საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2117-IXმს-Xმპ
სარეგისტრაციო კოდი
040000000.05.001.020723
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 16/12/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს კანონი (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
 მუხლი 1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №31, 24 ივლისი, 1997, გვ. 1) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 204-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 204. მოთხოვნის მფლობელის თანხმობა ვალის გადაკისრებისას

თუ ვალის გადაკისრებაზე მესამე პირი და მოვალე შეთანხმდნენ, მისი გადაკისრების ნამდვილობა მოთხოვნის მფლობელის თანხმობაზეა დამოკიდებული. ამ წესიდან გამონაკლისი შემთხვევები დგინდება კანონით.“.

2. 206-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 206. მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალების შეწყვეტა ვალის გადაკისრებისას

ვალის გადაკისრებისთანავე წყდება მოთხოვნის უზრუნველსაყოფად გათვალისწინებული თავდებობა ან გირავნობა, თუ თავდები ან დამგირავებელი არ განაცხადებს თანხმობას ამ ურთიერთობის გაგრძელებაზე. ამ წესიდან გამონაკლისი შემთხვევები დგინდება კანონით.“.

3. 254-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 32 ნაწილი:

„32. დამგირავებელს ეკრძალება იმ არამატერიალური ქონებრივი სიკეთის დაგირავება, რომელიც „იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ უზრუნველყოფის აქტივების გაერთიანებაში შემავალი აქტივია.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 90-ე დღეს.

 


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

29 ნოემბერი 2022 წ.

N2117-IXმს-Xმპ

რა შეცვალა ამ აქტმა (3 მუხლი)

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
დიახ, საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 29.11.2022.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
„საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ მიღებულია 29.11.2022. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №2117-IXმს-Xმპ. სარეგისტრაციო კოდი — 040000000.05.001.020723.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 29.11.2022 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, №2117-IXმს-Xმპ, 29.11.2022, სარეგისტრაციო კოდი 040000000.05.001.020723 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.11.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5590300/