7.1 მხარეები თავისუფლდებიან წინამდებარე ,,ხელშეკრულების’’ პირობების შეუსრულებლობით/არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული პასუხიმგებლობისგან, თუ ,,ხელშეკრულების’’ შეუსრულებლობა/არაჯეროვანი შესრულება  არის ფორს-მაჟორული გარემოების შედეგი.

7.2 ამ ,,ხელშეკრულების’’ მიზნებისათვის ,,ფორს-მაჟორი" ნიშნავს მხარეებისათვის გადაულახავ და მათი კონტროლისგან დამოუკიდებელ გარემოებებს, რომლებიც დაკავშირებული არ არის მხარეების შეცდომებსა და დაუდევრობასთან, გააჩნია წინასწარ გაუთვალისწინებელი ხასიათი. ასეთი გარემოებები შესაძლებელია გამოწვეულ იქნეს ომით, სტიქიური მოვლენებით, ეპიდემიით და ა.შ.

7.3 ,,მხარე’’ რომელიც ვერ ასრულებს მის ვალდებულებას ფორს-მაჟორული გარემოების ან მოვლენის გამო, ვალდებულია აცნობოს მეორე ,,მხარეს’’ ხსენებული გარემოების ან მოვლენის როგორც დადგომის, ასევე შეწყვეტის შესახებ არაუგვიანეს 10 (ათი) დღისა მისი დადგომიდან ან შეწყვეტიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში ,,მხარე’’ კარგავს უფლებას მიუთითოს აღნიშნულ მოვლენებზე და გარემოებებზე, როგორც ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების გამო პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველზე. აღნიშნულ შეტყობინებაში მითითებული უნდა იყოს ფორს-მაჟორული მოვლენის ან გარემოების აღწერა და მათი ზეგავლენა ამ ,,მხარის’’ მიერ ,,ხელშეკრულებით’’ განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებაზე, ისევე როგორც ასეთი ვალდებულებების შესრულების დაგვიანების მოსალოდნელი ვადა.

7.4 ფორს-მაჟორული გარემოების გავლის შემდეგ საიჯარო ურთიერთობა გრძელდება ,,ხელშეკრულებით’’ დადგენილი პირობების შესაბამისად, გარდა იმ შემთხვევისა თუ ეს შეუძლებელია ,,იჯარის ობიექტის’’ განადგურების გამო.

7.5 თუ ფორს-მაჟორული გარემოებები გრძელდება ზედიზედ სამ თვეზე მეტხანს, თითოეულ მხარეს უფლება აქვს მოშალოს ,,ხელშეკრულება’’ მეორე მხარისთვის სათანადო შეტყობინების გაგზავნის შემდეგ.

7.6 ფორს-მაჟორული მდგომარეობის შემთხვევაში, გარდა ზემოაღნიშნულისა მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დებულებებ