10.1. ხელშეკრულებაში ნებისმიერი ცვლილების ან დამატების შეტანა დასაშვებია მხარეთა წერილობითი თანხმობის საფუძველზე, რომელიც გაფორმდება როგორც ცალკე ხელშეკრულება და დაერთვება ამ ხელშეკრულებას, როგორც მისი განუყოფელი ნაწილი.

10.2. ხელშეკრულების ყველა ცვლილება/დამატება ან/და დანართი წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. მისთვის დაცული უნდა იყოს იგივე ფორმა, რაც გათვალისწინებულია ხელშეკრულებისთვის.

10.3. სათაურები ხელშეკრულებაში მოცემულია მითითების გაადვილების მიზნით და არ იქონიებს ზემოქმედებას რაიმე სახით მოცემული პირობების ინტერპრეტაციაზე.

10.4. ხელშეკრულება გაფორმებულია ქართულ ენაზე 3 (სამი) ეგზემპლარად, რომლებიც გადაეცემა მხარეებს და რეესტრს.

10.5. ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ხელმოწერისა და რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.

გამყიდველი                                                                                             მყიდველი

დანართი №2

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის უპირობო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას/რეალიზაციისას ნასყიდობის ხელშეკრულება

№

20..... წლის ......, საქართველო

ერთი მხრივ, სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (შემდგომ – გამყიდველი) წარმოდგენილი ....... (პ/№..........) სახით, და მეორე მხრივ, 202-- წლის --- (შემდგომში – აუქციონის დასრულების თარიღი) №---  ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებული ----- (ს/კ / პ/№---) (შემდგომ – მყიდველი), წარმოდგენილი ----- მიერ, შემდეგში თითოეული წოდებული, როგორც „მხარე“, ხოლო ერთობლივად, როგორც „მხარეები“,„სახელმწიფო ქონების განკარგვისას და სარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 10 თებერვლის №1-1/172 ბრძანების საფუძველზე, ვდებთ წინამდებარე ხელშეკრულებას (შემდეგომ – ხელშეკრულება) შემდეგზ