანხმდებიან, რომ ,,მესაკუთრის’’ საკუთრებას წარმოადგენს ,,უზუფრუქტუარის’’ მიერ ,,ქონებაზე’’ განხორციელებული განუყოფელი გაუმჯობესებანი და ,,უზუფრუქტუარი’’ არ მოსთხოვს ,,მესაკუთრეს’’ აღნიშნულ გაუმჯობესებათა სათანადო კომპენსაციას.
3.4 ,,ხელშეკრულების’’ 2.1.1 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებ(ებ)ის შესრულების დადასტურება განხორციელდება შესაბამისი აუდიტორული დასკვნის საფუძველზე, რომელიც უნდა შეიცავდეს რწმუნებას ,,ხელშეკრულების’’ 2.1.1 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებ(ებ)ის შესრულების თაობაზე და გაცემული უნდა იყოს ,,ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული აუდიტორული ფირმის მიე