10.1 ნებისმიერი ცვლილება ან/და დამატება წინამდებარე ,,ხელშეკრულებაში’’ შეიძლება შეტანილ იქნეს ,,მხარეების’’ მიერ ორმხრივი წერილობითი შეთანხმების საფუძველზე. აღნიშნული ცვლილება ან/და დამატება ძალაშია ხელმოწერის მომენტიდან და წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
10.2 საკითხ(ებ)ი რომელიც არ წესრიგდება წინამდებარე ,,ხელშეკრულებით’’, რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
10.3 წინამდებარე ,,ხელშეკრულების’’ რომელიმე დებულების ბათილობა გავლენას არ ახდენს ,,ხელშეკრულების’’ სხვა ნაწილების ან/და მთლიანად ხელშეკრულების ნამდვილობაზე.
10.4 სათაურები ,,ხელშეკრულებაში’’ მოცემულია მითითების გაადვილების მიზნით და არ იქონიებს ზემოქმედებას რაიმე სახით მოცემული პირობების ინტერპრეტაციაზე.
10.5 მხარის მიერ ამ ,,ხელშეკრულებით’’ გათვალისწინებული რომელიმე უფლების გამოუყენებლობა არ ნიშნავს ამ უფლების უარყოფას.
10.6 ,,ხელშეკრულების’’ ვადის გასვლის ან მოშლის შემთხვევაში, ყველა სახის გაუმჯობესება და რემონტი ობიექტზე, რომლის მოცილებაც შეუძლებელია დაზიანების გარეშე და წინასწარ იყო შეთანხმებული „მეიჯარესთან“ რჩება „მეიჯარეს“, ,,მეიჯარე’’ ვალდებული არ არის გადუხადოს „მოიჯარეს“ ამ გაუმჯობესების ღირებულება.
10.7 იმ გაუმჯობესებების დემონტაჟი, რომლებიც საჭირო იყო მხოლოდ ,,მოიჯარისათვის’’ მისი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, უნდა განხორციელდეს „მოიჯარის“ ხარჯით.
10.8 ,,მხარეები’’ ვადასტურებთ, რომ წინამდებარე ,,ხელშეკრულება’’ დადებულია გონივრული განსჯის შედეგად და მასზე ხელმომწერ პირებს აქვთ სათანადო უფლებამოსილება.
10.9 ,,ხელშეკრულება’’ გაფორმებულია ქართულ ენაზე, თანაბარი იურიდიული ძალის მქონე 3 (სამი) ეგზემპლარად, რომლებიც გადაეცემა ,,მხარეებს’’ და ,,საჯარო რეესტრს’’.
10.10 ,,ხელშეკრულება’’ გაფორმებულად ითვლება ,,მხარეთა’’ მიერ მისი ხელმოწერის მომენტიდან.
ხელმოწერები:
,,მეიჯარე’’ ,,მოიჯარე’’
_____________________________ ______________________________________
_____________________________ ______________________________________
_____________________________ ____________________________________