4.1 იმ შემთხვევაში, თუ მესამე პირმა ,,მოიჯარეს’’ წაუყენა პრეტენზია ,,იჯარის ობიექტის’’ გამო იმ უფლების საფუძველზე, რომელიც წარმოიშვა ,,იჯარის ობიექტის’’ მიმართ ,,ხელშეკრულების’’ დადებამდე, ,,მოიჯარე’’ ვალდებულია ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს ,,მეიჯარეს’’. ამასთან, მას უფლება აქვს მესამე პირს წაუყენოს ყველა ის შესაგებელი, რაც ,,მეიჯარეს’’ აქვს მის მიმართ.
4.2 ,,მოიჯარე’’ კარგავს ნივთობრივი ნაკლის გამო ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ან/და ნივთობრივი ნაკლის გამოსწორების მოთხოვნის უფლებას იმ შემთხვევაში თუკი ,,ხელშეკრულების’’ გაფორმებიდან არაუგვიანეს 15 (თხუთმეტი) დღეში, ,,მეიჯარეს’’ არ აცნობებს ამის შესახებ.
4.3 მხარეები თანხმდებიან, რომ ,,მეიჯარის’’ საკუთრებას წარმოადგენს ,,მოიჯარის’’ მიერ ,,იჯარის ობიექტზე’’ განხორციელებული განუყოფელი გაუმჯობესებანი და ,,მოიჯარე’’ არ მოსთხოვს ,,მეიჯარეს’’ აღნიშნულ გაუმჯობესებათა სათანადო კომპენსაციას.
4.4 ,,მოიჯარის’’ მიერ ,,იჯარის ობიექტით’’ ,,ხელშეკრულების’’ 1.4 მუხლით გათვალისწინებული მიზნით სარგებლობის დადასტურება განხორციელდება ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, შესაბამისი აუდიტორული დასკვნის საფუძველზე, რომელსაც ,,მოიჯარე’’ ,,ხელშეკრულებით’’ განსაზღვრულ ვადაში წარუდგენს ,,მეიჯარეს’’ და რომელიც უნდა შეიცავდეს რწმუნებას ხელშეკრულების 1.4 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებ(ებ)ის შესრულების თაობაზე და გაცემული უნდა იყოს იმ აუდიტორის/აუდიტორული კომპანიის მიერ, რომელიც „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს 2016 წლის 8 ივნისის №5386 კანონის შესაბამისად რეგისტრირებულია აუდიტორების/აუდიტორული (აუდიტური) ფირმების სახელმწიფო რეესტრში და უფლებამოსილია განახორციელოს აუდიტორული საქმიანობა (მომსახურება).
4.5 თუ ,,მოიჯარე’’ საიჯარო ურთიერთობის შეწყვეტამდე ,,იჯარის ობიექტს’’ უკან აბრუნებს, იგი საიჯარო ქირის გადახდისაგან მხოლოდ მაშინ თავისუფლდება, თუ თავის სანაცვლოდ შესთავაზებს ახალ გადახდისუნარიან და ,,მეიჯარისათვის’’ მისაღებ მოიჯარეს. ახალი მოიჯარე თანახმა უნდა იყოს, იჯარის ხელშეკრულება მიიღოს იმავე პირობებით. თუ ,,მოიჯარე’’ ვერ შესთავაზებს ასეთ მოიჯარეს, მან საიჯარო ქირა უნდა იხადოს საიჯარო ურთიერთობათა დასრულებამდ