5.1. მყიდველს ქონებაზე საკუთრების უფლება გადაეცემა ხელშეკრულების გაფორმების და საკუთრების უფლების რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან, ამასთან, ქონებაზე საკუთრების უფლება მყიდველს გადაეცემა საპრივატიზებო თანხის გადახდის პირობით.

5.2. ქონებაზე საკუთრების უფლებასთან ერთად რეესტრში რეგისტრირდება საპრივატიზებო თანხის გადახდის ვალდებულება (გარდა იმ შემთხვევისა, თუ საპრივატიზებო თანხა უკვე გადახდილია).

5.3. მყიდველს ხელშეკრულებით განსაზღვრული საპრივატიზებო თანხის გადახდამდე არ აქვს უფლება, ქონება გაასხვისოს ან გასცეს სარგებლობის უფლებით.

5.4. საპრივატიზებო თანხის გადახდის ვალდებულება შესრულებულად ითვლება გადახდის ვებგვერდზე (www.eauction.ge) ელექტრონულად დადასტურების მომენტიდა