3.1. მყიდველი ვალდებულია გადაიხადოს საპრივატიზებო თანხა ................ ოდენობით, აუქციონის დასრულების თარიღიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში.
3.2. საპრივატიზებო თანხის გადახდა მყიდველის მიერ განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით (უცხოური ვალუტის შემთხვევაში საპრივატიზებო თანხის გადახდა მყიდველის მიერ განხორციელდება გადახდის დღეს არსებული საქართველოს ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის შესაბამისად) შესაბამისი თანხის გამყიდველის მიერ მითითებულ შემდეგ საბანკო ანგარიშზე თანხის გადარიცხვის გზით:
სალარე ანგარიში
ანგარიშის დასახელება (მიმღები): ....
ანგარიშის ნომერი: №...... ანგარიშის ვალუტა: .....
მიმღები ბანკი: .....
3.3. საპრივატიზებო თანხა გადახდილად ჩაითვლება მისი გამყიდველის ანგარიშზე ასახვის მომენტიდან.
3.4. მყიდველის მიერ გადახდილი ბე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) საბოლოო ანგარიშსწორებისას ჩაითვლება საპრივატიზებო თანხის ნაწილად, ხოლო მყიდველის მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) საპრივატიზებო თანხის გადახდის შემდეგ უბრუნდება მყიდველ