1. ხელშეკრულების მხარეები კისრულობენ ვალდებულებას ურთიერთობა აწარმოონ საქართველოში მოქმედი კანონმდებლობითა და „ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლების წყალმომარაგების (ტექნიკური წყლით მომარაგების) რეგულირების წესის შესაბამისად.

2. ტექნიკური წყლის მყიდველი (მომხმარებელი) ვალდებულია, მოხმარებულ ტექნიკურ წყალზე ანგარიშსწორება აწარმოოს ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით განსაზღვრული ტარიფით.

3. ტექნიკური წყლის მყიდველი (მომხმარებელი) ვალდებულია, მოიხმაროს ტექნიკური წყალი მხოლოდ;___________________________________(საყოფაცხოვრებო ან არასაყოფაცხოვრებო) მიზნებისათვის.

4. ტექნიკური წყლის მიმწოდებელი ვალდებულია, წყალმომარაგების სისტემის მეშვეობით უზრუნველყოს ტექნიკური წყლის უსაფრთხო, უწყვეტი, საიმედო და ხარისხიანი მიწოდება.

5. ტექნიკური წყლის მყიდველი (მომხმარებებლი) ვალდებულია, დროულად გადაიხადოს მოხმარებული ტექნიკური წყლის საფასური.

6. ტექნიკური წყლის მიმწოდებელი ვალდებულია, ტექნიკური წყლის მყიდველს (მომხმარებელს) საფასურის გადახდა მოსთხოვოს ყოველთვიური ანგარიშსწორების ქვითარში გადასახდელი თანხის სრულად ასახვისა და გადახდის ვადის განსაზღვრის შემდე