1. ანგარიშგების ფორმა №23-ში, რეზიდენტობის მიხედვით აისახება ინფორმაცია იმ კლიენტების შესახებ, რომელთა ვალის გადაკისრებაც განხორციელდა საანგარიშო პერიოდში, ასევე, იმ პირების შესახებ, რომლებზეც განხორციელდა ვალის გადაკისრება.
2. ანგარიშგების ფორმა №23-ში ინფორმაცია აისახება ფიზიკური და იურიდიული პირების მიხედვით.
3. ანგარიშგების ფორმა №23-ში აისახება ინფორმაცია მხოლოდ იმ გადაკისრებული ვალდებულებების შესახებ, რომელთა მოცულობა აღემატება 50 000 ლარს (ერთ პირზე ჯამურად ან/და ინდივიდუალურად).
4. ანგარიშგების ფორმა №23-ში არ აისახება ინფორმაცია პროცენტისა და ჯარიმის შესახებ.
5. ანგარიშგების ფორმა №23-ის მიზნებისთვის, ვალის გადაკისრებად არ განიხილება თავდების მიერ ვალდებულების დაფარვის შემთხვევები, ასევე, ანგარიშგების ფორმა №23-ში არ აისახება მსესხებლის გარდაცვალების შემთხვევაში, მემკვიდრეზე კრედიტის გადაფორმების შემთხვევებ