8.1 ნებისმიერი შეტყობინება და მიმოწერა ,,მხარეებს’’ შორის უნდა განხორციელდეს წერილობით, ქართულ ენაზე და გადაცემულ უნდა იქნას პირადად ან კურიერის მეშვეობით, ქვემოთ მითითებულ მისამართებზე ან სხვა მისამართზე წინასწარი შეტყობინებით.
8.2 ,,ხელშეკრულების’’ მიზნებისთვის ,,მხარეთა’’ რეკვიზიტებია:
8.2.1 ,,მეიჯარის’’ შემთხვევაში:
_______________________________________________________________________
_______________________________________________________________________
_______________________________________________________________________
8.2.2 ,,მოიჯარის’’ შემთხვევაში:
_______________________________________________________________________
_______________________________________________________________________
_______________________________________________________________________
8.3 ,,მოიჯარე’’ ვალდებულია შეატყობინოს ,,მეიჯარეს’’ მის საიდენტიფიკაციო მონაცემებში ნებისმიერი ცვლილების, მათ შორის, მისამართის ცვლილების შესახებ, ამგვარი ცვლილების განხორციელებიდან არაუგვიანეს 10 (ათი) კალენდარული დღისა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ,,მეიჯარის’’ მიერ ,,მოიჯარის’’ ძველ მისამართზე გაგზავნილი ნებისმიერი კორესპონდენცია, მათ შორის წერილობითი გაფრთხილება, ჩაითვლება ჩაბარებულად.
8.4 ,,ხელშეკრულების’’ 8.3 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა თუ ზედიზედ ორჯერ ვერ მოხდება ,,მეიჯარის’’ მიერ ,,ხელშეკრულებაში’’ მითითებულ ,,მოიჯარის’’ მისამართზე გაგზავნილი შეტყობინების ჩაბარება, კორესპონდენცია ჩაითვლება ,,მოიჯარისთვის’’ ჩაბარებულად მისი ,,მეიჯარისთვის’’ ხელმეორედ დაბრუნების დღიდა