თუ ვალის გადაკისრებაზე მესამე პირი და მოვალე შეთანხმდნენ, მისი გადაკისრების ნამდვილობა მოთხოვნის მფლობელის თანხმობაზეა დამოკიდებული. ამ წესიდან გამონაკლისი შემთხვევები დგინდება კანონით.
საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1901 – ვებგვერდი, 11.01.2018წ.
საქართველოს 2022 წლის 29 ნოემბრის კანონი №2117 – ვებგვერდი, 16.12.2022
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 29.11.2022-ის აქტით. ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
წინა რედაქცია (24.07.1997 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 204. მოთხოვნის მფლობელის თანხმობა ვალის გადაკისრებისას თუ ვალის გადაკისრების შესახზე ბ შეთანხმდნენ მესამე პირი და მოვალე შეთანხმდნენ, მაშინსი გადაკისრების ნამდვილობა დამოკიდებულია მოთხოვნის მფლობელის თანხმობაზეა დამოკიდებული. ამ წესიდან გამონაკლისი შემთხვევები დგინდება კანონით.
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(63)
საქმე №ას-544-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.12.2024
…წამალზე დატანა საქართველოში არ ხდება და არც მსგავსი შტრიხკოდის დატანის შესაძლებლობა არსებობდა (იხ. მოპასუხის ახსნა - განმარტება 03.05.2023წ. სხდომის ოქმში). 8.4. სასამართლომ მიუთითა, რომ მოთხოვნის გამომრიცხველი ფაქტები, სსსკ 204-ე და 219-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლოში წარდგენილი უნდა ყოფილიყო საქმის მომზადების სტადიაზე, შესაგებლის ეტაპზე. წარდგენილი შესაგებელში კი,…
საქმე №ას-755-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.07.2024
…(საიდენტიფიკაციო N......) ცნობა მოითხოვა იმ დასაბუთებით, რომ სადავო პროცესში კრედიტორს წარმოადგენს ფონდი, შესაბამისად, მოვალე არის სს “ა.დ–ვა”, რადგან საქმე ეხება არა მოთხოვნის დათმობას, არამედ- ვალის გადაკისრებას, რაც სსკ-ის 204-ე მუხლით არის მოწესრიგებული: “ თუ ვალის გადაკისრებაზე მესამე პირი და მოვალე შეთანხმდნენ, მისი გადაკისრების ნამდვილობა მოთხოვნის მფლობელის თანხმობაზეა…
საქმე №ას-242-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.12.2023
…გადაცემის განხორციელებისთვის იმავდროულად უნდა მოხდეს სინალაგმის შენარჩუნება (ანუ მოთხოვნის გადაცემა შესრულების ვალდებულებასთან ერთად), მოსარჩელისგან მოპასუხისთვის მომსახურების გაწევის ვალდებულება სამართლებრივად უნდა შესრულდეს სსკ-ის 204-ე მუხლის (თუ ვალის გადაკისრების შესახებ შეთანხმდნენ მესამე პირი და მოვალე, მაშინ გადაკისრების ნამდვილობა დამოკიდებულია მოთხოვნის მფლობელის თანხმობაზე)…
საქმე №ას-658-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.02.2023
…სუბიექტის განსაზღვრას, ამდენად, დავისათვის რელევანტურია არა უფლებებისა და მოთხოვნების სხვა პირისათვის გადაცემის მომწესრიგებელი ნორმები, არამედ ვალის გადაკისრების ინსტიტუტი, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 203-ე და 204-ე მუხლები, რომლის თანახმად, 1. მოთხოვნის მფლობელთან დადებული ხელშეკრულებით ვალი შეიძლება თავის თავზე აიღოს მესამე პირმაც (ვალის გადაკისრება). ასეთ შემთხვევაში…
საქმე №ას-329-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.06.2022
…ხელშეკრულებაში, მართალია, აღნიშნულია, რომ ა.გ–ა გადაიხდის ბანკისათვის ასანაზღაურებელ თანხას, თუმცა სასამართლომ ხელშეკრულება ვერც ვალის გადაკისრებად მიიჩნია, რამდენადაც არ არსებობს მოთხოვნის მფლობელის - ბანკის თანხმობა, რომელიც სსკ-ის 204-ე მუხლის თანახმად, ვალის გადაკისრების ნამდვილობის აუცილებელი პირობაა. შესაბამისად, სააპელაციო სასაართლომ ა.გ–ა არა ნ.ყ–ისა და დ.ყ–ების უფლებამონაცვლედ,…
საქმე №ას-1033-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.03.2022