6.1. აუქციონის შედეგები უქმდება და ქონება ბრუნდება სახელმწიფო საკუთრებაში, თუ მყიდველი ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში არ გადაიხდის საპრივატიზებო თანხას. ამასთან, მყიდველს არ აუნაზღაურდება გადახდილი თანხები და ქონებაზე გაწეული ხარჯ(ებ)ი.

6.2. მყიდველის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში საპრივატიზებო თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, გამყიდველის წერილობითი მიმართვის საფუძველზე, რეესტრში უქმდება ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი მყიდველის საკუთრების უფლება (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ქონება რეგისტრირდება სახელმწიფოს საკუთრებად.

6.3. მყიდველის მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში საპრივატიზებო თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტშ