5.1 ,,ხელშეკრულებით’’ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, ,,მოიჯარე’’ იღებს გაფრთხილებას წერილობითი სახით, სადაც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა, გადასახდელი პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულების შესახებ და საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები, რომელზეც პირგასამტეხლოს თანხა უნდა იქნას გადახდილი.

5.2 ,,მოიჯარე’’ პასუხს აგებს საიჯარო ქირის ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით გადახდაზე.

5.3 ,,მხარეები’’ ვალდებულებას იღებენ დაუყონებლივ მიაწოდონ ერთმანეთს ყოველგვარი მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს აღნიშნულ საიჯარო ურთიერთობებზე, კერძოდ აცნობონ ერთმანეთს ნებისმიერი უფლებრივი თუ სხვა სახის რისკების შესახებ, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ქონების განადგურება, დაზიანება, სანივთო ან/და სხვა უფლებებით დატვირთვა, გასხვისება ან/და სხვაგვარი შედეგი რაც შეუძლებელს გახდის ან/და გაართულებს იჯარის ობიექტით სარგებლობას.

5.4 ამ ,,ხელშეკრულებით’’ გათვალისწინებული საიჯარო ქირის გადახდის დაგვიანების შემთხვევაში ,,მეიჯარე’’ უფლებამოსილია მოსთხოვოს ,,მოიჯარეს“ პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ვადამოსული დავალიანების 0.5%-ის ოდენობით.

5.5 ,,ხელშეკრულების’’ 3.1 მუხლით გათვალსწინებული ვალდებულების თითოეულ ჯერზე შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, ,,მოიჯარეს’’ ეკისრება ერთჯერადი პირგასამტეხლო 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

5.6 დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდა არ ათავისუფლებს ,,მოიჯარეს’’ ,,ხელშეკრულებით’’ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისგან.

5.7 ,,მეიჯარის’’ მიერ განსაზღვრულ დამატებით ვადაში ,,მოიჯარის’’ მხრიდან ,,ხელშეკრულების’’ პირობათა შეუსრულებლობა/არაჯეროვანი შესრულება ან/და დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა მიიჩნევა ,,მეიჯარის’’ მიერ ,,ხელშეკრულების’’ ცალმხრივად მოშლის საფუძვლად. ამ შემთხვევაში ,,მოიჯარეს’’ არ აუნაზღაურდება მის მიერ გაწეული დანახარჯები.

5.8 თუ ,,მოიჯარე’’ ,,ხელშეკრულების’’ მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ, ასევე ,,ხელშეკრულების’’ ვადამდე მოშლის შემთხვევაში არ დააბრუნებს ,,იჯარის ობიექტს’’, ,,მეიჯარეს’’ შეუძლია მოითხოვოს ,,იჯარის ობიექტის’’ დაბრუნების დაყოვნებით გამოწვეული ან/და ,,იჯარის ობიექტისთვის’’ მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

5.9       იმ შემთხვევაში, თუ იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ „მოიჯარე“ 5 კალენდარული დღის ვადაში არ დაცლის „იჯარის ობიექტს“ და არ ჩააბარებს მას „მეიჯარეს“, „მოიჯარეს დაეკისრება“ ვალდებულება გადაიხადოს გაორმაგებული საიჯარო ქირა იჯარის ობიექტის ფაქტობრივად ფლობის მთელ პერიოდზე, ამასთან, „მეიჯარე“ უფლებამოსილია აღიდგინოს მფლობელობა „იჯარის ობიექტზე’’ ხოლო „მოიჯარის“ გაფრთხილებიდან 10 (ათი) დღის ვადაში დაცალოს ობიექტი „მოიჯარის“ კუთვნილი ნივთებისაგა