8.1 ნებისმიერი ცვლილება ან/და დამატება წინამდებარე ხელშეკრულებაში შეიძლება შეტანილ იქნეს მხარეების მიერ ორმხრივი წერილობითი შეთანხმების საფუძველზე. აღნიშნული ცვლილება ან/და დამატება ძალაშია ხელმოწერის მომენტიდან და წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
8.2 საკითხ(ებ)ი რომელიც არ წესრიგდება წინამდებარე ხელშეკრულებით, რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
8.3 წინამდებარე ხელშეკრულების რომელიმე დებულების ბათილობა გავლენას არ ახდენს ხელშეკრულების სხვა ნაწილების ან/და მთლიანად ხელშეკრულების ნამდვილობაზე.
8.4 სათაურები ხელშეკრულებაში მოცემულია მითითების გაადვილების მიზნით და არ იქონიებს ზემოქმედებას რაიმე სახით მოცემული პირობების ინტერპრეტაციაზე.
8.5 ხელშეკრულება გაფორმებულია ქართულ ენაზე, თანაბარი იურიდიული ძალის მქონე 3 (სამი) ეგზემპლარად, რომლებიც გადაეცემა მხარეებს და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს.
8.6 ხელშეკრულება გაფორმებულად ითვლება მხარეთა მიერ მისი ხელმოწერის მომენტიდან.
ხელმოწერები:
გამყიდველი მყიდველი
____________________________ ______________________________________
____________________________ ____________________________________
დანართი N2
უსასყიდლო უზუფრუქტის ხელშეკრულება N
საქართველო, ქ. ყვარელი ___/______/_______ წელი
ერთი მხრივ, ყვარლის მუნიციპალიტეტის მერია ს/კ 241578574; (შემდგომში „მესაკუთრე“) წარმოდგენილი უფლებამოსილი პირის __________________________________________ სახით,და მეორე მხრივ, _______________________________________ (შემდგომში„უზუფრუქტუარი“)____
ერთობლივად წოდებული, როგორც „მხარეები“ და ცალ-ცალკე, როგორც ,,მხარე“,საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი’’-ის, საქაართველოს კანონის „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“-ისა და ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს _________________________________________________ განკარგულების საფუძველზე, ვდებთ წინამდებარე ხელშეკრულებას (შემდგომში - ,,ხელშეკრულება’’) შემდეგზ