2.1. ხელშეკრულება გაფორმებულია ქართულ ენაზე 2 (ორი) ეგზემპლარად, რომლებიც გადაეცემა მხარეებს.
2.2 მყიდველი ვალდებულია, რეგისტრაციას დაქვემდებარებული ქონების შეძენის შემთხვევაში, დაარეგისტრიროს შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში საკუთრების უფლება და დაფაროს ქონების რეგისტრაციასთან დაკავშირებული ხარჯები.
2.3. ხელშეკრულება რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. მხარეთა შორის დავის არსებობის შემთხვევაში დავას წყვეტს საქართველოს საერთო სასამართლოები.
2.4 ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ხელმოწერის მომენტიდან.
გამყიდველი: მყიდველი:
დანართი №3
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი და მოძრავი ნივთების უპირობო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულება
№
20-- წლის ......, საქართველო
ერთი მხრივ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (შემდგომ – გამყიდველი) წარმოდგენილი ....... (პ/ნ ..........) სახით, მოქმედი .................................................................................. უფლებამოსილების საფუძველზე და ფარგლებში, და მეორე მხრივ, ......... (ს/კ / პ/ნ ......................) (შემდგომ – მყიდველი), წარმოდგენილი .............. მიერ, მოქმედი ............... საფუძველზე, შემდეგში თითოეული წოდებული, როგორც „მხარე“, ხოლო ერთობლივად, როგორც „მხარეები“,საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის, „სახელმწიფო ქონების განკარგვისას და სარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 10 თებერვლის №1-1/172 ბრძანების, „.............................................................................................................“ და აუქციონში გამარჯვების დადასტურების №........................ საფუძველზე, ვდებთ წინამდებარე ხელშეკრულებას (შემდეგომ – ხელშეკრულება) შემდეგზ