7.1 ნებისმიერი შეტყობინება და მიმოწერა „მხარეებს’’ შორის უნდა განხორციელდეს წერილობით, ქართულ ენაზე და გადაცემულ უნდა იქნას პირადად ან კურიერის მეშვეობით, ქვემოთ მითითებულ მისამართებზე ან სხვა მისამართზე წინასწარი შეტყობინებით.
7.2 „ხელშეკრულების’’ მიზნებისთვის „მხარეთა’’ რეკვიზიტებია:
7.2.1 „მესაკუთრის’’ შემთხვევაში:
_______________________________________________________________________
_______________________________________________________________________
_______________________________________________________________________
7.2.2 „უზუფრუქტუარის’’ შემთხვევაში:
_______________________________________________________________________
_______________________________________________________________________
_______________________________________________________________________
7.3 ,,უზუფრუქტუარი’’ ვალდებულია შეატყობინოს „მესაკუთრეს’’ მის საიდენტიფიკაციო მონაცემებში ნებისმიერი ცვლილების, მათ შორის, მისამართის ცვლილების შესახებ, ამგვარი ცვლილების განხორციელებიდან არაუგვიანეს 10 (ათი) კალენდარული დღისა. ჭინააღმდეგ შემთხვევაში, „მესაკუთრის’’ მიერ „უზუფრუქტუარის’’ ძველ მისამართზე გაგზავნილი ნებისმიერი კორესპონდენცია, მათ შორის წერილობითი გაფრთხილება, ჩაითვლება ჩაბარებულად.
7.4 „ხელშეკრულების’’ 7.3 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა თუ ზედიზედ ორჯერ ვერ მოხდება „მესაკუთრის’’ მიერ „ხელშეკრულებაში’’ მითითებულ „უზუფრუქტუარის’’ მისამართზე გაგზავნილი შეტყობინების ჩაბარება, კორესპონდენცია ჩაითვლება „უზუფრუქტუარისთვის’’ ჩაბარებულად მისი „მესაკუთრისთვის’’ ხელმეორედ დაბრუნების დღიდა