3.1 ,,მოიჯარე’’ ვალდებულია:
3.1.1 უზრუნველყოს „იჯარის ობიექტის“ მხოლოდ ამ ,,ხელშეკრულების’’ 1.4 მუხლით განსაზღვრული მიზნით გამოყენება. არ დაუშვას „იჯარის ობიექტის“ ფუნქციის შეცვლა ,,მეიჯარესთან’’ შეთანხმების გარეშე;
3.1.2 ,,იჯარის ობიექტით’’ ,,ხელშეკრულების’’ 1.4 მუხლით განსაზღვრული მიზნით გამოყენების დადასტურების მიზნით, არაუგვიანეს ___________________ დღისა, ,,მეიჯარეს’’ წარუდგინოს ,,ხელშეკრულების’’ 4.4 მუხლით გათვალისწინებული აუდიტორული დასკვნა.
3.1.3 „იჯარის ობიექტით“ სარგებლობისას დაიცვას ,,ხელშეკრულებით’’ გათვალისწინებული პირობები და ,,მეიჯარის’’ მოთხოვნისთანავე, მაგრამ არაუგვიანეს ასეთი მოთხოვნის მიღებიდან 05 (ხუთი) კალენდარული დღისა, ,,მეიჯარეს’’ წარუდგინოს ინფორმაცია ,,ხელშეკრულებით’’ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მდგომარეობის შესახებ.
3.1.4 დაფაროს ,,ხელშეკრულების’’ სსიპ -საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში (შემდგომში - ,,საჯარო რეესტრი’’) რეგისტრაციის ხარჯი, აგრეთვე ,,ხელშეკრულების’’ გაფორმებასთან დაკავშირებული სხვა ხარჯები ასეთის არსებობის შემთხვევაში.
3.1.5 საკუთარი სახსრებით უზრუნველყოს იჯარით გადაცემული „იჯარის ობიექტის“ მოვლა და დაცვა. „მეიჯარესთან“ შეთანხმებით და თავისი ხარჯებით ჩაუტაროს ,,საიჯარო ობიექტს’’ მიმდინარე რეომონტი და გაუმჯობესებანი მისი ნორმალური ექსპლოატაციის უზრუნველსაყოფად, ამასთან რემონტის და გაუმჯობესებების ხარჯები ,,მოიჯარეს’’ არ აუნაზღაურდება და არ ჩაეთვლება საიჯარო ქირაში;
3.1.6 დროულად გადაიხადოს დაკავებული ფართის კომუნალური გადასახდელები არსებული ტარიფებით;
3.1.7 თავისი უფლებების განხორციელებისას არ დაარღვიოს ,,მეიჯარის’’ უფლებები;
3.1.8 გადაიხადოს საიჯარო ქირა ამ ხელშეკრულებით დადგენილი წესითა და ოდენობით;
3.1.9 მოუაროს „იჯარის ობიექტს”, მკაცრად დაიცვას ხანძარსაწინაღმდეგო და სხვა ტექნიკური უსაფრთხოების წესები, სანიტარული მოთხოვნები, შენობაში არსებული მოწყობილობების და ინვენტარის, აგრეთვე არსებული საიჟინრო კომუნიკაციებისა და ქსელების ექსპლოატაციის წესები;
3.1.10 მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა „იჯარის ობიექტის“ დაზიანების საფრთხისაგან დასაცავად, ხოლო მისი ბრალით გამოწვეული დაზიანების შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ „მეიჯარეს’’ და მისი მითითების შესაბამისად აღმოფხვრას დაზიანება თავისი ხარჯებით;
3.1.11 ითმინოს ყველა სახის ზემოქმედება, რომელიც ნებადართულია „მეიჯარის“ მიერ და აუცილებელია „იჯარის ობიექტის“ შესანახად ან/და მისი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, ხორციელდება ,,მოიჯარის’’ ინტერესების გათვალისწინებითაც და არსებითად არ აფერხებს მის მიერ „იჯარის ობიექტით’’ სარგებლობას;
3.1.12 დაუბრკოლებელად შეუშვას „მეიჯარე“ ან მისი წარმომადგენელი საიჯარო ობიექტზე წინამდებარე ხელშეკრულების პირობების შესრულების, სანიტარული და ტექნიკური პიროებების კონტროლის და შემოწმების მიზნით;
3.1.13 „მეიჯარესთან“ შეთანხმების გარეშე არ განახორციელოს ისეთი ქმედებები, რაც გამოიწვევს საიჯარო ობიექტის მნიშვნელოვან ცვლილებას, მათ შორის კაპიტალური რემონტი, მნიშვნელოვანი რეკონსტრუქცია, ფასადის იერსახის შეცვლა და სხვა;
3.1.14 აუნაზღაუროს „მეიჯარეს“ ყოველგვარი ზიანი, რომელიც მიადგება საიჯარო ქონებას „მოიჯარის“ არამართლზომიერი ქმედების შედეგად;
3.1.15 ხელშეკრულების მოშლის ან შეწყვეტისას უკან დააბრუნოს იჯარის ობიექტი იმ მდგომარეობაში, რაც მას გადაცემის მომენტში ჰქონდა, ნორმალური ცვეთის გათვალისწინებით;
3.1.16 „მეიჯარის“ წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე არ გასცეს „იჯარის ობიექტი“ მესამე პირებზე ქვეიჯარით ან სარგებლობის სხვა ფორმით;
3.1.17 დაიცვას წინამდებარე ხელშეკრულების პირობები.
3.2 ,,მოიჯარეს’’ უფლება აქვს:
3.2.1 მოითხოვოს ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტა, თუ გადაცემული „იჯარის ობიექტი“ განადგურდა ან გამოუსადეგარი გახდა ან თუ ,,მეიჯარე’’ არღვევს ხელშეკრულების პირობებს.
3.2.2 ,,მეიჯარის’’ წინასწარი წერილობითი თანხმობის საფუძველზე, „იჯარის ობიექტი“ ან მისი ნაწილი გასცეს ქვეიჯარის ან ქირავნობის უფლებით.
3.2.3 მოითხოვოს გადაცემული „იჯარის ობიექტის“ დაბრუნება ნებისმიერი უკანონო მფლობელისგან, აგრეთვე „იჯარის ობიექტით“ სარგებლობის ყოველგვარი დაბრკოლების აღმოფხვრა და „იჯარის ობიექტისთვის“ მიყენებული ზიანის ანაზღაურება, რაც უნდა მოხმარდეს დაზიანებული „იჯარის ობიექტის“ აღდგენას.
3.3 ,,მეიჯარეს’’ უფლება აქვს:
3.3.1 ნებისმიერ დროს, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესების დაცვით, შეუფერხებლად დაათვალიეროს „იჯარის ობიექტი“.
3.3.2 ,,ხელშეკრულების’’ ვადის გასვლის, ცალმხრივად მოშლის ან სხვა მიზეზით ,,ხელშეკრულების’’ შეწყვეტის შემთხვევაში, ,,მოიჯარის’’ თანხმობის გარეშე ცალმხრივად გააუქმოს ,,საჯარო რეესტრში’’ წინამდებარე ,,ხელშეკრულების’’ რეგისტრაცია.
3.3.3 „მოიჯარის“ მიერ საიჯარო ქონების გაუარესების შემთხვევაში, მის მიერ განსაზღვრულ ვადაში „მოიჯარეს“ მოთხოვოს ,,იჯარის ობიექტის’’ აღდგენა, ზიანის ანაზღაურება;
3.3.4 ხელშეკრულება ვადამდე მოშალოს თუ „მოიჯარე“ დანიშნულებისამებრ არ იყენებს ,,იჯარის ობიექტს’’ ან/და არღვევს ხელშეკრულებით განსაზღვრულ პირობებს, განზრახ ან დაუდევრობით აზიანებს ქონებას ან ქმნის ასეთი დაზიანების რიალურ საშიშროებას;
3.3.5 განახორციელოს სამართლებლივი აქტებითა და ,,ხელშეკრულებით’’ გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებანი.
3.4 ,,მეიჯარე’’ ვალდებულია:
3.4.1 ,,მოიჯარეს’’ სარგებლობის უფლებით გადასცეს ,,ხელშეკრულების’’ 1.1. მუხლში მითითებული ,,იჯარის ობიექტი’’, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებით, ,,ხელშეკრულების’’ მოქმედების ვადით.
3.4.2 უზრუნველყოს ,,მოიჯარის’’ მიერ საიჯარო ობიექტით შეუფერხებელი სარგებლობა და ხელი არ შეუშალოს მას ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებების განხორციელებაში;
3.4.3 დაიცვას წინამდებარე ხელშეკრულების პირობებ