ვალის გადაკისრებისთანავე წყდება მოთხოვნის უზრუნველსაყოფად გათვალისწინებული თავდებობა ან გირავნობა, თუ თავდები ან დამგირავებელი არ განაცხადებს თანხმობას ამ ურთიერთობის გაგრძელებაზე. ამ წესიდან გამონაკლისი შემთხვევები დგინდება კანონით.
საქართველოს 2002 წლის 28 დეკემბრის კანონი №1902 – სსმ I, №4, 22.01.2003 წ., მუხ.20
საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5667 – ვებგვერდი, 31.12.2019წ.
საქართველოს 2022 წლის 29 ნოემბრის კანონი №2117 – ვებგვერდი, 16.12.2022
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 29.11.2022-ის აქტით. ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
წინა რედაქცია (24.07.1997 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 206. მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებათაის შეწყვეტა ვალის გადაკისრებისას ვალის გადაკისრებისთანავე შეწყდება მოთხოვნის უზრუნველსაყოფად გათვალისწინებული თავდებობა დან გირავნობა, თუკი თავდები ან დამგირავებელი უარ განაცხადებს თარ იტყვინხმობას ამ ურთიერთობის გაგრძელებაზე. ამ წესიდან გამონაკლისი შემთხვევები დგინდება კანონით. საქართველოს 2002 წლის 28 დეკემბრის კანონი №1902 – სსმ I, №4, 22.01.2003 წ., მუხ.20
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(23)
საქმე №ას-1341-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.01.2025
…ფაქტს და მოკლებული არიან შესაძლებლობას აღნიშნული საკითხი სადავოდ გახადონ სააპელაციო საჩივრის განხილვის ან საკასაციო ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, თანახმად ზემოთ მითითებული სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის, 206-ე და 219-ე მუხლის პირველი ნაწილისა. 30. რაც შეეხება კასატორების შედავებას 2024 წლის 16 ივლისის საოქმო განჩინების (საქმეზე მტკიცებულებათა დართვაზე უარის თქმის…
საქმე №ას-930-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.06.2024
…პალატამ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება არასწორად წარმართა. კერძოდ, თითქოსდა არ არსებობდა ქ.ჩ–იას თანხმობა მოვალის ჩანაცვლებაზე/ ჩამატებაზე, რაც თავის მხრივ გამორიცხავდა მოვალის ცვლილებისას იპოთეკის უფლების შეწყვეტას სსკ-ის 206-ე მუხლის საფუძველზე და აღნიშნულის ნაცვლად, მიუთითა, რომ თავად ბანკმა, იპოთეკარმა მიმართა მარეგისტრირებელ ორგანოს იპოთეკის საგანზე, რეგისტრირებული უფლების…
საქმე №ას-815-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.06.2024
…სამართლებრივ ურთიერთობაში შედის როგორც კრედიტორთან, ისე მოვალესთან. 40. იპოთეკის საგნის მესაკუთრისათვის კი მოვალის ცვლილების შემთხვევაში, საჭიროა, ინფორმაციის მიწოდება. აღნიშნულის საპირისპირო ქმედება არ გამომდინარეობს კანონიდან. სსკ-ის 206-ე მუხლის შესაბამისად, ვალის გადაკისრებისთანავე წყდება მოთხოვნის უზრუნველსაყოფად გათვალისწინებული თავდებობა და გირავნობა, თუკი თავდები ან დამგირავებელი არ…
საქმე №ას-564-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.02.2024
…ნამდვილობა. ამდენად, დ.ო–ძე მოკლებულია შესაძლებლობას აღნიშნული საკითხი სადავოდ გახადოს სააპელაციო და საკასაციო ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, თანახმად ზემოთ მითითებული სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის, 206-ე და 219-ე მუხლის პირველი ნაწილისა. 25. ამასთან, პალატა დამატებით ყურადღებას მიაქცევს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 133-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის…
საქმე №ას-1178-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.12.2022
…გამომდინარე, ფულადი მოთხოვნები წარმოეშვას მოვალესთან და შესაბამისად, მესაკუთრის თამაშგარე მდგომარეობაში დატოვება, თანაც ის, რომ არაფერი ჰკითხონ მოვალის ცვლილებასთან დაკავშირებით, არ გამომდინარეობს კანონიდან. ამას მოწმობს სსკ-ის 206-ე მუხლიც, რომლის შესაბამისად ვალის გადაკისრებისთანავე წყდება მოთხოვნის უზრუნველსაყოფად გათვალისწინებული თავდებობა და გირავნობა, თუკი თავდები ან დამგირავებელი…
საქმე №ას-554-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.03.2021
…უფლების) მიწოდება, თუ ამ წილზე (უფლებაზე) არ არის მიმაგრებული/განპიროვნებული ქონება, გარდა წილის (უფლების) სანაცვლოდ ქონების ინდივიდუალურ საკუთრებაში მიღების შემთხვევისა. ამავე კოდექსის მე-19 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად ამ კოდექსის 206-ე მუხლით გათვალისწინებული თანამფლობელობის შემთხვევაში მფლობელის წილი, თუ მასზე არ არის მიმაგრებული/განპიროვნებული ქონება, მათ შორის, ქონებაზე უფლების…