6.1 ,,ხელშეკრულება’’ წყდება:

6.1.1 ,,ხელშეკრულების’’ მოქმედების ვადის გასვლით.

6.1.2 ,,მოიჯარის’’ გარდაცვალების შემთხვევაში. (იურიდიული პირის ლიკვიდაციის შემთხვევაში)

6.1.3 ,,მეიჯარის’’ მიერ ,,ხელშეკრულების 5.7 მუხლით განსაზღვრული ხელშეკრულების მოშლის უფლების განხორციელების შემთხვევაში.

6.1.4 მხარეთა ურთიერთშეთანხმებით.

6.1.5 საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

6.2 ,,ხელშეკრულების’’ ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, ,,ხელშეკრულების’’ შეწყვეტის თაობაზე ,,მეიჯარის’’ შეტყობინებით განსაზღვრულ ვადაში, ასევე ,,ხელშეკრულების’’ მოქმედების ვადის გასვლისთანავე ,,მოიჯარემ’’ უნდა გამოათავისუფლოს ,,იჯარის ობიექტი’’. ამასთან ,,იჯარის ობიექტზე’’ გაწეული ხარჯები არ ანაზღაურდება.

6.3 ხელშეკრულების შეწყვეტიდან 5 (ხუთი) კალენდარული დღის ვადაში, "მოიჯარე" ვალდებულია გადაიხადოს ამ  დღისთვის არსებული ყველა გადასახადი და საიჯარო ქირა, იგი ასევე ვალდებულია დაცალოს-გაათავისუფლოს ,,იჯარის ობიექტი’’, რის შემდეგაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნის შემთხვევაში უნდა გაფორმდეს „იჯარის ობიექტის’’ მიღება-ჩაბარების აქტ