3.1 მყიდველზე საკუთრების უფლება გადადის შეძენილი ქონების სრული საპრივატიზებო საფასურის, მომსახურების საფასურის და განვადების საფასურის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სრულად გადახდის, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის და შეძენილი ქონების სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრაციის შემდეგ. ხოლო, წილებისა და აქციების შემთხვევაში - შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ. მყიდველზე საკუთრების მოწმობა გაიცემა და საკუთრების უფლება გადადის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების პირობით.
3.2 საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვალდებულების შესრულების დღედ ჩაითვლება გამყიდველის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშ(ებ)ზე თანხის ჩარიცხვის დღე.
3.3 იმ შემთხვევაში, თუ მესამე პირმა მყიდველს წაუყენა პრეტენზია ქონების გამო იმ უფლების საფუძველზე, რომელიც წარმოიშვა ქონების მიმართ ხელშეკრულების დადებამდე, მყიდველი ვალდებულია ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს გამყიდველს. ამასთან, მას უფლება აქვს მესამე პირს წაუყენოს ყველა ის შესაგებელი, რაც გამყიდველს აქვს მის მიმართ.
3.4 მყიდველი კარგავს ნივთობრივი ნაკლის გამო ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ან/და ნივთობრივი ნაკლის გამოსწორების მოთხოვნის უფლებას იმ შემთხვევაში თუკი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 15 (თხუთმეტი) დღეში, გამყიდველს არ აცნობებს ამის შესახებ.
3.5 ხელშეკრულების 2.1 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებ(ებ)ის შესრულების დადასტურება განხორციელდება ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, შესაბამისი აუდიტორული დასკვნის საფუძველზე, რომელსაც მყიდველი ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში წარუდგენს გამყიდველს და რომელიც უნდა შეიცავდეს რწმუნებას ხელშეკრულების 2.1 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებ(ებ)ის შესრულების თაობაზე და გაცემული უნდა იყოს იმ აუდიტორის/აუდიტორული კომპანიის მიერ, რომელიც „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს 2016 წლის 8 ივნისის №5386 კანონის შესაბამისად რეგისტრირებულია აუდიტორების/აუდიტორული (აუდიტური) ფირმების სახელმწიფო რეესტრში და უფლებამოსილია განახორციელოს აუდიტორული საქმიანობა (მომსახურება).
3.6 გამყიდველი უფლებამოსილია მყიდველის მიერ ხელშეკრულების 3.5 მუხლით გათვალისწინებული აუდიტორული დასკვნის წარმოდგენის შემდეგ არა უგვიანეს 30 დღისა, დამატებით საკუთარი ხარჯებით ჩაატაროს განმეორებითი აუდიტორული შემოწმება ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების დადგენის მიზნით.
3.7 პრივატიზებულ ობიექტზე ნებისმიერი ნებართვა, ლიცენზია გაიცემა ან/და სხვა ნებისმიერი საქმიანობა წარმოებს საპრივატიზებო შეზღუდვების გათვალისწინებით.
4. მხარეთა პასუხისმგებლობა და ხელშეკრულების შეწყვეტა
4.1. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ქონების შემძენი იღებს წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა, კერძოდ:
4.1.1 საპრივატიზებო საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში – გადაუხდელი თანხის 0,1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
4.1.2. საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში – დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0,1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
4.1.3. ქონების შემძენის მიერ სხვა სააუქციონო ან/და ნასყიდობის ხელშეკრულებით პირობების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობა წარმოადგენს თითოეულ დარღვევაზე საპრივატიზებო საფასურის 0,05%-ს დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
4.2. ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევა ან/და დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა განიხილება აუქციონის შედეგების (ნასყიდობის ხელშეკრულების) ცალმხრივად შეწყვეტის/მოშლის საფუძვლად. ამასთან, მყიდველს არ აუნაზღაურდება გადახდილი საპრივატიზებო საფასური და გაწეული დანახარჯები.
4.3 დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდა არ ათავისუფლებს მყიდველს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისგან.
4.4. 4.2. პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გამყიდველის წერილობითი მიმართვის საფუძველზე საჯარო რეესტრში უქმდება წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი მყიდველის საკუთრების უფლება და ქონება რეგისტრირდება ყვარლის მუნიციპალიტეტის საკუთრებად.
4.4. მყიდველის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შედეგად გამყიდველის მხრიდან ხელშეკრულების მოშლის შემთხვევაში უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტშ