1.1.1 ამ ხელშეკრულების თანახმად “მეიჯარე” გადასცემს, ხოლო „მოიჯარე” დროებით სარგებლობაში იღებს „მეიჯარის“ საკუთრებაში არსებულ __________ კვ.მ. სამეურნეო (კომერციულ) ფართს (შემდგომში „იჯარის ობიექტი“), ხოლო „მოიჯარე“ კისრულობს ვალდებულებას გადაიხადოს ამ ხელშეკრულებით დადგენილი საფასური. „იჯარის ობიექტის“ მახასიათებლებია: საკადასტრო კოდი: ___________________________, მისამართი: ____________ ______________________________________________________, (შემდგომში „იჯარის ობიექტი“).
1.2 ,,ხელშეკრულების’’ მოქმედების ვადად განისაზღვროს ,,ხელშეკრულების’’ გაფორმებიდან _________ წელი.
1.3 ,,ხელშეკრულების’’ 1.1 პუნქტით გათვალისწინებული „იჯარის ობიექტი“-ის ცნებისა და ღირებულების ქვეშ ასევე მოიაზრება მასთან დაკავშირებული მოძრავი ქონება. მოძრავი ქონების ჩამონათვალი და ღირებულება მოცემულია ხელშეკრულების დანართში, რომელიც წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
1.4 სარგებლობაში გადაცემულ ქონებას „მოიჯარე” გამოიყენებს ___________________________ __________________________________________________________________________________________ (დეტალურად უნდა გაიწეროს თუ რა მიზნით გამოიყენებს „მოიჯარე” ქონებას)
1.5 სარგებლობაში გადაცემული „იჯარის ობიექტი“ არის ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო. არ არის იპოთეკით დატვირთული, ყადაღა დადებული ან/და კანონით განსაზღვრული რომელიმე უფლებით დატვირთული.
1.6 ხელშეკრულება ძალაშია მხარეთა ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს ________________ წლის ვადით.
1.7 ხელშეკრულების გაფორმებასთან ერთად მხარეებს შორის ფორმდება ქონების მიღება-ჩაბარების აქტი, რომელიც წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
2. იჯარის ფასი და გადახდის პირობები
2.1. „იჯარის ობიექტით“ სარგებლობის ყოველთვიური საფასური (შემდგომში ,,საიჯარო ქირა“) შეადგენს ________________________________ ლარს.
2.2. „მოიჯარე“ ასევე ვალდებულია გადაიხადოს „იჯარის ობეიქტის“ შენახვისა და მოვლა-პატრონობის ხარჯები, რისთვისაც იგი ვალდებულია იჯარის მოქმედების მთელ პერიოდზე აბონენტად დარეგისტრირდეს შესაბამისი კომუნალური მომსახურების გამწევ ორგანიზაციებში (ელ. ენერგია, ბუნებრივი აირი, წყალმომარაგება, დასუფთავება).
2.3. საიჯარო ქირის გადახდა ხორციელდება წინასწარი გადახდებით, ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშო თვის 05 რიცხვისა.
2.4. მხარეთა შეთანხმებით, პირველი თვის საიჯარო ქირასთან ერთად წინასწარ საავანსო გადახდის სახით გადაიხდება ბოლო თვის საიჯარო ქირა, რომელიც ამავე დროს წარმოადგენს ,,მოიჯარის’’ მიერ ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქონებრივი პასუხისმგებლობის უზრუნველყოფის საშუალებას, თუმცა ,,მოიჯარის’’ ქონებრივი პასუხისმგებლობა არ შემოიფარგლება მხოლოდ ამ თანხი